imedi /  15 თებერვალი 2018, 16:19 / სანდო წყარო

ომბუდსმენი ახალი საგამოძიებო უწყების შექმნას იწონებს

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის" შესახებ კანონონპროექტს ეხმაურება.

"წლების განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის საგანს წარმოადგენს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციით. 
დღევანდელი მდგომარეობითაც საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი უწყების (საგამოძიებო და საბრალდებო ფუნქციებით) შექმნა არსებული პრობლემის მოგვარების ყველაზე სრულყოფილი გზა იქნება. არასათანადო მოპყრობისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების გამოძიება და დამნაშავე პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა თანაბრად პრობლემურია.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტით წარმოდგენილი მოდელი შესაძლოა ეფექტური იყოს გამოძიების ეტაპზე არსებული პრობლემების გადაჭრის კუთხით, თუკი მოხდება კანონპროექტში არსებული რიგი პრინციპული მნიშვნელობის მქონე საკითხების კორექტირება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგინა მოსაზრებები კანონპროექტთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტური ფუნქციონირებისთვის, ინსპექტორი უნდა სარგებლობდეს ნდობისა და ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხით, რისთვისაც აუცილებელია ამ თანამდებობაზე პირის არჩევის ნებისმერ ეტაპზე უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა აქტორების ჩართულობა. სწორედ ამიტომ, კანონპროექტის ავტორს სთავაზობს კომისიის დაკომპლექტების უფრო პლურალისტურ წესს და ინსპექტორის არჩევისთვის უფრო მაღალი კვორუმის დადგენას. ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია შეიზღუდოს ინსპექტორად ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევის შესაძლებლობა, ხოლო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადა 6 წლამდე გაიზარდოს.

საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას აქტიურად ჩაერთოს წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვის პროცესში და იმედოვნებს, რომ მისი მოსაზრებები და შეთავაზებები აისახება კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში",- ნათქვამია განცხადებაში.

ახალი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ უწყებათაშორის კომისიაზე საკანონმდებლო ინიციატივა 31 იანვარს წარადგინა. დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის შექმნაზე შეკითხვები ჰქონდა ომბუდსმენს. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1 იანვრიდან შეიქმნება.

ყველა სიახლე

ფატიჰ ბიროლი

21 აპრილი 2026, 20:16

მსოფლიო

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი: ირანში ომი ისტორიაში ყველაზე დიდ ენერგეტიკულ კრიზისს იწვევს

ირანს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის არსებული კონფლიქტი ქმნის ენერგეტიკულ კრიზისს, რომელიც ყველაზე მძიმეა მათ შორის, რაც კი მსოფლიოს ოდესმე გამოუვლია, - განაცხადა სამშაბათს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ირაკლი კირცხალია

21 აპრილი 2026, 20:09

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ვულოცავ მამუკა მდინარაძეს ამ მნიშვნელოვან წინსვლას და დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია - ხელმძღვანელობაც ძალიან წარმატებით გამოუვა ისევე, როგორც პოლიტიკა

„ვულოცავ მამუკა მდინარაძეს ამ მნიშვნელოვან წინსვლას და დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია - ხელმძღვანელობაც ძალიან წარმატებით გამოუვა ისევე, როგორც პოლიტიკა, სადაც მისი დაბრუნება ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი გაძლიერებაა!“, - წერს ირაკლი კირცხალია.

იოჰან ვადეფული

21 აპრილი 2026, 20:07

მსოფლიო

გერმანია და იტალია არ ეთანხმებიან მოწოდებებს ისრაელთან ასოცირების შეთანხმების შეჩერების შესახებ

გერმანია და იტალია არ ეთანხმებიან მოწოდებებს ისრაელთან ასოცირების შეთანხმების შეჩერების შესახებ.

21 აპრილი 2026, 20:02

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ესპანეთის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ესპანეთის სამეფოში, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

21 აპრილი 2026, 19:50

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ევროკავშირის შერეული კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდნენ

ესპანეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ევროკავშირის შერეული კომიტეტის პრეზიდენტს, ალბერტო ფაბრა პარტს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

21 აპრილი 2026, 19:37

მსოფლიო

შესაძლო მოლაპარაკებების წინ, ტრამპი აცხადებს, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში „დაბომბვების დაწყებას“ ელის

ისლამაბადში მოლაპარაკებების შესაძლო მეორე რაუნდის წინ, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის განახლებას ელის.

მოჰამედ იშაყ დარი

21 აპრილი 2026, 19:33

მსოფლიო

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-სა და ირანს მოუწოდა, გაახანგრძლივონ დროებითი ზავი

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ იშაყ დარმა აშშ-სა და ირანს მოუწოდა, გაახანგრძლივონ დროებითი ზავი და განაგრძონ მუშაობა დიპლომატიურ გადაწყვეტაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი

21 აპრილი 2026, 19:21

მსოფლიო

ზელენსკი: ნავთობსადენი „დრუჟბა“ შეკეთებულია და მუშაობის განახლება შეუძლია

ნავთობსადენი „დრუჟბა“ შეკეთებულია და მუშაობის განახლება შეუძლია, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

21 აპრილი 2026, 19:06

მსოფლიო

POLITICO: კანონმდებლები მოუწოდებენ ევროპარლამენტს, ენერგიის ხარჯების გამო შეაჩეროს ყოველთვიური ვიზიტები სტრასბურგში

სხვადასხვა პარტიისგან შემდგარ კანონმდებელთა ჯგუფს სურს, რომ ევროპარლამენტმა სტრასბურგში ყოველთვიური მგზავრობა გააუქმოს, ვიდრე ენერგოკრიზისი გრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

კახა კალაძე

21 აპრილი 2026, 19:01

პოლიტიკა

კალაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ქართველ ხალხთან ერთად შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება და საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში გარდამტეხი როლის შეტანა

„2012 წლის 21 აპრილი, თარიღი, რომლითაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ- „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“, ქართველ ხალხთან ერთად, შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება და საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში გარდამტეხი როლის შეტანა. ეს არ იყო უბრალოდ ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა, ეს იყო ქართველი ხალხის იმედი და მტკიცე მოთხოვნა მშვიდობიან, სტაბილურ მომავალზე, ისეთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე, სადაც გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის საქართველოს მოსახლეობას“.

მიხეილ სარჯველაძე

21 აპრილი 2026, 18:59

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: მიუხედავად ამ დიაგნოზის მქონე უფრო დიდი პოპულაციის ყოლისა, მხოლოდ 31 ადამიანია, ვინც იღებს კორტიკოსტეროიდს - რეალურად ეს წამალია, რაც აუმჯობესებს იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა და რამდენად მიჰყვება საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს.

21 აპრილი 2026, 18:54

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ნორვეგიაშიც უყვართ ბავშვები და ნორვეგიაშიც აქვთ შესაძლებლობა, მაგრამ ვერ რისკავენ ასე სწრაფად გადაწყვეტილებების მიღებას ასეთი მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში შეტანასთან დაკავშირებით

დღეს დაისვა კითხვა შევხვდებით თუ არა აღნიშნული დაავადების მქონე პაციენტების მშობლებს, არასდროს ჩვენი კარი არ დახურულა, ეს მათი არჩევანი იყო, რაც გააკეთეს და მათ მე კრიტიკას ვერ დავუწყებ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შესახებ საუბრისას.

დონალდ ტრამპი

21 აპრილი 2026, 18:51

მსოფლიო

ტრამპი მოლაპარაკებების წინ ირანს 8 ქალის გათავისუფლებას სთხოვს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ლიდერებს რვა ქალის გათავისუფლება სთხოვა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება „შესანიშნავი დასაწყისი იქნებოდა ჩვენი მოლაპარაკებებისთვის“.

21 აპრილი 2026, 18:25

საზოგადოება

წმინდა სინოდის სხდომა, სადაც სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩევა, 28 აპრილს გაიმართება

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 28 აპრილს 12:00 საათზე გაიმართება. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი. „ამა წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. ამ სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი“,- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე

21 აპრილი 2026, 18:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მაკა ბოჭორიშვილი

21 აპრილი 2026, 18:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

სულხან თამაზაშვილი

21 აპრილი 2026, 18:11

პოლიტიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მამუკა მდინარაძე
ირაკლი კობახიძე

21 აპრილი 2026, 18:06

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს

მინდა, ბატონ მამუკა მდინარაძეს გადავუხადო მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე ძალიან წარმატებული საქმიანობისთვის. მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები, მისი ხელმძღვანელობით სამსახურში განხორციელდა სისტემური რეფორმები, ჩატარდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი სპეციალური ოპერაცია, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით იყო ძალიან წარმატებული ამ თვეების განმავლობაში სამსახურის საქმიანობა. განსაკუთრებით წარმატებული იყო სამსახურის საქმიანობა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და ამ ყველაფრისთვის, მინდა ბატონ მამუკას გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა“, - განაცხადა პრემიერმა.

გეკა გელაძე
მამუკა მდინარაძე

21 აპრილი 2026, 18:03

პოლიტიკა

გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას დაიკავებს

გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ცნობილი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა.

მიხეილ სარჯველაძე

21 აპრილი 2026, 18:01

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: ოპონენტებს აქვთ ინტერესი, რომ რაც შეიძლება მაღალი იყოს ტემპერატურა ამ საკითხთან დაკავშირებით. მესმის ემოციური ფონიც, მაგრამ მე თავს ვალდებულად ვთვლი ვისაუბრო იმაზე, რაც არის სიმართლე

პოლიტიკურად მიკერძოებულ ადამიანებს, ოპონენტებს აქვთ ინტერესი, რომ რაც შეიძლება მაღალი იყოს ტემპერატურა ამ საკითხთან დაკავშირებით, მესმის ემოციური ფონიც, მაგრამ მე თავს ვალდებულად ვთვლი ვისაუბრო იმაზე, რაც არის სიმართლე, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატის ირგვლივ სპეკულაციებთან დაკავშირებით.