"აკვაპარკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზუგდიდის მერს კორუფციაში ადანაშაულებს
მანანა მიქავა
ფოტო: პაპუნა შუშანია
ზუგდიდის მკვიდრი და შპს „აკვაპარკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მანანა მიქავა ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, მიწაზე, რომელიც მას ახალი ხელშეკრულებით უნდა გადასცემოდა, მშენებლობას სხვა კომპანია იწყებს.
მიქავა ამბობს, რომ მას წინა მერისა და საკრებულოსგან ამ ტერიტორიის დაბრუნების პირობა ჰქონდა, თუმცა, მათ ეს პირობა არ შეასრულეს.
„რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით გავიგე, რომ ჩემს სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აპირებენ კომპლექსის აშენებას. მე მყავს ინვესტორი, რომელიც გაცილებით მეტ ინვესტიციას განახორციელებს, თუმცა, როცა მისი წარმომადგენელი ლაშა გოგიასთან მივიდა, გოგიამ უპასუხა, რომ განზე გამდგარიყო. ამას არ დავთმობ, რადგან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მიწა ჩემს საკუთრებაშია. მე რატომ არ მკითხეს, მყავდა თუ არა ინვესტორი“, - აღნიშნა მიქავამ.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ხელისფლებას მის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ბრძოლას სამართლებრივი გზით განაგრძობს.
საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 900 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, რომელიც მანანა მიქავამ წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 ლარად შეისყიდა, თუმცა, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მიწა ჩამოართვეს.
ეს გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკამაყოფილა და საკრებულოს დაავალა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ვალდებულებები ისევ არ შეასრულა.
მიქავას განცხადებებს უპასუხეს დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში და მის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდეს.
"მას ეს კონკრეტული მიწა არ ეკუთვნის. მიქავას ჰქონდა კონკრეტული ვალდებულებები, რომელიც მან 2008 წელს აიღო და რის მიხედვითაც 2012 წლამდე მშენებლობა უნდა დაესრულებინა და 6 მილიონი ლარის ინვეტიციის განეხორციელებინა, თუმცა ეს ვალდებულება არ შეასრულა, რის შემდეგაც მას მერიამ დამატებით მისცა დრო ინვესტიციის მოსაძებნად. მიქავამ ამ შემთხვევაშიც ვერ მოახერხა ინვესტიციის განხორციელება. ის რომ მანანა მიქავამ 10 წლის განავლობაში ვერ განახორციელა 1 ლარის ინვესტიციაც კი, ეს არა მერიის და გუბერნიის არამედ თავად მიქავას ბრალია. ამასთან მანანა მიქავას არ აქვს მორალური უფლება ვინმეს ცილი დასწმოს კორუფციულ გარიგებასა თუ თაღლითობაში“, - აღნიშნეს გუბერნიის პრესსამსახურში.
ყველა სიახლე
11 სექტემბერი 2026, 10:30
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახა თავისი შესაძლებლობები - ქვეყნის, რომელიც გამორჩეული, სანდო, უსაფრთხო პარტნიორია გადაადგილებისა და გადაზიდვების თვალსაზრისით
საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახა თავისი შესაძლებლობები ქვეყნის, რომელიც გამორჩეული, სანდო, უსაფრთხო პარტნიორია გადაადგილებისა და გადაზიდვების თვალსაზრისით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას. მისი თქმით, საქართველო ამ მიმართულებით პროგრესს აჩვენებს.
11 სექტემბერი 2026, 10:27
მსოფლიო
Financial Times: ევროკავშირი უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივების გამოყენების ახალ გზას ეძებს
ევროკომისიამ განაახლა მუშაობა იმ ვარიანტებზე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის დასახმარებლად რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების საკითხზე შეთანხმების მიღწევაში დაეხმარება. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 10:25
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: მზად ვიქნებით, ოქტომბრის ბოლომდე გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი
„ვფიქრობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ მომდევნო თვეში, ანუ ოქტომბრის თვის ბოლომდე, გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი“, - აღნიშნულზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.
11 სექტემბერი 2026, 10:09
მსოფლიო
POLITICO: ვენსი 2028 წლის არჩევნებზე საუბარს თავს არიდებს, „რესპუბლიკელები“ კი მის კანდიდატურას უკვე განიხილავენ
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს „რესპუბლიკელი“ დელეგატები 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით უკვე ღიად უჭერენ მხარს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 09:36
მსოფლიო
მედია: უკრაინული დრონები სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და Ozon-ის საწყობს დაესხნენ თავს
უკრაინულმა დრონებმა 11 სექტემბრის ღამეს რუსეთის ქალაქ სარატოვზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 09:22
მსოფლიო
ალის ვაიდელის განცხადებით, ბავარიაში უფრო მეტია სირიელი და ავღანელი ეჭვმიტანილი, ვიდრე გერმანელი
ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერი ალის ვაიდელი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ გერმანიის რეგიონ ბავარიაში უფრო მეტია სირიელი და ავღანელი ეჭვმიტანილი, ვიდრე გერმანელი.
11 სექტემბერი 2026, 09:15
მსოფლიო
აშშ უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს იხსენებს - 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა
შეერთებული შტატები უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს იხსენებს - 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. ამ დღეს ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ წევრებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს.
11 სექტემბერი 2026, 09:03
მსოფლიო
იემენელმა „ჰუსიტებმა“ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში საპორტო ქალაქი მოქა დაიკავეს
იემენელმა „ჰუსიტებმა“ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში საპორტო ქალაქი მოქა დაიკავეს. როგორც სააგენტო „როიტერსი“ წერს, დაჯგუფების მიერ სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქის აღება გლობალური ენერგეტიკული მარაგებისთვის კიდევ ერთ, დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
11 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
მედია: კიევზე რუსეთის დრონებით თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა 11 სექტემბრის ღამეს კიევზე დრონებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და სულ მცირე 8 ადამიანი დაშავდა, იუწყება უკრაინული მედია.
11 სექტემბერი 2026, 08:57
მსოფლიო
მადიარი: უსამართლობაა, რომ უნგრეთი ყოველდღიურად ერთ მილიონ ევროს იხდის ევროპის საერთო საზღვრის, უნგრეთის საზღვრის დასაცავად, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ევროკომისიისგან 200 მილიონ ევროს იღებს იმის გამო, რომ შესაძლოა, თავისი საქმე სათანადოდ არ შეასრულა
უნგრეთის პრემიერ მინისტრი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა თავშესაფრის მიცემის წესებისა და მიგრაციული პოლიტიკის დარღვევის გამო ყოველდღიურად მილიონ ევროს იხდის. პეტერ მადიარის თმით, უსამართლობაა ის, რომ უნგრეთს საკუთარი და ევროპის საზღვრების დაცვის გამო ჯარიმას ახდევინებენ.
11 სექტემბერი 2026, 08:50
რეგიონი
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება. ამჯერად ბანაკის მონაწილეებს პარლამენტის და საკრებულოს დეპუტატები ესტუმრნენ. არაფორმალურ გარემოში სტუმრებმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მათთან ერთად სამოქალაქო პასუხისმგებლობის, პიროვნული განვითარებისა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
11 სექტემბერი 2026, 08:41
პოლიტიკა
ანა წითლიძე: მე შემიძლია გვარამია პოლიტიკურად ისე დავმარხო, რომ ვეღარასდროს ვერ წამოყოს თავი - გვარამიამ მითხრა: მერაბ კოსტავა ვარ, მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო
მე შემიძლია პოლიტიკურად ისე დავმარხო გვარამია, რომ ვეღარასდროს თავი ვერ წამოყოს, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში.
11 სექტემბერი 2026, 08:35
პოლიტიკა
ნიკა გვარამია ანა წითლიძეზე: ნამუსგარეცხილი ურეპუტაციო ქაჯია
„ნამუსგარეცხილი, ურეპუტაციო ქაჯი“ - ასე აფასებს ნიკა გვარამია ანა წითლიძეს. პარტია „ახალის’’ ლიდერის გამოხმაურება წითლიძის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც, გვარამიამ მას უთხრა, რომ ის მერაბ კოსტავაა და მიშას გვერდზე გაწევს.
11 სექტემბერი 2026, 08:28
პოლიტიკა
ზუკა რურუა მარტა კოსის განცხადებაზე: მისი შეფასება იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირში ცდილობენ ინტეგრაციას, არის ორმაგი სტანდარტი, ძალადობა და შიდა საქმეებში ჩარევის პირდაპირი მცდელობა
სახელმწიფოებს შორის კონფლიქტების გაღვივებაში ასრულებს ევროკომისრის როლს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა მარტა კოსის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.
11 სექტემბერი 2026, 08:16
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: გარდაცვლილი ადამიანის ისტორიით რომ სპეკულირებენ, ეს საშინელი ტრაგედიაა - გულდასაწყვეტია, რომ ბატონი ღარიბაშვილი და „ასავალ-დასავალი“ სინქრონში მოქმედებენ
დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხებს, მთლიანად ამ პროცესს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, კითხვის ნიშანი არ არსებობს.- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
11 სექტემბერი 2026, 08:05
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
11 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
11 სექტემბერი 2026, 01:16
მსოფლიო
The New York Times: ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს საპროცენტო განაკვეთები ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაზარდა, რათა ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ინფლაცია შეაკავოს
ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს საპროცენტო განაკვეთები ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაზარდა, რათა ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ინფლაცია შეაკავოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 00:30
პოლიტიკა
ალტერნატივა გერმანიისთვის წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ყოველთვის, როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, მას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. ბრიუსელი ადანაშაულებდა „ქართულ ოცნებას“, რომ პრორუსული პარტიაა. სისულელეა. „ქართული ოცნება“, როგორც AfD ვიცავთ ჩვეულებრივი ხალხის ინტერესებს
ყოველთვის ერთი და იგივე ხდება. როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, ამ პარტიას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. იგივე ხდება საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხიმ.
11 სექტემბერი 2026, 00:26
მსოფლიო
კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს
კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს. კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ ალბერტას პროვინციის ქალაქ კალგარიში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
11 სექტემბერი 2026, 00:21
მსოფლიო
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: თუ ეცდებიან აკრძალონ AfD -ი, ამით დასრულდება დემოკრატია. ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს. ამ პარტიის დასასრული ნიშნავს დემოკრატიის დასასრულს
თუ ეცდებიან აკრძალონ AFD-ი, ამით დასრულდება დემოკრატია. ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს. ამ პარტიის დასასრული, ნიშნავს დემოკრატიის დასასრულს, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა, გადაცემაში „იმედი LIVE“.


