ტექდათვალიერების შემდეგ მარჯვენასაჭიან მანქანაზე საჭის გადატანა აიკრძალება
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და ის ეტაპობრივად განხორციელდება. მომსახურების სავარაუდო ღირებულება 60 ლარის ფარგლებში იქნება.
ცნობილია უკვე ისიც, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილის ტექდათვალიერების შემდეგ, ამ მანქანაზე საჭის მარცხნივ გადატანა აკრძალული იქნება. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს" დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.
ხმალაძის თქმით, როდესაც ასეთი მანქანა მეორედ მივა ტესტირებაზე და მას მარცხენა მხარეს ექნება საჭე გადატანილი, სავალდებულო ტესტირებას ვეღარ გაივლის.
"ეს მანქანები სხვა პარამეტრებზე ტესტირებას ჩვეულებრივად გაივლიან, მაგრამ რაც შეეხება საჭის მექანიზმს, ჩვენ შევამოწმებთ და თუ ძალიან ცუდი მდგომარეობა არ არის, მაშინ სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას ჩვეულებრივად გავატარებთ. თუ რაიმე პრობლემა იქნება, ამ შემთხვევაში დროს მივცემთ, რომ გამოასწორონ მინიმალურად მაინც", - განაცხადა ხმალაძემ.
საქართველოში მილიონ 200 ათასი რეგისტრირებული ავტომობილია.
უფრო ვრცლად, თუ რა უნდა ვიცოდეთ ტექდათვალიერების შესახებ, იხილეთ სტატია ამ ბმულზე.
ყველა სიახლე
13 სექტემბერი 2026, 11:19
მსოფლიო
შავ ზღვაში უპილოტო კატარღებს შორის ისტორიაში პირველი საზღვაო შეტაკება მოხდა
უკრაინა საზღვაო დრონების გამოყენებით პირველი საბრძოლო შეტაკების შესახებ იუწყება. გავრცელებული ცნობით, ნორვეგიული დისტანციური მართვის კოშკურით აღჭურვილმა, უკრაინულმა უპილოტო კატარღამ, შავ ზღვაში რუსული უპილოტო კატარღა იპოვა და ჩაძირა.
13 სექტემბერი 2026, 11:18
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე „იგლ ჰილსის“წინააღმდეგ აქციაზე: 30-40 ადამიანი შეიკრიბა და ამ ადამიანებს გვერდში ქართული საზოგადოება არ დაუდგა. ქართული საზოგადოება ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს, იყოს მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა
„საზოგადოება ბრძენია და არჩევს, თუ რა არის ამ ქვეყნისთვის სასიკეთო და რა არის უარესი. ზუსტად ამიტომ არის, რომ 30-40 ადამიანი შეიკრიბა და ამ ადამიანებს გვერდში ქართული საზოგადოება არ დაუდგა“, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის წინააღმდეგ, კრწანინის ტყე-პარკში გამართულ აქციასთან დაკავშირებით.
13 სექტემბერი 2026, 11:13
მსოფლიო
მედია: ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში ახალ სატრანზიტო მარშრუტებზე შეთანხმდნენ
წინასწარ გავრცელებული ცნობით, სპარსეთის ყურის მიმართულებით მიმავალი მარშრუტი მთლიანად ირანის ტერიტორიულ წყლებში გაივლის და საპირისპირო მიმართულების მარშრუტის ნაწილიც ასევე ირანის წყლებში იქნება. ამ მარშრუტებზე გადაადგილება კი ირანის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად განხორციელდება. ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ, დაიხურება სამხრეთის მარშრუტი, რომლის გახსნასაც შტატები მოითხოვდა.
13 სექტემბერი 2026, 11:09
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: ჩვენ არ ვართ ომში საუდის არაბეთთან
„ჩვენ არ ვართ ომში საუდის არაბეთთან“, - განაცხადა პეზეშკიანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჰუსიტებს საკუთარი პრობლემები აქვთ, ხოლო რეგიონული ჯგუფები მათ წინააღმდეგ მიმართული იერიშების საპასუხოდ მოქმედებენ.
13 სექტემბერი 2026, 10:52
სამართალი
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
13 სექტემბერი 2026, 10:51
მსოფლიო
მადიარის განცხადებით, უნგრეთში ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილად აყვანაზე დაწესებული აკრძალვა გაუქმდება
„ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ ამ სისტემას შევცვლით: ასეთ შემთხვევებში გადაწყვეტილებას მინისტრი ან პოლიტიკოსი კი არა, პროფესიონალები უნდა იღებდნენ, რომლებსაც შეუძლიათ განსაზღვრონ ის პირობები, რომლებშიც კონკრეტული ბავშვი შეძლებს გახდეს საზოგადოების ბედნიერი და ჰარმონიული წევრი“, - განუცხადა მადიარმა ჟურნალისტებს.
13 სექტემბერი 2026, 10:49
ეკონომიკა
ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე: ქართული დერეფნის მნიშვნელობა მხოლოდ გაიზრდება, იმის მიუხედავად, თუ რამდენად სწრაფად დასრულდება უკრაინისა თუ ირანის ომები. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მარშრუტები ძველ ნდობას წლების შემდეგაც ვერ დაიბრუნებს, რადგან რისკები ცნობიერებაში ყოველთვის დარჩება და თუ საქართველო მშვიდობის გზით ივლის, ფავორიტად დარჩება
მიმდინარე წლის დეკემბრამდე მოვრჩებით ფსკერის დაღრმავებას, - განაცხადა ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით.
13 სექტემბერი 2026, 10:43
სამართალი
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი მოქალაქე
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი მოქალაქე
13 სექტემბერი 2026, 10:39
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან
„ანაკლია შეტანილია გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანპორტო ქსელში და ამავე ქსელის ნაწილია, ცხადია, საქართველოს რკინიგზის მთავარი ხაზი და ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ტელეკომპანია პოსტვ-ის გადაცემაში „მძლავრი ეკონომიკა ძლიერი სუვერენიტეტი“.
13 სექტემბერი 2026, 10:35
ჯანდაცვა
საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები საერთაშორისო შეფასებისთვის მზად არის. უახლოეს დღეებში საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნულ ანგარიშს წარუდგენს, რომელიც ქვეყანაში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს ასახავს.
13 სექტემბერი 2026, 10:35
კულტურა
ისტორიაში პირველად Rock in Rio-ს ჰედლაინერი კეი-პოპ ჯგუფი გახდა
ცნობილმა ბრაზილიურმა ფესტივალმა Rock in Rio-მ კეი-პოპს მთავარი სცენა ისტორიაში პირველად დაუთმო - საღამო კი სამხრეთკორეულმა ჯგუფმა Stray Kids-მა დახურა.Cidade do Rock-ში შეკრებილმა ათასობით ფანმა ჯგუფის წევრებს ენერგიული დახვედრა მოუწყო, რასაც მუსიკოსებმა მასშტაბური ქორეოგრაფიით, პიროტექნიკური შოუთი და ცნობილი ჰიტებით უპასუხეს.
13 სექტემბერი 2026, 10:21
კულტურა
6-წლიანი პაუზის შემდეგ სელინ დიონი სცენაზე დაბრუნდა
2022 წელს, დიონმა თავისი განაცხადა, რომ იშვიათი ნევროლოგიური დაავადების - კუნთების სიხისტის სინდრომი დაუდგინეს. სცენაზე დაბრუნებამდე მომღერალი საზოგადოების წინაშე მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა, მათ შორის 2024 წელს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე იმღერა.
13 სექტემბერი 2026, 10:08
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
13 სექტემბერი 2026, 09:01
სპორტი
კონსტანტინე პეტრიაშვილი უფროსებს შორის სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია
კონსტანტინე პეტრიაშვილი უფროსებს შორის სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია
13 სექტემბერი 2026, 08:31
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ
13 სექტემბერი 2026, 08:00
სპორტი
„ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ საშინაო მატჩს გამართავენ🏈🏈
„ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ საშინაო მატჩს გამართავენ
12 სექტემბერი 2026, 22:50
პოლიტიკა
გივი მიქანაძე სტუდენტთა დაფინანსებაზე: წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მოქმედებს ის სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა. მოქმედებს არამხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, ასევე კერძო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, თუმცა ეს სქემა მილევად რეჟიმშია
წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მოქმედებს ის სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სტუდენტთა დაფინანსებასთან დაკავშირებით.
12 სექტემბერი 2026, 22:48
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მინდა თითოეულ პედაგოგს, პროფესორ-მასწავლებელს, აღმზრდელს, სასკოლო ადმინისტრაციის, განათლების სამინისტროს თითოეულ წარმომადგენელს დიდი მადლობა გადავუხადო იმ შრომისა და თავდადებისთვის, იმისთვის, რასაც ისინი ჩვენი მომავალი თაობისთვის ყოველდღიურად აკეთებენ
განათლების რეფორმა არის ის რეფორმა, რომელიც ყველა ოჯახთან არის დაკავშირებული. მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ასეთი აქტიური ჩართულობისთვის, ამ პროცესში მონაწილეობისთვის, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.
12 სექტემბერი 2026, 22:45
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილების საფუძველზე, 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით, რომლითაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, რომ სხვადასხვა ადგილას დარეგისტრირდნენ
14 სექტემბრიდან გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით. გამონაკლისი დაიშვა. გადაწყვეტილება მიიღო მთავრობის მეთაურმა, რომ წელს, რადგან პირველი წელიწადია ამ რეფორმის, გავითვალისწინეთ ეს გარემოება და აპლიკანტებს მივეცით შესაძლებლობა, რომ მოხვდნენ სასურველ უნივერსიტეტებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 22:27
საზოგადოება
გივი მიქანაძე: დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს
„ჩვენ მიზნად გვაქვს, რომ საგაზაფხულო სესიაზე წარვადგინოთ ეს ინიციატივა. იქ უკვე ბევრი მიმართულება იქნება ფორმულირებული, მათ შორის სადოქტორო, მესამე საფეხურთან მიმართებით. მესამე საფეხურთან მიმართებით შეიძლება წლის ბოლომდე უკვე გვქონდეს წარსადგენი გარკვეული ხედვა, რომელსაც აკადემიურ საზოგადოებასთან ერთად განვიხილავთ, შევათანხმებთ პოზიციებს და ამის შემდეგ მივცემთ მსვლელობას“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.


