Imedi /  16 მაისი 2018, 18:37 / სანდო წყარო

თეთრი ხმაურის მოძრაობა შსს-ში გამართულ შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

შეხვედრა შსს-ში

შეხვედრა შსს-ში

თეთრი ხმაურის მოძრაობა შსს-ში გამართულ შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი საკითხი შეეხებოდა კლუბებში განხორციელებული ოპერაციის საფუძვლებს, 12 მაისის ღამის დაკავებებს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებსა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფას. 

"ოპერაციის საფუძვლად შსს ასახელებს მანამდე არსებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 12 მაისის ღამეს კლუბებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლოა რეალიზაციის ფაქტებს ქონოდა ადგილი, თუმცა როგორც მოგვიანებით ვნახეთ, სპეცოპერაციის დღეს კლუბებში არცერთი რეალიზატორი არ დაუკავებიათ. მეორე მიზეზად სამინისტრო უცნობი სუბსტანციის გამოჩენის ფონზე საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას ასახელებს. ითქვა, რომ მათ იციან კლუბ ბასიანის ადმინისტრაცია გარეული არაა რეალიზაციის საქმეში, მაგრამ ეს გარემოება ღონისძიებას ვერ შეაკავებდა. რაც შეეხება კლუბ "გალერის", მათი თქმით კლუბის ერთ-ერთი თანამშრომლის პასუხისმგებლობა იკვეთებოდა, რომელიც დაკავებულია კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე და არა შიგნით. ვერ მივიღეთ დამაჯერებელი პასუხი თუ რატომ “ბასიანი”, "გალერი", და "ბლოუ-ბარი", როცა სასამართლოს განჩინება ჩხრეკაზე გაცემული იყო სხვა კლუბებზეც.

კომიკურია, რომ შეიარაღებული სპეციალური რაზმის შესვლა მათ დაცვის მხრიდან შესაძლო წინააღმდეგობის თავიდან აცილებით გაამართლეს.

სამინისტრო არ თვლის რომ დაირღვა შეკრების და მანიფესტაციის უფლება, ხალხის პოლიციის კორდონებით ხელოვნურად განცალკევებას ისინი გზის გადაკეტვის თავიდან აცილების მიზნით ხსნიან.

შსს უკანონო დაკავებებსა და ადამიანთა უფლებების უხეშ დარღვევებზე ამბობს, რომ მათთან განცხადებები არ შესულა, თუმცა გადაცდომების არსებობას არ გამორიცხავს. ადმინისტრაციულად დაკავებულთა მიმართ კი სასამართლო დავები ამ დრომდე არ დაწყებულა. ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნა უკლებლივ ყველა დაკავებული პირის მიმართ ადმინსტრაციული წარმოების შეწყვეტაზე, რაზეც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

ჩვენი უკმაყოფილება გამოწვეული იყო შეცდომის უმნიშვნელო აღიარებით, რადგან გუშინ ჩვენ ვერ მივიღეთ მინისტრის ბოდიშის სამართლებრივი და პოლიტიკური დასტური.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის საკითხს, დავაყენეთ მოთხოვნა შეხვედრაში ჯანდაცვის მინისტრის მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, ნარკოპოლიტიკა მომხმარებელთა ნაწილში სწორედ ამ უწყების პრეროგატივა უნდა გახდეს. მოთხოვნაზე მივიღეთ მზაობა და ველით დროის შეთანხმებას. შეხვედრის ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია, უკიდურესი ვადა არის ამ კვირის შაბათი. სწორედ ეს შეხვედრა გადაწყვეტს გავაგრძელებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, თუ გადავინაცვლებთ საპროტესტო რეჟიმში"- ნათქვამია თეთრი ხმაურის მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში 12-13 მაისს თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში შსს-მ სპეცოპერაციები ჩაატარა. შედეგად 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ახალგაზრდებმა ჩათვალეს, რომ სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას ძალას გადაამეტეს და ამიტომ, აქციები იმ ღამესვე გამართეს.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს შს მინისტრმა მიმართა, მათ ბოდიში მოუხადა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. საბოლოოდ, თეთრი ხმაურის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიიდან ავტობუსებით გაიყვანეს.

თეთრი ხმაურის მოძრაობამ აქციის დასასრულს განაცხადა, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში შს სამინისტროსა და მინისტრის მიერ დანაპირების შესრულებას დააკვირდებიან. ამასთან 19 მაისს მორიგი აქცია დააანონდა.

არქივი

ბახმარო

19 აგვისტო 2018, 15:50

საქართველო

ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება

„გენერალური გეგმა მოიცავს ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევის კონცეფციასაც. ის შემუშავებულია ოთხი სეზონის კურორტის კონცეფციიდან გამომდინარე. ბახმაროს უახლოეს პერიოდში დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება“, - ამბობს მინისტრი.

ჯული ჯენდერი

19 აგვისტო 2018, 15:47

ტაბლოიდი

ახალზელანდიელი მინისტრი სამშობიარომდე ველოსიპედით მივიდა

მწვანეთა პარტიის წარმომადგენლმა ჯული ჯენდერმა ორსულობის 42-ე კვირაში იმშობიარა. მან და მისმა პარტნიორმა სოციალურ ქსელში ფოტოები უკვე დადეს. აღსანიშნავია, რომ ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი ჯესინდა არდერნი თავის მოვალეობებს სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დეკრეტულ შვებულებაში იყო.

19 აგვისტო 2018, 15:37

მსოფლიო

ესპანეთში ბარში ჩხუბს მსხვერპლი მოჰყვა

ესპანეთში, კასტილიო-ტეხერეოს მინიციპალიტეტში სროლისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე მოხდა. სროლის მიზეზი ბარში მომხდარი ჩხუბი გახდა. თავდასხმის შემდეგ 32 წლის დამნაშავე მიიმალა, თუმცა ის მალევე პოლიციამ დააპატიმრა.

19 აგვისტო 2018, 15:33

ვიდეო

დიკლოს მიმართულებით რუსეთის მიერ საზღვრის გადმოწევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

19 აგვისტო 2018, 15:28

ვიდეო

3 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი სოფელ ფსორში დაფიქსირდა

19 აგვისტო 2018, 15:22

ტექნოლოგიები

კაცები მხედველობით აღქმულ ინფორმაციას უფრო სწრაფად ამუშავებენ, ვიდრე ქალები

ქალები და კაცები ერთმანეთისგან მხლოდ გარეგნობით არ განსხვავდებიან. სხაობები ღრმად ტვინებშია დალექილი და ვლინდება, მაგალითად, სივრცეში ორიენტირების დროს, რაც კაცებს უფრო იოლად შეუძლიათ, ვიდრე ქალებს. მაგრამ არის ერთი გამონაკლისი.

19 აგვისტო 2018, 15:21

ვიდეო

კახეთში, მოსახლეობა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

19 აგვისტო 2018, 15:15

ვიდეო

კახეთში სეტყვამ ვენახები და ხეხილის ბაღები გაანადგურა

დონალდ ტრამპი

19 აგვისტო 2018, 15:14

მსოფლიო

მსოფლიო ლიდერებთან დიალოგის აუცილებლობა ტრამპმა 1 წუთზე ნაკლებ დროში განმარტა

ტრამპმა მსოფლიოში მიმდინარე მნიშნელოვან მოვლენებზე ილაპარაკა და განმარტა, თუ რა პრინციპებითაა განპირობებული აშშ-შ საგარეო პოლიტიკა. როგორც ტრამპმა ახსნა მსოფლიო ლიდერებთან დიალოგი აუცილებელია.

19 აგვისტო 2018, 15:10

ვიდეო

სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული საქართველოს მოქალაქეა

19 აგვისტო 2018, 14:57

ვიდეო

ინდოეთში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

19 აგვისტო 2018, 14:45

ტაბლოიდი

სასტუმროებში ყველაზე უცნაური სერვისები დასახელდა

თუკი მაგალითად, თქვენ მოგინდებათ, რომ იოგაში ხელოვნება სპილოს ზურგზე დახვეწოთ, ასეთ სერვისს ტაილანდში არსებული სასტუმრო გთავაზობთ. ხოლო მათ ვისაც სიმღერა უნდა, ბერლინში მდებარე სასტუმრო თავის ხმის ჩამწერ ორ სტუდიას დაუთმობს.

19 აგვისტო 2018, 14:43

ტექნოლოგიები

კვლევა: მწეველი მშობლების ბავშვებში ფილტვის ქრონიკული დაავადებების რისკი მაღალია

მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ბავშვობიდან პასიური მწეველობა ავტომატურად ნიშნავს, რომ ყოველწიურად სიგარეტის გამონაბოლქვით გარდაცვლილ 100 ათასს ადამიანს, კიდევ 7 უნდა დაამატონ.

19 აგვისტო 2018, 14:38

ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

ბექა ბურჯანაძე

19 აგვისტო 2018, 14:30

სპორტი

ბექა ბურჯანაძე ესპანეთის უმაღლესი ლიგის გუნდში ითამაშებს

ბურჯანაძემ გასული 3 სეზონი ესპანური ლიგის „ანდორაში” გაატარა, თუმცა გასული სეზონი ტრავმის გამო გაუცდა. ამავე მიზეზით ბექა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გასული წლის „ევრობასკეტზე“ და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ვერ დაეხმარა.

19 აგვისტო 2018, 14:30

ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

19 აგვისტო 2018, 14:21

ვიდეო

ისრაელის მოქალაქეს, კოჰენ დავითის უკვე მეორე დღეა ეძებენ

ივან სტრინიჩი

19 აგვისტო 2018, 14:16

სპორტი

ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელს გულის დაავადების გამო თამაში აუკრძალეს

31 წლის ხორვატ ფეხბურთელს გამოკვლევები თავიდან უნდა ჩაუტარდეს, პასუხების მიღებამდე კი მას ყველანაირ სპორტულ აქტივობაში ჩართვა ეკრძალება. სტრინიჩმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრებთან ერთად ფინალში ითამაშა. მუნდიალის დასრულების შემდეგ, ის „მილანმა” „სამპდორიადან” შეიძინა.

ლევან დავითაშვილი

19 აგვისტო 2018, 14:12

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება

დავითაშვილის განმარტებით, შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, რომელიც ფერმერებსა და ჩამბარებელს შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფს. ამასთან, მინისტრმა ფერმერებს აგროდაზღვევის გამოყენებისკენაც მოუწოდა.

19 აგვისტო 2018, 14:10

ვიდეო

სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული საქართველოს მოქალაქეა