imedi /  11 სექტემბერი 2017, 15:20 / სანდო წყარო

მელია: კეზერაშვილი ნაყაჩაღარი ფულით დღეს ევროპულ საქართველოს აფინანსებს

ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, დავით კეზერაშვილმა, რომელმაც „ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით“ იშოვა ფული, დღეს „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს. ამის შესახებ ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „დიანა ტრაპაიძის დღის ამბები“ ილაპარაკა.

„არ მაქვს მორალური უფლება ვაკრიტიკო ფარცხალაძე სამართლიანად, როდესაც ვიცი, რომ მილიონებს შოულობს, რადგან ასევე ვიცი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ წლების წინ იყო დავით კეზერაშვილი, რომელმაც სრულიად გაურკვევლად - ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით იშოვა მილიონები, ახლა კი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს“, - განაცხადა ეთერში ნიკა მელია. 

დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია ,,ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის დაპირისპირების თაობაზე. „ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპულ საქართველოს“ გურჯაანში მათ კანდიდატზე ზეწოლაში ადანაშაულებს. 

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები ()