ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე პირველი სასამართლო სხდომა 20 თებერვალს გაიმართება
მეჩეთის პროექტი
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის თაობაზე პირველი სასამართლო სხდომა 20 თებერვალს გაიმართება. პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ბათუმის მერიის წინააღმდეგ სარჩელი მუსლიმმა თემმა 2017 წლის 10 ივნისს შეიტანა. ისინი მათ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას ითხოვენ. გარდა ამისა ბათუმის მერიის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტების დადგენასაც მოითხოვენ.
მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართვაზე უარი ბათუმის მერიის მხრიდან დისკრიმინაციული ხასიათისაა, რადგან ეს ტერიტორია საჯაროა და აქ მრავლადაა სხვა საეკლესიო ნაგებობები.
ზოგიერთ შემთხვევაში კი, მუსლიმი თემის თქმით, მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთს მართლმადიდებელ ეკლესიას სწორედ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გადასცემს.
სამართლებრივი დავის პარალელურად, თემი შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშვიდობიან შეკრებასა და რელიგიურ მსახურებას აგრძელებს. ღია სივრცეში ლოცვას ასობით მუსლიმი რეგულარულად უერთდება და ამ გზით მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესს.
მუსლიმი თემის ინტერესებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების EMC-ისა და TDI-ის იურსიტები იცავენ.
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა ბათუმის მერიას გასული წლის 8 თებერვალს მიმართა, მერიამ უარყოფითი პასუხი ფონდს 5 მაისს წერილობით გაუგზავნა და უარი იმ მოტივით დაასაბუთა, რომ ეს ტერიტორია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა, სადაც განაშენიანების მეტი წილი საცხოვრებელ სახლებს უჭირავს, საკულტო ნაგებობა კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია.
10 ივნისს მშენებლობაზე დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.
ყველა სიახლე
13 ივნისი 2026, 14:57
კულტურა
ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ - სენაკის თეატრის სცენაზე სპექტაკლის პრემიერა გაიმართა
ეროვნულ მოტივებზე აგებული, თანამედროვე თეატრალური ფორმებით შექმნილი დადგმა აერთიანებს ბრმა ტრადიციას, მენტალობას და მსოფლმხედველობას, რომელიც ნებისმიერ კანონზე მაღლა დგას. ბრმა ტრადიციას კი უპირისპირდება ადამიანური ღირებულებები - სიკეთე, მიტევება, სტუმრის პატივისცემა და ჰუმანიზმი.
13 ივნისი 2026, 14:51
მსოფლიო
Euronews: ევროპაში კალასის პოლიტიკით უკმაყოფილება სულ უფრო იზრდება - ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ის კვლავ მოქმედებს, როგორც ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ევროკავშირში საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკომისრის კაია კალასის პოლიტიკით სულ უფრო მეტი ადამიანია უკმაყოფილო. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
13 ივნისი 2026, 14:47
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
13 ივნისი 2026, 14:47
პოლიტიკა
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
დღეს საქართველოში 2026 წელია, მაგრამ ზოგიერთი ოპოზიციური ტელევიზია ჯერ კიდევ 2022 წელშია ჩარჩენილი, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
13 ივნისი 2026, 14:33
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი „ტვ პირველზე“: არის მცდელობა, ტყუილებზე დაფუძნებული ნარატივებით, საზოგადოებაში შეიტანოს შფოთი, თითქოს სახეზეა რაღაც სისტემური დანაშაული. სამწუხაროდ, არის კონკრეტული ფაქტები, რომლებზეც სახელმწიფო მაქსიმალურად ადეკვატურია და ასეთ ფაქტებს იძიებს
ეს არის „ტვ პირველის“ მხრიდან მცდელობა, დისკრედიტაცია მოახდინოს შსს-სი, ზოგადად სახელმწიფო უწყებების, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა 2022 წელს პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემის ფაქტის კომენტირებისას, რომელზეც ინფორმაცია „ტვ პირველმა“ გადაცემის ანონსში 12 ივნისს გადასცა.
13 ივნისი 2026, 14:22
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: ვერავინ მიგვითითებს ჩვენ იმაზე, რომელი კანონი უნდა შევიტანოთ პარლამენტში, რომელი კანონი უნდა განვიხილოთ, ან რომელი კანონი უნდა გავიწვიოთ, გავაუქმოთ, ან ცვლილება შევიტანოთ
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, ვერავინ მიუთითებს საქართველოს ხელისუფლებას იმაზე, თუ რომელი კანონი უნდა შეიტანოს პარლამენტში, რომელი კანონი უნდა განიხილოს, ან რომელი კანონი უნდა გაიწვიოს ან გააუქმოს, ან ცვლილება შეიტანოს.
13 ივნისი 2026, 14:03
მსოფლიო
ლიეტუვაში მეტეოროლოგიური აეროსტატი დრონი ეგონათ, რის გამოც განგაში გამოაცხადეს
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში საჰაერო სივრცეში დრონის მოსალოდნელი შეჭრის გამო დილიდან განგაში იყო გამოცხადებული. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.
13 ივნისი 2026, 13:45
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს - პრაქტიკულად მთავრობისა და ძალოვანების ახალ შემადგენლობას გადასცა. გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება. ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს - პრაქტიკულად სხვა ხალხს, მთავრობისა და ძალოვანების ახალ შემადგენლობას გადასცა, - წერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
13 ივნისი 2026, 13:39
პოლიტიკა
კახა კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება
„რა ფაქტიც ვნახეთ, ძალიან ცუდია, ვერ უძლებს კრიტიკას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამას მაშინვე მოჰყვა რეაგირება. სამივე ადამიანი, როგორც შსს-ს განცხადებაში ვნახეთ, პასუხისგებაშია მიცემული. პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. როგორც კი გამოვლინდა ფაქტი, გენერალურმა ინსპექციამ შესაბამისი მტკიცებულებები მოიპოვა, მაშინვე მოხდა მყისიერი რეაგირება”, - განაცხადა კახა კალაძემ.
13 ივნისი 2026, 13:35
საზოგადოება
თბილისის მერი 13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო - „გვახსოვს, რა საშინელება დატრიალდა დედაქალაქში, თუმცა ეს დღე იყო ერთად დგომის სიმბოლოც“
13 ივნისის მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან ერთად დაესწრო.
13 ივნისი 2026, 13:32
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა მოაწერეს. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა, KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, იუსტიციის სამინისტროსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
13 ივნისი 2026, 13:29
პოლიტიკა
კახა კალაძე: ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია
თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებენ.
13 ივნისი 2026, 13:20
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული კადრებზე ამტკიცებს, რომ პოლიცია „პროევროპელ დემონსტრანტებს“ უსწორდება, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა 2022 წელს მოხდა
პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა გუშინ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც პოლიციელები დაკავებულებზე ძალადობენ, სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.
13 ივნისი 2026, 13:11
პოლიტიკა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა, - განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მედიას.
13 ივნისი 2026, 13:10
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემაც იყო. როგორც აღმოჩნდა, ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ!
ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ!, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
13 ივნისი 2026, 13:08
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სამართალდამცავების მიერ 2022 წელს ჩადენილ დანაშაულზე ოპოზიციის რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
13 ივნისი 2026, 12:59
პოლიტიკა
კახა კალაძე: როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, კანონის ფარგლებში მკაცრი რეაგირება მოხდება
რანაირად საუბრობენ ეს ადამიანები ეროვნულ ინტერესებზე, როცა ამასთან საერთო არაფერი აქვთ? - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციონერ გიგა ლემონჯავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ის საუბრობს, რომ „ის, რომ რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა“.
13 ივნისი 2026, 12:40
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პროგრამის „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“ ფარგლებში, ტრენინგი ჩატარდა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პროგრამის „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“ ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა ტრენინგ-კურსი თემაზე „მეტყველების კულტურა - საჯარო გამოსვლის ხელოვნება“.
13 ივნისი 2026, 12:24
სპორტი
Daily Mail: ინგლისის საფეხბურთო ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშამდე ხუთი დღით ადრე ბურთები და ბუცები მოჰპარეს
ინგლისის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს აშშ-ში სპორტული ინვენტარი, მათ შორის ბურთები და ბუცები მოჰპარეს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
13 ივნისი 2026, 12:12
კულტურა
„საქართველო, ზვიადი“ - გაიმართა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენამდე განვლილ გზას ასახავს
„საქართველო, ზვიადი“ - ამ სახელწოდებით მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელიც საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენამდე განვლილ რთულ და წინააღმდეგობებით სავსე გზას ასახავს. მისი მიზანია საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობას თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია გააცნოს.


