imedi /  06 მარტი 2018, 15:56 / სანდო წყარო

სასწრაფო გამოძახებაზე პაციენტის მდგომარეობის განსაზღვრის შემდეგ მივა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე მისვლა ავადმყოფის სიმძიმეზე იქნება დამოკიდებული. სპეციალური კომპიუტერული პროგრამის შესაძენად ამერიკულ კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

აკაკი ზოიძე ამბობს, რომ პროგრამით სასწრაფო დახმარების მიწოდების პრიორიტეტულობა განისაზღვრება.

ოპერატორი სპეციალურ პროგრამაში პაციენტის მონაცემებს შეიყვანს და სწორედ ამ ინფორმაციის საფუძვლზე, პროგრამა შეარჩევს რომელ პაციენტს უფრო ესაჭიროება სასწრაფო დახმარება. პროგრამის ღირებულება 700 000 დოლარია და მისი შეძენა 112-ის სამსახურსა და თბილისის მერიას წლის ბოლომდე მოუწევთ.

"ეს არის ამერიკული "ემერჯენსი ასოციაციის" მიერ შესაბამის გაიდლაინებზე და პროტოკოლებზე დაფუძნებული პროგრამა. თუ დღევანდელი სისტემით პაციენტის მდგომარეობის კარგად დაზუსტება ვერ ხერხდება, ახალი ალგორითმით ზუსტად განისაზღვრება რომელია გადაუდებელი გამოძახება.

გადაუდებლის შემთხვევაში სასწრაფო უფრო მოკლე დროში შეძლებს პაციენტთან მისვლას. როგორც გვეუბნებიან, წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება ამ პროგრამის შეძენა და დაინერგება სასწრაფო დახმარების სისტემაში.

საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, გადაუდებელ შემთხვევაში პაციენტთან სასწრაფოს მისვლის დრო 8 წუთს არ უნდა აღემატებოდეს",- განაცხადა კაკი ზოიძემ.

ყველა სიახლე

ჯორჯია მელონი

24 აპრილი 2026, 23:49

მსოფლიო

ჯორჯია მელონი აშშ-ის ადმინისტრაციის იმ გეგმის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე პუტინის მიწვევას ითვალისწინებს

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი აშშ-ის ადმინისტრაციის იმ გეგმის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის მიწვევას ითვალისწინებს.

ფრიდრიხ მერცი

24 აპრილი 2026, 23:23

მსოფლიო

მერცი: ვხედავთ სამხედრო-ტექნოლოგიურ პროგრესს, რომელიც ისეთი სისწრაფით მიიწევს წინ, რაც უკრაინაში ომის გარეშე არ მოხდებოდა - ამაში, მიუხედავად მთელი ტრაგედიისა, ასევე დევს დიდი შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ

რუსეთის ომმა უკრაინაში სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების უპრეცედენტო ტალღა გამოიწვია, რაც მშვიდობიანობის დროს შეუძლებელი იქნებოდა, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა კვიპროსის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

კეროლაინ ლევიტი

24 აპრილი 2026, 23:16

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: ბოლო ორი დღის განმავლობაში, ირანული მხარისგან ნამდვილად დავინახეთ გარკვეული პროგრესი

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა ირანელების მხრიდან გარკვეული პროგრესი დაინახა, რისი დასტურიც სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის პაკისტანში მოლაპარაკებებზე გამგზავრებაა.

24 აპრილი 2026, 22:39

კულტურა

რუსთაველის ეროვნულ თეატრში ნიკო ნიკოლაძისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

საღამოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე პრეზიდენტის მეუღლესთან- თამარ ბაგრატიონთან, კულტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან - მაკა გურგენიძესთან და მოადგილე გიორგი მირცხულავასთან ერთად დაესწრო. რეჟისორ გვანცა მეფარიშვილის მიერ დადგმულ წარმოდგენას „ამბები ნიკო ნიკოლაძეზე“ თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.

ჯარედ კუშნერი სტივ უიტკოფი

24 აპრილი 2026, 22:03

მსოფლიო

თეთრი სახლი: უიტკოფი და კუშნერი ხვალ პაკისტანში მიემგზავრებიან ირანთან მოსალაპარაკებლად

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ხვალ დილით პაკისტანში გაემგზავრებიან ირანთან მოლაპარაკებების საწარმოებლად, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.

24 აპრილი 2026, 21:50

სპორტი

ბათუმში ხვალ სარაგბო კლუბ „ბათუმისა“ და ქუთაისის „არესის“ შეხვედრა გაიმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბათუმის სტადიონზე შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. ქვეყნის ჩემპიონის ვინაობა ბათუმში ადგილობრივი სარაგბო კლუბისა და ქუთაისის „არესის“ შეხვედრაზე გაირკვევა.

24 აპრილი 2026, 21:33

კულტურა

მოცარტის „დონ ჯოვანის“ პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ნაწარმოები საოპერო ხელოვნებაში ერთ-ერთ შედევრადაა მიჩნეული. სპექტაკლის პრემიერა თეატრის სოლისტების, მოწვეული მომღერლების, გუნდისა და ორკესტრის მონაწილეობით გაიმართა.

ლევან მაჭავარიანი

24 აპრილი 2026, 21:07

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს არის ყოვლად მიუღებელი და არ უნდა უკვირდეთ ევრობიუროკრატებს, რომ ქართველი ხალხის ნდობა მათ მიმართ რადიკალურად შემცირებულია

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „ქრონიკასთან“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავს რიტორიკას შედეგად მხოლოდ ერთი რამ მოაქვს, ქართველი ხალხის უნდობლობა ევროკავშირის მიმართ.

24 აპრილი 2026, 20:53

სამართალი

ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებით ჩადენილი ძარცვა, ქურდობა და კომპიუტერული მონაცემების ხელყოფა - სამართალდამცველებმა ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები თბილისში სასურსათო მაღაზიებს, სააფთიაქო ქსელებსა და ტაქსის მძღოლებს ძარცვავდნენ. დაკავებულებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

24 აპრილი 2026, 20:48

პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩს, რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებები მოუწევს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

პაველ ჰერჩინკისთან ოფიციალურ თბილისს ბევრი კითხვა აქვს. ეს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა. მმართველი პოლიტიკური ძალისთვის ევროპელი დიპლომატის განცხადება საქართველოს ბნელ წარსულში დაბრუნების შესახებ, უკვე შეფასდა როგორც შანტაჟი.

24 აპრილი 2026, 20:45

ჯანდაცვა

დიუშენით დაავადებულთა ოჯახები სამკურნალო პროტოკოლში, კვლევის ეტაპზე, პრეპარატის დამატებას კვლავ ითხოვენ. თუმცა, სახელმწიფო ფრთხილობს, რადგან მას მნიშვნელოვანი უკუჩვენებები ახლავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიუშენის სინდრომით დაავადებულთა ოჯახების წევრები, სამკურნალო პროტოკოლში კვლევის ეტაპზე მყოფი პრეპარატის დამატებას კვლავ ითხოვენ

24 აპრილი 2026, 20:34

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და განცხადებები საქართველოზე. „ქრონიკა“ სტრასბურგიდან

როდესაც სტრასბურგსა თუ ბრიუსელში საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრობენ, ვინ არის მათთვის მთავარი წყარო? ამ კითხვით „ქრონიკამ“ ევროპის საბჭოს ასამბლეის მონაწილეებს მიმართა. აღმოჩნდა, რომ ინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი არასამთავრობო სექტორია. იკვეთება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების როლიც.

24 აპრილი 2026, 20:30

პოლიტიკა

სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი კავშირი ევროპასა და აზიას შორის - საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შუა დერეფნის პროექტში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტი“ - შეერთებული შტატები და აზერბაიჯანი ერთობლივ პროექტს იწყებენ, რომელიც უფრო ფართო, შუა დერეფნის ნაწილია და საქართველოსაც მოიცავს - ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

24 აპრილი 2026, 20:26

სამართალი

რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ჯაშუშების საქმე - სამ ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ჯაშუშების საქმეზე სამ ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეუფარდა. მათგან ორს დაუსწრებლად, რადგან ისინი საქართველოში არ იმყოფებიან. საქმეს საიდუმლო სტატუსი აქვს.

24 აპრილი 2026, 20:19

მსოფლიო

The Guardian: უკრაინის თავდაცვის უწყებამ გადააყენა მაღალი რანგის მეთაური მას შემდეგ, რაც გავრცელდა იმ გამოფიტული ჯარისკაცების ფოტოები, რომლებიც თვეების განმავლობაში ფრონტის ხაზზე საკვებისა და წყლის გარეშე იყვნენ მიტოვებულნი

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ თანამდებობიდან გადააყენა მაღალი რანგის მეთაური მას შემდეგ, რაც გავრცელდა იმ გამოფიტული ჯარისკაცების ფოტოები, რომლებიც თვეების განმავლობაში ფრონტის ხაზზე სათანადო საკვებისა და წყლის გარეშე იყვნენ მიტოვებულნი, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.

24 აპრილი 2026, 20:11

პოლიტიკა

„დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ და მაკა ბოჭორიშვილის გზავნილები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე: ევროპის უსაფრთხოების ახალი სარტყელი ამ კონტექსტში შავი ზღვის რეგიონი და სამხრეთ კავკასია, ევროპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს კიდევ ერთხელ უთხრა.

24 აპრილი 2026, 20:10

პოლიტიკა

დაპირისპირება ოპოზიციურ ერთობაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური ყვითელი ბარათი პატიმარ სააკაშვილს. ერთობა სააკაშვილს და მის პარტიასაც აფრთხილებს, რომ თუ მსჯავრდებული ორი თვის წინ შეთანხმებულ წესებს არ დაიცავს, ალიანსის დატოვება მოუწევს. თავად სააკაშვილი, როგორც ჩანს, წესებზე უარს ამბობს.

მაკა ბოჭორიშვილი

24 აპრილი 2026, 19:48

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ შეაჯამა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში გამართული „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ შეაჯამა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მაკა ბოჭორიშვილი

24 აპრილი 2026, 19:48

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: შუა დერეფანში საქართველოს როლის უგულებელყოფა არის შეუძლებელი

„საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი წვლილი შუა დერეფნის განვითარებაში. შესაბამისად, როდესაც საუბარია რეგიონში ნებისმიერი სატრანზიტო პროექტის განხორციელებაზე, შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ საქართველოს. ეს არის რეალური მოცემულობა და არაფერი გასაკვირი ამაში არ არის, როდესაც შუა დერეფანზე საუბარი საქართველოს გარეშე არ ხდება.“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

24 აპრილი 2026, 19:44

მსოფლიო

POLITICO: გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები შიმშილობენ და იძულებულნი არიან წვიმის წყალი დალიონ - მეთაურების ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები შიმშილობენ და იძულებულნი არიან წვიმის წყალი დალიონ, - წერს გამოცემა POLITICO.