imedi /  26 სექტემბერი 2017, 19:57 / სანდო წყარო

ინაშვილი კონსტიტუციის პროექტისთვის ხმის მიცემისას სავარაუდო ტექნიკური შეცდომის გამოძიებას მოითხოვს

ირმა ინაშვილი

ირმა ინაშვილი

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტისთვის ხმის მიცემის დროს დაფიქსირებული სავარაუდო ტექნიკური შეცდომის გამო, პატრიოტთა ალიანსი გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა გაავრცელა.

"პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომას "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" სამი დეპუტატი დაესწრო: ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე და ემზარ კვიციანი. სამივე მათგანმა კონსტიტუციის წარმოდგენილ პროექტთან მიმართებაში მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა და ხმა "წინააღმდეგ" მისცა! ჩვენი ფრაქციის დანარჩენი სამი დეპუტატი სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო: მე, გიორგი ლომია (შეერთებულ შტატებში იმყოფება ვიზიტიად) და ზაზა მიქაძე. შესაბამისად, არც კენჭისყრაში მიგვიღია მონაწილეობა. ძალთა ამ გადანაწილებას, ამ ტაქტიკურ ნაბიჯს ერთი მარტივი მიზეზი ჰქონდა და აქვს: სხდომა ჩვენ ბოკერიებთან ერთად არ დავტოვეთ, რომ მოგვიანებით ჩვენი პროტესტი გაიგივებული არ ყოფილიყო ბოკერიების პროტესტთან და მედიისა თუ საზოგადოების წარმომადგენლებს არ შევეწუხებინეთ კითხვით - რატომ მოვიქეცით ისე, როგორც ბოკერია. რეზიუმე - ჩვენ არა ბოკერიას დღის წესრიგით, არამედ განსხვავებული სტრატეგიით გავაპროტესტეთ ძალადობა კონსტიტუციაზე. ეს ერთი! მეორე და საინტერესო: რიგგარეშე სხდომაზე დამსწრე სამივე დეპუტატმა კონსტიტუციის წარმოდგენილი ვარიანტის წინააღმდეგ მისცა ხმა. ხაზს ვუსვამ - წინააღმდეგ! მაგრამ ერთი დეპუტატის ხმა, რატომღაც, ხელისუფლებამ მიითვისა და 117 მხარდამჭერს შორის აღმოჩნდა. სხდომის დასრულების შემდეგ, სამივე დეპუტატმა იგივე, უარყოფითი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა მედიასთან. თუ თეორიულად რომელიმე მათგანმა კონსტიტუციის წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირა, საჯაროდ როგორ აფიქსირებს საწინააღმდეგო პოზიციას? რაც აბსუდია.

გამოდის, რომ კომპიუტერული სისტემა მწყობრში არაა, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ არასაიმედო სისტემით ხშირად, სხვა დროსაც ხდება კენჭისყრის შედეგების შეცვლა, მანიპულირება, გაყალბება, რაც გამოძიების საგნად უნდა იქცეს. სწორედ ამიტომ, დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ, ვითხოვ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტის ირგვლივ. მორიგჯერ ვაფიქსირებ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პოზიციას: პარლამენტის ვიცესპიკერი, ჩემი სახით, დგას პარლამენტის შენობის წინ და აპროტესტებს საკონსტიტუციო უზურპაციას! სწორედ საარჩევნო დიქტატურის დამყარებაა მოშიმშილეთა პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი! ფრაქციის სამმა დეპუტატმა სხდომაზე მკაფიოდ უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა! სამმა დეპუტატმა, მათ შორის მე, ბოიკოტის რეჟიმი აირჩია და სხდომას არ დაესწრო", - წერია პატრიოტთა ალიანსის განცხადებაში. 

საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.

კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 119 დეპუტატმა გაიარა, საიდანაც 117-მა ხმა მისცა ახალ კონსტიტუციას. ამ 117-ში ერთი დეპუტატი "პატრიოტთა ალიანსიდანაა". მოგვიანებით, ნატო ჩხეიძემ თქვა, რომ მას კონსტიტუციის პროექტისთვის მხარი არ დაუჭერია და ტექნიკური შეცდომა მოხდა

ყველა სიახლე

29 ივლისი 2026, 03:09

მსოფლიო

აშშ-ის განათლების დეპარტამენტი: მშობელთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, მიზეზი კი ცნობებია იმის შესახებ, რომ მოსწავლეებს შეხება ჰქონდათ სქესის შეცვლისთვის განკუთვნილ პრეპარატებთან და სექსუალიზებულ სასკოლო აქტივობებთან - დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, ჩვენ დავიცავთ მშობლების უფლებებს და სკოლებს პასუხისმგებლობას დავაკისრებთ

აშშ-ის განათლების დეპარტამენტი დენვერის საჯარო სკოლებში მომხდარ ინციდენტს იძიებს. საქმე ეხება მასწავლებელს, რომელსაც ბრალად ედება, რომ სასკოლო დავალების ფარგლებში გოგონებს ერთმანეთის კოცნა აიძულა.

ჯანი ინფანტინო

29 ივლისი 2026, 01:45

მსოფლიო

Sky News: ევროპული ქვეყნები მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის შესაძლებლობას განიხილავენ, თუ ჯანი ინფანტინო ფიფას წილის კერძო ინვესტორებზე გასხვისების გეგმაზე უარს არ იტყვის

Sky News-ის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნები მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის შესაძლებლობას განიხილავენ, თუ ჯანი ინფანტინო ფიფას წილის კერძო ინვესტორებზე გასხვისების გეგმაზე უარს არ იტყვის.

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპი

29 ივლისი 2026, 01:24

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ტრამპთან შეხვედრა იყო ერთ-ერთი საუკეთესო, რაც კი ოდესმე გვქონია

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დონალდ ტრამპთან გამართული „შესანიშნავი“ შეხვედრა ორ ლიდერს შორის შემდგარ დიალოგებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ალექსანდრ ლუკაშენკო

29 ივლისი 2026, 01:14

მსოფლიო

Reuters: ზელენსკის ოფისმა უკრაინის გენერალურ პროკურორს ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხის განხილვის თხოვნით მიმართა

სამშაბათს გასაჯაროებული წერილის თანახმად, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა უკრაინის გენერალურ პროკურორს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხის განხილვის თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

29 ივლისი 2026, 00:50

მსოფლიო

„სენატის გოლიათი და ჭეშმარიტი ამერიკელი“ - დონალდ ტრამპმა ლინდსი გრემს პატივი მიაგო

ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და მსოფლიო ლიდერებმა „რესპუბლიკელ“ სენატორს, ლინდსი გრემს პატივი მიაგეს. სამგლოვიარო ღონისძიება ვაშინგტონში გაიმართა.

29 ივლისი 2026, 00:14

მსოფლიო

საფრანგეთის ატლანტის სანაპიროზე მდებარე ტურისტული ზონებიდან თითქმის 4 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

საფრანგეთის ატლანტის სანაპიროზე მდებარე ტურისტული ზონებიდან თითქმის 4 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

აბას არაღჩი

28 ივლისი 2026, 23:56

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დამარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმა განზრახ არ მომხდარა და უკრაინა ესკალაციას არ ცდილობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ დამარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმა განზრახ არ მომხდარა და უკრაინა ესკალაციას არ ცდილობს, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.

ანდრეი სიბიგა

28 ივლისი 2026, 22:39

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას დეესკალაციისკენ მოუწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ დღეს „გულახდილი“ სატელეფონო საუბარი გამართა ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან, სადაც ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის „არასაჭირო ესკალაციის“ თავიდან აცილების აუცილებლობას.

დონალდ ტრამპი ლინდსი გრემი

28 ივლისი 2026, 22:03

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ სენატორ ლინდსი გრემს „ომი უყვარდა“ და „სამხედრო სფეროს ძლიერი მხარდამჭერი იყო“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სენატორ ლინდსი გრემს „ომი უყვარდა“ და „სამხედრო სფეროს ძლიერი მხარდამჭერი იყო“. ტრამპმა ეს განცხადება სამშაბათს, სენატორის დაკრძალვამდე გააკეთა.

თორნიკე ჭეიშვილი

28 ივლისი 2026, 21:39

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია - მკაფიოდ არის ზღვარი გასავლები, თუ სად მთავრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება

რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია, რაც არამც და არმც არ შეიძლება, იყოს დაცული იმ ძირითადი უფლებით, რასაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჰქვია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

28 ივლისი 2026, 21:39

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ადამიანი არის უფლებამოსილი, რომ გააკრიტიკოს ის, რაც არ მოსწონს ან გააკრიტიკოს ის ადამიანი, რომელიც არ მოსწონს, მაგრამ ღირსების შემლახავი პოსტების დაწერის უფლება არავის არ აქვს

ადამიანები მიეჩვივნენ იმას, რომ შეიძლება ნებისმიერი ტიპის შეურაცხყოფა მიაყენო სხვა ადამიანს და Facebook-ი იყო გაჯერებული ასეთი შეურაცხყოფებით, გინებით და ღირსების შელახვით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

დონალდ ტუსკი

28 ივლისი 2026, 21:35

მსოფლიო

დონალდ ტუსკმა პოლონეთში უკრაინელების მიმართ ძალადობა დაგმო

უკრაინელ წყვილზე მომხდარი სასტიკი თავდასხმის შემდეგ, პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, დონალდ ტუსკმა მკვეთრად გააკრიტიკა ქვეყანაში უკრაინელების მიმართ მზარდი ძალადობა.

ირაკლი ქადაგიშვილი

28 ივლისი 2026, 21:20

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია

ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

28 ივლისი 2026, 21:18

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: მოსწრებული ვარ ყველა სახის და ყველა ტიპის მიტინგს, არც ერთ ამ ღონისძიებაზე უხამსობა არა თუ ბანერზე ან მიკროფონში, არამედ საერთოდ არავის აზრადაც არ მოსვლია - რაც ახლა ხდება, არ არის არც სიტყვის თავისუფლება, არც პროტესტის გამოხატვა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აქციებზე შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას აფასებს.

28 ივლისი 2026, 21:11

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

28 ივლისი 2026, 20:57

კულტურა

საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ლონდონური ტურნე ტრიუმფით დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

წარმოდგენა, ანშლაგი და აღფრთოვანებული მაყურებელი ბრიტანეთის დედაქალაქში - საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ლონდონური ტურნე ტრიუმფით დაასრულა.

28 ივლისი 2026, 20:52

კულტურა

ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღს კიდევ ერთი სახელი შეემატა. სასახლის ბაღში მუსიკოსის, საგუნდო დირიჟორისა და ხალხური სიმღერის ქომაგის, ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა. ის მოქანდაკე გია ჯაფარიძემ შექმნა.

28 ივლისი 2026, 20:44

მსოფლიო

ირანი აცხადებს, რომ იარაღის საწარმოო ხაზები „იმაზე აქტიურია, ვიდრე ოდესმე“

ირანის თავდაცვის მრეწველობა წარმოებას აფართოებს და პრიორიტეტს საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებას ანიჭებს. ამის შესახებ სამშაბათს ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.

28 ივლისი 2026, 20:41

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული განახლების ეტაპი სრულდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეტი რეისი, გაზრდილი ტვირთნაკადი და ახალი შესაძლებლობები ტურიზმისთვის - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული განახლების ეტაპი დასასრულს უახლოვდება.

28 ივლისი 2026, 20:37

პოლიტიკა

კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვა - განხილვას ევროკავშირში „ნეიტრალური საქართველო“ ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკავშირი თამაშის წესების ფუნდამენტური ცვლილების ზღვარზეა. კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვის შესახებ განხილვას თბილისში მკვეთრი პოლიტიკური რეაქცია მოჰყვა.