სახალხო დამცველმა „აიისას“ საქმეზე “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრება წარადგინა
საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს შპს „აიისას“ საქმესთან დაკავშირებით “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრებით მიმართა.
სახალხო დამცველი მიმართავს სასამართლოს, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საკითხზე მსჯელობისას მხედველობაში მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ დადგენილი კრიტერიუმები.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის დადგენილებით, პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია „აიისა“-ს დამფუძნებელი ანი გაჩეჩილაძე 500 ლარით დაჯარიმდა. პროდუქტზე განთავსებული წარწერები და გამოსახულებები მიჩნეულ იქნა არაეთიკურ რეკლამად, რომელიც რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით, არღვევდა საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფდა რელიგიურ სიმბოლოებს, ეროვნულ და ისტორიულ საგანძურს, ძეგლებს. რეკლამის წარმოების და მისი გავრცელების წესების დარღვევისთვის სამართალდამრღვევად ცნობილ პირს სასამართლომ ასევე აუკრძალა პროდუქტზე განთავსებული გარკვეული რეკლამების გავრცელება/განთავსება და დაავალა გავრცელებული/განთავსებული არაეთიკური რეკლამების ამოღება საქართველოს სასაქონლო ბაზრიდან.
წინამდებარე საქმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც უკავშირდება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლებს. შესაბამისად, მსგავს საქმეებზე სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებებს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში.
სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომაზე, რომლის თანახმადაც რეკლამაში რელიგიასთან მჭიდროდ დაკავშირებული გამოსახულებების გამოყენების აკრძალვის ან ამისთვის ჯარიმის დაკისრების მართლზომიერებაზე მსჯელობისას, მნიშვნელოვანია შემოწმდეს, თუ რამდენად აუცილებელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის გამოყენებული ამგვარი ღონისძიებები დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამასთან, მსგავსი შეფასება არ უნდა ეფუძნებოდეს დეკლარაციულ და ბუნდოვან განცხადებებს, არამედ საფუძვლიანად უნდა დასაბუთდეს”, - აცხადებს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველის მითითებით, მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლომ საჩივრის განხილვის ფარგლებში ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის ინფორმაცია და იდეები, რომელთაც იზიარებს საზოგადოება ან არ არის შეურაცხმყოფელი ან მისდამი ინდიფერენტული დამოკიდებულებაა, არამედ ისეთებიც, რომელიც შეურაცხყოფს, შოკის მომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს.
„შესაბამისად, სახალხო დამცველი მიმართავს სასამართლოს, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საკითხზე მსჯელობისას მხედველობაში მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ დადგენილი კრიტერიუმები“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
23 ივლისი 2026, 14:31
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ აკრიტიკებს
„ნაციონალური მოძრაობა“ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ აკრიტიკებს.
23 ივლისი 2026, 14:25
სამართალი
„ქრონიკამ“ გადაიღო სასტუმროს შიდა ტერიტორია, სადაც, სავარაუდოდ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე პოლიციელებმა ბრალდებული დააკავეს
ვერაზე მომხდარი დაპირისპირების საქმეზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ერთი მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავეს. ის მისივე ოჯახის კუთვნილ სასტუმროში აიყვანეს.
23 ივლისი 2026, 14:24
პოლიტიკა
პრემიერი: სინგაპურში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, გვაქვს ძალიან დადებითი პოლიტიკური და მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა, შევჯერდით, რომ გაღრმავდება ურთიერთობები, განხილვის პროცესშია რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება
სინგაპურში შედგა შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში.
23 ივლისი 2026, 14:24
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და ამ მდებარეობის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს შეუძლია, გახდეს ჰაბი, ყველა თვალსაზრისით, სხვადასხვა ქვეყნისთვის, შესაბამისად, საჭიროა აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად ავითვისოთ
„სინგაპური არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენთვის. ის არის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკა. აქვს საუკეთესო გამოცდილება ბევრ სფეროში. ავიაციის მიმართულებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით. ყველა მიმართულებით, საქართველოსთვის მომგებიანი იქნება ამ თანამშრომლობის გაღრმავება, პირველ რიგში, იმისათვის, რომ უკეთ ავითვისოთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი. ჩემს კოლეგებს, მინისტრებს ჰქონდათ შეხვედრები საკუთარ სინგაპურელ კოლეგებთან. როგორც ეკონომიკის, ისე საგარეო საქმეთა მინისტრს. მათაც ჰქონდათ საუბარი კონკრეტულ დეტალებზე, რაც დაკავშირებულია ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებასთან. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მოიტანს ხელშესახებ შედეგებს ახლო მომავალში“, - განაცხადა პრემიერმა.
23 ივლისი 2026, 14:18
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ყოფილმა ელჩმა ძალიან ცუდი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში, შეიცვალა გერმანიის ელჩი საქართველოში, რწმუნებათა სიგელი გადასცა გერმანიის პრეზიდენტს ჩვენმა ელჩმა და იმედი გვაქვს, ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვას
ჩვენ მადლიერი ვართ გერმანიის იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ვიღებდით ჩვენ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამიტომ განსაკუთრებულად ვართ დაინტერესებული ამ ურთიერთობების გადატვირთვით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში.
23 ივლისი 2026, 14:16
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სინგაპურში ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტორების მოზიდვას, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ე.წ. ფინტექ-ის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მიმართულებით
„დაახლოებით 30-მდე კომპანიაა სინგაპურიდან, რომელიც დღეს ოპერირებს საქართველოში და მათ აქვთ ძალიან წარმატებული გამოცდილება საქართველოში ბიზნესის კეთების. რა თქმა უნდა, ეს გამოცდილება გავუზიარეთ სხვა კომპანიებსაც და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტორების მოზიდვას სინგაპურიდან, რაც იქნება ჩვენთვის ძალიან საინტერესო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ე.წ. ფინტექ-ის, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის კუთხით ძალიან საინტერესო იქნება სინგაპურთან თანამშრომლობა,“- აღნიშნა პრემიერმა.
23 ივლისი 2026, 14:06
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული მოღვაწეების პატივისცემა თითოეული ჩვენგანისთვის პრინციპული საკითხია. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მწერლებისა და ღირებულებების შეურაცხყოფას, საზოგადოების პროტესტი და მკვეთრი ემოციური რეაქცია სრულიად ბუნებრივია
ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული მოღვაწეების პატივისცემა თითოეული ჩვენგანისთვის პრინციპული საკითხია. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მწერლებისა და ღირებულებების შეურაცხყოფას, საზოგადოების პროტესტი და მკვეთრი ემოციური რეაქცია სრულიად ბუნებრივია, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე დაკავებულ პირზე.
23 ივლისი 2026, 13:56
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: რისიც გვეშინოდა ის მოხდა, გუშინ ონისე ოქრიაშვილს სახლთან წამოარტყეს. ეს მოსალოდნელიც იყო, მარიზის და ნანუკას ჰგონიათ, რომ მთელი საქართველო ეგენი არიან და ხომ დაინახეს, რომ ეგრე არ არის, არსებობენ პატრიოტი ახალგაზრდებიც, რომლებიც არ პატიობენ მსგავს გამოხტომებს
აი, რისიც გვეშინოდა ის მოხდა, გუშინ ონისე ოქრიაშვილს სახლთან წამოარტყეს. ეს მოსალოდნელიც იყო, მარიზის და ნანუკას ჰგონიათ, რომ მთელი საქართველო ეგენი არიან და ხომ დაინახეს, რომ ეგრე არ არის, არსებობენ პატრიოტი ახალგაზრდებიც, რომლებიც არ პატიობენ მსგავს გამოხტომებს, - წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
23 ივლისი 2026, 13:55
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: იქ, სადაც ქალზე მოძალადე შეიძლება სახლში გაუშვა გაუგებარი სამართლებრივი ლმობიერების გამო, სამაგალითოდ დასაჯო ნოდარ დუმბაძის ხსოვნის დამცველი, რომელიც პროვოკაციის მსხვერპლი აღმოჩნდა - ალოგიკურად ასიმეტრიული მიდგომაა. ეს მორიგი ოთხი პროვოკატორი კი მისახედია სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ონისე ოქრიაშვილის საქმესა და ნოდარ დუმბაძის გარშემო მიმდინარე დისკუსიას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ როდესაც რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას მომავალთან დაკავშირებულ პროგრამას ვეღარ სთავაზობს, „ომს წარსულს უცხადებს“ და ეროვნული მნიშვნელობის ფიგურების დისკრედიტაციას ცდილობს.
23 ივლისი 2026, 13:53
პოლიტიკა
ედიშერ გვენეტაძე: სამარცხვინო ფაქტი იქნება სამართალდამცავებისა და ჩვენი საზოგადოების მხრიდან, თუ დააკავეს ის ქართველი კაცები, რომელთაც ქართული კულტურის, ისტორიის, წინაპრების, მწერლობის, ტრადიციების შეურაცხყოფისათვის ვიღაც მიზანმიმართულად დაპროგრამებულ-დაფინანსებულებს მამაპაპურად ყბაში მოსდეს
სამარცხვინო ფაქტი იქნება სამართალდამცავებისა და ჩვენი საზოგადოების მხრიდან თუ ის ქართველი კაცები, რომელთაც ქართული კულტურის, ისტორიის, წინაპრების, მწერლობის, ტრადიციების შეურაცხყოფისათვის ვიღაც მიზანმიმართულად დაპროგრამებულ-დაფინანსებულებს მამაპაპურად, ქართულად, ტრადიციულად, ვაჟკაცურად ყბაში მოსდეს დააკავეს, - წერს ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში.
23 ივლისი 2026, 13:53
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა არ უნდა შეფასდეს როგორც რიგითი აგრესია, ეს იყო პასუხი იმ მიზანმიმართულ შეტევაზე, რომელსაც წლებია, ლიბერალური და ფსევდოლიბერალური წრეები ახორციელებენ ჩვენს ღირებულებებზე, ეკლესიასა და ისტორიულ მოღვაწეებზე
ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ონისე ოქრიშვილის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ საზოგადოება საკუთარი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის დაცვის აუცილებლობის წინაშე დგას.
23 ივლისი 2026, 13:52
პოლიტიკა
გია აბაშიძე: „გადატრიალებებში" ჩაფლავებული მანქურთები საქართველოს ღვაწლმოსილებს „ამცირებენ". პიროვნება, რომელმაც ვერ აიტანა ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა ვიგინდარა ონისე ოქრიაშვილისგან, თავად ჩაბარდა პოლიციას, მისი ადგილი არაა საკანში
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ონისე ოქრიაშვილის საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ პირი, რომელმაც, მისი თქმით, „ვერ აიტანა ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა“, თავად ჩაბარდა პოლიციას და მისი ადგილი ციხეში არ არის.
23 ივლისი 2026, 13:50
მსოფლიო
მარკო რუბიო: ტრამპს მიაჩნია, რომ უკრაინის ომი „სულელური ომია“ და აშშ მზად არის შეთანხმების შესაძლებლობის შემთხვევაში იმოქმედოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის უკრაინაში ომის დასრულების შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაში შეთანხმების მიღწევაში აქტიური როლი შეასრულოს.
23 ივლისი 2026, 13:40
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: რა სურს ნაცს? - რაც შეიძლება მეტი ტრაგედია, უბედურება და ტკივილი, რომელსაც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს. როდესაც საქმე არასრულწლოვანის გარდაცვალებას ეხება, ორმაგი მონდომებით იწყებენ საზოგადოების გაღიზიანების, შუღლისა და დაპირისპირების კამპანიას. ნაცსა და მათთან დაკავშირებულ ოპოზიციურ პარტიებს, ისევე როგორც მათ ტელევიზიებსა და „პეროიანებს“, სხვაგვარად მოქმედება არ შეუძლიათ
სოციალურ ქსელებში ნაცური ტელევიზიების გვერდებსა და მათ მიერ კონტროლირებად ანგარიშებს გადავხედე. გასაკვირიც არაფერი მინახავს, როგორც მოსალოდნელი იყო, სხვისი ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდნენ! - წერს "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.
23 ივლისი 2026, 13:36
საზოგადოება
რეგიონებში პატრონიან ძაღლებს სტერილიზაცია და ჩიპირება უფასოდ უტარდებათ
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის ,იდენტიფიკაციის (ჩიპირება) და ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ღონისძიებებს, ტენდერით გამოვლენილი კერძო ვეტერინარული დაწესებულებები ახორციელებენ. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
23 ივლისი 2026, 13:33
მსოფლიო
რუბიო: უკრაინაში ომის დასრულებისთვის, მოლაპარაკებების ჩიხიდან გამოსასვლელად „ახალი იდეებია“ საჭირო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდაზე „ახალი იდეების“ წარდგენა.
23 ივლისი 2026, 13:29
სამართალი
ბოლო ორი კვირის მონაცემებით, „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 67 ფაქტი აღკვეთეს
მიმდინარე წლის ბოლო ორი კვირის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის 67 ფაქტი აღკვეთეს.
23 ივლისი 2026, 13:18
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე დაკავებულ პირზე: როგორც ნამდვილმა, პატრიოტმა ქართველმა ვერ მოითმინა ქართული კულტურის, ტრადიციების და ყოველივე ქართულის ასე ღიად შებღალვა, რასაც ასე შეაჩვიეს ბოლო დროს ენა ბენდუქიძე&Co ინკუბატორებში გამოზრდილმა სუროგატმა „ქართველებმა“
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე ერთი პირის დაკავებას ეხმიანება და წერს, რომ ბრალდებული სამართალდამცავ ორგანოებში თავად გამოცხადდა, დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
23 ივლისი 2026, 13:04
ტექნოლოგიები
იაპონიაში ადამიანებისთვის ღორის თირკმლების გადანერგვის ტესტირებისთვის ემზადებიან
„ჩვენ განზრახული გვაქვს, ეს მეთოდი განვავითაროთ, როგორც თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობის ერთ-ერთი ვარიანტი - ადამიანისგან ადამიანზე ტრანსპლანტაციასა და დიალიზთან ერთად“, - განაცხადა PorMedTec-ის ხელმძღვანელობამ. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ტესტირება ერთდროულად იაპონიის ორ საავადმყოფოში ჩატარდება. გამოცემა აღნიშნავს, რომ იაპონიისთვის ეს პირველი მსგავსი ტესტირება იქნება.
23 ივლისი 2026, 12:58
მსოფლიო
რუბიოს განცხადებით, ირანელები ამერიკულ მხარეს ყოველდღე ურეკავენ და გარიგების დადებას სთხოვენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკელებს ყოველდღე ურეკავენ და გარიგების დადებას სთხოვენ.


