Imedi /  17 ივლისი 2017, 13:21 / სანდო წყარო

თათია დოლიძე მის მიმართ გამოთქმულ შეურაცხყოფას გამოეხმაურა

თათია დოლიძე

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის მიმართ "ქართველთა მარშის" ორგანიზატორები და მონაწილეები, 16 ივლისს, Facebook-ზე სექსუალური ძალადობის შინაარსის კომენტარებს წერდნენ. აგრესიული კომენატრები, დოლიძის მიერ "მარშის" გაპროტესტებამ გამოიწვია. 

აღნიშნული პოსტი დღეს აღარ იძებნება, თავად პოსტების ავტორთა ნაწილი კი ამბობს, რომ მათ ეს არ დაუწერიათ.

"როგორც კი ვნახე, რომ პოსტი წაშლილი იყო თავისივე კომენტარებით, მაშინვე მივხვდი, რომ ამის თქმას აპირებდნენ. ყალბიაო! ათასობით ადამიანს მაინც არ ენახა. ვაი თქვენს კაცობას!
არ მინდოდა, მაგრამ იძულებული ვარ მოგიწოდოთ ყველას, რომ აქ კომენტარებში დადოთ ყველა სქრინი, რაც დაგიგროვდათ. სირცხვილი თქვენ!" - წერს თათია დოლიძე საკუთარ Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს, თბილისში აღმაშენებელზე ქართველთა მარში გაიმართა. არსებული ინფორმაციით, მარშის ორგანიზატორების ძირითად მოთხოვნას, საქართველო გაიწმინდოს არალეგალებისგან, კიდევ ერთი დაემატა - გაუქმდეს „ნაციონალური მოძრაობა“.

მარშის ჩატარება ბათუმშიც იგეგმება. 

კომენტარები ()