განათლების სამინისტრო სკოლაში ბავშვების მიერ თვითდაზიანების ფაქტს ადასტურებს
განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური სკოლაში ბავშვების მიერ თვითდაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს. მისი განცხადებით, მოსწავლეები ინტერნეტთამაშ "ლურჯ ვეშაპში" მონაწილეობას უარყოფენ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
"დღევანდელ შემთხვევაში მონაწილე ბავშვები არ ადასტურებენ ინტერნეტთამაშში ჩართვას - ეს გასაგებიცაა, მათი ასაკიდან და შიშებიდან გამომდინარე, რომ დაისჯებიან", - განაცხადა გიგაურმა
"დღეს სკოლის მასწავლებელს გაუჩნდა ეჭვი, რომ ერთი მოსწავლე, რომელსაც ხელები ჰქონდა დასერილი, დაკავშირებული იყო რისკთან, ამიტომ, შეამოწმა სხვა მოსწავლეებიც და მაშინვე შეატყობინა მანდატურის სამსახურს, ასევე პოლიციას“, - განმარტავს ლია გიგაური და დასძენს, რომ ამ თამაშის შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ 1 წლის წინ მიიღო და სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის ტრენინგების ჩატარება დაიწყო.
"ერთი თვის წინ, გარკვეული ტალღის აგორებასთან დაკავშირებით, ასევე, შემოსულ ინფორმაციას დავეყრდენით და ვთხოვეთ სკოლის მასწავლებლებს და დირექტორებს, რომ გააფრთხილონ მშობლები, დაკვირვებით იყვნენ, მაქსიმალურად გათვალონ რისკები და დააკვირდნენ შვილების ქცევას. ასევე, მასწავლებლებს აქვთ დავალება, რომ დაკვირვებით იყვნენ, მოსწავლეს თუ აღმოაჩნდება რაიმე ისეთი ნიშანი - როგორიცაა ხელების დასერვა, სწრაფად მოახდინონ რეაგირება", - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ.
გიგაურის თქმით, მათ დღეს კიდევ ერთხელ გააფრთხილეს სკოლები, მშობლებთან კომუნიკაცია განაგრძონ.
"დღეს, როდესაც ეს ინფორმაცია მივიღეთ, განმეორებით გავაფრთხილეთ სკოლები, რომ კვლავ გააგრძელონ მშობლებთან კომუნიკაცია. თითოეულმა დამრიგებელმა აუხსნას მისი კლასის მშობლებს, თუ რა რისკებთანაა დაკავშირებული მათი შვილების ამ თამაშში ჩართვა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ თამაშში ჩართვა და კომუნიკაცია საღამოს პერიოდში ხდება და ამიტომ, ოჯახის წევრების მხრიდან ნამდვილად სჭირდება დაკვირვება და მონიტორინგი, რას თამაშობს ბავშვი, რომელ საიტებზე შედის და რა რისკებთან არის დაკავშირებული იმ კონკრეტულ თამაშში ჩართვა“, - განაცხადა ლია გიგაურმა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისში შვიდმა მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა. დღესვე შსს განცხადება გაავრცელა, რომ ინტერნეტთამაშთან დაკავშირებით, რომელიც ახალგაზრდებისთვის საშიშია, უწყებამ გამოძიება დაიწყო.
28 მაისს, საქართველოში, 12 წლის გოგო ე. წ. კურატორის დავალებით მე-5 სართულიდან გადახტა. ის სხეულის მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში წევს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
ყველა სიახლე
08 ივლისი 2026, 10:06
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ანა ბრნაბიჩს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
08 ივლისი 2026, 09:44
მსოფლიო
რუტე პუტინს: ნუ გვეთამაშებით
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ანკარაში მიმდინარე სამიტის მეორე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთს მიმართა.
08 ივლისი 2026, 09:32
მსოფლიო
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, მათ ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე 85 ამერიკული სამიზნე დაბომბეს
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ გვიან ღამე ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე აშშ-ის 85 სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანა.
08 ივლისი 2026, 09:14
რეგიონი
რუსთავის მერიამ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს წამახალისებელი ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა
რუსთავის მერიამ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს წამახალისებელი ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საქართველოს თასი, მაგიდის ჩოგბურთსა და კალათბურთში, რუსთავის მე-5 და მე-2 სკოლის გუნდებმა მოიგეს.
08 ივლისი 2026, 09:12
საზოგადოება
სინოპტიკოსების ვარაუდით, საქართველოს მასშტაბით 9 ივლისიდან გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოში, კონკრეტულად კი კახეთის რეგიონში, 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე ნავარაუდევია ძალიან ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
08 ივლისი 2026, 09:08
სამართალი
ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილის მამა: დაიჭირეს უდანაშაულო ადამიანი, დამნაშავეს ხელი დააფარეს დიდი ფულის სანაცვლოდ. მეუბნებოდნენ, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, ხომ ვიჭერთო?!
გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ გრიგოლ ვარდოსანიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.
08 ივლისი 2026, 09:00
მსოფლიო
მედია: უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანასა და თათრეთის ნავთობქიმიური საწარმო დაბომბეს
უკრაინულმა დრონებმა გვიან ღამით რუსეთის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და თათრეთის რესპუბლიკაში მდებარე ნავთობქიმიურ საწარმოზე იერიში მიიტანეს.ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
08 ივლისი 2026, 08:56
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: რაც უნდოდათ საქართველოსთვის, ნეგატივი უკან დაუბრუნდათ. რაც დათესეს - ის მოიმკეს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.
08 ივლისი 2026, 08:49
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-12 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალი გაიმართება. ღონისძიებაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მიიღებს მონაწილეობას.
08 ივლისი 2026, 08:42
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ის, რაც ვითარდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ალიანსში, ყველაფერი არის კარგად დაგეგმილი მათი გარე პატრონების მხრიდან
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.
08 ივლისი 2026, 08:40
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება - მომავალი თავმჯდომარის ვინაობა კვლავ უცნობია
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება. ვინ იქნება ახალი თავმჯდომარე, კვლავ უცნობია.
08 ივლისი 2026, 08:37
პოლიტიკა
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარეს ვირჯინია ფოქსს შეხვდა.
08 ივლისი 2026, 08:36
პოლიტიკა
მაია ბითაძე: მკაცრი შეფასებები გააკეთა ჩვენმა დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმ რეზოლუციასთან მიმართებით, რომელიც ჯო უილსონის მიერ დაინიცირდა და შეიცავდა ფაქტობრივ სიცრუეს
მკაცრი შეფასებები გააკეთა ჩვენმა დელეგაციამ იმ რეზოლუციასთან მიმართებით, რომელიც ჯო უილსონის მიერ დაინიცირდა და შეიცავდა ფაქტობრივ სიცრუეს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საუბრისას.
08 ივლისი 2026, 08:21
პოლიტიკა
ჰააგაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე ჯო უილსონის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრიან
დღესვე უყრიან კენჭს საპარლამენტო ასამბლეის საბოლოო დოკუმენტს- ჰააგის დეკლარაციას, რომელსაც ქართული დელეგაციის მხარდაჭერა არ ექნება. დელეგაციის წევრები, ასამბლეის ფარგლებში, დღესაც ისარგებლებენ სიტყვით გამოსვლის უფლებით.
08 ივლისი 2026, 08:18
პოლიტიკა
ალექსანდრ ვუჩიჩი: ბევრი რამ ვისწავლე შალვა პაპუაშვილისგან, ასევე პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან და პრეზიდენტ ყაველაშვილისგან
ბევრი რამ ვისწავლე მისგან [შალვა პაპუაშვილისგან], ასევე პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან და პრეზიდენტ ყაველაშვილისგან საქართველოში ვიზიტისას, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა.
08 ივლისი 2026, 08:00
პოლიტიკა
სერბეთში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი სადამფუძნებლო კონფერენცია გრძელდება
სერბეთში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი სადამფუძნებლო კონფერენცია გრძელდება. დღეს კონფერენციაზე საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელებენ, ხოლო დასასრულს ბელგრადის ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებმა.
08 ივლისი 2026, 07:59
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელო 8 ივლისს საქართველოში
8 ივლისს ქუთაისში წვიმის ალბათობა დიდი იქნება, დღისით +28 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
08 ივლისი 2026, 03:28
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური წყვილები უკვე ცნობილია
დასრულდა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი. სამშაბათს გამართული ბოლო მატჩების შემდეგ, მეოთხედფინალის ყველა მონაწილე და მათი სატურნირო ბადე საბოლოოდ დაკომპლექტდა.
08 ივლისი 2026, 03:22
სპორტი
შვეიცარიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში 1954 წლის შემდეგ პირველად გავიდა
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალის კიდევ ერთი მონაწილე გამოვლინდა. ვანკუვერში გამართულ მერვედფინალურ დაპირისპირებაში შვეიცარიის ნაკრებმა კოლუმბია პენალტების სერიაში დაამარცხა.
08 ივლისი 2026, 03:16
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: აშშ-ის დარტყმები სამშვიდობო შეთანხმების უხეში დარღვევაა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სამართლებრივ და საერთაშორისო საკითხებში, ქაზემ ღარიბაბადიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომლითაც აშშ-ის მიერ განხორციელებულ სამხედრო დარტყმებს ეხმაურება.


