imedi /  16 იანვარი 2018, 16:12 / სანდო წყარო

ია ანთაძემ "მოამბის" რედაქტორთა ჯგუფი დატოვა

ია ანთაძე

ია ანთაძე

ია ანთაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების "მოამბის" რედაქტორთა ჯგუფი დატოვა, ის ე.წ. სუპერდესკის წევრი აღარ არის. როგორც თავად ანთაძე ამბობს, ის საზოგადოებრივის ვებგვერდზე ახალი პროექტის გაკეთებას გეგმავს.

"ეს ფორმულირება, რომ მე დავტოვე “სუპერდესკი”, არის კატეგორიულად არასწორი. როდესაც ჩვენ მივედით ტელევიზიაში ერთი წლის წინ, მაშინ ჩვენ დაგხვდა “ნიუსრუმის” ახალი კონცეფცია და ეს ყველაფერი საჭიროებდა განხორციელებას. იმისთვის, რომ ეს კონცეფცია განხორციელებულიყო, საჭირო იყო ახალი ადამიანები “ნიუსრუმში”, რადგან არსებულ შემადგენლობას ნამდვილად სჭირდებოდა გაძლიერება. ამ დროს ვასილ მაღლაფერიძემ მთხოვა, რომ ვყოფილიყავი ამ პროცესის მონაწილე ჩემი გამოცდილებიდან, რომელიც უშუალოდ “ნიუსრუმში” მუშაობას არ ეხებოდა, მაგრამ ეხებოდა ჟურნალისტიკის პრინციპების ცოდნას და მე დიდი სიამოვნებით დავთანხმდი და ვიმუშავეთ ერთი წელი. მე მივეცი ჩემს თავს უფლება, რომ მეთხოვა, დავბრუნებულიყავი აქტიურ ჟურნალისტიკაში და მივიღე თანხმობა",-  უთხრა ია ანთაძემ "ნეტგაზეთს".

ია ანთაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩევლად 2017 წლის იანვარში დაინიშნა. ე.წ. სუპერდესკი ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებით გასული წლის დასაწყისში შეიქმნა. სუპერდესკის ჯგუფი დღის საინფორმაციო გამოშვებებს გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ უკმაყოფილება არსებობს, რაც პოეტ ზვიად რატიანის შესახებ მაუწყებლის მიერ დაკავების ვიდეოს გავრცელებამ გამოიწვია.

ყველა სიახლე

14 აპრილი 2026, 17:59

სამართალი

პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

14 აპრილი 2026, 17:55

პოლიტიკა

მათიკაშვილი რადიკალებს: დააკვირდნენ, როგორ იქცევა ოპოზიცია უნგრეთში, როდესაც ხალხის ნების ნიველირებას კი არ ახდენს, არამედ იღებს დამარცხებას და შემდგომ ნაბიჯებს პარლამენტში გადადგამს ოპონირების თვალსაზრისით

ის რაც უხარიათ ჩვენს რადიკალებს, საერთოდ არ აქვს ადგილი ჩვენს პოლიტიკურ მოცემულობაში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, ოპოზიციის სპეკულაციებთან დაკავშირებით, რომ უნგრეთში მთავრობის ცვლილები, საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა მხარდამჭერი ევროკავშირში.

თორნიკე ჭეიშვილი

14 აპრილი 2026, 17:54

პოლიტიკა

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილებას, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

14 აპრილი 2026, 17:54

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: გეოგრაფიას ვერავინ უარყოფს. ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის კიდევ უფრო მეტად დასაფიქრებელი იქნება ის, რომ საქართველოსთან პარტნიორობის გარეშე შუა დერეფნის ამოქმედება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება

„ცხადია, რომ ენერგია, რომელიც ამ კაბელის მეშვეობით იქნება ხელმისაწვდომი ევროკავშირისთვის, გაზრდის მათ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, რაც პოლიტიკურ ჭრილში უმნიშვნელოვანესია. ამ მოცემულობაში გეოგრაფიას ვერავინ უარყოფს, ვერსად წაიღებს საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას და ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის კიდევ უფრო მეტად დასაფიქრებელი იქნება ის, რომ საქართველოსთან პარტნიორობის გარეშე შუა დერეფნის ამოქმედება და ევროპელი ხალხებისთვის სასარგებლო ეკონომიკური პროექტების განხორციელება იქნება ძალიან რთული და პრაქტიკულად შეუძლებელიც კი“, - აცხადებს მათიკაშვილი.

ტულსი გაბარდი

14 აპრილი 2026, 17:50

მსოფლიო

აშშ-ის დაზვერვის დირექტორმა გრიფით საიდუმლო მოხსნა დოკუმენტებს, რომლებიც ამხელს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 2019 წელს კონგრესის მიერ შეთქმულების მცდელობას, მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მიზნით

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა გრიფით საიდუმლო მოხსნა დოკუმენტებს, რომლებიც მისი თქმით, ამხელს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 2019 წელს კონგრესის მიერ შეთქმულების მცდელობას, მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მიზნით.

14 აპრილი 2026, 17:48

ეკონომიკა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აზერ ბაირამოვთან და ინოვაციებისა და ციფრული განვითარების სააგენტოს (IDDA) თავმჯდომარის მოადგილე სალარ იმამალიევთან.

ხათუნა თოთლაძე

14 აპრილი 2026, 17:43

საზოგადოება

პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 79 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 17:33

საზოგადოება

ზურაბ აბაშიძე: „დედა ენა“ მომავალშიც დარჩება იმ სინათლის წყაროდ, რომელიც ახალ თაობებს გზას გაუნათებს ცოდნისკენ, ღირსებისკენ და სამშობლოს სიყვარულისკენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილთან და საკრებულოს წევრ ნოდარ ბოკერიასთან ერთად ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ გამოცემიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, - ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი

14 აპრილი 2026, 17:33

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ აუტიზმი დიაგნოზი არ არის გვარამიას გარდა. ხომ სამარცხვინო იყო მისი პირველი განცხადება, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და ნებისმიერ ჭრილში, კიდევ უფრო შორს წავიდა მეორე პოსტში

ყველა ვთანხმდებით, რომ აუტიზმი დიაგნოზი არ არის გვარამიას გარდა, - განუცხადა ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

ირინა წაქაძე

14 აპრილი 2026, 17:33

ჯანდაცვა

პარლამენტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და ერთხმად მხარი დაუჭირა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას.

მაიკ ლი

14 აპრილი 2026, 17:32

მსოფლიო

ამერიკელი სენატორი, მაიკ ლი ურსულა ფონ დერ ლაიენის ენერგოპოლიტიკას აკრიტიკებს

ამერიკელი სენატორი, მაიკ კი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ენერგოპოლიტიკას აკრიტიკებს.

14 აპრილი 2026, 17:25

რეგიონი

ლაგოდეხში არამდგრადი ამინდით გამოწვეულ პრობლემებს ამ დრომდე ებრძვიან

მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე მდინარეების წყლის დონე ისევ მაღალია, რაც დატბორვის საშიშროებას ქმნის. უხვი ნალექის შედეგად ადიდებულია მდინარე ალაზანი, რის გამოც მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია, ბაკურციხე-წნორი-ლაგოდეხის მიმართულებით.

14 აპრილი 2026, 17:23

პოლიტიკა

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 80 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას.

გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია

14 აპრილი 2026, 17:03

სპორტი

მამარდაშვილის „ლივერპული“ დღეს კვარცხელიას „პსჟ“-ს უმასპინძლებს⚽

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „ენფილდზე“ ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-ს უმასპინძლებს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა პარიზელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მეორე ბურთი მამარდაშვილის კარში სწორედ კვარაცხელიამ გაიტანა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ფრიდრიხ მერცი

14 აპრილი 2026, 16:53

მსოფლიო

მერცი: უკრაინის სწრაფი გაწევრიანება ევროკავშირში შეუძლებელია

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინის სრულფასოვანი სწრაფი გაწევრიანება ევროკავშირში შეუძლებელია.

ცოტნე ანანიძე

14 აპრილი 2026, 16:53

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე გვარამიას განცხადებაზე: უსამართლობის სიმბოლო, ყოფილი მთავარი პროკურორი ოპოზიციიდანაც იმავე დისკრიმინაციულ რიტორიკას აგრძელებს, პოლიტიკური როლის ცვლილება მხოლოდ დეკორაციაა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას იმ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც მან გარკვეული პოლიტიკური ძალები „პოლიტიკურ აუტისტებად“ მოიხსენია.

14 აპრილი 2026, 16:49

საზოგადოება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ქსელის ENIC-NARIC-ის ორგანიზებით გამართულ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებმა სლავური და ლათინო-ამერიკული ქვეყნების საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარების სპეციფიკა განიხილეს.

ვახტანგ ცინცაძე

14 აპრილი 2026, 16:36

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და უფრო მიმზიდველი გავხადოთ ქვეყნის ეკონომიკა არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც

ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და უფრო მიმზიდველი გავხადოთ ქვეყნის ეკონომიკა არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

14 აპრილი 2026, 16:34

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკში უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ბლოკში უკრაინის მისაღებად მზად არ არიან. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 16:15

რეგიონი

მარტვილის მუნიციპალიტეტიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 14 აპრილს, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ლაბორატორიულად ცოფი დაუდასტურდა (გამოცდის ოქმი #2465).