imedi /  27 დეკემბერი 2017, 20:54 / სანდო წყარო

ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ipn-ი წერს.

ინიციატივას მხარი დაუჭირა ხუთმა დეპუტატმა, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ხოლო კომიტეტის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან, რომლებიც აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ უჭერენ, სხდომას არ ესწრებოდნენ.

"ჯანდაცვის კომიტეტი არის სავალდებულო კომიტეტი, მაგრამ არა წამყვანი აღნიშნული საკითხის განხილვაზე. საბოლოო ჯამში იურიდიული კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას იმ ვერსიასთან დაკავშირებით, რომელიც პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს. ამიტომ ჩვენ ჩავატარეთ შუალედური კომიტეტის სახით, რომ შეგვეჯერებინა ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები და გვეთხოვა კომიტეტის წევრებისთვის მხარდაჭერა პრინციპების დონეზე. ოდენობები როგორი უნდა იყოს, ჯერ კიდევ შესათანხმებელია, ისევე, როგორც კონკრეტული სანქციები როგორი უნდა იყოს. ეს ყველაფერი კონსულტაციის საგანი რჩება. ამ ეტაპზე კომიტეტს ვთხოვეთ, გამოეხატა პოზიცია პრინციპებთან მიმართებაში",- განაცხადა ზოიძემ. 

მისივე თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის პრინციპები მდგომარეობს იმაში, რომ გრძელდება დაუნდობელი ბრძოლა ნარკოტიკების გაყიდვის, გასაღების, გავრცელების მიმართ, ხოლო ნარკომომხმარებელი არ უნდა დაისაჯოს სისხლის სამართლის კოდექსით.

"დავაზუსტებ, რომ ეს არ გულისხმობს ლეგალიზაციას. ეს არ გულისხმობს, რომ საჯარო მოხმარება, ჯგუფური მოხმარება, არასრულწლოვნის მიერ მოხმარება, ნარკოტიკების თრობის ქვეშ საჭის მართვა არ იქნება დასჯადი და დამამძიმებელი გარემოება. დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს, რომ დაშვებადი გახდება ნარკოტიკები", - განაცხადა ზოიძემ.

ნარკოპოლიტიკის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა 2 საათის დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი კვორუმის არარსებობა იყო. კომიტეტის 6 წევრი, ნარკოლიბერალიზაციას მხარს არ უჭერს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე კომიტეტის წევრებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. მსჯელობა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

10 დეკემბერს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მოთხოვნით მშვიდობიანი აქციები გაიმართა.

30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

02 მარტი 2026, 09:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როცა გაიფიქრებ, რომ სამყარო თითქოს შეიშალა, გაიხსენე, რომ ქართველი ხარ. ჩვენი ისტორია სწორედ ასეთ დროს იწერებოდა - ქაოსის, დიდი დაპირისპირებებისა და გაურკვევლობის ეპოქებში

როცა გაიფიქრებ, რომ სამყარო თითქოს შეიშალა, გაიხსენე, რომ ქართველი ხარ. ჩვენი ისტორია სწორედ ასეთ დროს იწერებოდა - ქაოსის, დიდი დაპირისპირებებისა და გაურკვევლობის ეპოქებში, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპი

02 მარტი 2026, 09:23

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა 9 ირანული გემის ჩაძირვის შესახებ განაცხადა

ამერიკულმა ძალებმა ირანის სამხედრო საზღვაო ფლოტის 9 გემი ჩაძირა, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ამერიკის შეერთებულმა პრეზიდენტმა დასძინა, რომ იმავე ბედს გაიზიარებენ სხვა ირანული ხომალდებიც.

ზუკა რურუა

02 მარტი 2026, 09:21

პოლიტიკა

ზუკა რურუა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: ესეც არის ერთგვარი მექანიზმი იმის, რომ ჩვენი ქვეყანა მყარად იდგეს და არანაირმა გარე ჩარევამ და უცხო გავლენებმა არ იმოქმედოს ჩვენი ქვეყნის საზიანოდ

ესეც არის ერთგვარი მექანიზმი იმის, რომ ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა მყარად იდგეს და არანაირმა გარე ჩარევამ და უცხო გავლენებმა არ იმოქმედოს ჩვენი ქვეყნის საზიანოდ, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა, რითაც ეხმაურება „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.

02 მარტი 2026, 09:17

მსოფლიო

მასობრივ სროლას ტეხასში მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ში, ტეხასში მასობრივი სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. ინციდენტი ქალაქ ოსტინში, ერთ-ერთი ბარის წინ მოხდა. ხალხს ცეცხლი 53 წლის ნდიაგა დიანიმ გაუხსნა. მას ეცვა ჰუდი წარწერით „ალაჰის საკუთრება“ და მაისური ირანის სახელმწიფო დროშის გამოსახულებით. მსროლელი ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მოკლეს.

ნიკა გვარამია

02 მარტი 2026, 09:13

პოლიტიკა

ნიკა გვარამია ამბობს, რომ თუ გახარიას 20 ივნისის საქმეზე დააკავებენ, ის პოლიტპატიმარი იქნება

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში „კვირის ფორმულა“ პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ თუ გიორგი გახარიას 20 ივნისის გამო დაიჭერენ, ის პოლიტპატიმარი იქნება. გვარამიას განცხადებით, ის პოლიტპატიმრად მიიჩნევს ყველას, ვინც პოლიტიკური პროცესების გამო არის დაკავებული.

პიმენ ყურაშვილი

02 მარტი 2026, 09:05

პოლიტიკა

პიმენ ყურაშვილი: მწარე სიმართლე ბრიტანეთის ელჩისთვის - ბრიტანული სანქციები არაფერს ნიშნავს, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ქართული მაუწყებლების მხარდამჭერების კონსოლიდაციას და ვინც დღეს ბედნიერია, კვლავ წააგებს!

ორი ქართული საეთერო ტელევიზიის არხი დასანქცირდა ბრიტანეთის მთავრობის მიერ, თითქოსდა პრორუსული და ანტი-უკრაინული პროპაგანდის გამო, რაც იწვევს უკრაინის პოზიციების შესუსტებას. ეს სუფთა ნონსენსია და მხოლოდ სულელებისთვის მუშაობს, - აცხადებს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, საზოგადოება „ქართულის” წევრი, პიმენ ყურაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში.

02 მარტი 2026, 09:00

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „გრანტების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე დღეს მესამე მოსმენით იმსჯელებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „გრანტების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე დღეს მესამე მოსმენით იმსჯელებს. „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით გრანტის ცნება ფართოვდება.

დავით მათიკაშვილი

02 მარტი 2026, 08:56

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: როგორ შეიძლება ვინმემ სერიოზულად შეაფასოს „იმედის“ და POSTV-ის მხრიდან უკრაინის დესტაბილიზაციის ფაქტის არსებობა - წარმოუდგენელია ტყუილის ის მასშტაბი, რომლის ფარგლებშიც ეს გადაწყვეტილება მიიღეს

წარმოუდგენელია ტყუილის ის მასშტაბი, რომლის ფარგლებშიც ეს გადაწყვეტილება მიიღეს; როგორ შეიძლება ვინმემ სერიოზულად შეაფასოს „იმედის და POSTV-ის მხრიდან უკრაინის დესტაბილიზაციის ფაქტის არსებობა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

02 მარტი 2026, 08:42

მსოფლიო

ახლო აღმოსავლეთის ძირითად აეროპორტებში კიდევ 3 400-ზე მეტი საჰაერო რეისი გაუქმდა

ახლო აღმოსავლეთის ძირითად აეროპორტებში კიდევ 3 400-ზე მეტი საჰაერო რეისი გაუქმდა.

02 მარტი 2026, 08:35

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. შეხვედრები იქნება როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან; დაესწრებიან კონფერენციასაც, რომელიც სუვერენული ქვეყნების ალიანსის სახელით გაიმართება.

02 მარტი 2026, 08:28

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც მზადყოფნას გამოთქვამენ საჭიროების შემთხვევაში, ირანის რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები ირანის ტერიტორიაზე გაანადგურონ

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ირანის სარაკეტო შეტევები „არაპროპორციულ“ ქმედებებად შეაფასეს.

02 მარტი 2026, 08:16

მსოფლიო

ისრაელისა და აშშ-ის ავიაციამ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინას, ასევე თეირანში სამხედრო ობიექტებს დაარტყა - ვითარება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სამხედრო მოქმედებები გრძელდება. ისრაელისა და შეერთებული შტატების ავიაციამ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინას, ასევე თეირანში სამხედრო ობიექტებს და ბენდერ-ე-ჩაბაჰარის პორტს დაარტყა.

02 მარტი 2026, 08:07

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

2 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +10 და ღამით +3 გრადუსია მოსალოდნელი.

დონალდ ტრამპი

02 მარტი 2026, 01:09

მსოფლიო

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანში სამხედრო ოპერაცია შესაძლოა, ოთხი კვირა გაგრძელდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში სამხედრო ოპერაცია სავარაუდოდ, ოთხ კვირას გაგრძელდება.

ზურაბ ქადაგიძე

02 მარტი 2026, 00:58

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში მოქმედებდა სოროსის სინდიკატი. სამოქალაქო საზოგადოება არასდროს არსებობდა - ისინი რჩებიან სინდიკატის წარმომადგენლებად და ასე გააგრძელებენ

საქართველოში მოქმედებდა სოროსის სინდიკატი. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება არასდროს არსებობდა. ისინი ყოველთვის იყვნენ უცხო ძალის გამტარებლები, დონორის ნების შემსრულებლები, - განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ზურაბ ქადაგიძემ გადაცემაში „EURO ანატომია“.

მაკა ბოჭორიშვილი

02 მარტი 2026, 00:42

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსს ველოდით, რამხელა იდეოლოგიური ამბავი იყო ჩვენთვის, რომ ევროკავშირის წევრობისთვის ნაბიჯს ვდგამდით. ამ დროს ვიღაცისთვის ეს არის უბრალოდ საშუალება, რომ შენზე მოახდინოს ზეწოლა

ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვცდილობთ, რომ ჩვენი ევროპული იდენტობა ვამტკიცოთ, რომ ჩვენც ევროპელები ვართ. გეოგრაფიამ ევროპის კუთხეში მოგვათავსა და სულ ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ ევროპელები და ევროპის კულტურასა და ისტორიაში შეგვაქვს წვლილი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ უვიზო მიმოსვლაზე საუბრისას.

ზურაბ ქადაგიძე

02 მარტი 2026, 00:14

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ევრო ბიუროკრატების ნებისმიერი განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ საქართველო რუსეთთან შესულიყო კონფრონტაციაში

უნდათ, რომ ჩამოშალონ ის სტატუს-კვო, რაც საქართველომ შექმნა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით - რომ საქართველო რეგიონში არის ერთადერთი მშვიდობის კუნძული, ყველაზე მისაბაძი, წარმატებული ეკონომიკის პერსპექტივით და სტაბილური პოლიტიკური პროცესებით, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“„ხალხის ძალის“ დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ ენჯეოების დაფინანსებაზე საუბრისას.

ზურაბ ქადაგიძე

02 მარტი 2026, 00:05

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ვხედავდით, რომ ევრობიუროკრატია გადაიქცა რუსული სამხედრო მანქანის ყველაზე დიდ დონაციად

დროთა განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, რომ ევრობიუროკრატია გადაიქცა რუსული სამხედრო მანქანის ყველაზე დიდ დონაციად. მათ მიერ მეორადი ნავთობის შესყიდვით, სხვადასხვა სანქციისთვის თავის არიდების შედეგად იმაზე გაცილებით მეტი თანხის აკუმულირებას ახდენდნენ რუსული სამხედრო მანქანის ბიუჯეტში, ვიდრე მანამდე ჰქონდა რუსეთს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ზურაბ ქადაგიძემ გადაცემაში „EURO ანატომია“.

მაკა ბოჭორიშვილი

02 მარტი 2026, 00:03

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მთავარი არის უსაფრთხოება, ყველა ქვეყნისთვის ალბათ, ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი, რომ არ იყოს ომი - მშვიდობა გაძლევს შემდეგ ბევრი რაღაცის შესაძლებლობას. როდესაც ეს არ არის, მერე ყველაფერი მეორეხარისხოვანია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, გამოწვევები ყველა მხარეს არის გაშლილი.

ზურაბ ქადაგიძე

01 მარტი 2026, 23:56

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: „ხალხის ძალამ“ ყინულმჭრელის როლი შეასრულა გამჭვირვალობის კანონის პირველი ვერსიის დაინიციირებაში

გახსოვთ, როგორი შემართებით და გრძნობით მოგვიწოდებდნენ, რომ ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი, ეს იყო საშინელება, რასაც ჩაიდენდა საკანონმდებლო ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, სინამდვილეში „ხალხის ძალია“ მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი იყო 5 წლით ადრე გათვლილი სწორი სვლა, რომელშიც ვიღებდი მონაწილეობას და მეამაყება, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“„ხალხის ძალის“ დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ ევროსაბჭოს მიერ გამჭვირვალობის კანონის კრიტიკაზე საუბრისას.