imedi /  12 ოქტომბერი 2017, 14:12 / სანდო წყარო

სალომე სამადაშვილმა გია ვოლსკის გენდერულ საბჭოში უჩივლა

სალომე სამადაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გიორგი ვოლსკის პარლამენტის გენდერულ საბჭოში უჩივლა. მიზეზი ვოლსკის ის ტერმინი გახდა, რომწლიც მან სამადაშვილის მიმართ გამოიყენა. უმრავლესობის დეპუტატმა სამადაშვილს 9 ოქტომბერს სიტყვა "გოგოთი" მიმართა.

"სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბატონ ვოლსკის, როგორც ჩანს, არ ესმის რას ნიშნავს გენდერულად დისკრიმინაციული ენის გამოყენება და კნინობითი ფორმით მიმართვა ქალი კოლეგებისთვის. სწორედ ამიტომ მე დღეს გენდერული თანასწორობის საბჭოს მივმართე, რომელიც მუშაობს პარლამენტში და მისი თავმჯდომარეა ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი. ამ საბჭომ უნდა განიხილოს ის ინციდენტი, რაც მოხდა 9 ოქტომბერს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ამაზე. იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არამხოლოდ იმ ქალებისთვის, ვისაც სურს პოლიტიკაში თანამონაწილეობა, არამედ ყველა ქალისთვის, ვინც პროფესიულ გარემოში თავი უნდა იგრძნოს დაცულად და უსაფრთხოდ და იცოდეს, რომ მის მიმართ გენდერული ნიშნით არასოდეს არავინ გამოიყენებს კნინობითი და დისკრიმინაციული ფორმის მიმართვებს"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილმა მომზადებული საჩივარი პარლამენტის საქმისწარმოების დეპარტამენტში უკვე ჩააბარა, რის შემდეგაც დოკუმენტი გენდერულ საბჭოს გადაეცემა. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დამრღვევ დეპუტატს შესაძლოა შენიშვნა მიეცეს.

აღასანიშნავია, რომ ქვეყნის საპარლამენტო ისტორიის განმავლობაში მსგავსი ტიპის საჩივარი გენდერულ საბჭოს არ მიუღია.

9 ოქტომბერს პარლამენტს თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის შეკითხვამ დეპუტატებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. „პარალელურ რეჟიმში რა გაყვირებს, გოგო“, - მიმართა ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს.

კომენტარები ()

არქივი

24 ოქტომბერი 2017, 15:04

საქართველო

დარგობრივ კომიტეტში საკაბელო ტელევიზიების კავშირის წინადადების განხილვა გადაიდო

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ წარდგენილი წინადადების განხილვა გადადო. ამის მიზეზად კომიტეტის წევრებმა წინადადების სიღრმისეულად შესწავლა და დამატებითი კონსულტაციები დაასახელეს.

24 ოქტომბერი 2017, 14:56

ეკონომიკა

სექტემბერში კომერციულმა ბანკებმა 70.7 მილიონი ლარი მოიგეს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 70.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 10 მლნ ლარით ნაკლებია გასული წლის სექტემბრის მაჩვენებელზე.

24 ოქტომბერი 2017, 14:52

მსოფლიო

კიევი: სააკაშვილი გადატრიალებას გეგმავს

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "ახალი ძალების მოძრაობის"თანამებრძოლეებთან ერთად, ძალადობრივ გადატრიალებას აპირებს. ლუცენკოს თქმით, ხელისუფლების გადაყენების მცდელობას უკრაინა აუცილებლად გაუმკალვდება.

24 ოქტომბერი 2017, 14:52

ეკონომიკა

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ომანის ავიაკომპანია Salam Air-ი შემოდის

საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოდის ომანის სასულთნოს წამყვანი ავიაკომპანიის, Oman Air-ის შვილობილი კომპანია Salam Air-ი, რომელიც 2018 წლის ივნისიდან ავიარეისებს კვირაში ოთხჯერ შეასრულებს მასკატი-თბილისი-მასკატის მიმართულებით.

24 ოქტომბერი 2017, 14:52

ძალოვნები

პროკურატურამ ბაჩო ახალაიასთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნა მოითხოვა

განსხვავებით ახალაიასგან მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნით სახაზინო ადვოკატები დაუნიშნა ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულ მის ყოფილ მოადგილეს ნიკოლოზ ძიმცეიშვილს და სამხედრო პოლიციის უფროსის ყოფილ მოადგილეს მეგის ქარდავას.

24 ოქტომბერი 2017, 14:50

მსოფლიო

ავიაკომპანიამ მგზავრებს საკვების ნაცვლად Samsung Galaxy Note 8 დაურიგა

ბორტგამცილებელმა, რომელსაც მგზავრებისთვის საკვები უნდა დაერიგებინა, Samsung Galaxy Note 8 ბორტზე მყოფ 200 სტუმარს უფასოდ გადასცა. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი Samsung-ის პიარკამპანიის დასკვნით ნაწილი იყო, რომელიც კომპანიამ ესპანურ ბაზარზე ახალი სმარტფონის პოზიციონირებისთვის დაგეგმა.

24 ოქტომბერი 2017, 14:35

ტაბლოიდი

შეაგროვე და გაანადგურე აზიური ფაროსანა - Facebook-ზე კონკურსი გამოცხადდა

კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. კონკურსის პირობების თანახმად, მოქალაქე ვინც შეაგროვებს და გაანადგურებს აზიურ ფაროსანას, გადაცემის ოფიციალურ facebook გვერდზე, უნდა გადმოაგზავნოს ამის დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეომასალა.

24 ოქტომბერი 2017, 14:25

საქართველო

მეუფე დიმიტრი მსჯავრდებულ დეკანოზს მოინახულებს

მამა გიორგისთან საპყრობილეში შესასვლელად საშვი ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტრის წინამძღვარმა, დეკანოზმა რევაზ სიხარულიძემ გუშინ აიღო. 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

24 ოქტომბერი 2017, 14:23

ძალოვნები

შსს ნარკორეალიზატორის დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 6 ნატეხი და 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

24 ოქტომბერი 2017, 14:18

საქართველო

გურჯაანში ბარაკის ტიპის შენობაში იატაკის ჩავარდნისას ქალი დაშავდა

ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ბარაკის ტიპის კორპუსში 7 ოჯახი ცხოვრობს. როგორც მობინადრეები ამბობენ, შენობა ამორტიზირებულია და მისი რეაბილიტაციის მოთხოვნით ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

24 ოქტომბერი 2017, 14:17

ტაბლოიდი

New Yorker-მა ჰელოუინისადმი მიძღვნილი ნომრის გარეკანზე ჯამბაზი ტრამპი გამოსახა

"სატირა გამოხატავს სიტუაციას, რომელიც მე სევდიანად მეჩვენება. ის თითქოს კარიკატურული ბოროტმოქმედია, ინფანტილური და უცნაური", - აცხადებს მხატვარი კარტერ გუდრიჩი, რომელმაც ტრამპს "საშიში ჯამბაზი" უწოდა.

24 ოქტომბერი 2017, 14:14

არჩევნები 2017

ნაციონალური მოძრაობა: დედოფლისწყაროში არჩევნები დარღვევით ჩატარდა

გიორგი ბოტკოველის განმარტებით, ამის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიიდან განცხადება გამოიტანეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებენ მმართველი პარტია გაყალბების ყველა მეთოდს შედეგის მისაღწევად.

24 ოქტომბერი 2017, 14:13

საქართველო

ირაკლი კობახიძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობისა და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

24 ოქტომბერი 2017, 14:12

არჩევნები 2017

პატრიოტთა ალიანსი ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტს არ უერთდება

პატრიოტთა ალიანსში ბოიკოტს გამორიცხავენ. ცნობილია ასევე, რომ მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტურში გადავიდნენ, ბოიკოტის გამოცხადებას არ აპირებენ.

24 ოქტომბერი 2017, 14:10

ძალოვნები

ცენტრ პოინტის საქმის განხილვა ერთი თვით გადაიდო

საქალაქო სასამართლოში ცენტრ პოინტის საქმე მაგნოლიას ეპიზოდის განხილვით განახლდა. პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებული გურამ რჩეულიშვილი უნდა დაკითხულიყო.

24 ოქტომბერი 2017, 14:00

საქართველო

რჩეულიშვილი: M2-თან მოლაპარაკება დასკვნით ეტაპზეა

როგორც გურამ რჩეულიშვილმა განაცხადა, პირველ რიგში ჩაბარდება ობიექტები, სადაც რკინა-ბეტონის სამუშაოები დასრულებულია. "დაკიდებული ბაღები, ღრმაღელე, დიღმის 14 კორპუსი, მარიჯანი და სააკაძის პროექტები- ამ დროის ინფორმაციით, სწორედ ეს პროექტები დასრულდება პირველ რიგში,"- განაცხადა რჩეულიშვილმა.

24 ოქტომბერი 2017, 13:59

კულტურა

ანდრეი მაკარევიჩმა სტალინი ჰიტლერს შეადარა

მაკარევიჩის თქმით, რუსეთმა უარი არ თქვა საბჭოთა ლიდერზე ისე, როგორც გერმანიამ - ჰიტლერზე. "სტალინმა ომი მოიგო, ჰიტლერმა წააგო. უბრალოდ წარმოიდგინეთ - რა მოხდებოდა, ყველაფერი, რომ პირიქით ყოფილიყო? როგორც ჩანს ისტორიას, ისევე როგორც ბუნებას, კავშირი არ აქვს მორალთან", - წერს მუსიკოსი.

24 ოქტომბერი 2017, 13:58

ეკონომიკა

ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტზე ტურისტული მატარებლების გაშვება იგეგმება

ტურიზმის სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ასეთი ტურის ორგანიზებისთვის საჭიროა სამმხრივი შეთანხმების მიღწევა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო უწყებებს შორის. ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნა 30 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

24 ოქტომბერი 2017, 13:55

ტექნოლოგიები

საქართველოში პირველი ქართული ბოტი იურისტი Lawbot შეიქმნა

ლობოტს ამ ეტაპზე შეუძლია სითი პარკის მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითრების ანალიზი, რომლისთვისაც ბოტს 5 წუთზე ნაკლები სჭირდება. რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ კი ლობოტი რეალური საჩივრის მომზადებას იწყებს.

24 ოქტომბერი 2017, 13:49

მსოფლიო

ქსენია სობჩაკი რუსი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს

ქსენია სობჩაკმა განაცხადა, რომ როგორც რუსეთის პრეზიდენობის კანდიდატი, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვს. პრესისთვის გამზადებულ ვიდეოში, პირველი დასახელდა რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი, პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნის ძმა ოლეგი და РБК-ს ჟურნალისტი ალექსანდრ სოკოლოვი.