თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ
ფოტო: shutterstock.com
თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. ამ მიზნით მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მემანქანეთა ნაწილმა გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ადგილზე მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარე რატი კაპანაძე და ადვოკატი ბექა ბადრიშვილი იმყოფებოდნენ, რომლებმაც მემანქანეთა მოთხოვნების შესახებ განმარტება გააკეთეს.
ადვოკატ ბექა ბადრიშვილის განცხადებით, დღეს ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის სახელზე ისინი შეიტანენ განაცხადს, რათა მეტროპოლიტენის ადმინისტრაციასა და მათ შორის მოლაპარაკებების პროცესში მედიატორი ჩაერთოს.
მეტროპოლიტენის მემანქანეები ამჟამად არსებული საათობრივი ანაზღაურების გაზრდას, კერძოდ, საათში ხელზე ასაღები ამჟამად არსებული 7 ლარიდან თანხის 10 ლარამდე გაზრდას ითხოვენ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარე რატი კაპანაძემ განაცხადა, დღევანდელი მათი გამაფრთხილებელი აქცია 2016 წელს დაწყებული პროცესების გაგრძელებაა. კერძოდ, მისივე თქმით, ამ პერიოდში ისინი აქციებს მართავდნენ სამი მოთხოვნით, რომელთაგან ორი დაკმაყოფილდა, ხოლო საათობრივ ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით სიტუაცია არ შეცვლილა.
„გაიზარდა კომუნალური გადასახადები. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევით აღმოჩნდა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეთა 60% 65 წლამდე ვერ აღწევს. მათი სამუშაო პირობები მძიმეა და დამატებით სხვა სამუშაოს შეთავსებას ვერ ახერხებენ. მეტროპოლიტენის ადმინისტრაციის მხრიდან შესრულდა ორი მოთხოვნა დანამატებთან დაკავშირებით, თუმცა ამას ხელფასის მოცულობის მნიშვნელოვანი ცვლილება არ გამოუწვევია. კერძოდ, სტაჟის მიხედვით, მემანქანეს 22-ლარიანი დანამატი წელიწადში ერთხელ ეძლევა, მავნე და მძიმე პირობებში მუშაობისათვის ასევე ყოველთვიურად გათვალისწინებულია 56 ლარი, ამდენად დღეისათვის მემანქანის საშუალო ხელფასი 1 200 ლარს შეადგენს. მემანქანეთა ხელფასი ყოველთვის მაღალანაზღაურებადი იყო, ბოლო წლებში კი ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასის ოდენობასთან არის გათანაბრებული“, - განაცხადა რატი კაპანაძემ.
მისივე თქმით, კანონის თანახმად, მეტროპოლიტენის ადმინისტრაციასა და მათ შორის მოლაპარაკებები 21 დღეში უნდა დასრულდეს. კაპანაძის განცხადებით, „აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ თუ შეთანხება ვერ შედგება, მემანქანეები გაიფიცებიან, რაც მეტროპოლიტენის გაჩერებას გულისხმობს“.
ყველა სიახლე
20 მაისი 2026, 16:26
მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივანი რუსეთს გამანადგურებელი რეაქციით დაემუქრა, თუ ის უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს
ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, რეაგირება გამანადგურებელი იქნება.
20 მაისი 2026, 16:20
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
20 მაისი 2026, 16:16
სამართალი
საქართველოს პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ქუთაისის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
საქართველოს პროკურატურა პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიას აქტიურად აგრძელებს. პროკურორებმა მორიგი შეხვედრა ქუთაისის №1 და №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გამართეს.
20 მაისი 2026, 15:54
სამართალი
პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
20 მაისი 2026, 15:50
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: ეს არის შედეგი იმ ანტიქრისტიანული და ანტიეკლესიური პროპაგანდის, რასაც უცხოელი პატრონების დავალებით აწარმოებს დესტრუქციული ოპოზიცია და მათი მართული მედია, მაგრამ ჩვენს რელიგიას, ეკლესიას და პატრიარქს ვერ მოერევიან
ვიღაც შლეგმა საპატრიარქოს შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია, თან როგორც თვითმხილველებმა აღნიშნეს მძღოლი შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა ეკლესიისა და პატრიარქის მისამართით, - წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
20 მაისი 2026, 15:35
საზოგადოება
დავით ქართველიშვილი: დედაეკლესიის მისამართით გინებით და პატრიარქ შიოს შეურაცხყოფით, საპატრიარქოს ეზოში მანქანით შემოვარდა ერთ-ერთი ადგილობრივი ლიბერალ-ფაშისტი
არ გვპატიობენ 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღეს. არ გვპატიობენ პატრიარქად - მეუფე ზენონის არარჩევას, ხოლო ქორეპისოპოსად - დოროთე ყურაშვილის. არ გვპატიობენ ჩვენ სიმრავლეს და ტოტალურ უმრავლესობას ამ ღვთივკურთხეულ, მათთვის უცხო ქვეყანაში, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.
20 მაისი 2026, 15:34
პოლიტიკა
დანიის ეროვნული პოლიციის პასუხი „ქრონიკას“: კოპენჰაგენში პოლიციას მოუწია ხელკეტების გამოყენება მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს პოლიციის მითითებების შესრულებაზე
კოპენჰაგენში, კომპანია Mærsk-ის სათავო ოფისის წინ გამართული დემონსტრაციის დროს, პოლიციას დროებით მოუწია ხელკეტების გამოყენება მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა უკანონოდ გადაკვეთეს კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია და უარი განაცხადეს პოლიციის მითითებების შესრულებაზე. თუ მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, დანიის პოლიცია მათ მოუწოდებს, მიმართონ პოლიციის საჩივრების დამოუკიდებელ ორგანოს, - ასეთია დანიის ეროვნული პოლიციის პასუხი „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ წერილზე.
20 მაისი 2026, 15:32
კულტურა
ლუვრის გაძარცვის შესახებ მხატვრულ ფილმს გადაიღებენ🎬
ჯერჯერობით შემქმნელები დეტალებს საიდუმლოდ ინახავენ: უცნობია როგორც სამსახიობო შემადგენლობა, ისე სურათის სათაური. თუმცა, ფრანგული მედია ამ პროექტს უკვე უწოდებს მომავალი წლების ერთ-ერთ ყველაზე მოსალოდნელ კრიმინალურ ფილმს. წინასწარი მონაცემებით, პრემიერა 2028 წლისთვის არის დაგეგმილი.
20 მაისი 2026, 15:31
მსოფლიო
Euractiv: ავსტრია, ჩეხეთი, იტალია, სლოვაკეთი და სლოვენია ევროკომისიას მიმართავენ, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ერთიან ბაზარზე წვდომის მოდელი შეცვალოს
ევროკავშირის წევრი ხუთი სახელმწიფო ევროკომისიას მიმართავს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ერთიან ბაზარზე წვდომის მოდელი შეცვალოს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
20 მაისი 2026, 15:29
სამართალი
დაკავებულია მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა
საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შეჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს, - ინფორმაცია „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
20 მაისი 2026, 15:24
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ავსული ნაცსექტის პროპაგანდის ცხადი შედეგი - საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, მისი მძღოლი მანამდე ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა
ანტიეკლესიური, უსამშობლო სუბიექტების სასარგებლოდ მოტლიკინე ცალკეულ კლერიკებსა და თეოლოგებს შევახსენებ - „ამას კლდესა ზედა აღვაშენო მე ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე საპატრიარქოს ჭიშკრის მიზანმიმართულ დაზიანებას.
20 მაისი 2026, 15:23
საზოგადოება
ლევან დვალი: შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება როგორც საერთაშორისო კინოფესტივალებთან, ასევე უცხო ქვეყნების სამთავრობო სტრუქტურებთან - ქვეყნის წარმოჩენას შევძლებთ კანადაში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში
ქართული ფილმი და კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები უახლოეს მომავალში კანადის, საუდის არაბეთისა და ჩინეთის კინოფესტივალებზე იქნება წარმოჩენილი.
20 მაისი 2026, 15:20
საზოგადოება
ეროვნულ არქივში საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სასწავლო კურსი, რომლის მიზანი საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სფეროში კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებაა, 8-12 ივნისს ჩატარდება. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
20 მაისი 2026, 15:12
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: საპატრიარქოს ეზოში შევარდნა, არაა უბრალო ინციდენტი, ესაა იმ აგრესიული თავდასხმების პირდაპირი და ლოგიკური შედეგი, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები და მათი მართული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად ეწევიან
საპატრიარქოს ჭიშკარი იმ აგრესიამ შეანგრია, რომელსაც ეკრანებიდან და სოციალური ქსელებიდან მუდმივად აფრქვევენ. როცა ადამიანებს ასწავლი საკუთარი სიწმინდეებისა და ტრადიციების სიძულვილს, შედეგად იღებ ზუსტად იმას, რაც დღეს ვიხილეთ, შეურაცხმყოფელ ყვირილსა და ფიზიკურ იერიშს სულიერ ცენტრზე - წერს ექსპერტი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
20 მაისი 2026, 15:09
მსოფლიო
The New York Times: აშშ და ისრაელი ირანში ხელისუფლებაში ყოფილი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის მოყვანას ცდილობდნენ
აშშ-სა და ისრაელის სამხედრო კამპანიის პირველად მიზანს ირანის ხელისუფლებაში ყოფილი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის მოყვანა წარმოადგენდა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
20 მაისი 2026, 14:59
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ფუჭი და უსაგნო თათბირებით თავს ნუ შეიწუხებენ, 26 მაისი ეს არის ის დღესასწაული, რომელსაც ქართველი ხალხი ზეიმობს
ფუჭი და უსაგნო თათბირებით თავს ნუ შეიწუხებენ, 26 მაისი ეს არის ის დღესასწაული, რომელსაც ქართველი ხალხი ზეიმობს, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
20 მაისი 2026, 14:58
პოლიტიკა
ზარქუა: „ნაცების“ დროს საქართველო იყო პირველ ადგილზე პატიმრების რაოდენობით - 22 ათასზე მეტი პატიმარი ჰყავდათ, 300 000-ზე მეტი ქართველი გამოატარეს იმ პერიოდში ქართულ ციხეებში - ხომ იცით, ციხეები მაშინ რას წარმოადგენდა, ტრაგედიები ტრიალებდა
„ნაცების“ დროს საქართველო იყო პირველ ადგილზე პატიმრების რაოდენობით - 22 ათასზე მეტი პატიმარი ჰყავდათ, - განაცხადა დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ.
20 მაისი 2026, 14:50
საზოგადოება
დღეს სკოლებში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ბოლო ზარია
დღეს სკოლებში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ბოლო ზარია. საქართველოს სკოლებში სწავლას 42 738 მეთორმეტე კლასელი ასრულებს.
20 მაისი 2026, 14:45
მსოფლიო
Bloomberg: აშშ უკრაინას მოუწოდებს ბელარუსის სასუქზე დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქოს
აშშ უკრაინას მოუწოდებს შეამსუბუქოს ბელორუსულ კალიუმის სასუქზე დაწესებული სანქციები და ზეწოლა მოახდინოს ევროპელ მოკავშირეებზე, რათა მათაც იგივე გააკეთონ. ინფორმაციას Bloomberg-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
20 მაისი 2026, 14:42
პოლიტიკა
ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბუნებრივია, პატიმრების რაოდენობა მაღალი იყო. იყო პატიმრების უფლებების შელახვაც
სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა ოპოზიციის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“, „ალტინფოს“ და მათი მხარდამჭერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ, თითქოს, 2025 წელს მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობამ 22 767 შეადგინა. პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ რეალური 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული.


