imedi /  15 მაისი 2018, 18:10 / სანდო წყარო

როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი თუ რეგისტრაციისას თანხა შეცდომით გადარიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელბს ინფორმაციას იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დროს თანხა ზედმეტად, ან შეცდომით ჩარიცხა.

ცენტრის განცხადებით, 2018 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციისას ზედმეტად/შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება 16 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით. ქ. თბილისში - მისამართზე მინდელის ქ. N9, 10:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე. რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

როგორც განცხადებაში განმარტავენ, განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა).

განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს: ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება.

ცენტრის ინფორმაციით, თუ სარეგისტრაციო საფასური გადახდილია: საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;

გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით,) საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.

საფასური სრულად ბრუნდება, თუ პირი არ დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე ან საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში  ან  2018 წლის 15 მაისის 18:00 საათამდე უარი განაცხადა გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე;

თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისათვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის;

თუ აბიტურიენტი ვერ მოიპოვებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს;

თუ პედაგოგმა ან მასწავლებლობის მსურველმა არ გაიარა რეგისტრაცია დადგენილ ვადებში, ან 30 მარტის 18:00 საათამდე უარი განაცხადა კომპეტენციის დადასტურებაში/გამოცდაში მონაწილეობის მიღებაზე.

არქივი

25 მაისი 2018, 10:45

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდიკატური ფასების გამოქვეყნებას იწყებს

მიმოქცევაში არსებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდიკატური ფასების და შემოსავლიანობის მონაცემები განახლდება ოთხშაბათობით, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველადი აუქციონის შემდეგ, 17:00 საათზე.

25 მაისი 2018, 10:26

ძალოვნები

მარნეულში გოგოების ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ბრალდებული გოგოების მოტყუებით გადაბირებას ახდენდა. მარნეულში მდებარე სასტუმროს ტიპის დაწესებულებაში აცხოვრებდა და მუქარით, ფსიქიკური და ფიზიკური იძულებით, მათ სექსუალურ ექსპლუატაციას ახორციელებდა.

25 მაისი 2018, 10:25

ეკონომიკა

გაზპრომმა ევროკავშირთან შეთანხმებას მიაღწია

ევროკავშირის კონკურენციის კომისარმა მარგრეთე ვესტაგერმა ბრიუსელში განაცხადა, რომ შეთანხმება წაადგება მილიონობით ევროპელ მომხმარებელს, სადაც გაზპრომი, ახალი შეთანხმების მიხედვით, მუშაობის წესებს შეცვლის.

25 მაისი 2018, 10:25

ტექნოლოგიები

Apple-ი თანამშრომლების გადასაადგილებლად Volkswagen-ის უპილოტო ავტომობილებს გამოიყენებს

ამ დროისთვის Apple-ი Volkswagen-ის T6 მოდელის ავტომობილებს იყენებს, რომელიც თავად Apple-ის მიერაა გამოშვებული. უპილოტო ტექნოლოგიის მქონე Lexus-ის ავტომობილებს Apple-ი კალიფორნიაში ტესტავს. Apple-ის ტექნოლოგიას მსოფლიოში ასობით დიზაინერი, ტექნოლოგიური კომპანია და აკუმულატორების ექსპერტები იყენებენ.

25 მაისი 2018, 10:21

კულტურა

თბილისში იტალიური ხელოვნების გამოფენა გაიხსნა

ნამუშევრების ავტორებს შორის ასევე, არიან რენესანსის პერიოდის ისეთი დიდოსტატები, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები.

25 მაისი 2018, 10:16

ვიდეო

35 წლამდე მამაკაცმა, კერძო დაწესებულებაში, ელექტროტრავმა მიიღო

25 მაისი 2018, 10:13

მსოფლიო

მაკრონი პუტინს რუსეთში დაპატიმრებულ რეჟისორებზეც ელაპარაკა

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის იუსტიციის სისტემას არ მართავს, თუმცა პრობლემაზე ღია და გულწრფელი დიალოგი შესაძლებელია. თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინელი რეჟისორი, ოლეგ სენცოვი დაპატიმრებულია არა პროფესიული საქმიანობის, არამედ ტერაქტების მომზადებისთვის.

25 მაისი 2018, 10:09

საქართველო

რუსეთის საგარეო უწყება აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პრაღაში გამართული შეხვედისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში პრაქტიკულ საკითხებზე ისაუბრეს და ის დოკუმენტი განიხილეს, რომელიც საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგს ეხება.

25 მაისი 2018, 10:05

მსოფლიო

აშშ-მა 9 ინდივიდსა და ორგანიზაციას ირანიდან სანქციები დაუწესა

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ირანს "ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დაუწესებენ". მისი თქმით, ის აშშ-ის ეკონომიკისთვის "იბრძოლებს", მას შემდეგ, რაც სანქციები ძალაში შევა.

25 მაისი 2018, 10:04

საქართველო

ცნობილია თბილისის უბნები, სადაც სამარშტურო ხაზების მოძრაობა შეიცვალა

#60 და #111 მარშრუტები გაერთიანდება #60 მარშრუტად. იგი მოსახლეობას მოემსახურება მ. „ღრმაღელედან“ თბილისის ზღვის ტერიტორიისა და ივერთუბნის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე

25 მაისი 2018, 10:03

ვიდეო

ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

25 მაისი 2018, 09:58

მსოფლიო

კანადაში ონტარიოს პროვინციაში მდებარე რესტორანში აფეთქება მოხდა

ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით დაშავებულია 15 ადამიანი. სამართალდამცველები 2 ეჭვმიტანილს ეძებენ. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს სპეცოპერაცია.

25 მაისი 2018, 09:50

ეკონომიკა

კომპანია Samsung-მა Apple-ს $539 მილიონი უნდა გადაუხადოს

ნაფიც-მსაჯულთა სასამართლომ დაასკვნა, რომ Samsung-მა დაარღვია სამი პატენტი. ამათგან ერთი ეხება სმარტფონების დიზაინს, ხოლო ორი დაკავშირებულია მოწყობილობების ტექნოლოგიურ ფუნქციებთან.

25 მაისი 2018, 09:42

საქართველო

ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

სოფელ ფლავის მკვიდრი 22 წლის გიორგი კეფაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

25 მაისი 2018, 09:35

საქართველო

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია საქართველოშია

დელეგაციის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებშიც. დელეგაციის ვიზიტი საქართველოში თვის ბოლომდე გაგრძელდება.

25 მაისი 2018, 09:26

კულტურა

გაეროში შოთა რუსთაველის მარკის პრეზენტაცია გაიმართა

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის პრეზიდენტი და გენერალური მდივნის თანაშემწე.

25 მაისი 2018, 09:00

ძალოვნები

მთავარი პროკურორი ხორავაზე მოკლული მოზარდის მამას დღეს შეხვდება

" კანონმდებლობის გათვალისწინებით, ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან შეხვედრა საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართება დახურულ რეჟიმში“, – ნათვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

25 მაისი 2018, 08:56

საქართველო

დღეს საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს კრინიცას ეკონომიკური ფორუმში, ასევე პარლამენტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში სახელწოდებით – „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის, მომავალი 100 წლეულის სტრატეგია“.

25 მაისი 2018, 08:51

საქართველო

ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლაზე საკრებულოში დღეს იმსჯელებენ

ბექა დავითულიანის თქმით, ვარდების მოედანს პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებული სახელი დაერქმევა. საკრებულოს წევრი განმარტავს, რომ სახელწოდების შეცვლას ისტორიკოსებიც დადებითად აფასებენ.

25 მაისი 2018, 08:44

საქართველო

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე გერმანიის პრეზიდენტმა მიულოცა

„წელს განსაკუთრებული თარიღია საქართველოსთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ კიდევ უფრო განვითარდება ქვეყნებს შორის ურთიერთობები პოლიტიკის, კულტურისა და ეკონომიკის სფეროებში. გერმანია მომავალშიც დაეხმარება საქართველოს მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებაში,“ - ნათქვამია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოც წერილში.