ქალთა მოძრაობა ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს
ფოტო: ომბუდსმენის აპარატი
ქალთა მოძრაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ომბუდსმენის მიერ წარდგენილ კანდიდატს, არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA-ს დირექტორს, ზვიად დევდარიანს ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს და ამის შესახებ სპეციალურ მიმართვას უგზავნის პარლამენტს და სახალხო დამცველს. განცხადება მოძრაობის Facebook-ის გვერდზე ვრცელდება.
“16 მარტს, მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა დევდარიანის კანდიდატურა წარადგინა, ქალთა მოძრაობის სამუშაო ჯგუფში, მოძრაობის წევრები ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების, სექსუალური ხასიათის არასასურველ ფიზიკურ და ვერბალურ ქცევაზე ალაპარაკდნენ...
ქალთა მოძრაობის წევრები, რომლებიც ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობენ, ანონიმურობას ამჯობინებენ. რაც, რა თქმა უნდა არ არის გასაკვირი, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ძალადობრივ, პატრიარქალურ კულტურაში ვცხოვრობთ. კულტურაში, რომელიც მსხვერპლს თავად აქცევს “დამნაშავედ”. ჩვენ არ გვაქვს არავითარი მიზეზი ეჭვი შევიტანოთ ათამდე ქალის მონაყოლში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დევდარიანი მათ სექსუალური ხასიათის წერილებს ინტენსიურად წერდა. ქალები ყვებიან, რომ უჭირდათ დევდარიანის მხრიდან გამუდმებული შევიწროვების შეჩერება.
ქალთა მოძრაობა წუხს, რომ წლების განმავლობაში მათ გვერდით იდგა კაცი, რომელიც ერთი მხრივ ქალთა უფლებებზე ლაპარაკობდა, მეორე მხრივ კი ქალებს ავიწროვებდა.
გვსურს თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ხმაწართმეულ ქალებს. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, ჩვენთვის, მეგობრობა თუ კოლეგიალობა არც ერთ შემთხვევაში არ გახდება იმის მიზეზი, რომ დავიცვათ და გვერდით დავუდგეთ არა მსხვერპლს, არამედ დამნაშავეს.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამეტს და მასთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოს, სასწრაფოდ დაიწყოს სექსუალური შევიწროების საკითხის რეგულირებაზე მუშაობა და მხარი არ დაუჭიროს სექსუალურ ძალადობაში მხილებულ ადამიანს, დაიკავოს ეს მნიშვნელოვანი საჯარო პოზიცია და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკა განსაზღვროს.
მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს გამოითხოვოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის მის მიერ დასახელებული კანდიდატურა და შეისწავლოს ყველა იმ ქალის ისტორია, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ“, - ნათქამია მოძრაობის მიმართვაში.
სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად ზვიად დევდარიანის კანდიდატურა გუშინ წარადგინა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, მან შერჩევისას გაითვალისწინა გამოწვევები, რომლის წინაშეც ბორდი დგას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ მეურვეობის მსურველი 14 კანდიდატიდან 12 შეარჩია და სია პარლამენტს 14 მარტს გადაუგზავნა.
საკანონმდებლო ორგანო კანდიდატებს კენჭს, სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირაში უყრის. დეპუტატებმა სამეურვეო საბჭოს წევრად 12 კანდიდატიდან ოთხი უნდა აირჩიონ.
ყველა სიახლე
14 ივნისი 2026, 12:10
მსოფლიო
რომში მიგრაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მიტინგები გაიმართა
მემარჯვენეთა მარშმა რამდენიმე ათასი მონაწილე შეკრიბა. დემონსტრანტები მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებასა და უცხოელების დეპორტაციას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანი მუსოლინის ეპოქის ლოზუნგებსაც კი სკანდირებდა. ამის საპასუხოდ, მიგრანტების მხარდასაჭერად რომის სხვა რაიონში მემარცხენეებისა და პროფკავშირების მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ განაცხადეს.
14 ივნისი 2026, 11:52
საზოგადოება
ოპოზიციური მედიის მორიგი „ფეიკი”: რატომ გააყალბეს „ტაბულამ” და „ფორმულამ” მდინარაძის განცხადება და რა მიზნით შეცვალეს მის მიერ ნათქვამი სიტყვები, სიტყვით „ნებისმიერი” - რა თქვა სინამდვილეში მამუკა მდინარაძემ?
“ტაბულას” და “ფორმულას” მორიგი “ფეიკი”: ოპოზიციური მედია, ამჯერად ვიცე-პრემიერის და სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადებას აყალბებს.
14 ივნისი 2026, 11:45
სპორტი
„სტუდენტური ფესტივალი 2026“-ის დასკვნითი სპორტული ღონისძიება დაიწყო - მარათონს საქართველოს პრეზიდენტი, თბილისის მერი და სპორტის მინისტრი შეუერთდნენ
თბილისში „სტუდენტური ფესტივალი 2026“-ის დასკვნითი სპორტული ღონისძიება მიმდინარეობს. გარბენი 11:00 საათზე ვაკის პარკიდან დაიწყო და მონაწილეები ფინიშის ხაზს თავისუფლების მოედანზე გადაკვეთენ.
14 ივნისი 2026, 11:32
საზოგადოება
ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ იტალიაში საკონცერტო ტურნეს მართავს
ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ იტალიაში საკონცერტო ტურნეს მართავს. ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებზე აჟღერდება.
14 ივნისი 2026, 11:29
მსოფლიო
უკრაინამ ყირიმში ტიტანის ქარხანაზე მიიტანა იერიში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ანექსირებულ ყირიმში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი დაბომბეს. დრონებით თავდასხმა არმიანსკში მდებარე ტიტანის ქარხანაზე განხორციელდა.
14 ივნისი 2026, 11:28
მსოფლიო
ალბანეთში საპროტესტო აქციები გრძელდება
ალბანეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. მომიტინგეებმა ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ძვირად ღირებული სამშენებლო ობიექტის გარშემო ლითონის ბარიერები და მავთულხლართები გაარღვიეს. აქტივისტებმა მშენებლობის ადგილას ეროვნული დროშები აღმართეს და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
14 ივნისი 2026, 11:25
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-თან სამშვიდობო შეთანხმება დღეს არ გაფორმდება
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი დღეს არ მოეწერება. უწყების პრესსპიკერის, ესმაილ ბაღაის თქმით, ურთიერთგაგების მემორანდუმი 14 ივნისს არ გაფორმდება, თუმცა შესაძლოა ეს უახლოეს დღეებში მოხდეს.
14 ივნისი 2026, 11:22
პოლიტიკა
შსს-სა და პროკურატურის განმარტებების მიუხედავად, რომ მოძალადეები დაკავებულები არიან, „ნაცმოძრაობის“ ძველმა და ახალმა სახეებმა ძალადობა გააპროტესტეს
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის განმარტებების მიუხედავად, რომ 2022 წელს მომხდარ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები დაკავებულები და პასუხისგებაში მიცემულები არიან, აქცია გაიმართა. ახალგაზრდების სახელით დაანონსებულ აქციაზე, ოპოზიციონერი ლიდერები გამოჩნდნენ. ნაციონალური მოძრაობის ძველი და ახალი სახეები ძალადობას აპროტესტებდნენ
14 ივნისი 2026, 11:18
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ის პირები, რომლებიც დანაშაულს ჩაიდენენ, რა თქმა უნდა, მიეცემიან შესაბამის პასუხისგებაში. ზუსტად ეს განასხვავებს „ქართულ ოცნებას“ იმ სისტემური და სისტემატური წამების მანქანის შემქმნელი რეჟიმისგან, რომელსაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“
კანონის წინაშე ყველა თანასწორია, შესაბამისი პასუხისმგებლობაც დგება და ზუსტად იგივე მოხდა ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ პროპაგანდისტულმა „ტვ პირველმა“ ეს ფაქტი საზოგადოებას დაუმალა, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ მოძალადე პოლიციელების შესახებ მანიპულაციური ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით.
14 ივნისი 2026, 11:15
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: ძალიან კარგად მოეხსენებათ რადიკალებს, რომ სწორედ ჩვენი საამაყო პოლიციელები იყვნენ ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელმაც არ დაუშვა ამ ქვეყანაში რევოლუციების მოწყობა. ახლა ცდილობენ, საზოგადოებას გაუჩინონ იმის ილუზია, თითქოსდა პოლიციაში ძალადობას სისტემატური ხასიათი აქვს
„ეს პირდაპირ შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა, ვინაიდან ძალიან კარგად მოეხსენებათ რადიკალებს, რომ სწორედ ჩვენი საამაყო პოლიციელები, სამართალდამცველები იყვნენ ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელმაც არ დაუშვა ამ ქვეყანაში ძალადობრივი გზით, ძალადობრივი სცენარით პროცესების განვითარება, რევოლუციების მოწყობა. ახლა ცდილობენ, რომ ცალკეული ფაქტები გამოამზეურონ, აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილად, შესაბამისი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე და საზოგადოებას გაუჩინონ იმის ილუზია, თითქოსდა პოლიციაში ძალადობას სისტემატური ხასიათი აქვს“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
14 ივნისი 2026, 10:57
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ თუშეთის მიმართულებით ზამთრის სეზონის ბოლო სამოქალაქო რეისები შეასრულა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ ქვემო ალვანიდან თუშეთის მიმართულებით ზამთრის სეზონის ბოლო სამოქალაქო რეისები შეასრულა.
14 ივნისი 2026, 10:49
მსოფლიო
შვეიცარიაში მოსახლეობის რაოდენობაზე ზედა ზღვარის დაწესების საკითხზე რეფერენდუმი იმართება
მუდმივ მცხოვრებთა რაოდენობის საკანონმდებლო დონეზე 10 მილიონზე დაბლა შენარჩუნების იდეა მემარჯვენე-კონსერვატიულ „შვეიცარიის სახალხო პარტიას“ (SVP) ეკუთვნის, რომელიც პარლამენტში ყველაზე მეტ - 200-დან 62 ადგილს ფლობს. პარტიამ ამას „მდგრადი განვითარების ინიციატივა“ უწოდა, რომელიც მიზნად ისახავს საცხოვრებელ ბაზარზე, საზოგადოებრივ სერვისებსა და გარემოზე ზეწოლის შემცირებას.
14 ივნისი 2026, 10:40
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფებოდა
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ესპანეთის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის, ესპანეთის ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის გენერალურ კომისართან და სამოქალაქო გვარდიის
14 ივნისი 2026, 10:40
საზოგადოება
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს.
14 ივნისი 2026, 10:37
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 14 წარმომადგენლისაგან დაკომპლექტებული დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა.
14 ივნისი 2026, 10:36
სპორტი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე რამდენიმე მაღაზიაში უკანონოდ შეაღწიეს, საიდანაც 2 000 ლარამდე თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
14 ივნისი 2026, 10:35
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: ორსაათიანი ეთერიდან, სადაც მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა პოლიტიკასა და იურისპრუდენციაში, ამოიღეს ერთი ფრაზა, ისიც კონტექსტიდან ამოგლიჯეს უხეშად, შემდეგ ეს ამოგლეჯილი ფრაზაც გააყალბეს - ბრავო, ამის მეტი რომ ვერაფერი მოიფიქრეს
ორსაათიანი ეთერიდან ამოიღეს ერთი ფრაზა, ისიც კონტექსტიდან ამოგლიჯეს უხეშად, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე „იმედის” ეთერში მამუკა მდინარაძის დებატების შესახებ და ამბობს, რომ ოპონენტებმა მისი ფრაზა გააყალბეს.
14 ივნისი 2026, 10:25
სპორტი
NBA-ს გამარჯვებული „ნიუ-იორკ ნიქსი გახდა“🏀
„ნიქსმა“ ჩემპიონის ტიტული შაბათს საღამოს, „სან-ანტონიო სპურსის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში გაინაღდა, როდესაც შვიდმატჩიანი სერიის მეხუთე შეხვედრა ანგარიშით 94:90 მოიგო, სერიის საბოლოო ანგარიში კი 4:1 იყო.
14 ივნისი 2026, 09:40
მსოფლიო
„ჰეზბოლამ“ სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალებზე იერიში მიიტანა
დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალებზე იერიში მიიტანა. დაჯგუფების ცნობით მათ დრონებით ისრაელის ჯავშანმანქანასა და ჯარისკაცებზე მიიტანეს იერიში.
14 ივნისი 2026, 09:16
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
14 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.


