პოლიტიკა

15 სექტემბერი 2026, 11:18

პრემიერი: საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა მაია ბითაძე, მას აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი გამოცდილება, მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს მთავარი კრიტერიუმია, რის საფუძველზეც ვთხოვეთ დაეკავებინა საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა

მინდა გაცნობოთ, რომ დღეს საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა ქალბატონი მაია ბითაძე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

15 სექტემბერი 2026, 11:01

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

საქართველოს კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა. იგი ამ დრომდე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

გიორგი კალანდია

15 სექტემბერი 2026, 10:07

გიორგი კალანდია: ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოს გარშემო „ატეხილი აურზაური" და მთელი კამპანია ტყუილსა და მანიპულაციებზეა აგებული: სიცრუეა, რომ წიგნიდან 1921 წლის ოკუპაციაა ამოღებული

ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოს გარშემო „ატეხილი აურზაურის“ შესახებ ნამდვილად არ ვაპირებდი კომენტარის დაწერას, რადგან: არც აჟიოტაჟი აღმოჩნდა ისეთი მასშტაბური, როგორიც, ალბათ, მის დამგეგმავებსა და დამფინანსებლებს სურდათ, და არც „კრიტიკა“ არის ისეთი წონიანი, რომ "ჩიტი ბრდღვნად ღირდეს". ამიტომ მოკლედ ვიტყვი:- მთელი კამპანია ტყუილზე და მანიპულაციებზეა აგებული, - წერს ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია.

შალვა პაპუაშვილი

15 სექტემბერი 2026, 08:28

შალვა პაპუაშვილი: 81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. 40 000 ლარიანი ზღვარი უქმდება. ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის ახალი ინიციატივის შესახებ წერს.

ირაკლი ხელაძე

15 სექტემბერი 2026, 08:20

ირაკლი ხელაძე გახარიას პარტიაზე: მუდმივად ცდილობენ, რომ დესტრუქციული დღის წესრიგი შესთავაზონ საზოგადოებას. ისინი ვერ გამოვიდნენ საბოტაჟის რეჟიმიდან

მუდმივად ცდილობენ, რომ დესტრუქციული დღის წესრიგი შესთავაზონ საზოგადოებას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ გახარიას პარტიაზე საუბრისას.

15 სექტემბერი 2026, 08:10

საპენსიო დავალიანების გამო დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმები ამნისტიას დაექვემდებარება, თუ დამსაქმებლები წლის ბოლომდე საპენსიო დავალიანებას და საურავებს დაფარავენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პირველი მოსმენით იმსჯელებს. ცვლილება ხუთ ძირითად საკითხს მოიცავს.

ირაკლი კობახიძე

15 სექტემბერი 2026, 07:54

პრემიერი: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, ჩვენი მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია; რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკას - კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით, ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართ

ჩვენი მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.

ირაკლი კობახიძე

15 სექტემბერი 2026, 07:50

პრემიერი: ჩვენი პოლიტიკური გუნდის შედეგები, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, არის ის, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი, ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი ძალისხმევა, ყველამ დაინახა, რომ ჩვენ გვქონდა რესურსი, მტკიცედ დაგვეცვა მშვიდობა ძალიან დიდი გამოწვევების და პირდაპირი ზეწოლის მიუხედავად

ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი და ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი ძალისხმევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}