ევროპარლამენტმა მუხტარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტი
ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე რეზოლუცია - "აფგან მუხტარლის საქმე და აზერბაიჯანში პრესის მდგომარეობა" - მიიღო. 16-პუნქტიანი დოკუმენტის პირველი 4 პუნქტი საქართველოს ეხება. რეზოლუციის პროექტში საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარება გატაცებადაა შეფასებული.
რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი გმობს საქართველოდან აფგან მუხტარლის გატაცებისა და მისი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაკავების ფაქტს. ევროპარლამენტი მუხტარლის გასამართლებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად აფასებს.
საქართველოსთან მიმართებაში, რეზოლუციაში წერია, რომ საქართველო, როგორც ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის წევრი ქვეყანა, ვალდებულია, რომ ქვეყნის ტეროტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის შექმნას უსაფრთხოების გარანტია, რათა არ მოხდეს აზერბაიჯანში მათ იძულებით დაბრუნება. რეზოლოციაში ასევე წერია, რომ აზერბაიჯანელებს საქართველოში ცხოვრებისთვის საჭირო დოკუმენტების ვადის გაგრძელებაზე ხშირად ეუბნებიან უარს.
მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციის ტექსტში შესულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომელიც მან მუხტარლის საქართველოდან გაუჩინარებისა და აზერბაიჯანში დაკავებიდან რამდენიმე დღეში გააკეთა. პრეზიდენტი მაშინ აცხადებდა, რომ ამ ფაქტით სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინაშე დიდი გამოწვევა დადგა.
რეზოლუციაში წერია, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ამ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს, რომელიც გაჭვირვალედ და ეფექტიანად უნდა წარიმართოს, რათა დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ.
ამასთან წერია, რომ საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია დაიცვას ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა ქვეყნის მოქალაქეები და პირები, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში, მათი საქმიანობის გამო შეიძლება გაასამართლონ.
რეზოლუციაში ევროპარლამენტი აზერბაიჯანს აფგან მუხტარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ყველა სიახლე
24 მარტი 2026, 16:09
საზოგადოება
ლევან მოსეშვილი: კიოლნი-თბილისი-კიოლნის მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტული ნაკადების ზრდას, ასევე ბიზნეს სექტორის განვითარებას
2 ივლისიდან, გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings-ი პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კიოლნიდან თბილისის მიმართულებით შეასრულებს. ახალი მიმართულებით რეისებo კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვნად გააფართოებს საქართველოსა და გერმანიას შორის პირდაპირ საჰაერო კავშირებს.
24 მარტი 2026, 16:08
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე: ძალიან ემოციური დღეები გავიარეთ. ჩვენ დავკარგეთ ეპოქალური პიროვნება, რომლის ღვაწლიც განუზომელია ჩვენი ქვეყნის წინაშე
ჩვენ დავკარგეთ ეპოქალური პიროვნება, რომლის ღვაწლიც განუზომელია ჩვენი ქვეყნის წინაშე, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, რომელიც უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა.
24 მარტი 2026, 16:07
პოლიტიკა
პარლამენტის ბიურომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო
„ამ დღეებში ჩვენმა საზოგადოებამ გააცილა ჩვენი ქვეყნის პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ადამიანი, რომელიც ნახევარი საუკუნე იყო ჩვენი ერის, ჩვენი საზოგადოების სულიერი მამა. ადამიანი, რომლის მემკვიდრეობაც ჩვენ ამ დღეებში ხილულად ვნახეთ - ეს არის სიყვარულით გაერთიანებული ერი. ერი, რომელიც ერთი ადამიანის მიმართ და ერთი ადამიანის გავლით არის ერთმანეთთან დაკავშირებული.
24 მარტი 2026, 15:47
საზოგადოება
თამარ იოსელიანი: გერმანია ჩვენთვის ტურისტული თვალსაზრისით სტრატეგიული ბაზარია და მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია Eurowings-ი 2 ივლისიდან რეგულარულ რეისებს შეასრულებს კიოლნი-თბილისი-კიოლნის საჰაერო ხაზზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის ინფორმაციით, 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს კიოლნი - თბილისი - კიოლნის საჰაერო ხაზზე.
24 მარტი 2026, 15:45
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჩინეთში ონლაინ სარეკლამო კამპანია დაიწყო
სოციალურ პლატფორმებს, რომლებზეც აჭარის და ზოგადად, საქართველოს რეკლამა მიმდინარეობს, ჩინეთში ასეულობით მილიონი მომხმარებელი ჰყავს. კერძოდ, Red Note-ს, რომელიც ჩინეთში Instagram-ის ანალოგს წარმოადგენს ყოველთვიურად 300 მილიონამდე, ხოლო Douyin (TikTok-ის ალტერნატივა) ყოველთვიურად 766 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. 1,4 მილიარდამდე ინტერნეტ მომხმარებელი ჰყავს WhatsApp-ის ანალოგს WeChat, 599 მილიონი მომხმარებელი კი Twitter-ის ანალოგს Weibo. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს წელს შანხაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეც წარადგენს, რომელშიც საქართველო ITB CHINA 2026-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
24 მარტი 2026, 15:44
მსოფლიო
Financial Times: აშშ ევროკავშირს აფრთხილებს, რომ დონალდ ტრამპსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის მიღწეული სავაჭრო შეთანხმება უცვლელად დაამტკიცოს
ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირს აფრთხილებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის მიღწეული სავაჭრო შეთანხმება უცვლელად დაამტკიცოს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
24 მარტი 2026, 15:41
საზოგადოება
ზაქარია წიკლაური: ილია მეორემ შეძლო ის, რაც ისტორიის უდიდეს მოღვაწეებსაც კი იშვიათად გამოსდით - მან გააერთიანა ერი და ბერი არა ძალით, არამედ სიყვარულით და ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, ზაქარია წიკლაურმა, საკრებულოს სხდომაზე გაიხსენა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე. წიკლაურმა თქვა, რომ სწორედ ილია მეორის მუხლჩაუხრელი ბრძოლის შედეგად მოიპოვა ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია, ხოლო სახელმწიფომ - დამოუკიდებლობა. საკრებულოს წევრმა აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის უმთავრესი დამსახურება, ქართველი ერის სულის გადარჩენა იყო.
24 მარტი 2026, 15:34
საზოგადოება
გიგლა თამაზაშვილი: წვეთოვანი მორწყვის სისტემა, ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, წყლის მოხმარებას ბევრად ამცირებს
„წყლის რესურსების ეფექტიანი გამოყენება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც გვალვა და წყლის დეფიციტი ხშირია. ამ პირობებში ფერმერებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებად განიხილება წვეთოვანი მორწყვის სისტემა, რომელიც, ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, წყლის მოხმარებას ბევრად ამცირებს. წვეთოვანი მორწყვა უკვე აღარ არის ინოვაცია და ხელმისაწვდომია ჩვენი ფერმერებისთვის. ეს ტექნოლოგია არის აუცილებელი წინაპირობა თანამედროვე სოფლის მეურნეობისთვის“, - აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.
24 მარტი 2026, 15:28
სამართალი
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას - „მეთადონს“, ,,ჰეროინს’’, ,,გამომშრალ მარიხუანა’’-ს ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს’’, ,,მცენარე კანაფს’’ და ,,ნედლ მარიხუანას’’. გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
24 მარტი 2026, 15:18
რეგიონი
ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის მოწყობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ახალციხეში, ბექა ჯაყელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის მოწყობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
24 მარტი 2026, 15:09
მსოფლიო
გერმანიის პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ომს საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აშშ-ის ომს ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
24 მარტი 2026, 15:02
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო „კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში“ გამართულ პანელურ დისკუსიაში
როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ამ ფაქტმა დაადასტურა ნდობა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, რომლის საშუალებითაც რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ქვეყანამ შეძლო სტაბილური მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების შენარჩუნება.
24 მარტი 2026, 14:58
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: კორუფციისგან თავისუფლების აღქმით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს 2 წევრ სახელმწიფოს, რაც დაკავშირებულია მთავრობის ანტიკორუფციულ პოლიტიკასთან
„პირველი, ეს არის პრევენციული მექანიზმები, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და კანონის აღსრულება. ბოლო პერიოდში, ჩვენ ვხედავთ სამართალდამცავი უწყებების უპრეცედენტო გააქტიურებას ამ მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია პრევენციული მექანიზმების დანერგვა, გაჯანსაღება სახელმწიფო პრივატიზების სფეროსი, ასევე ენერგეტიკული მიმართულებით და სახელმწიფო შესყიდვების სისტემის სრული გაჯანსაღება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
24 მარტი 2026, 14:56
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
24 მარტი 2026, 14:42
მსოფლიო
ევროკავშირის მთავარი პროკურორის განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლის მთავარი გამოწვევა არის პოლიტიკა და არა თავად დანაშაული
ევროკავშირის მთავარმა პროკურორმა, ლაურა კოვეშიმ გამოცემა Euractiv-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებისას მთავარ გამოწვევას პოლიტიკა და არა თავად დანაშაული წარმოადგენს.
24 მარტი 2026, 14:35
პოლიტიკა
მიხეილ დუნდუა: ცხოვრების დონის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა, საუკეთესო ხუთეულში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. საქართველო აგრძელებს პროგრესს, აგრძელებს განვითარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას
ცხოვრების დონის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა, საუკეთესო ხუთეულში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.
24 მარტი 2026, 14:35
მსოფლიო
ლიეტუვის პრემიერის განცხადებით, სამხედრო დრონი, რომელიც მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, უკრაინიდან იყო
„დრონი, რომელმაც ჩვენი საჰაერო სივრცე გადაკვეთა და ვარენას რაიონში შევიდა, უკრაინული იყო და ის დაკავშირებულია იმ ოპერაციასთან, რომელსაც უკრაინელები იმ ღამეს რუსეთის წინააღმდეგ ატარებდნენ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
24 მარტი 2026, 14:30
სამართალი
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრების განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ბრალდებულმა დედას და ძმას სხეულის სხვადასხვა არეში დანით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე ადგილზე გარდაიცვალა.
24 მარტი 2026, 14:30
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ეს იყო მკაფიო გამოხატულება იმისა, თუ როგორ კარგავენ ადამიანები მორალს. სხვას ვერაფერს დავარქმევ იმ სისაძაგლესა და არამზადობას, რაც ცალკეული ადამიანების მხრიდან ვიხილეთ
„ეს იყო მკაფიო გამოხატულება იმისა, თუ როგორ კარგავენ ადამიანები მორალს, როგორ იცლებიან მორალისგან და ალბათ როგორ ასრულებენ იმ დავალებას, რაც წლების განმავლობაში, უცხოეთიდან დაფინანსების შედეგად იყო მათზედ გათვალისწინებული, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ კონკრეტულ მომენტში. სხვას ვერაფერს დავარქმევ იმ სისაძაგლესა და არამზადობას, რაც ცალკეული ადამიანების მხრიდან ვიხილეთ“, - აცხადებს მათიკაშვილი.
24 მარტი 2026, 14:21
საზოგადოება
ირაკლი კირცხალია: ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს, მოგვიანებით ვულოცავ რამადან ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს - მადლობას გიხდით ამ გულწრფელი სიყვარულისა და თანადგომისთვის, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება
ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს, მოგვიანებით ვულოცავ რამადან ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მშვიდობას, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში.


