ოცნების ფრაქცია გირგვლიანის საქმის პრეცედენტზე საკანონდებლო პაკეტს შექმნის
მამუკა მდინარაძე
„ფრაქცია „ქართული ოცნება“ მუშაობას იწყებს „გირგვლიანის შესწორებებზე“, რითაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეზღუდვის მაღალ სტანდარტს ვაწესებთ, რათა ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა.
ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ვალდებულად თვლის თავს საზოგადოების წინაშე, არამარტო მართლმსაჯულება აღსრულდეს სანდრო გირგვლიანისა და სხვა ანალოგიურ საქმეებზე, არამედ შეიქმნას პოლიტიკური, სამართლებრივი ბარიერები გირგვლიანის საქმის რეციდივების გამოსარიცხად.
„12 წელი გავიდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან, რომლიც რეჟიმის მხრიდან ადამიანის მიმართ ძალადობის სიმბოლოდ იქცა. ეს საქმე ქართულ რეალობაში, გარკვეული თვალსაზრისით, პოლიტიკური ღირებულების განმსაზღვრელიც გახდა. შესაბამისად, სანდრო გირგვლიანის საქმე მხოლოდ სამართლებრივი პროცესი არ ყოფილა. სამართლებრივად საქმეზე სასჯელს იხდის 8 პირი და მსჯავრდებულია ექსპრეზიდენტი სააკაშვილი. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს ამ საქმის, ამ გაკვეთილის არასწორი ინტერპრეტაცია. სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან ზუსტად 12 წლის თავზე, საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ გაბედა და გარდაცვლილის ოჯახის, ქართველი ერის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებით გამოვიდა. მან სანდრო გირგვლიანის ტრაგედიას, საზოგადოების რეაქციას წარმოუდგენელ უსამართლობაზე პოლიტიკური ცირკი უწოდა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი შეეცადა, გახმაურებული საქმე შეეფუთა, როგორც სახელმწიფო მანქანის მიერ მკვლელობის სამწუხარო, მაგრამ ბანალური ფაქტი, ხოლო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალება-ინსტიტუტების მიერ მომზადებული პროცესი და არა პიროვნული გადაწყვეტილება.
„ფრაქცია იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას - ეს იქნება ცვლილებების მთავარი არსი. რასაკვირველია, ახალი რეგულაცია ვერ გავრცელდება ძველ შემთხვევებზე და შეეხება მხოლოდ მოქმედ და მომავალ ხელისუფლებებს. ამ ცვლილებებს სიმბოლურად შეიძლება „გირგვლიანის შესწორებები” დავარქვათ”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
28 იანვარს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა. 2006 წლის 28 იანვარს გირგვლიანი პოლიციის მაღალჩინოსნებმა ოქროყანის სასაფლაოზე მოკლეს. 12 წლის შემდეგ მის მკვლელობაზე გამოძიება ისევ გრძელდება.
5 იანვარს, მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. საქმეში ბრალდებულია ასევე დათა ახალაია და ვანო მერაბიშვილი. თუმცა გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ამ საქმეზე ჯერ კიდევ ბევრ შეკითხვაზე პასუხი გაცემული არ არის.
ყველა სიახლე
14 ივნისი 2026, 10:57
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ თუშეთის მიმართულებით ზამთრის სეზონის ბოლო სამოქალაქო რეისები შეასრულა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ ქვემო ალვანიდან თუშეთის მიმართულებით ზამთრის სეზონის ბოლო სამოქალაქო რეისები შეასრულა.
14 ივნისი 2026, 10:49
მსოფლიო
შვეიცარიაში მოსახლეობის რაოდენობაზე ზედა ზღვარის დაწესების საკითხზე რეფერენდუმი იმართება
მუდმივ მცხოვრებთა რაოდენობის საკანონმდებლო დონეზე 10 მილიონზე დაბლა შენარჩუნების იდეა მემარჯვენე-კონსერვატიულ „შვეიცარიის სახალხო პარტიას“ (SVP) ეკუთვნის, რომელიც პარლამენტში ყველაზე მეტ - 200-დან 62 ადგილს ფლობს. პარტიამ ამას „მდგრადი განვითარების ინიციატივა“ უწოდა, რომელიც მიზნად ისახავს საცხოვრებელ ბაზარზე, საზოგადოებრივ სერვისებსა და გარემოზე ზეწოლის შემცირებას.
14 ივნისი 2026, 10:40
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფებოდა
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ესპანეთის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის, ესპანეთის ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის გენერალურ კომისართან და სამოქალაქო გვარდიის
14 ივნისი 2026, 10:40
საზოგადოება
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს.
14 ივნისი 2026, 10:37
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 14 წარმომადგენლისაგან დაკომპლექტებული დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა.
14 ივნისი 2026, 10:36
სპორტი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე რამდენიმე მაღაზიაში უკანონოდ შეაღწიეს, საიდანაც 2 000 ლარამდე თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
14 ივნისი 2026, 10:35
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: ორსაათიანი ეთერიდან, სადაც მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა პოლიტიკასა და იურისპრუდენციაში, ამოიღეს ერთი ფრაზა, ისიც კონტექსტიდან ამოგლიჯეს უხეშად, შემდეგ ეს ამოგლეჯილი ფრაზაც გააყალბეს - ბრავო, ამის მეტი რომ ვერაფერი მოიფიქრეს
ორსაათიანი ეთერიდან ამოიღეს ერთი ფრაზა, ისიც კონტექსტიდან ამოგლიჯეს უხეშად, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე „იმედის” ეთერში მამუკა მდინარაძის დებატების შესახებ და ამბობს, რომ ოპონენტებმა მისი ფრაზა გააყალბეს.
14 ივნისი 2026, 10:25
სპორტი
NBA-ს გამარჯვებული „ნიუ-იორკ ნიქსი გახდა“🏀
„ნიქსმა“ ჩემპიონის ტიტული შაბათს საღამოს, „სან-ანტონიო სპურსის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში გაინაღდა, როდესაც შვიდმატჩიანი სერიის მეხუთე შეხვედრა ანგარიშით 94:90 მოიგო, სერიის საბოლოო ანგარიში კი 4:1 იყო.
14 ივნისი 2026, 09:40
მსოფლიო
„ჰეზბოლამ“ სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალებზე იერიში მიიტანა
დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალებზე იერიში მიიტანა. დაჯგუფების ცნობით მათ დრონებით ისრაელის ჯავშანმანქანასა და ჯარისკაცებზე მიიტანეს იერიში.
14 ივნისი 2026, 09:16
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
14 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
14 ივნისი 2026, 08:45
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი პარტია „ფიდესის“ ლიდერად აირჩიეს
ვიქტორ ორბანი პარტია „ფიდესის“ ლიდერად ხელახლა აირჩიეს. Reuters-ის ინფორმაციით, ორბანი პარტიის ლიდერად კიდევ ერთი წლით აირჩიეს.
14 ივნისი 2026, 08:05
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი დღეს, 14 ივნისს მოეწერება, ამის შემდეგ კი ჰორმუზის სრუტე გაიხსნება.
14 ივნისი 2026, 00:52
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტისა და UFC-ის შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტისა და UFC-ის შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში, სადაც მან სიტყვით მიმართა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს.
13 ივნისი 2026, 23:08
რეგიონი
ბათუმში Hotel Indigo Batumi Old Town ოფიციალურად გაიხსნა
ბათუმში ახალი სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town ოფიციალურად გაიხსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ღონისძიებას რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან,საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების და ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
13 ივნისი 2026, 23:01
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: დამოუკიდებლობა არის ის, რისთვისაც ბრძოლა ღირს, თავგანწირვაც ღირს, ყველაფერი ღირს, თუ შენს ქვეყანაში მიიღება შენი სამშობლოს და შენი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები, ეს არის მთავარი მონაპოვარი, დანარჩენს ყველაფერს გაუძლებ და ამაყი ვარ, რომ დღეს, საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი, ბოლო ათწლეულებში არასდროს რომ არ ყოფილა, ეს არის მთავარი მონაპოვარი
დამოუკიდებლობა არის ის, რისთვისაც ბრძოლა ღირს, თავგანწირვაც ღირს, ყველაფერი ღირს, თუ შენს ქვეყანაში მიიღება შენი სამშობლოს და შენი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები, ეს არის მთავარი მონაპოვარი, დანარჩენს ყველაფერს გაუძლებ და ამაყი ვარ, რომ დღეს, საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი, ბოლო ათწლეულებში არასდროს რომ არ ყოფილა, ეს არის მთავარი მონაპოვარი, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.
13 ივნისი 2026, 22:57
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: კანონები არ იქმნება იმისთვის, რომ ვინმეს რაღაც მოქმედება აუკრძალოს ან ნება დართოს, კანონმდებლობის მთავარი მიზანი არის, რომ თამაშის სამართლიანი წესები იყოს განსაზღვრული ყველასთვის
კანონები არ იქმნება იმისთვის, რომ ვინმეს რაღაც მოქმედება აუკრძალოს ან ნება დართოს, კანონმდებლობის მთავარი მიზანი არის, რომ თამაშის სამართლიანი წესები იყოს განსაზღვრული ყველასთვის, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, ნებისმიერი ცვლილებით ამ ქვეყნის ავის მოსურნეს იოტისოდენა სურვილიც არ გაუჩნდეს, რომ ჩვენი ქვეყანა ამოაყირაოს.
13 ივნისი 2026, 22:52
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს
უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.
13 ივნისი 2026, 22:48
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ერთ-ორ კვირაში, ფასების კომისიის ხელმძღვანელიდან დაწყებული, იმ სამსახურებით გაგრძელებული, ვისაც ეს ევალება, გადავხედავთ ყველა დეტალს, გვინდა, რომ შესრულდეს შეთანხმება, რაც დაიდო კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის
ერთ-ორ კვირაში, ფასების კომისიის ხელმძღვანელიდან დაწყებული, იმ სამსახურებით გაგრძელებული, ვისაც ეს ევალება, გადავხედავთ ყველა დეტალს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“.
13 ივნისი 2026, 22:16
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: დაპირება იყო სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენს მიერ გაცემული თანხები იქნება საჯაროო და ჩვენ შავ ფულს ქვეყანაში არ ვატრიალებთო, ეს ნათქვამი სიტყვა არავინ შეასრულა
გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით არაერთხელ იყო კომუნიკაცია, მათ შორის დაპირება იყო სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან, ერთი განსაკუთრებით ამბობდა, ჩვენს მიერ გაცემული თანხები იქნება საჯაროო და ჩვენ შავ ფულს ქვეყანაში არ ვატრიალებთო, ეს ნათქვამი სიტყვა არავინ შეასრულა, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ. მისივე თქმით, ამიტომაც საქართველოს პარლამენტის ქმედება, მაგალითად გამჭვირვალობის კანონი, არის ხელისუფლების რეაქცია და არა ინიციატივა.
13 ივნისი 2026, 22:10
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: იმ ადამიანების თითქმის ნახევარი, რომლებიც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იყვნენ მიცემულები, პირდაპირ აღიარებს დანაშაულს, საპროცესო შეთანხმებაზე მოდის. არამხოლოდ აღიარებს, რომ ძალადობრივ აქციასა და ქმედებებში მონაწილეობდა, არამედ ინანიებს ამ ყველაფერსაც
იმ ადამიანების თითქმის ნახევარი, რომლებიც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იყვნენ მიცემულები, პირდაპირ აღიარებს დანაშაულს, საპროცესო შეთანხმებაზე მოდის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე.


