საქართველოს მოქალაქეებმა მთავარი მტერი და მთავარი მეგობარი დაასახელეს
თბილისი
ფოტო: shutterstock.com
"კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ CRRC გამოაქვეყნა გამოკვლევა „კავკასიის ბარომეტრი 2017: საქართველო და მსოფლიო.“
არასამთავრობო კვლევითი ცენტრის მიერ საქართველოში, გასული წლის შემოდგომაზე გამოკითხულთა 40% ქვეყნის მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევს. 3%-მა დაასახელა თურქეთი, 6%-მა სხვა, 21%-მა არც ერთი და 30%-ს შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.
საქართველოს მთავარ მეგობრად აშშ დაასახელა გამოკითხულთა 25%-მა. 7-7% საქართველოს მთავარ მეგობრად მიიჩნევს აზერბაიჯანს და უკრაინას და 6-6% თურქეთს და რუსეთს. გამოკითხულთა 17%-ისთვის არც ერთი ქვეყანა არ არის საქართველოს მთავარი მეგობარი და 25%-მა არ იცის.
CRRC-ის გამოკვლევა შეეხება სხვადასხვა ორგანიზაციის წევრობისადმი დამოკიდებულებასაც. ნატოში საქართველოს გაწევრიანებას სრულად ემხრობა გამოკითხულთა 16%, ძირითადად მხარს უჭერს 25%, ნაწილობრივ - 26%. ნატოს წევრობას ძირითადად მხარს არ უჭერს 8%, საერთოდ არ ემხრობა 12% და შეკითხვაზე პასუხი არ აქვს 13%-ს.
გამოკითხულთა 17% სრულად უჭერს მხარს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, 28% ნაწილობრივ, 6% ძირითადად არ უჭერს მხარს და 8% ეწინააღმდეგება. ამ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 13%-ს.
რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ამ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებას სრულად ემხრობა 7%, 12% ძირითადად მხარს უჭერს და 24% ნაწილობრივ. 12%-ს არ სურს, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში გაერთიანდეს, 26% მკვეთრად ეწინააღმდეგება და 18%-ს შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.
კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა და 2 379 რესპონდენტი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 2%-ია.
ყველა სიახლე
25 აპრილი 2026, 12:38
მსოფლიო
ჯორჯია მელონი ნატოდან ესპანეთის გარიცხვის იდეას არ ემხრობა, - „ვფიქრობ, ნატო ერთიანი უნდა იყოს; ეს სიძლიერის წყაროა“
იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ის ნატოდან ესპანეთის გარიცხვის იდეას არ ეთანხმება.
25 აპრილი 2026, 12:28
სამართალი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სრულმასშტაბიან საველე სწავლებაში მონაწილეობდნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „eNOVATION - Extended Network of CBRN Training Centres for Innovation“-ის ფარგლებში ჩატარებულ ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) ინციდენტზე რეაგირების სრულმასშტაბიან საველე სამდღიან სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. სწავლება რუსთავში გაიმართა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს.
25 აპრილი 2026, 12:13
მსოფლიო
The Wall Street Journal: უკრაინის ომი ევროპის ომი გახდა
რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ ახლა საბოლოოდ ევროპის ომად იქცა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
25 აპრილი 2026, 12:12
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების ეჭვქვეშ დაყენება წარმოადგენს პოლიტიკურად მოტივირებულ და მიკერძოებულ ქმედებას, რომლის აღმსრულებელი ოპოზიციის მანტიაში გამოხვეული „უსამშობლო აგენტურაა“
როდესაც ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში კვლავ დგება მცდელობა, ეჭვქვეშ დადგეს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება, ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს თავად კრიტიკის არსსა და მის მოტივაციებთან დაკავშირებით - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილი, ქველმოქმედების ფონდებიდან პროცენტიან სესხებს გასცემს.
25 აპრილი 2026, 12:10
საზოგადოება
განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი გურჯაანში კულინარიული კოლეჯის მშენებლობის პროცესს გაეცნო
200 სტუდენტზე გათვლილ და 21 600 კვ. მეტრ ფართობზე განთავსებულ, უახლესი სტანდარტების შესაბამის პროფესიულ კოლეჯში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეები. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის და აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით. კოლეჯის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა 60 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული სივრცე.
25 აპრილი 2026, 12:10
საზოგადოება
სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებიან
თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმდინარე წირვას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები ესწრებიან.
25 აპრილი 2026, 12:00
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: მედიაში არ წყდება ბინძური კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ესაა მიზანმიმართული შეტევა იმ ადამიანზე, რომლის ქველმოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ეკლესიას, რწმენას და ქართულ იდენტობას
დღეს, როცა პატრიარქის ხსოვნის 40 დღეა, დღე რომელიც თითოეული მორწმუნისთვის არის სიმძიმის, პატივისცემისა და სულიერი დაფიქრების დრო, ქართულ მედიაში მაინც არ წყდება ბინძური კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არ არის პოლიტიკური კრიტიკა ეს არის ტენდენციური, მიზანმიმართული შეტევა იმ ადამიანზე, რომლის ქველმოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ეკლესიას, რწმენას და ქართულ იდენტობას! - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს „ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ“.
25 აპრილი 2026, 11:44
პოლიტიკა
ზვიად ავალიანი ჰერჩინსკის: საქართველოში ცხოვრება არასდროს ყოფილა ისე საშიში, როგორც მაშინ, როცა ამ ქვეყანას დასავლეთის აგენტურა მართავდა და დასავლეთის ბიუროკრატია მას „დემოკრატიის შუქურას" უწოდებდა
ბატონი ელჩი სულ ტყუილად გვაშინებს 90-იანების აჩრდილით სადაც, სხვათა შორის, ყველაზე დიდი პრობლემა სიღატაკე იყო და ამ სიღატაკეში და ქვეყნის ეკონომიკის ჯართად გაყიდვაში სწორედ დასავლელმა ინსტრუქტორებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების დეინდუსტრიალიზაცია, ამ პროცესისთვის ტაშიც გვაკვრევინეს და კონკრეტულად ჩვენი ქვეყანა კლასიკურ ნეოკოლონიად აქციეს, - წერს ჟურნალისტი, ზვიად ავალიანი, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადების შესახებ სოციალურ ქსელში.
25 აპრილი 2026, 11:44
პოლიტიკა
გია აბაშიძე: აგონიაა სექტაში, მორიგი ბინძური ჭორებით უტევენ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც თავი გადადო საქართველოსთვის - როდესაც ადამიანს აუგორებენ ბინძურ პროპაგანდას, იქ დაარტყავენ, სადაც მისი ყველაზე დიდი სიკეთე და ცხოვრების არსია
აგონიაა სექტაში, მორიგი ბინძური ჭორებით უტევენ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც თავი გადადო საქართველოსთვის; ნაცმანქურთებს არაფერი ეშველებათ, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილი, ქველმოქმედების ფონდებიდან პროცენტიან სესხებს გასცემს.
25 აპრილი 2026, 11:34
პოლიტიკა
ჩიხელიძე: „ტვ პირველმა“ ახალი ბრალდება მოიფიქრა, თითქოს ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდები პროცენტიან სესხებს გასცემენ - „ტვ პირველის“ სიბოროტის მასშტაბი გამაოგნებელია. ისინი არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ზოგადად, სიკეთეს ებრძვიან
„ტვ პირველი“ წლების განმავლობაში აქტიურად ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ბრალდება გაჟღერდა, რომელთა ჩამონათვალი მრავალფეროვანი და საკმაოდ ვრცელია, თუმცა ამ ბრალდებებიდან არცერთი არ დადასტურებულა, რაც მის "სანდოობას" და "ობიექტურობას" ამხელს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
25 აპრილი 2026, 11:27
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
25 აპრილი 2026, 11:25
პოლიტიკა
ხუბუა: ხაზარაძე, რომლის ქველმოქმედებაზე არავის არაფერი სმენია და რომელმაც „კათარზისის" ბენეფიციარებს 150-ლარიან დაფინანსებაზეც უარი უთხრა, ცდილობს, საკუთარი ჯიბის ტელევიზიით გააშავოს ქველმოქმედებაში 3 მილიარდის დამხარჯავი ივანიშვილი
მევახშეობით, ყაჩაღ-ბანკირობითა და კაბალური პროცენტებით ხალხის ცოცხლად გამტყავებელი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფინანსებული ,,ტვ პირველი" იუწყება - ივანიშვილები საქველმოქმედო ფონდიდან პროცენტიან სესხებს გასცემენო. წარმოიდგინეთ, ხაზარაძე თავის ჯიბის ტელევიზიის მეშვეობით ეჭვქვეშ აყენებს ივანიშვილის ქველმოქმედებას! - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
25 აპრილი 2026, 11:24
სამართალი
„ფოთის პორტის“ მებაჟე ოფიცრებმა, შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ფოთის პორტის“ მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
25 აპრილი 2026, 11:17
პოლიტიკა
თოფურია: როდესაც ქვეყნის მტრები სასოწარკვეთას მიეცემიან, მაშინ ახსენდებათ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების „გაშავება”, მაგრამ კანონზომიერია, რაც ამ სიბინძურეს მოჰყვა - „ტვ პირველი” მათივე გინების წაშლას ვერ ასწრებს კომენტარებიდან
როდესაც ამ ქვეყნის მტრები ყველაზე მწვავე სასოწარკვეთას მიეცემიან, სწორედ მაშინ ახსენდებათ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების “გაშავება”, - წერს “ფაქტმონიტორის” ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, “ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ”.
25 აპრილი 2026, 11:05
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებულ ვერსიას, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და გაამყარებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი წარმატებული შედეგებით დასრულდა, რაც დადებითად აისახება საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური კავშირების შემდგომ განვითარებაზე, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
25 აპრილი 2026, 10:55
მსოფლიო
Reuters: ამერიკელების უმრავლესობა ბენზინზე ფასის მკვეთრ ზრდაში ტრამპს ადანაშაულებს
სააგენტო Reuters-ის დაკვეთით კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების უმეტესობა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბენზინზე ფასის მკვეთრ ზრდაში ადანაშაულებს, რაც ნოემბერში კონგრესში გასამართი შუალედური არჩევნების წინ „რესპუბლიკურ“ პარტიაზე დიდ წნეხს ახდენს.
25 აპრილი 2026, 10:48
სამართალი
იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეები: 2008 წელს დაბადებული კ.კ. და იმავე წელს დაბადებული ა.დ. სხვადასხვა დროს დააკავეს.
25 აპრილი 2026, 10:45
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკების მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული მ.ი. ბათუმში დააკავეს.
25 აპრილი 2026, 10:41
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ღვაწლმოსილი ადამიანებისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ამაგდარი“ გაიმართა.
„თქვენი ღვაწლი არის მაგალითი მომავალი თაობებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. სწორედ თქვენი მრავალწლიანი შრომით, ერთგულებითა და პასუხისმგებლობით შენდება ძლიერი და განვითარებული საზოგადოება. თქვენ მიერ გაწეული საქმეები ფასდაუდებელია და განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. გულწრფელ მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტს და თითოეულ მოქალაქეს გაუკეთეთ“, - განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.
25 აპრილი 2026, 10:39
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.


