imedi /  04 აპრილი 2018, 13:54 / სანდო წყარო

გედევან ფოფხაძე ნინია კაკაბაძის გამო საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს

გედევან ფოფხაძე

დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. ამის შესახებ მან თავად განაცხადა, ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

გედევან ფოფხაძის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.

„ჩემი დამოკიდებულება ცალსახაა. ეს იყო მიუღებელი და ეს გადაწყვეტილება “ქართულ ოცნებას” არ უნდა მიეღო. ნინია კაკაბაძის კანდიდატურისთვის მხარი არ უნდა დაეჭირა, რადგან ის ღირებულებები, რომლითაც ეს ადამიანი ცხოვრობდა და რაც აქვს, პირდაპირ კონტრასტშია იმ ყველაფერთან, რის გამოც ამომრჩეველი 2012 წელს მხარს გვიჭერდა. მიმაჩნია, რომ იმ გუნდთან ერთად, რომელსაც შეუძლია ნინია კაკაბაძეს მხარი დაუჭიროს, ჩემს თავს ვერ წარმოვიდგენ და ალბათ, უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებას მივიღებ “ქართული ოცნებიდან” გასვლის თაობაზე. უმრავლესობას ვტოვებ. მიმაჩნია, რომ კაკაბაძის მხარდაჭერა ჩემთვის საკმარისი საფუძველია, რომ უმრავლესობა დავტოვო. არ ვმალავ, გაბრაზებული ვარ. ფაქტია, რომ ამ გუნდმა ისეთი ღირებულებები აირჩია, რომელიც ჩემთვის მისაღები არ არის. “ქართულ ოცნებაში” ჩემ ადგილს ვერ ვხედავ”, – განაცხადა ფოფხაძემ.

საქართველოს პარლამენტში ნინია კაკაბაძე და იზაბელა ოსიპოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებად დაამტკიცეს. კაკაბაძეს, რომელიც უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების მიერ იყო წარდგენილი, მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი - 12 იყო.

არქივი

22 ივლისი 2018, 00:24

კულტურა

„აქუამენის“ პირველი ტრეილერი გავრცელდა

სტუდია Warner Bros. Pictures-მა სუპერჰეროიკული ფილმის "აქუამენის" პირველი ტრეილერი გაავრცელა. ფილმი რეჟისორმა ჯეიმს ვანმა გადაიღო, ხოლო მთავარ როლებს ასრულებენ ჯეისონ მომოა და ემბერ ჰერდი.

22 ივლისი 2018, 00:20

სპორტი

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ალბანეთი 60 ქულით გაანადგურა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონს ან მე-13 ადგილზე დაასრულებს, ან მე-14-ზე. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ტურნირის ბოლო მატჩში ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი ესტონეთს შეხვდება და გამარჯვებული მე-13 ადგილს დაიკავებს.

22 ივლისი 2018, 00:05

მსოფლიო

მედია: ეკვადორი და დიდი ბრიტანეთი ჯულიან ასანჟის გადაცემაზე მოლაპარაკებებს ასრულებენ

დიდი ბრიტანეთისა და ეკვადორის ხელისუფლებები WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟისთვის თავშესაფრის შესაძლებლობის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს ასრულებენ. ამის შესახებ ეკვადორის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ვებგვერდ The Intercept-ის დამფუძნებელი გლენ გრინუოლდი აცხადებს.

21 ივლისი 2018, 23:34

კულტურა

უაიკლეფ ჟანის კონცერტზე მრავალჟამიერი შესრულდა. ვიდეო

ჰაიტელი რეპერი, ჯგუფ Fugees-ის ყოფილი წევრი, სამი გრემის მფლობელი მუსიკოსი და პროდიუსერი უაიკლეფ ჟანი ბათუმში კონცერტს მართავს. რეპერმა მოულოდნელად, შესრულებისას მრვალჟამიერი გამოიყენა.

21 ივლისი 2018, 23:18

ეკონომიკა

გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმში შეტანილი ღვაწლისთვის დააჯილდოვეს

შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფში“ შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის (NBR-UNION) ერთობლივი პროექტის დაჯილდოვების ცერემონიაზე ტურიზმში შეტანილი ღვაწლისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დააჯილდოვეს.

21 ივლისი 2018, 23:10

სპორტი

გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ჩემპიონატიდან გავარდნის მიზეზი განმარტა

"სხვადასხვა ასპექტები არსებობს და ყველაფერს ანალიზი სჭირდება, თუმცა გამოვყოფ ორ უმნიშვნელოვანეს მომენტს, რომელიც დავადგინეთ. ეს არის დამოკიდებულება თამაშის მიმართ და ხასიათი. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ თამაშის ხალისი და ვნება, როგორც სტადიონზე, ისევე მის გარეთ", - განაცხადა მწვრთნელმა.

21 ივლისი 2018, 22:59

ტაბლოიდი

მექსიკაში გმირ ძაღლს ძეგლი დაუდგეს

ლაბრადორის ჯიშის ძაღლს, რომელიც მიწისძვრის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გასათავისუფლებლად მაშველებს ეხმარებოდა და 52-მდე ადამიანის სიცოცხლე იხსნა, ქალაქ პუებლაში ძეგლი დაუდგეს.

21 ივლისი 2018, 22:35

კულტურა

„ჯადოსნური ცხოველების“ მეორე ნაწილის ტრეილერი გავრცელდა

Warner Bros.-მა "ჯადოსნური ცხოველები: გრინ-დე-ვალდის დანაშაულები" ტრიელერი გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს ჰოგვარტსი და ახალგაზრდა დაბლდორი, რომელიც მთავარ გმირს შიშების დაძლევაში ეხმრება.

21 ივლისი 2018, 22:34

ტაბლოიდი

აშშ-ში სწრაფი კვების ობიექტში დაბადებულ ბავშვს სიცოცხლის ბოლომდე უფასო საკვები ექნება

აშშ-ში, ტეხასში მდებარე სწრაფი კვების რესტორანში, Chick-fil-A-ში ორსულმა ქალმა, ფელონ გრიფინმა იმშობიარა. ის ქმართან ერთად, საავადმყოფოში მიდიოდა, რა დროსაც ავტომობილი რესტორანთან ახლოს შეაჩერეს.

21 ივლისი 2018, 22:18

სპორტი

ნეიმარმა ჩემპიონატზე თავისი სიმულაციები განმარტა

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა უპასუხა იმათ, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე თამაშის დროს ფეხბურთელს სიმულაციაში დასდო ბრალი. "თქვენ ფიქრობთ, რომ მე დარტყმებისგან მუდმივად მინდა ტანჯვა? არა, ეს მტკივნეულია", - განაცხადა ნეიმარმა.

21 ივლისი 2018, 21:48

ვიდეო

ქრონიკა 20:00 საათზე - 21 ივლისი, 2018 წელი

21 ივლისი 2018, 21:44

მსოფლიო

საფრანგეთში მაკრონის თანაშემწის მიერ დემონსტრანტების ცემის საქმეზე პოლიციელები დააკავეს

საფრანგეთში დააკავეს სამი პოლიციელი, რომელთაც პირველ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს გამარულ დემონსტრაციაზე, მაკრონის თანაშემწის მიერ დემონსტრანტების ცემის ამსახველი ვიდეოს გავრცელება ედებათ ბრრალად.

21 ივლისი 2018, 21:41

ვიდეო

მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა დაათვალიერა

21 ივლისი 2018, 21:37

ვიდეო

„რუსეთი არ ერევა სამხრეთ ოსეთის საქმიანობაში“-წერია რუსეთის პროკურატურის განცხადებაში

21 ივლისი 2018, 21:34

ვიდეო

"ევროპულმა საქართველომ" პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა

21 ივლისი 2018, 21:24

ვიდეო

დადასტურებულია რომ დაკავებულ მწყემსს კობა კპობაურს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა დაღუპულ ლორა სმიტთან

21 ივლისი 2018, 21:17

მსოფლიო

მედია: ირანელი ჰაკერები ამერიკულ და ევროპულ კომპანიებზე თავდასხმას გეგმავენ

ისლამური რესპუბლიკა უკვე ფლობს ჰაკერული თავდასხმისთვის საჭირო ტექნიკას. მოსალოდნელი საფრთხის გამო, ვაშინგტონი მოკავშირეებს აფრთხილებს და რეაგირებისთვის საპასუხო ზომებს განიხილავს.

21 ივლისი 2018, 21:16

ვიდეო

ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

21 ივლისი 2018, 21:05

საქართველო

მიქაუტაძე: სასამართლო არასდროს ყოფილა უფრო დამოუკიდებელი ვიდრე დღეს არის

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის თქმით, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების პირველი ეტაპის შედეგები დამაკმაყოფილებელია. მისივე განმარტებით, შეფასების სისტემა, რომელიც საბჭომ შეიმუშავა, მოსამართლეთა შეფასებისას მაქსიმალურად გამორიცხავს სუბიექტურ ფაქტორს და არსებული მოდელით, მოსამართლეები ობიექტურად ფასდებიან.

21 ივლისი 2018, 21:01

ვიდეო

დიმიტრი ქუმსიშვილის ადვოკატი ყოფილი მინისტრის დაკავებას არ ელოდება