მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 14 სოფელს მიენიჭა
მაღალმთიანი აჭარა
ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 14 სოფელს მიენიჭა. მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით განსაზღვრული შეღავათებით ჭიათურის, საჩხერის, ხარაგაულის, ბორჯომის, მარნეულის, ქარელის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობა ისარგებლებს.
როგორც პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების შემსუბუქება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის მიღება. „მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 14 სოფელი დაემატა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სოფლებში ძალიან ბევრი მრავალშვილიანი დედა, ექიმი, პენსიონერი, ასევე საწარმოები, რომლებიც იქ ფუნქციონირებს, დამატებით შეღავათებს მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ათი ათასობით ოჯახმა უკვე ისარგებლა ამ შეღავათებით, რაც უმნიშვნელოვანესია, არა მხოლოდ ადგილზე მოსახლეობის დამაგრებისთვის, არამედ მთაში ხალხის დაბრუნებისთვის. ეს არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების ამოცანაც გახლავთ. ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. კანონით გათვალისწინებული შეღავათების გარდა, 10 მილიონი ლარი გამოიყო მთიანი რეგიონებისთვის ტრადიციული კულტურებისა და ეკონომიკური მიმართულებების განვითარებისთვის და ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, ვფიქრობთ, ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის 27 მარტის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მაღალმთიან რეგიონებს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს.
ყველა სიახლე
29 აპრილი 2026, 11:15
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი დიდი ბრიტანეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, გამოიყენოს გეოგრაფიული მდებარეობა, ხელსაყრელი საკანონმდებლო ჩარჩო და ბიზნესგარემო რეგიონული ციფრული ჰაბის განსავითარებლად. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ შავი ზღვის ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის პროექტი პრიორიტეტულია ევროპასა და აზიას შორის ციფრული დერეფნის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით“.
29 აპრილი 2026, 11:11
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპმა მრჩევლები გააფრთხილა, ჰორმუზის სრუტის ხანგრძლივი ბლოკადისთვის მოემზადონ
აშშ-ის პრეზიდენტმა თავის მრჩევლებს დაავალა ირანის ხანგრძლივი ბლოკადისთვის მოემზადონ. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 11:06
პოლიტიკა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თერჯოლაში ყველის საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს. ფიზიკური პირი კ. კ. (მის: თერჯოლა, სოფ. კვახჭირი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 11:02
ეკონომიკა
თამარ ზოდელავა: საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, როგორც წარმატებულ მოდელს, მსოფლიო ბანკი სხვა ქვეყნებს გაუზიარებს
ვაშიგტონში ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა მრავალწლიან წარმატებულ პარტნიორობაზე, მის შთამბეჭდავ შედეგებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
29 აპრილი 2026, 10:52
ეკონომიკა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა აშშ-ში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
მინისტრის მოადგილემ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, პროექტ GRAIL-ის მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) განვითარებაზე, მიწის ადმინისტრირების სერვისების გაუმჯობესებასა და ციფრული მმართველობის სისტემების შემდგომ გაძლიერებაზე.
29 აპრილი 2026, 10:52
ტაბლოიდი
აშშ-ში კაცმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ფაზლი ააწყო🧩
გამოსახულება 60 ყუთისგან შედგებოდა, თითოეულში 1000 ნაწილი იყო. სალასის თქმით, მას რამდენიმე წელი დასჭირდა მხოლოდ იმის მოსაფიქრებლად, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ნაწილების ასეთ რაოდენობას და საქმეს მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა.
29 აპრილი 2026, 10:40
მსოფლიო
მოსკოვში 9 მაისის აღლუმი უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩაივლის
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება. ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 10:38
სპორტი
ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა თბილისში გამართული ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებასთან დაკავშირებით საქართველოს სპორტის მინისტრს მადლობის წერილი გამოუგზავნა
ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა ლასლო ტოთმა თბილისში გამართული ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებასთან დაკავშირებით საქართველოს სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძეს მადლობის წერილი გამოუგზავნა.
29 აპრილი 2026, 10:38
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირი „მზადაა“ მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემის გამო ისრაელი დაასანქციროს
„ჩვენ ვგმობთ ყველა ქმედებას, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის უკანონო ომის დაფინანსებას და ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას. მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, სანქციების სიაში შევიყვანოთ მესამე ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები. ჩვენ უკვე მივმართეთ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განუცხადა ევროკომისიის სპიკერმა Euronews-ს.
29 აპრილი 2026, 10:33
სპორტი
FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ
კანადის ქალაქ ვანკუვერში, FIFA-ს 76-ე კონგრესის წინ, 28 აპრილს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2029 წელს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ.
29 აპრილი 2026, 10:08
მსოფლიო
Reuters: კიევმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსების შესანარჩუნებლად საზღვარგარეთიდან ამანათებზე გადასახადი უნდა გაზარდოს
კიევმა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან დაფინანსების შესანარჩუნებლად საზღვარგარეთიდან ამანათებზე გადასახადი უნდა გაზარდოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 10:01
მსოფლიო
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გადასაცემად პირობების გამკაცრებას გეგმავს
ევროკავშირი აპირებს გაამკაცროს პირობები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოსაყოფად. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 09:30
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტრამპის გამოსახულებით პასპორტის ლიმიტირებულ სერიას გამოუშვებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეერთებული შტატების მოქალაქის პასპორტის ლიმიტირებული სერიის გამოშვებას აპირებს, რომელზეც ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსახულება იქნება დატანილი. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
მეფე ჩარლზი ტრამპს: რომ არა ჩვენ, თქვენ დღეს ფრანგულად ისაუბრებდით
გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ მესამემ ვაშინგტონში გამართული სახელმწიფო ვახშმის დროს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართა და აღნიშნა, რომ არა დიდი ბრიტანეთი, დღეს შეერთებულ შტატებში ინგლისურის ნაცვლად, ფრანგულ ენაზე ისაუბრებდნენ.
29 აპრილი 2026, 08:44
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
წვიმიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით.
29 აპრილი 2026, 08:31
რეგიონი
დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამთო მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიაზე შეხვედრა გაიმართა
„ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ ინიციატივით, დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამთო მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიაზე შეხვედრა გაიმართა.
29 აპრილი 2026, 08:30
საზოგადოება
კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა
პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ფარგლებში, კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
29 აპრილი 2026, 08:27
რეგიონი
რუსთავის მერიამ კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტი - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ დაიწყო
მათგან ყველაზე მოტივირებულები კი, მერის ახალგაზრდა წარმომადგენლის სტატუსით, რუსთავის მერიაში დასაქმდებიან და ქალაქის განვითარების ახალგაზრდულ ხედვას შესთავაზებენ მუნიციპალიტეტს.
29 აპრილი 2026, 08:24
რეგიონი
ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტის მერიისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
29 აპრილი 2026, 08:23
ჯანდაცვა
გიორგი ვოლსკი გერმანიის მთავრობის ქმედებაზე: პოლიტიკური დემარშია იმ განცხადებების საპასუხოდ, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ თუნდაც გერმანიის ელჩის აქტივობებთან დაკავშირებით
პოლიტიკური დემარში, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გერმანიის საგარეო უწყების ქმედებას, რომ გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული ინფორმაცია 2024 წლის შემდეგ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა.


