imedi /  26 დეკემბერი 2017, 12:03 / სანდო წყარო

Lactalis: სელიაში ბაქტერიოლოგიური დაბინძურება არ აღმოჩნდა

"მოცემულ ეტაპზე საქართველოს სავაჭრო ქსელებში არსებული "სელიას" პროდუქცია სრულად უსაფრთხოა,"- ამის შესახებ "ლაქტალ ინტერნეიშენალის“ ბავშვთა კვების პროდუქციის კომპანიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი "სელია" არ მოხვედრილა რისკის შემცველ საკვებთა ჩამონათვალში, საკვების ის პარტია, რომელიც უკვე ჩამოტანილია საქართველოში, აღარ გაიყიდება და სათავო ოფისში დააბრუნებენ. 

"ბავშვთა საკვებ პროდუქტ "სელიაში" ბაქტერიოლოგიური დაბინძურება არ აღმოჩნდა, თუმცა კომპანია ყველა კითხვის ნიშნის გამოსარიცხად, პროდუქტის რეალიზაციას 3 თვით წყვეტს - ამის შესახებ კომპანია "CTN -ჯორჯიასა" და " ლაქტალი ინტერნეიშენალის" სამართლებრივმა წარმომადგენელმა იმედა დვალიძემ განაცხადა. მისი თქმით, რეალიზაციიდან "სელიას" ამოღება რამდენიმე დღეში დასრულდება. მისივე ინფორმაციით, "სელიას"ის პარტია, რომელიც დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებშია, სრულად შეესაბამება სტანდარტებსა და რეგულაციებს.

"ჩვენ მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს აკრედიტირებულ ლაბორატორიას. აღებული იქნა 21 სინჯი. არცერთ შემთხვევაში ბაქტერიოლოგიური დაბინძურება არ დადასტურდა. გარდა ამისა, იმ პროდუქტით, რაც საქართველოში, ბავშვთა ამ დაავადებით დასნებოვნების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. არსებობს სხვა პროდუქტებზე ეჭვი, რომელიც სქართველოში არ შემოდის "მილიმელი" და "პიკო". საქართველოში იმპორტირებული პროდუქცია არაა წარმოებული ე.წ. ეჭვმიტანილ რისკის შემცველ პერიოდში 1-დან 7 მაისამდე. პროდუქტი "სელია" არ მოხვედრილა რისკის შემცვლელ პროდუქტთა სიაში. სოფლის მეურნეობის სამინსტროს კვლევითმა ლაბორატორიამ დაადგინა, რომ ბაქტერიოლოგიური დაბინძურება ამ პროდუქტს არ აქვს", - განაცხადა იმედა დვალიძემ.

"სელიას" სადისტრიბუციო ქსელში დაბრუნება და მისი რეალიზაცია მას შემდეგ მოხდება, რაც საფრანგეთში მიღებული იქნება ევროკავშირის სდანტარტებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისო უსაფრთხოების ზომები. კომპანიის ცნობით, Lactalis-ი 15 თებერვლის შემდეგ წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებს ქსელიდან ამოიღებს.

ბავშვთა კვების​ პროდუქტებში Celia, Picot, Milumel-ში აღმოჩენილ სალმონელას ბაქტერიასთან დაკავშირებით, ფრანგული კომპანიის Lactalis-ი განცხადებას ავრცელებს და რეკომენდაციებს გასცემს.  Lactalis მომხმარებლებს მოუწოდებს, Celia-ს, Picot-ისა და Milumel-ის პროდუქცია არ გამოიყენონ.

საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ბაზრიდან ფრანგული კომპანია Lactalis-ის პროდუქციის გამოთხოვის პროცესი მიმდინარეობს.

ამასთან, მსხვილმა ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა საკუთარი სააფთიაქო ქსელებიდან „ლაქტალისის“ წარმოების ბავშვთა კვების, კერძოდ „სელიას“ (Celia) რძის ფხვნილის რეალიზაცია შეწყვიტეს. 

ყველა სიახლე

აბას არაღჩი

28 თებერვალი 2026, 19:13

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აიათოლა ალი ხამეინიზე: რამდენადაც მე ვიცი, ცოცხალია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ცოცხალია.

28 თებერვალი 2026, 19:03

საზოგადოება

პროექტის - „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა

პროექტის - „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში, მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა.

28 თებერვალი 2026, 18:37

საზოგადოება

თსუ-ში ნუგზარ სურგულაძის 75 წლის და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესორის ნუგზარ სურგულაძის 75 წლის და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში თსუ-სა და სხვა უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლების სხვადასხვა იურიდიულ თუ ინტერდისციპლინურ თემაზე დაწერილი სტატიებია თავმოყრილი.

28 თებერვალი 2026, 18:34

რეგიონი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა.

ირაკლი ჭეიშვილი

28 თებერვალი 2026, 18:31

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი ოპოზიციაზე: ამერიკის შეერთებული შტატების იმ ხელმძღვანელობას მიმართავენ დღეს, რომელსაც წლების განმავლობაში ლანძღავდნენ. რა სინდისი აქვთ, როგორ უნდა მიმართონ მათ საერთოდ - მათ არ აქვთ არანაირი პოლიტიკური მომავალი

ამერიკის შეერთებული შტატების იმ ხელმძღვანელობას მიმართავენ დღეს, რომელსაც წლების განმავლობაში ლანძღავდნენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ოთარ ჭულუხაძე

28 თებერვალი 2026, 18:28

პოლიტიკა

ოთარ ჭულუხაძე: მას შემდეგ, რაც რევოლუციის 5 მცდელობა ჩავარდა და რადიკალურმა ოპოზიციამ კრახი განიცადა, საჭიროა მათი რაღაც ტიპის რეაბილიტაცია. ამ რეაბილიტაციისთვის ცდილობენ, რომ ორი მედია დაასანქცირონ

მას შემდეგ, რაც რევოლუციის 5 მცდელობა ჩავარდა და რადიკალურმა ოპოზიციამ კრახი განიცადა, საჭიროა მათი რაღაც ტიპის რეაბილიტაცია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფილოსოფოსმა ოთარ ჭულუხაძემ.

28 თებერვალი 2026, 18:17

პოლიტიკა

ოთარ ჭულუხაძე თავისუფალ მედიაზე თავდასხმა: ეს არის გამოწვევა, რომელიც მშვიდად, ორგანიზებულად და მეტი სუვერენული ხედვით უნდა მივიღოთ და ვუპასუხოთ

„ამ სანქციებს განსაკუთრებული გავლენის მოხდენა არ შეუძლია, მაგრამ არის გათვლა, რომ გარკვეული შიდა რყევები გამოიწვიოს, ერთგვარი კბილის მოსინჯვის ამბავია და სამომავლო სიგნალია, რომ ვიღაცებს კიდევ დავასანქცირებთ და შეშინდითო. თუმცა, ვხედავ, რომ საზოგადოების სიმწიფე და სუვერენიტეტის იდეის გარშემო გაერთიანებულობა ამ რყევებს ვერ გამოიწვევს. ეს არის გამოწვევა, რომელიც მშვიდად, ორგანიზებულად და მეტი სუვერენული ხედვით უნდა მივიღოთ და ვუპასუხოთ. “, - აღნიშნა ფილოსოფოსმა.

ირაკლი ჭეიშვილი

28 თებერვალი 2026, 18:05

პოლიტიკა

ჭეიშვილი ბრიტანეთზე: რასაც უწუნებ რუსეთს და იგივეს აკეთებ არა შენს, არამედ სხვა ქვეყანაში, რის არანაირი სამართლებრივი უფლება არ გაქვს, რომ ჩაერიო სხვის პოლიტიკაში, დაუწესო ცენზურა ყველაზე რეიტინგულ არხებს, ეს მინიმუმ არასწორია

რასაც შენ უწუნებ რუსეთს და იგივე მეთოდებით შენ აკეთებ არა შენს ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყანაში, რის არანაირი სამართლებრივი და მორალური უფლება არ გაქვს, რომ ჩაერიო სხვის პოლიტიკაში და მით უფრო, დაუწესო ცენზურა ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ არხებს, ეს მინიმუმ არასწორია და ვერანაირ შეფასებას ვერ გააკეთებს ამასთან დაკავშირებით ვერც ბრიტანეთის ელჩი და ვერც ერთი ქვეყნის შიდა თუ გარე მტერი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.

ირაკლი ჭეიშვილი

28 თებერვალი 2026, 18:01

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ბევრი ქვეყანა გინახავთ, სადაც პრემიერი იჯდეს და ედებატებოდეს იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 3%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს? ეს საშუალება მიეცათ ქვეყნის მტრებს და თავიდანვე უარი თქვეს

„თავიდანვე განაცხადეს უარი დებატებში მონაწილეობაზე. ქვეყნის მტრებზე ვსაუბრობ, რადიკალური ოპოზიციაც აღარ ჰქვიათ ამათ“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.

ირაკლი ჭეიშვილი

28 თებერვალი 2026, 17:49

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არასდროს ჩაიხშობა - რა პრობლემებიც იდგა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, აღარასდროს განმეორდება

„2022 წლიდან, ჩვენთან რა პროცესებიც მიმდინარეობს, ეს არის „დიფ სთეითის“ ხელი. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ვერანაირი სანქცია ვერ დაამარცხებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას, ვერანაირი სანქცია გათიშავს ვერც „იმედს“, ვერც „პოსტივის“ და ვერცერთ დამოუკიდებელ არხს. ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არასდროს ჩაიხშობა. რა პრობლემებიც იდგა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, ის ჩვენს ქვეყანაში აღარასდროს განმეორდება“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

28 თებერვალი 2026, 17:30

რეგიონი

მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე ქვისცვენის გამო, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

28 თებერვალი 2026, 17:26

პოლიტიკა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ გორში რეგიონული წარმომადგენლობების ოფისი გახსნა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების პირველი ოფისი გორში გახსნა და შიდა ქართლის მოსახლეობას გორის თეატრში შეხვდა.

გიორგი სოსიაშვილი

28 თებერვალი 2026, 17:14

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ამაზე ანტიევროპული პერიოდი ევროპას არ ჰქონია

„ეს არის ჟანგბადის მიცემა კვდომაში წასული ოპოზიციისთვის, რომ როგორღაც თავიანთი აგენტურული ძალები გამოაცოცხლონ. ამაზე ანტიევროპული პერიოდი ევროპას არ ჰქონია, რომელიც შექმნეს „დიფ სთეითის“ ხელის ბიჭად ქცეულმა ბიუროკრატებმა და მათ შორის ბრიტანეთის ხელისუფლებაში მოკალათებულმა ბიუროკრატებმა. ასევე ძალიან საცოდავ სიტუაციაში ჩაიგდო თავი ბრიტანეთის ელჩმა, რომელიც არის ამ ძალების გამხმოვანებელი“, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

28 თებერვალი 2026, 17:05

რეგიონი

ხაშურის მუნიციპალიტეტში სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

„სასოფლო გზების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი მიმართულებაა. პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ ყიფიანთუბნის მოსახლეობას გადაადგილების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობები ექნება,“ — აღნიშნა პაატა ჩადუნელმა სამუშაოების დათვალიერებისას.

28 თებერვალი 2026, 16:50

რეგიონი

ვერონა-თელავის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე აღდგენილია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“.

28 თებერვალი 2026, 16:46

რეგიონი

მაღალმთიანი აჭარის სოფლებში საავტომობილო გზები თოვლის საფარისგან აქტიურად იწმინდება

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები აქტიურად იწმინდება. მიმდინარეობს, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოები.

ემანუელ მაკრონი პედრო სანჩესი

28 თებერვალი 2026, 16:43

მსოფლიო

ესპანეთი, ნორვეგია და საფრანგეთი ისრაელისა და აშშ-ის შეტევას ირანზე გმობენ

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ოფიციალური მადრიდი გმობს ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივ სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ.

28 თებერვალი 2026, 16:29

საზოგადოება

გლდანის რაიონში გზები თოვლისგან გაიწმინდა და ტექნიკური მარილი დაიყარა

გლდანის რაიონში თოვლისგან გაიწმინდა გზები და დაიყარა ტექნიკური მარილი.

28 თებერვალი 2026, 16:16

რეგიონი

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ179-კმ182 მონაკვეთზე (კალა-უშგული), ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

28 თებერვალი 2026, 15:58

მსოფლიო

მედიაში ირანის უზენაესი ლიდერის დაბომბილი რეზიდენციის სურათი ვრცელდება

მედიაში თეირანში მდებარე ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაბომბილი რეზიდენციის ფოტოსურათები ვრცელდება.