ვანსა და ხონში გიგი უგულავას ბანერები დააზიანეს
ფოტო: ევროპული საქართველო
ვანსა და ხონში ევროპული საქართველოს კანდიდატის,, გიგი უგულავას ბანერები დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
დღეს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები იმართება №54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიას მოიცავს.
ვანსა და ხონში შუალედური არჩევნევის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც დეკემბერში ამ ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ლილუაშვილმა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა და საქმიანობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ განაგრძო.
ყველა სიახლე
05 მაისი 2026, 11:03
სამართალი
აპრილში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 665 ფაქტი დაფიქსირდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 665 ფაქტი გამოავლინეს.
05 მაისი 2026, 11:02
პოლიტიკა
„ნეიტრალური საქართველო“: რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება აქამდე გატარებული კურსიდან უხვევს, სხვაგვარად როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს ვხედავთ ზელენსკის გვერდით
რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება აქამდე გატარებული კურსიდანაც კი უხვევს, სხვაგვარად როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს ვხედავთ ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით, იმ ფიგურასთან, რომლემაც ყველაფერი გააკეთა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დისკრედიტაციისთვის, - ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
05 მაისი 2026, 10:55
სამართალი
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სპეცრაზმის ახალი უფროსი წარადგინა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - ლევან ხარაბაძემ საგამოძიებო სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ზურაბ ცისკარიშვილი წარუდგინა.
05 მაისი 2026, 10:29
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი ილჰამ ალიევის მხრიდან ევროკავშირის კრიტიკაზე: ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის პოლიტიკამ სამხრეთ კავკასიაში მარცხი განიცადა
ფაქტობრივად ხორციელდება საერთაშორისო ზეწოლა საქართველოსა და აზერბაიჯანზე. როგორც ჩანს, ჩვენ ვერ ვთავსდებით ევრობიუროკრატების მიერ შექმნილ და ჩაფიქრებულ პოლიტიკურ, თუ ეკონომიკურ კონიუნქტურაში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ ევროკავშირის ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.
05 მაისი 2026, 10:27
სამართალი
სულხან თამაზაშვილმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალადაშვილთან, მის მოადგილეებთან და დეპარტამენტის სამმართველოების უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
05 მაისი 2026, 10:26
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: პრემიერის მონაწილეობა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში, საქართველოს შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე პასუხის გაცემის საშუალებას იძლევა
ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარტია “ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილი.
05 მაისი 2026, 10:26
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ აბაშაში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1959 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
05 მაისი 2026, 10:24
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: რაც არ უნდა გვეძახონ, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, ან ევროპულ გზას გადავუხვიეთ, ჩვენ ზუსტად ისე ვჭირდებით ევროპას, როგორც ჩვენ გვჭირდება ევროპა
ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.
05 მაისი 2026, 10:24
სამართალი
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1965 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ი.ვ. და 2004 წელს დაბადებული რუმინეთის მოქალაქე ა.ნ. სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
05 მაისი 2026, 10:22
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
05 მაისი 2026, 10:14
მსოფლიო
უკრაინამ დრონებით რუსეთის ქალაქი ჩებოქსარი დაბომბა. დაშავებულია სამი ადამიანი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ქალაქი ჩებოქსარი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
05 მაისი 2026, 10:14
პოლიტიკა
საქართველო რეგიონში გამოირჩევა - Numbeo-ს საერთაშორისო კვლევის მიხედვით, საქონლის ხორცი მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე იაფია
საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის, Numbeo-ს მონაცემების მიხედვით, საქართველოში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქონლის ხორცი ყველაზე იაფია.
05 მაისი 2026, 09:54
სამართალი
მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თიანეთის სატყეო უბანზე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ფაქტი გამოავლინეს
მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თიანეთის სატყეო უბანზე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ფაქტი გამოავლინეს.
05 მაისი 2026, 09:25
მსოფლიო
Foreign Policy: აშშ-ის ომმა ირანში უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა გაურკვეველ ვითარებაში ჩააგდო
უკრაინამ და მისმა პარტნიორებმა სუნთქვა შეიკავეს და ელოდებიან, თუ როგორ იმოქმედებს ირანში ომი აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე, განსაკუთრებით Patriot-ის ტიპის ძლიერი საზენიტო რაკეტების მიწოდებაზე, რომელთა მეშვეობითაც კიევს რუსული ბალისტიკური შეტევების შეჩერების იმედი ჰქონდა. ინფორმაციას Foreign Policy ავრცელებს.
05 მაისი 2026, 09:10
მსოფლიო
ბრაზილიაში მსუბუქი თვითმფრინავი შენობას შეეჯახა, არის მსხვერპლი
ბრაზილიაში ავიაკატასტროფა მოხდა. ქალაქ ბელუ-ორიზონტიში მსუბუქი თვითმფრინავი შენობას შეეჯახა, ინციდენტისას ორივე პილოტი და ერთი მგზავრი დაიღუპა. სულ ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა. სამი დაშვებულის მდგომარეობა მძიმეა.
05 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
მედია: ოკლაჰომაში სროლისას 23 ადამიანი დაშავდა
აშშ-ის შტატ ოკლაჰომას ქალაქ ედმონდში მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
05 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
სკოტ ბესენტი: ჩინეთი ირანის ენერგორესურსების 90%-ს ყიდულობს, შედეგად ის ტერორიზმის მთავარ სპონსორს აფინანსებს. ვნახოთ როგორ გააძლიერებს პეკინი დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა ირანს ჰორმუზის სრუტის გახსნა აიძულოს
სკოტ ბესენტი ჩინეთს მოუწოდებს დიპლომატიური ძალისხმევა გააძლიეროს, რათა ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნისა და თავისუფალი ნაოსნობის აღდგენაში დაარწმუნონ. შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი აცხადებს, რომ ირანის საკითხს დონალდ ტრამპი ჩინელ კოლეგა, სი ძინპინთან შეხვედრისას განიხილავს, რომელიც 14-15 მაისს არის დაგეგმილი.
05 მაისი 2026, 08:47
პოლიტიკა
ნინო წილოსანი იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე: „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს და მტრობს ქართველ ხალხს. ამ რეზოლუციაში ვხედავთ საქართველოში სიტყვის თავისუფლების ჩახშობის მცდელობას
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ მორიგ რეზოლუციას აფასებს. მისი თქმით, დოკუმენტი „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს და ქართველ ხალხს მტრობს.
05 მაისი 2026, 08:36
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე: ეს ძალიან მკაფიოდ აჩვენებს რამდენად შორს არიან რეალობასთან და დიალოგის სურვილთან - ამ ტიპის დოკუმენტებმა საქართველოსთვის დიდი ხანია ფასი დაკარგა
ეს ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, ევროპარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ჯგუფები რამდენად შორს არიან საღ აზრთან, რეალობასთან და დიალოგის სურვილთან, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ მორიგ რეზოლუციაზე საუბრისას.
05 მაისი 2026, 08:25
მსოფლიო
ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე მორიგი იერიში მიიტანა
ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე მორიგი იერიში მიიტანა. დრონებისა და რაკეტების სამიზნეში მოექცა ფუჯაირას პორტში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორია, სადაც ცეცხლი გაჩნდა. თავდასხმაზე კომენტარი ირანს ჯერ არ გაუკეთებია.


