ბაზრობებზე სავალდებულო დაზღვევა ორ დღეში უნდა ამოქმედდეს
მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა პირველი მარტიდან ამოქმედდება. ამის შესახებ 1tv წერს.
მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის დადგენილების თანახმად, მფლობელების მიერ მესამე პირის დაზღვევა იმოქმედებს შემდეგ ობიექტებზე:
სავაჭრო ცენტრი; ბაზრობა (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისათვის განკუთვნილი სპეციალური სავაჭრო ზონის ან ავტობაზრობისა);
ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგური და სასტუმრო (100 და მეტადგილიანი სასტუმრო, დასასვენებელი სახლი).
დადგენილების თანახმად, სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის შემთხვევაში დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე სადაზღვევო ლიმიტი განისაზღვრება 300 000 ლარით; ხოლო ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისთვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებულ ზიანზე − ობიექტში ფუნქციონირებადი კომერციული ობიექტების რაოდენობის ნამრავლით 15 000 ლარზე, არაუმეტეს 15 მილიონი ლარისა.
თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე ცეცხლის მცირე კერები კვლავ რჩება. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ათობით სამაშველო ბრიგადაა ჩართული. ცეხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია, თუმცა მაშველები მცირე კერების ლიკვიდაციას ცდილობენ.
ბაზრობაზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მცირე დაზიანებები მიიღო რამდენიმე ადამიანმა, მათ პირველადი დახმარება ადგილზე გაეწიათ.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ქვეყანაში სულ 15 222 ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 39%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წელს საქართველოში ხანძრის 10 951 შემთხვევა გამოვლინდა.
ყველა სიახლე
12 მარტი 2026, 10:48
ტაბლოიდი
ლილი ალენი სცენაზე გადის კაბით, რომელზეც ყოფილი ქმრის მიერ საყვარლებისთვის გაკეთებული საჩუქრების ჩეკებია დაბეჭდილი💔
მომღერალ ლილი ალენის ერთ-ერთი სასცენო კაბა სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. მისი კაბის გრძელ შლეიფზე პრინტის სახით გამოსახული იყო იმ საჩუქრების ჩეკები, რომლებსაც მომღერლის ყოფილი ქმარი, დევიდ ჰარბორი, თავის საყვარლებს ჩუქნიდა.
12 მარტი 2026, 10:43
პოლიტიკა
როგორ ცდილობს თინა ხიდაშელი ქართული საკანონმდებლო რეგულაციებისთვის გვერდის ავლას? - მან არასამთავრობო ორგანიზაცია 2024 წელს ჩეხეთში დაარეგისტრირა
როგორ ცდილობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი, გამჭვირვალობის კანონისთვის გვერდის ავლას?- მან არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა”, ჩეხეთში დაარეგისტრირა.
12 მარტი 2026, 10:43
სამართალი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1980 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს.
12 მარტი 2026, 10:43
ჯანდაცვა
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორად ჯავარა უგრეხელიძე დაინიშნა
ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე ჯავარა უგრეხელიძე დაინიშნა. ახალი დირექტორი თანამშრომლებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა წარუდგინა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
12 მარტი 2026, 10:40
სამართალი
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქეს - 1995 წელს დაბადებულ ქ.ქ.-ს ყაჩაღურად თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და გასტაცეს საფულე, ძვირადღირებული ტელეფონი და საათი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
12 მარტი 2026, 10:39
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ერთ საათში შეგვიძლია გავანადგუროთ ელექტოენერგიის წარმოების წყაროები, ხოლო მათი აღდგენისთვის 25 წელი დასჭირდებათ
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკულ ჯარს შეუძლია ერთ საათში გაანადგუროს ირანის ელექტროენერგიის წარმოების წყაროები, ხოლო მისი აღდგენისთვის თეირანს 25 წელი დასჭირდება.
12 მარტი 2026, 10:38
სამართალი
გეკა გელაძემ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
12 მარტი 2026, 10:36
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე, მათ შორის - ინდოეთის, თურქეთის, უზბეკეთის, კენიის, პაკისტანის, ჩინეთის, ბელორუსის და ყაზახეთის მოქალაქეები.
12 მარტი 2026, 10:36
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: თუ კონფლიქტი გაიწელება, ის შეიძლება გადაიქცეს ფატალურ ხაფანგად, სადაც ამერიკის ადმინისტრაციის შიგნით არსებული წინააღმდეგობები არანაკლებ საშიში აღმოჩნდება, ვიდრე თავად თეირანის მოქმედებები
ირანის კამპანია გადაიქცა არა მხოლოდ საგარეოპოლიტიკურ კრიზისად, არამედ ერთგვარ ტესტადაც - რომელი სტრატეგია განსაზღვრავს ამერიკის კურსს უახლოეს წლებში, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
12 მარტი 2026, 10:29
რეგიონი
ტყიბულის მერია: სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, ევაკუირებულია 38 ოჯახი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია
12 მარტი 2026, 10:20
საზოგადოება
საპატრიარქოში ტყის მართვის ერთობლივი კომისიის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს საპატრიარქოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ტყის მართვის ერთობლივი კომისიის შეხვედრა გაიმართა.
12 მარტი 2026, 10:19
კულტურა
ქეით უინსლეტი „ბეჭდების მბრძანებლის“ ახალ ფილმს უერთდება🎬
ქეით უინსლეტი ენდი სერკისის შუახმელეთის ეპოსს, „ბეჭდების მბრძანებელი: გოლუმზე ნადირობა“ შეუერთდება. Deadline-ისთვის სანდო წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ის ქალის მთავარ როლს შეასრულებს, თუმცა თავად პერსონაჟის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.
12 მარტი 2026, 10:18
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპონენტებზე: საზოგადოების გახლეჩა იყო მათი პირდაპირი და მთავარი დავალება. არ დაგვავიწყდეს, ეს იყო ხალხი, რომელმაც სტუდიაში მიიწვია და გმირად გამოაცხადა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც დედაზე თქვა უარი
„ყველას კარგად გვახსოვს ის განცხადებები, რა განცხადებები მოჰყვა ერთი წლის წინ ამ ცვლილებას, ამ კანონის მიღებას. ეს არახალია, მათ 2009 წლიდან უნდა სცოდნოდათ ეს ყველაფერი ძალიან კარგად“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით საუბრისას გადაცემაში „იმედი live“ განაცხადა.
12 მარტი 2026, 10:15
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
12 მარტი 2026, 10:15
პოლიტიკა
პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს განაგრძობენ
პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები აგრძელებენ შეხვედრებს რეგიონებში, საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციების წარმომადგენლებთან. ამჯერად შეხვედრები დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის საკრებულოების წევრებთან გაიმართა, - ინფორმაციას „ხალხის ძალა“ ავრცელებს.
12 მარტი 2026, 10:10
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: დასრულდა მორიგი სამარცხვინო წარმოდგენა, აბსოლუტურად დეგრადირებულ ევროპარლამენტში. შეფასების მიღმაა ის კატასტროფული ვითარება, რაშიც ევროკავშირი იმყოფება
დასრულდა მორიგი სამარცხვინო წარმოდგენა, აბსოლუტურად დეგრადირებულ ევროპარლამენტში. ისევ სიცრუე, ისევ შანტაჟი, ისევ სააკაშვილი… მხოლოდ რამდენიმე საღი აზრის ხმა (მადლობა მათ!) და ისევ ცარიელი დარბაზი, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“-ს აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.
12 მარტი 2026, 10:10
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის დაზვერვის თქმით, ირანის მთავრობის ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს
აშშ-ის და ისრაელის თითქმის ორკვირიანი დარტყმების მიუხედავად, ირანის ხელმძღვანელობა სრულ კონტროლს ინარჩუნებს. ინფორმაციას Reuters-ს აშშ-ის დაზვერვის შეფასებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
12 მარტი 2026, 10:06
რეგიონი
გარემოს ეროვნული სააგენტო: გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას - სააგენტოს გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად შეფასდეს არსებული მდგომარეობა
გარემოს ეროვნული სააგენტო ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
12 მარტი 2026, 10:04
რეგიონი
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის მე-6 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, დაზიანებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სოფელ მაღაროს გავლით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით.
12 მარტი 2026, 09:55
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ქრონიკას“ დაუდასტურეს, რომ დღეს 11:00 საათზე გივი თარგამაძეა დაბარებული
„ქრონიკის“ კითხვის პასუხად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ გამოკითხვაზე დღეს 11:00 საათზე დაბარებულია გივი თარგამაძე.


