imedi /  26 მარტი 2018, 12:11 / სანდო წყარო

ჭიათურის მაღაროში გარდაცვლილი მუშის ცხედარი იპოვეს

ჭიათურა

ჭიათურა

პროფკავშორების ინფორმაციით, ჭიათურის მაღაროში სამაშველო ოპერაცია დასრულდა და გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. სამაშველო ოპერაცია თითქმის ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უბედური შემთხვევა დღეს დილით 5 საათზე მოხდა. მაღაროს ჩამონგრევის შედეგად გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლამდე ზაზა აბრამიშვილი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა და გარდაიცვალა.

როგორც მაღაროელები ამბობენ, მაღაროს ჭერიდან დიდი ზომის ლოდები ჩამოიშალა და ერთ-ერთი ლოდი სწორედ ზაზა აბრამიშვილს დაეცა.

მაღაროელების თქმით, უბანი, რომელშიც ბრიგადა სამუშაოებს აწარმოებდა, ავარიული იყო, თუმცა მაღაროს ადმინისტრაცია მუშებს მაინც ავალდებულებდა იქ მუშაობას.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირებიც. კომპანია მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციას სამაშველო ღონისძიებების დასრულების შემდეგ გაავრცელებს. 

ყველა სიახლე

16 დეკემბერი 2019, 12:08

ეკონომიკა

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217 ლარს შეადგენს.

16 დეკემბერი 2019, 12:05

ეკონომიკა

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებული უძრავი ქონების 49% მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა

2019 წლის ათ თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებულია 1039 უძრავი ქონება. აქედან ყველაზე მეტი, 514 (49%) კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა. კომერციულ ბანკებზე 411 (40%) უძრავი ქონება მოდის, 11% კი მიკროსაფინანსოზე.

სალომე ზურაბიშვილი

16 დეკემბერი 2019, 11:38

საქართველო

პრეზიდენტი პარტიებს სიებში ყოველ მეთხუთმეტედ დიასპორის წარმომადგენლის ჩასმას სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ სუბიექტებს შესთავაზა, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში დიასპორის უკეთ ჩართულობისთვის, პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სიებში ყოველი მეთხუთმეტე დიასპორის წარმომადგენელი ჩასვან.

ნათია თურნავა

16 დეკემბერი 2019, 11:36

ეკონომიკა

თურნავა: ვდგავართ რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების გზაზე

დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „აწარმოე საქართველოს“ სახელით, ინვესტიციების მოზიდვის ახალი პროაქტიური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. მინისტრის განცხადებით, ახალი სტრატეგიის შედეგად დამატებით 3 000 სამუშაო ადგილი გაჩნდება.

სალომე ზურაბიშვილი

16 დეკემბერი 2019, 11:27

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: სალობიეშიც ვივლი და თავშეყრის სხვა ადგილებშიც

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "სალობიეშიც ივლის და სხვა თავშეყრის ადგილებშიც". ასე უპასუხა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს სალობიეში სტუმრობასთან დაკავშირებით, რასაც სოციალურ მედიაში აქტიურად განიხილავდნენ.

სნუპ დოგი

16 დეკემბერი 2019, 11:21

სპორტი

სნუპ დოგი კომპიუტერული თამაშის კომენტატორი იქნება

ჰოკეის კომპიუტერული თამაშის, NHL 20-ის პრეზენტაცია სექტემბერში შედგა, სადაც ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ სნუპ დოგის გარდა, პროექტის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციის მიზნით, თამაშში ისეთი ვარსკვლავების ჩართვას გეგმავენ, როგორებიც არიან ვილ ფარელი და დრეიკი.

ათონელის რეზიდენცია

16 დეკემბერი 2019, 11:17

საქართველო

დღეიდან მოქალაქეები ათონელის რეზიდენციის დათვალიერებას შეძლებენ

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეიდან, ათონელის რეზიდენცია დამთვალიერებლებისთვის გაიხსნება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფრენეციაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 დეკემბერი 2019, 11:04

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: 2020-ის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის კანონში ცვლილებების რესურსი არსებობს

არჩილ თალაკვაძის თქმით, შემდგომი კონსულტაციები აჩვენებს, თუ რაზე შეიძლება შეთანხმდეს ოპოზიცია და ხელისუფლება, "ამ დღეების განმავლობაში იქნება მოსამზადებელი სამუშაოები რომ განვსაზღვროთ შეხვედრის შემდგომი თემები", - განაცხადა მან.

ჯოშ კლინგჰოფერი

16 დეკემბერი 2019, 10:50

კულტურა

გიტარისტი ჯონ ფრუშანტე Red Hot Chili Peppers-ში ბრუნდება

ჯგუფმა Red Hot Chili Peppers-მა Instagram-ზე დაპოსტა, რომ გიტარისტი ჯოშ კლინგჰოფერი 10-წლიანი თანამშროლობის შემდეგ, ჯგუფს ტოვებს, მის ნაცვლად კი ჯონ ფრუშანტე ბრუნდება. მოგვიანებით, ამ შინაარსის პოსტები დრამერმა ჩედ სმიტმა და ბასგიტარისტმა ფლიმაც გაავრცელეს.

აქცია

16 დეკემბერი 2019, 10:26

საქართველო

„შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრებმა პრეზიდენტს ქვეყნის სამარცხვინო მთავარსარდალი უწოდეს

სასტუმრო "ბილტმორთან", სადაც ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია იმართება, მოძრაობა "შეცვალეს" და "სირცხვილიას" წევრებმა აქცია გამართეს. მათ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ერთწლიანი საქმიანობა შეაფასეს და ზურაბიშვილს ქვეყნის სამარცხვინო მთავარსარდალი უწოდეს.

რუსული სოციალური ქსელი

16 დეკემბერი 2019, 10:20

ტექნოლოგიები

Mail.ru 2020 წელს Youtube-ის კონკურენტს გაუშვებს ინტერნეტში

კომპანია Mail.ru Group-ი 2020 წელს საკუთარ ვიდეოსერვისს გაუშვებს, რომელმაც Youtube-ს უნდა გაუწიოს კონკურენცია. ამის შესახებ, რუსულ მედიასთან ინტერვიუში, ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა ბორის დობროდეევმა განაცხადა. სერვისის სამომავლო სახეწლოდება გენდირექტორს არ უთქვამს.

გავლენიანი ქვეყნები

16 დეკემბერი 2019, 09:45

მსოფლიო

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქვეყნების რეიტინგი გამოქვეყნდა

ამერიკულმა ჟურნალმა U.S.News-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის შედგენისას ჟურნალისტები ქვეყნების მშპ-ის მონაცემებს, მოსახლეობის რაოდენობას და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს წილს ითვალისწინებდნენ. სიის პირველ ადგილზე აშშ, მეორეზე რუსეთი, მესამეზე კი ჩინეთი აღმოჩნდა.

საახალწლო განათებები

16 დეკემბერი 2019, 09:27

საქართველო

თბილისის ქუჩებში საახალწლო განათებები ჩაირთო

თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, საახალწლო განათებები და დეკორაციები წერეთლის, რობაქიძის, თამარ მეფის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და გურამიშვილის გამზირებზე, ასევე კოსტავას, კანდელაკის, გამსახურდიას, დოლიძის, ჩოლოყაშვილის, თამარაშვილის, მელიქიშვილის, ფარნავაზ მეფის, ცოტნე დადიანის, გორგასლისა და ლეონიძის ქუჩებზე აინთო.

აშშ

16 დეკემბერი 2019, 09:22

საქართველო

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 16-19 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ვაშინგტონში დელეგაციის წევრები შეხვედრებს აშშ-ის კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართავენ.

ნიკოლა სტარჯონი

16 დეკემბერი 2019, 09:15

მსოფლიო

შოტლანდიის პრემიერი: ლონდონი გაერთიანებულ სამეფოში ძალით ვერ გაგვაჩერებს

შოტლანდიის პრემიერმინისტრი ნიკოლა სტარჯონი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა შოტლანდიას მისი ნების საწინააღმდეგოდ გაერთიანებულ სამეფოში ვერ გააჩერებს. სტარჯონის თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე „შოტლანდიის ეროვნული პარტიის“ წარმატება აძლევს მას უფლებას, დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმი ჩაატაროს.

iPhone 6

16 დეკემბერი 2019, 08:45

ტექნოლოგიები

ძველი iPhone-ები ახალი iOS-ით უფრო სწრაფად მუშაობს

iAppleBytes-ის ექსპერტებმა დაამტკიცეს, რომ ოპერაციული სისტემა iOS-ის განახლებული ვერსია ძველი თაობების iPhone-ების მუშაობის სისწრაფეზე დადებითად აისახება. ექსპერიმენტისთვის სპეციალისტებმა iOS 13.3-ის ოპერაციული სისტემა iPhone Xr, iPhone 8, iPhone 7, iPhone 6s და iPhone SE-ზე დააყენეს.

გოგა ბითაძე

16 დეკემბერი 2019, 08:32

სპორტი

გოგა ბითაძის „ინდიანამ“ „შარლოტ ჰორნეტსს“ სძლია

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ინდიანა პეისერსმა“, რომლის ღირსებასაც გოგა ბითაძე იცავს, „შარლოტ ჰორნეტსს“ უმასპინძლა და 107:85 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 7:58 წუთი გაატარა და თავის აქტივში 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 გადაცემა ჩაიწერა.

ლიბანი საპროტესტო აქცია

16 დეკემბერი 2019, 08:10

მსოფლიო

ბეირუთში საპროტესტო აქციაზე კიდევ 46 ადამიანი დაშავდა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაპირისპირებისას 46 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, აქციაზე 46 ადამიანი დაშავდა, 14 მათგანს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

ნაცისტები

16 დეკემბერი 2019, 00:54

მსოფლიო

ბერლინში მაღალჩინოსანი ნაცისტის საფლავი ამოთხარეს

ჰეიდრიხი რაიხის უსაფრთხოების მთავარი ოფისის ხელმძღვანელი იყო SS-ის ლიდერის ჰაინრიხ ჰიმლერის დროს. ოფისს გესტაპო და ნაცისტური უსაფრთხოების სამსახურები აკონტროლებდნენ. ჰეიდრიხი ებრაელი ხალხის მიერ ნაცისტების გენოციდის ერთ-ერთი ავტორიც იყო.

თურქეთი

16 დეკემბერი 2019, 00:34

მსოფლიო

ანკარა ვაშინგტონს ინჯირლიკის ავიაბაზის დახურვით დაემუქრა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ს ორი სამხედრო ბაზის დახურვით დაემუქრა, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები არიან, "თუ ამის საჭიროება იქნება", - თქვა ერდოღანმა სატელევიზიო ინტერვიუში. მათ შორის ერთი ინჯირლიკის ავიაბაზაა. თურქეთში, ინჯირლიკის ავიაბაზა აშშ-სა და ნატოსთვის სტრატეგიული ობიექტია.