imedi /  17 აპრილი 2018, 10:59 / სანდო წყარო

რა შემთხვევაშია საჭირო და ვის ევალება შემაკავებელი ორდერის გამოწერა

საქართველოში ოჯახური ძალადობის შემთხვევები ხშირია. თუმცა საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა, არ იცის როგორ დაიცვას თავი მოძალადისგან.

ვებგვერდი myadvokat.ge -ი განმარტავს, რა შემთხვევაშია საჭირო და ვის ევალება შემაკავებელი ორდერის გამოწერა.

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე უპირველესი რეაგირების მოხდენის ვალდებულება ეკისრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კერძოდ კი პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომლებს, რომლებიც ვალდებულები არიან მსხვერპლის/სავარაუდო მსხვერპლის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრის ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს,  შეტყობინების საფუძველზე, რომელიც დახმარებას უწევს მსხვერპლს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გადაამოწმოს მიწოდებული მოძალადის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და დადასტურების შედეგად მსხვერპლის მოძალადისგან დაცვის მიზნით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ასევე ადგენს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან დაკავშირებულ  რეგულაციებს.

ამავე კოდექსის 2113 –ე და 2114 –ე მუხლები განსაზღვრავს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლისა და სასამართლოს მიერ შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემის წესს.

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, – ,,დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები“.

ამდენად, დამცავ და შემაკავებელ ორდერს შორის განსხვავება მის გამომცემ ორგანოებშია, დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, ხოლო შემაკავებელ ორდერს იღებს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი.

დამცავი ორდერი შეიძლება,  მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას ითვალისწინებდეს.

დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით. დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

აქვე გასათვალისწინებელია ფიზიკური ძალადობის სიმძიმე და მნიშვნელობა, რაც განაპირობებს მოძალადის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების თუ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ფაქტს. თუ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხის განხილვისას იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხის განხილვის პარალელურად საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით ეგზავნება შესაბამის ორგანოს სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხის გადასაწყვეტად.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ბოლო სამ თვეში ოჯახში ძალადობის ფაქტზე 800-ზე მეტი პირი დააკავა და 1400-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გაიცა.

ყველა სიახლე

21 აპრილი 2026, 11:56

პოლიტიკა

The National Interest: ბრიუსელში უფრო ღიად საუბრობენ საქართველოს მიმართ ანტაგონიზმის მოტივებზე, რაც გულისხმობს თბილისის წინააღმდეგობას დასავლური ლიბერალური დიქტატის მიმართ

ამერიკული ონლაინ-გამოცემა The National Interest, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სათაურით - „რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან“.

21 აპრილი 2026, 11:48

პოლიტიკა

The National Interest: ევროკავშირის ბრალდებები „დემოკრატიული უკუსვლისა“ და სხვა ხარვეზების შესახებ ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების დადებით შეფასებებს

ვაშინგტონსა და ბრიუსელში საქართველოს მიმართ ანტაგონიზმი განიხილება თითქოსდა მისი კავშირების კონტექსტში რუსეთთან და ირანთან, რაც სხვადასხვაგვარად მიეწერება სახელმწიფოს, მმართველ პარტიას ან მის კონკრეტულ ლიდერებს. ევროპაში, განსაკუთრებით კი ბრიუსელში, დიპლომატები და პოლიტიკოსები უფრო ღიად საუბრობენ საკუთარ მოტივებზე: თბილისის წინააღმდეგობა დასავლური ლიბერალური დიქტატების მიმართ უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში, სოციალურ თემებში, მათ შორის ლგბტ პოლიტიკასა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლში შიდა პოლიტიკაში, - ვკითხულობთ The National Interest -ის მიერ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში.

21 აპრილი 2026, 11:46

პოლიტიკა

The National Interest: შტატებისთვის საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა ყველაზე გონივრული პოლიტიკური არჩევანია - აშშ–საქართველოს ალიანსის განახლების არგუმენტი უფრო გამყარდა ადმინისტრაციის 2025 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიით

შეერთებული შტატებისთვის საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა ყველაზე გონივრული პოლიტიკური არჩევანია, - წერს ამერიკული ონლაინ-გამოცემა The National Interest-ი, სტატიაში სათაურით: „რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან“.

21 აპრილი 2026, 11:36

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი გვატემალის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გვატემალის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციას გვატემალის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მონიკა რენატაბოლანიოს პერესი ხელმძღვანელობდა.

მიხეილ სარჯველაძე

21 აპრილი 2026, 11:29

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო წამალზე: ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებისას მხედველობაში ვიღებთ იმას, თუ როგორია მედიკამენტის გამოყენების პრაქტიკა განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში

ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებისას მხედველობაში ვიღებთ იმას, თუ როგორია მედიკამენტის გამოყენების პრაქტიკა განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე

21 აპრილი 2026, 11:27

ჯანდაცვა

სარჯველაძე: დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის შენელებაზე. აქვე იმედს გამოვთქვამ, ახლო მომავალში ასეთი მედიკამენტი შეიქმნება

ეს უმძიმესი დაავადება დიდი ხანია, რაც ჩვენი სამინისტროს ყურადღების ცენტრშია და მიმდინარეობს მუშაობა იმ საკითხების შესასწავლად, რაც აუცილებელია ამ თემაზე გადაწყვეტილებების მისაღებად, ეს არის არის მედიკამენტის უსაფრთხოება და ეფექტიანობა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის საკითხზე საუბრისას.

იერუნ კლიკი

21 აპრილი 2026, 11:14

ეკონომიკა

სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე

ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2026 წლის საგაზაფხულო შეხვედრების დასრულების შემდეგ, სსფ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იერუნ კლიკმა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა დადებითად შეაფასა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

21 აპრილი 2026, 11:02

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: ძალიან მალე, რუსთავში ხელოვნების მრავალპროფილური სასახლის მშენებლობას დავიწყებთ

რუსთავის მერიის გუნდი, კიდევ ერთ მასშტაბურ კულტურულ პროექტზე - ხელოვნების მულტიპროფილური სასახლის კონცეფციაზე მუშაობს.

ირაკლი კობახიძე

21 აპრილი 2026, 10:46

პოლიტიკა

The National Interest: რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან? - მისი სტრატეგიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურა შეუცვლელია აშშ-ის სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის პოლიტიკისთვის

საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურა შეუცვლელია აშშ-ის სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის პოლიტიკისთვის, - წერს ონლაინ გამოცემა The National Interest-ი სტატიაში სათაურით: „რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან“. სტატიაში საუბარია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტზე, რომელმაც მნიშვნელოვანი, თუმცა ნაკლებად შეფასებული შედეგი მოიტანა: მან საქართველო კვლავ მოაქცია ყურადღების ცენტრში, მისი ოფიციალურ მარშრუტში არყოფნის გამო.

21 აპრილი 2026, 10:45

სამართალი

პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს, მათ შორის ერთს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

21 აპრილი 2026, 10:34

სამართალი

პოლიციამ მარნეულში სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული 11 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისა და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

21 აპრილი 2026, 10:31

სამართალი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2002 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს.

21 აპრილი 2026, 10:28

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ფაქტებზე - 2009 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

21 აპრილი 2026, 10:28

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

21 აპრილი 2026, 10:26

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1977 წელს დაბადებული ზ.ფ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

21 აპრილი 2026, 10:09

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

მოჰამად ბაღერ ღალიბაფი

21 აპრილი 2026, 10:00

მსოფლიო

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე: ტრამპი ცდილობს მოლაპარაკებების მაგიდა კაპიტულაციის მაგიდად აქციოს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა სოციალურ ქსელ X-ში ისლამაბადში ამერიკელებთან დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ცდილობს მოლაპარაკებების მაგიდა კაპიტულაციის მაგიდად აქციოს.

21 აპრილი 2026, 09:47

კულტურა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ბოლნისის სიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ბოლნისის სიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ჯეი დი ვენსი

21 აპრილი 2026, 09:39

მსოფლიო

AXIOS: ვენსი დღეს პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებზე ჩავა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი დღეს პაკისტანში ჩავა, რათა ირანთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მიიღოს მონაწილეობა. ინფორმაციას AXIOS-ი სამ ამერიკულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 აპრილი 2026, 09:30

სპორტი

ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრები წარმატებით ასპარეზობს - პირველ საშეჯიბრო დღეს ფინალში ვახტანგ ლოლუა და რამაზ ზოიძე გავიდნენ

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრები წარმატებით ასპარეზობს. პირველ საშეჯიბრო დღეს ფინალში გასვლა შეძლეს ქართველმა ფალავნებმა 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვახტანგ ლოლუამ და 77 კილოგრამში რამაზ ზოიძემ.