imedi /  14 ნოემბერი 2017, 19:50 / სანდო წყარო

მარტოხელა დედის სტატუსში ცვლილებებს ჯანდაცვის სამინისტრო და კომიტეტი არ ეთანხმება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში დღეს მარტოხელა დედის სტატუსის ცვლილებაზე იმსჯელეს. ინიციატივა უმრავლესობის წევრს ლევან გოგიჩაიშვილს ეკუთვნის.

ცვლილების თანახმად, ერთ-ერთი მშობლის მიერ საქორწინო ურთიერთობაში შესვლის შემდეგ, მარტოხელა მშობლის სტატუსის ავტომატურად აღარ გაუქმდება.

სამოქალქო კოდექსში შესატანი ცვლილების მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველი იქნება ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მეორე მშობლის შესახებ ჩანაწერის შეტანა, შვილის (შვილად აყვანილი პირის) მიერ 18 წლის ასაკის მიღწევა, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას.

"ნელ-ნელა, შესაძლებლობების გარგლებში, გაგრძელდება ამ სოციალური ჯგუფის ინტერესების დაცვა, რადგან ხშირ შემთხვევაში, ისინი ბევრ პრობლემებს აწყდებიან. ეს ცვლილება არის გზავნილი, რომ სახელმწიფო სერიოზულად იწყებს ამ საკითხთან დაკავშირებით ფიქრს. ჩვენ ვაპირებთ რეალობიდან გამომდინარე ძალიან სერიოზული რეფორმების ჩატარებას, რათა ამ ადამიანების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გამოცემა "ლიბერალის" ცნობით, ამ მიმართულებით ცვლილების აუცილებლობას ვერ ხედავს ჯანდაცვის კომიტეტი და ჯანდაცვის სამინისტრო.

მათი პოზიციაა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1226-ე მუხლი (მამინაცვალი და დედინაცვალი, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი ან/და შრომისუუნარო გერი, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, თუ იგი იმყოფება მათთან აღსაზრდელად ან სარჩენად და არა ჰყავს მშობლები ან არ შეუძლია მათგან მიიღოს თავისი სარჩენი სახსრები) მითითებას აკეთებს მამინაცვლისა და დედინაცვლის მიერ არასრულწლოვანი გერის მიმართ აღზრდის მოვალეობის ვალდებულებაზე, რის გამოც საკანონმდებლო ცვლილებას მიზანშეუწონლად მიიჩნევენ.

2017 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოში მარტოხელა დედის სტატუსი 1539 ადამიანს აქვს. 

კომენტარები ()

არქივი

17 იანვარი 2018, 13:16

ვიდეო

ოკუპირებული ცხინვალის რაიონის სოფელ არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს

17 იანვარი 2018, 13:13

ძალოვნები

სააპელაციომ ბასიანთან 3 პირის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ღამის კლუბ ბასიანთან, ერთი სამართალდამცველისა და კლუბის დაცვის ორი წევრის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

17 იანვარი 2018, 13:09

საქართველო

ხურჩა - ნაბაკევის ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები აიღეს

ინფორმაცია imedinews ს ხურჩის რწმუნებულმა ბადრი ხუნჯგურუამ დაუდასტურა. მისივე თქმით, უკვე რამდენიმე დღეა ე.წ.საზღვართან მავთულხლართები არ არის და რას უკავშირდება აღნიშნული, მისთვის უცნობია.

17 იანვარი 2018, 13:08

ვიდეო

პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელებს

17 იანვარი 2018, 13:07

საქართველო

დავით ჭიჭინაძე: გლეხს სწავლა რომ უყვარდეს გლეხი არ იქნებოდა

"სწავლა რომ უყვარდეს ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში", - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ფაროსანასთან ბრძოლის თაობაზე გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანოშვილის განცხადებას.

17 იანვარი 2018, 13:06

ვიდეო

ე.წ „ციანიდის“ საქმეზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს

17 იანვარი 2018, 13:04

მსოფლიო

ყაზახეთმა ამერიკულ კომპანიებთან 2,5 მილიარდის კონტრაქტები გააფორმა

ყაზახეთმა ამერიკულ კომპანიებთან 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. შეთანხმებებს ხელი აშშ-ში ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ვიზიტის ფარგლებში მოაწერეს.

17 იანვარი 2018, 13:00

ძალოვნები

მაშველები მდინარე ჭოროხში დაკარგულ კაცს ეძებენ

სამაშველო სამსახურის ცნობით, მათთან თვითმხილველმა დარეკა და განაცხადა, რომ მდინარე ჭოროხის ზედაპირზე ადამიანი შენიშნა. მაშველებმა დაკარგული კაცის სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყეს. სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად მყვინთავებიც მონაწილეობენ.

17 იანვარი 2018, 12:59

მსოფლიო

ექიმი: ტრამპის გონებრივი შესაძლებლობები ნორმაშია

სამედიცინო შემოწმების შედეგად დონალდ ტრამპი აბსოლუტურად ჯანმრთელია და მისი გონებრივი შესაძლებლობები ნორმაშია, - ამის შესახებ თეთრი სახლის ექიმმა რონი ჯექსონმა განაცხადა. ჯექსონი ტრამპის პირადი ექიმიცაა, რომელიც მანამდე ბარაკ ობამას ექიმიც იყო.

17 იანვარი 2018, 12:58

საქართველო

სამებაში 21 იანვარს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში 21 იანვარს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე კიდევ 708 ბავშვს მონათლავს. დღეისთვის ილია მეორეს 33 894 ნათლული ჰყავს.

17 იანვარი 2018, 12:50

ძალოვნები

პროკურორი: დეკანოზის საქმეზე ანგარების მოტივით მკვლელობის მცდელობას დავადასტურებთ

მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის პროცესზე ბრალდება დასკვნით სიტყვას წარადგენს. როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, ბრალდება იმ მტკიცებულებებს გამოაქვეყნებს, რომლებიც დეკანოზის მიერ ანგარების მოტივით მკვლელობის მცდელობას ადასტურებს.

17 იანვარი 2018, 12:50

ეკონომიკა

საჯარო შესყიდვებისთვის ევროკავშირის ბაზარი იხსნება

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეიმუშავა ევროკავშირთან საჯარო შესყიდვების სფეროში ეტაპობრივი დაახლოების სამოქმედო გეგმა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის #536 განკარგულებით.

17 იანვარი 2018, 12:48

ეკონომიკა

ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენებს ავსტრიული და გერმანული ავიაკომპანიები შეასრულებენ

ვსტრიული კომპანია „Wucher Helikopter Gmbh“ მიმდინარე წლის 15 იანვრიდან 15 აპრილამდე გუდაურისა და მესტიის ზონაში იფრენს, კერძოდ კი 3 AS 350 B3 Ecureuil-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით „Heli-skiing” ტურებს მოემსახურება.

17 იანვარი 2018, 12:44

ძალოვნები

სტამბოლში ყაჩაღობისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

სტამბოლში, საიუველირო მაღაზიის დაყაჩაღებისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ერთი დაიჭრა, ორს კი ეძებენ. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები მაღაზიაში შეიჭრნენ და იარაღი ამოიღეს, მაგრამ იუველირმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია და მათ წინააღმდეგ ცეცხლი გახსნა.

17 იანვარი 2018, 12:42

ეკონომიკა

IPM: მოსახლეობის 93,3% მიიჩნევს, რომ 2018 წელი შარშანდელთან შედარებით უკეთესი იქნება

კვლევის მიხედვით, ქართველებმა საახალწლო სუფრაზე, საშუალოდ, 200-დან 300 ლარამდე დახარჯეს. ქართული საახალწლო სუფრის პირველი 5 კერძი კი ასე გამოიყურება: გოზინაყი (69%), საცივი (52,4%), ხაჭაპური (33%), გოჭის ხორცი (28,9%) და ქათმის ხორცი (25,5%).

17 იანვარი 2018, 12:40

საქართველო

თურქეთში ყოველდღიურად გადამსვლელებმა საზღვრის კვეთა განაახლეს

ქემალფაშაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებიც სამუშაო ადგილებს დაუბრნდნენ. ისინი ამბობენ, რომ აქცია დროებით შეწყვიტეს. მათი თქმით, რეგულაციებს ეწინაღმდეგებიან, თუმცა იძულებული არიან ამ პირობებშიც კი ყოველდღიურად გადალახონ საზღვარი.

17 იანვარი 2018, 12:35

ეკონომიკა

SOCAR-ი წელს საქართველოში ამორტიზებული გაზსადენების რეაბილიტაციას დაიწყებს

SOCAR Energy Georgia-ს ხელმძღვანელის მაჰირ მამედოვის თქმით, 2017 წლის დეკემბერში, SOCAR Georgia Gas-მა ახალი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობაზე წარმატებით დაასრულა სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება.

17 იანვარი 2018, 12:34

ეკონომიკა

1 თებერვლიდან ღვინის ეროვნულ სააგენტოში სერტიფიცირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდება

ელექტრონული სისტემის დანერგვით, გამარტივდება სერტიფიცირების პროცედურები, მეწარმეს აღარ მოუწევს სააგენტოში მოსვლა. მას შეუძლია ინტერნეტის მეშვეობით შეავსოს დეკლარაცია, გააკეთოს განაცხადი და მხოლოდ მზა სერტიფიკატის ასაღებად მოვიდეს სააგენტოში.

17 იანვარი 2018, 12:28

ძალოვნები

ბაზრის ერთ-ერთი დირექტორი ქუთათელაძის მკვლელობის მოტივად წილების გაყიდვაზე კონფლიქტს უარყოფს

ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი დირექტორი მამუკა ცხოვრებაძე ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დაინახა როგორ დატოვა მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, სათადარიგო გასასვლელიდან უცნობმა ადამიანმა გენერლის სამუშაო ოთახი.

17 იანვარი 2018, 12:28

ტაბლოიდი

აშშ-ში მეტეორის ვარდნა დააფიქსირეს

ამერიკის შტატ მიჩიგანის მოსახლეობამ 16 იანვარს საღამოს ცაზე ნათება დაინახეს, რაც მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მეტეორის ვარდნის შედეგი იყო. "ნაციონალური მეტეოროლოგიური სამსახური ადასტურებს, რომ მიჩიგანის ცაზე კაშკაშა ნათება მეტეორმა გამოიწვია", - აცხადებს ორგანიზაცია ოფიციალურ წერილში.