imedi /  12 ივნისი 2018, 18:11 / სანდო წყარო

გიორგი კვირიკაშვილი არ გადადგა

ქართული ოცნების ოფისი

ქართული ოცნების ოფისი

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში სამსაათიანი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, შეხვედრაზე UNICEF-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შესახებ საუბროდნენ.

კობერიძემ განაცხადა, რომ დღვანდელ შეხვედრაზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში სამთავრობო ცვლილებების შესახებ არ უმსჯელიათ.

დღეს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შესახებ იმსჯელებდნენ.

ყველა სიახლე

მკვლელობა

12 ნოემბერი 2019, 15:51

ძალოვნები

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცი მოკლული იპოვეს

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ინფორმაცია imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო,

კალათბურთი

12 ნოემბერი 2019, 15:51

სპორტი

თბილისი კალათბურთში 2020 წლის ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს უმასპინძლებს

ტურნირში კონტინენტის 22 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიც მიიღეს მონაწიელეობას. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად განაპირობა იმ ფაქტმა, რომ თბილისი 2021 წელს ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფს უმასპინძლებს.

ნურსულთან ნაზარბაევი

12 ნოემბერი 2019, 15:50

მსოფლიო

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი პუტინის და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებას ცდილობს

ნაზარბაევი შეხვედრის ყაზახეთში გამართვას გეგმავს. მისი თქმით, ზელენსკი პუტინთან პირისპირ მოლაპარაკებებზე უკვე თანახმაა. „რუსეთის პრეზიდენტს ამის შესახებ უკვე შევატყობინე. ვნახოთ, თუ დათანხმდება“, - განაცხადა ნაზარბაევმა.

კრისტის აუქციონი

12 ნოემბერი 2019, 15:36

ეკონომიკა

კრისტის აუქციონზე ყველაზე ძვირადღირებული საათი გაიყიდა

შვეიცარიაში, კრისტის საქველმოქმედო აუქციონზე, ყველაზე ძვირადღირებული საათი 24.2 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. Daily mail-ის ინფორმაციით, თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ კომპანია The Patek Philippe-ის უნიკალური ნაკეთობა Grandmaster Chime, დაახლოებით, 2 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდებოდა, თუმცა საათმა Rolex Daytona-ის რეკორდი ჩამოიტოვა.

წერილი ბოთლში

12 ნოემბერი 2019, 15:34

ტაბლოიდი

2010 წელს ბოთლით გაგზავნილ წერილზე ბიჭმა პასუხი 9 წლის შემდეგ მიიღო

2010 წლის აგვისტოში 10 წლის ვრედენბურგმა, რომელიც იმ დროს ბოსტონთან მდებარე პატარა ქალაქ როკპორტში ცხოვრობდა, ოკეანეში მინის ბოთლი ისროლა, რომელშიც მას წერილი ჰქონდა მოთავსებული. 9 წლის შემდეგ ბიჭმა, რომელიც ახლა უკვე მასაჩუსეტსის უნივერისტეტის სტუდენტია, პასუხი მიიღო.

რულა ხალაფი

12 ნოემბერი 2019, 15:26

მსოფლიო

ჟურნალ Financial Times-ს ისტორიაში პირველად ქალი უხელმძღვანელებს

პოსტს ლიბანელი რულა ხალაფი დაიკავებს, რომელიც ახლა მთავარი რედაქტორის, ლაიონელ ბარბერის მოადგილეა. ხალაფი მუშაობას 2020 წლის იანვარში შეუდგება, როცა ბარბერი პოსტს დატოვებს. „ჩემთვის უდიდესი პატივია, გავხდე მსოფლიოში საუკეთესო საინფორმაციო ორგანიზაცია FT-ის რედაქტორი“. - განაცხადა მან.

აფრიკული ძაღლის ლეკვი

12 ნოემბერი 2019, 14:45

ტაბლოიდი

თბილისის ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფი აფრიკული ძაღლის ლეკვები დაიბადნენ

თბილისის ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფი აფრიკული ძაღლის ლეკვები დაიბადნენ. ზოოპარკის თანამშრომლების ინფორმაციით, ამგვარი ჯიშის რამდენიმე ლეკვი დაიბადა, თუმცა რაოდენობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რადგან დედას პატარები ბუნაგში ჰყავს შემალული და ახლოს არავის უშვებს. აფრიკული მოხატული ძაღლი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა.

პროკურატურა

12 ნოემბერი 2019, 14:42

ძალოვნები

პატარკაციშვილის საქმეზე პროკურატურამ კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები დააკავა

თბილისის პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, დავით ქოქაშვილი და ილია გამგებელი დააკავა, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ქარდავას კი ბრალი წაუყენა.

Miss International

12 ნოემბერი 2019, 14:34

ტაბლოიდი

Miss International-ის გამარჯვებული ტაილანდელი ფარმაცევტი გახდა

Miss International-ის გამარჯვებული ტაილანდელი სირეტჰორნ ლიარამვატი გახდა. ის პროფესიით ფარმაცევტია. გამარჯვებულს გვირგვინი შარშანდელმა Miss International-მა, მარიემ ველასკომ გადასცა, რომელიც ვენესუელელია. ეს კონკურსი 1960 წლიდან იმართება. თავდაპირველად ის კალიფორნიის შტატში ტარდებოდა, შემდეგ კი იაპონიაში გადავიდა.

12 ნოემბერი 2019, 13:58

საქართველო

პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია, ასევე კობა ლურსმანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი დაუპირისპირდნენ. მანამდე, გედევან ფოფხაძემ დაჩი ბერაიას ნაბიჭვარი უწოდა. პარლამენტში, ამ დროისთვის, შესვენებაა გამოცხადებული.

ტიმოთი უიქსი კევინ კინგი

12 ნოემბერი 2019, 13:54

მსოფლიო

ავღანეთი დაკავებულ ტერორისტებს „თალიბანის“ მძევლებზე გადაცვლის

ავღანეთი „თალიბანის“ დაკავებულ მეთაურებს დაჯგუფების მიერ მძევლად აყვანილი უცხოელების სანაცვლოდ გაათავისუფლებს. ავღანეთის ამერიკულ უნივერსიტეტის ლექტორები, ამერიკელი კევინ კინგი და ავსტრალიელი ტიმოთი ვიქსი 2016 წელს გაიტაცეს.

გედევან ფოფხაძე

12 ნოემბერი 2019, 13:34

საქართველო

გედევან ფოფხაძემ დაჩი ბერაიას ნაბიჭვარი უწოდა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ფოფხაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრობდა.

ტოჩინოშინი

12 ნოემბერი 2019, 13:34

სპორტი

ტოჩინოშინმა კიუშიუ ბაშოს ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ქალაქ ფუკოაკოში მიმდინარე კიუშიუ ბაშოზე ტოჩინოშინმა მესამე ბრძოლა გამართა და პირველად გაიმარჯვა. ლევან გორგაძემ ენდოს დამარცხება ჰატაკიკომით შეძლო. ქართველმა სუმოისტმა ოძეკის ტიტული დაკარგა და სეკივაკეს წოდებით ასპარეზობს. მეოთხე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც, ქართველის მსგავსად, მხოლოდ ერთი ბრძოლა აქვს მოგებული.

მარიამ კუბლაშვილი

12 ნოემბერი 2019, 13:23

საქართველო

ჯიშკარიანის ადვოკატის მტკიცებით, თამთა თოდაძე საზღვარგარეთ თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს

მარიამ კუბლაშვილის თქმით, თოდაძე აპირებს თქვას, რომ მას დევნიან და უმრავლესობაში მყოფი დეპუტატი ძალაუფლებას ბოროტად იყენებს. თავად თამთა თოდაძე კი ადვოკატის განცხადებას აბსურდულს უწოდებს.

მეუფე საბა

12 ნოემბერი 2019, 13:23

საქართველო

მეუფე საბა: შაკო ბარამიძისთვის წესის აგების საკითხს სინოდზე განვიხილავთ

„რა ინტერესი უნდა მქონდეს რომ წესის აგება არ მინდოდეს. როცა გირჩის ამ ინიციატივაზე პროტესტი გამოვთქვით, მაშინ თქვეს ეკლესიას ვინ კითხავსო და თუ ეკლესიას ვინ კითხავს, რა საბუთებს იძლევიან, გარდაცვალების შემდეგ რატო იცილებენ პასუხისმგებლობას და ჩვენ რატო გვეუბნებიან. თქვენ აუგეთ ახლა წესიო" - განაცახადა მეუფე საბამ.

 მერაბ ბლადაძე

12 ნოემბერი 2019, 13:15

საქართველო

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მერაბ ბლადაძემ „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, მერაბ ბლადაძემ „პარტიოტთა ალიანსი“ დატოვა. მან ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ის საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას. დეპუტატმა აღნიშნა, რომ პარტიის დატოვების მიზეზი ლიდერებთან ხედვების შეუთავსებლობაა.

აკაკი ბობოხიძე

12 ნოემბერი 2019, 13:06

საქართველო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს აკაკი ბობოხიძე და მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპირდნენ

​​​​​​​ყაველაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე საუბრობდა და აკაკი ბობოხიძე მოიხსენია როგორც „კაკოია ბობოხიძე“. რაზეც ბობოხიძემ საკუთარი ადგილიდან უპასუხა: „კაკოია ბობოხიძე“ ბებიაშენს დაუძახე“.

ბაროკოს ფესტივალი

12 ნოემბერი 2019, 13:04

კულტურა

თბილისში „ბაროკოს ფესტივალი“ გაიმართება

თბილისში 13 ნოემბრიდან „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, კულტურის სამსახურის ფესტივალის ფარგლებში, კონცერტები, წარმოდგენები და შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან გაიმართება. ღონისძიებას, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები- დავიდე ამადიო (ჩელო, იტალია), სერჯო აცოლინი (ფაგოტი, იტალია), ბალაჟ მატე (ჩელო, უნგრეთი) ესტუმრებიან.

ისრაელი

12 ნოემბერი 2019, 12:59

საქართველო

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას. თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრქუციების მისაღებად. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურს "- ნათქვამია განცხადებაში.

ამინდი

12 ნოემბერი 2019, 12:50

საქართველო

საქართველოში თბილი ამინდი 14 ნოემბრამდე შენარჩუნდება

საქართველოში 11-14 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ნოემბერს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ზოგან აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში კი, მოიღრუბლება და შედარებით აცივდება. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.