imedi /  14 ივნისი 2018, 20:39 / სანდო წყარო

არასამთავრობოები სააკაშვილის განცხადებებს დისკრიმინაციულსა და სიძულვილის ენის შემცველს უწოდებენ

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება. ამასთან დაკავშირებით 10-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა.

“გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ, სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს, სადაც იგი შედარებების გზით დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ კონტექსტში იხსენიებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს და ქალებს.

ერთ-ერთ განცხადებაში მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს: „საქართველო ხომ არ არის რუსეთი. მე ღრმად მწამს, რომ საქართველო არ არის რუსეთი. საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და მით უმეტეს, ვერ გააჩეჩნებენ. რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა მარნეულში, ეს იყო ჩეჩნობა და შორს ჩვენგან ჩეჩნობა და კადიროველობა. ყველაფერს საზღვარი აქვს“.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „კვირის აქცენტებში“ პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატზე, შოთა შალელაშვილზე საუბრისას განაცხადა: „შეუთვალეთ მოკითხვა აფერისტ მის [ივანიშვილის] ჩამოყვანილ რუს ებრაელს, რომელიც რატომღაც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, იმიტომ რომ … დაბოლოება აქვს გვარით, მაგრამ საქართველოსთან არაფერი მიმართება არ ჰქონია. ყველა პატრიოტთან და მეგობართან მქონია შეხება, მათ შორის ისრაელში არის ძალიან მაგარი საქართველოს პატრიოტი და მაგარი ხალხი, ამ ხალხთან მე მაქვს ძაან თბილი ურთიერთობა. ეს კაცი არის ჩვეულებრივი რუსი, რუსეთზე მუშაობს…“

მიუხედავად იმისა, განზრახული ჰქონდა თუ არა მსგავსი შედარებების გაკეთებით მიხეილ სააკშვილს რომელიმე ეთნიკური/ეროვნული ჯგუფის შეურაცხყოფა, მთელი ეთნოსისათვის ამა თუ იმ უარყოფითი მახასიათებლების მიწერით მან დამამცირებელ კონტექსტში წარმოაჩინა ერთ შემთხვევაში ჩეჩნები, მეორე შემთხვევაში კი ებრაელები. ამდენად, მისი განცხადებები იყო ქსენოფობიის შემცველი.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა სექსისტური განცხადება, სადაც იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, ნათია მეზვრიშვილზე წერს: „ესაა კარგად ცნობილი მსუბუქი ყოფაქცევის, ივანიშვილის ჯიბის “პროკურორი” (პოსტის თავდაპირველი ვერსია ასეთი იყო: „ესაა კარგად ცნობილი ივანიშვილის კალთაში მჯდომი მსუბუქი ყოფაქცევის „პროკურორი“ ).

აღსანიშნავია, რომ საჯარო პირებს, მათ შორის კი განსაკუთრებით პოლიტიკოსებს აკისრიათ მაღალი პასუხისმგებლობა თავი შეიკავონ ისეთი გამონათქვამებისგან, რომელმაც შესაძლოა წაახალისოს რასიზმი, ქსენოფობია, თუ დისკრიმინაციის ან სიძულვილის სხვა ფორმები. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური გამოხატვა განსაკუთრებული დაცულობით სარგებლობს, სწორედ იმის გამო რომ პოლიტიკოსებს აქვთ მაღალი ზეგავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, მნიშვნელოვანია განცხადებების გაკეთებისას ისინი იაზრებდნენ დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამებიდან მომდინარე საფრთხეებს, რამაც შესაძლოა გაამყაროს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, წაახალისოს შეუმწყნარებლობა ამა თუ იმ ჯგუფის მიმართ.

მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს და სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან და პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკისას, ნებსით თუ უნებლიეთ არ შეურაცხყონ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, იქნებიან ეს ქალები, ეთნიკური თუ სხვა უმცირესობის წარმომადგენლები“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI)

თანასწორობის მოძრაობა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საფარი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)“,-ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადებებს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. 

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

03 მარტი 2026, 10:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში იმ ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ უკვე განსაზღვრული ჰქონდათ

2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში იმ ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ უკვე განსაზღვრული ჰქონდათ, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

03 მარტი 2026, 10:32

სამართალი

პოლიციამ აჭარაში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

03 მარტი 2026, 10:31

სამართალი

გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს.

03 მარტი 2026, 10:30

საზოგადოება

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის ფარგლებში ტრენინგ-სემინარი „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“ გახსნა

სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის სამდღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარი სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი ქალბატონებისთვის გაიმართა.

ლინდსი გრემი

03 მარტი 2026, 10:27

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი: ევროპელო მეგობრებო, თქვენ გზას ასცდით

ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა, „Fox News"-ის ეთერში განაცხადა, რომ ირანელი ხალხი ითხოვს ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, რომელიც რელიგიური ნაცისტების მიერ არ იმართება.

03 მარტი 2026, 10:25

ტექნოლოგიები

Apple-მა ახალი ბიუჯეტური ტელეფონი - iPhone 17e წარადგინა

კომპანიამ Apple iPhone 17-ის სერიის ახალი მოდელის, iPhone 17e-ს გამოშვება დააანონსა. სმარტფონი მუშაობს ჩიპზე A19​, ექვსბირთვიანი CPU-თი და ოთხბირთვიანი GPU-თი. პლატფორმა გათვლილია Apple Intelligence-თან დაკავშირებული ამოცანების დამუშავებაზე.

03 მარტი 2026, 10:20

მსოფლიო

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ერ-რიადში მდებარე აშშ-ის საელჩო დრონებით დაიბომბა

საუდის დედაქალაქ ერ-რიადში მდებარე აშშ-ის საელჩო ორი დრონით დაიბომბა. ინფორმაციას Reuters-ი საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

03 მარტი 2026, 10:10

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: თუ მკაცრი ნარკოპოლიტიკა არ გაგრძელდა, მხოლოდ მკურნალობის დაფინანსება შედეგს ვერ მოიტანს

ნარკოპოლიტიკასა და შესაბამისი სამკურნალო პროგრამების დაფინანსებაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

დავით ქართველიშვილი

03 მარტი 2026, 10:09

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ტრამპისთვის იქნება სუიციდი თუ ირანში გაგრძელდა ის, რაც იქ ახლა მიმდინარეობს

ირანში მიმდინარე პროცესებსა და აშშ-ის შესაძლო ჩართულობაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და განაცხადა, რომ კონფლიქტის ესკალაცია აშშ-ის პრეზიდენტისთვის პოლიტიკურად დამაზიანებელი იქნება.

ნინო წილოსანი

03 მარტი 2026, 10:09

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ოპოზიციაზე: მე კითხვას დავსვამ, როდის დაიშალნენ, რომ ახლა გაერთიანდნენ? - მათ სხვადასხვა სახელი დაირქვეს, რომ ამომრჩეველი შეცდომაში შეეყვანათ

მე კითხვას დავსვამ, როდის დაიშალნენ, რომ ახლა გაერთიანდნენ; ნაცმოძრაობა არც არასდროს ყოფილა ცალ-ცალკე, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი ოპოზიციის ნაწილის განცხადებას გაერთიანების შესახებ.

03 მარტი 2026, 10:05

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის ღვაწლმოსილი თანამშრომლები უწყების მედლებით დაჯილდოვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში 50 და მეტი წლის სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლები უწყების მედლებით დაჯილდოვდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

03 მარტი 2026, 09:48

მსოფლიო

ტრამპმა ზელენსკი ამერიკელ შოუმენს შეადარა, ხოლო ბაიდენი კიევისთვის ფულისა და იარაღის უსასყიდლოდ გადაცემისთვის გააკრიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ცნობილ ამერიკელ შოუმენს, ფინეს ტეილორ ბარნუმს შეადარა.

დონალდ ტრამპი

03 მარტი 2026, 09:40

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, აშშ-ს იარაღის დიდი მარაგები აქვს - „ომის წარმოება შესაძლებელია უსასრულოდ და ძალიან წარმატებით“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკას იარაღის დიდი მარაგები აქვს, რომლის წყალობითაც ქვეყანას ომის წარმოება დიდი ხნით შეუძლია.

03 მარტი 2026, 09:32

საზოგადოება

3 მარტს დედის დღე აღინიშნება - თარიღთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრები სოციალურ ქსელში მისალოც ქარდებს აქვეყნებენ

3 მარტს დედის დღე აღინიშნება, რომელიც 1991 წელს საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ დააწესა. თარიღთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრები სოციალურ ქსელში მისალოც ქარდებს აქვეყნებენ.

მიხეილ სააკაშვილი

03 მარტი 2026, 09:24

პოლიტიკა

სააკაშვილი გაერთიანების შესახებ ოპოზიციის ნაწილის განცხადებაზე: მეც სხვებთან ერთად, ვარ ჩართული ამ ამბავში და მთელი ეს დრო ვმუშაობდი სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან ერთად ამ საკითხის წინ წასაწევად

ეს არის ის, რისკენაც ყოველთვის მოვუწოდებდი და ამიტომ ვამბობ, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

არჩილ გორდულაძე

03 მარტი 2026, 09:16

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: როგორც ბრიტანეთში აკონტროლებენ განსხვავებულ აზრს, აქვთ სურვილი, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაიხშოს სხვა ქვეყანაშიც, იმ ქვეყანაში, რომელიც ხმას იმაღლებს დიფ სთეითის მავნე მიზნების წინააღმდეგ

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოში თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არის სურვილი, რომ მათი ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც იყოს ჩახშობილი თავისუფალი სიტყვა.

გიორგი ვოლსკი

03 მარტი 2026, 09:08

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: არცერთი მაგალითი არ არის მოყვანილი დღემდე, თუ რას წარმოადგენს მათი გაგებით რუსეთის მხარდაჭერა

არცერთი მაგალითი არ არის მოყვანილი დღემდე, თუ რას წარმოადგენს მათი გაგებით რუსეთის მხარდაჭერა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოში თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ფაქტს.

სტივ უიტკოფი

03 მარტი 2026, 09:00

მსოფლიო

სტივ უიტკოფი: ირანელებმა მოლაპარაკებების დროს თქვეს, რომ მათ 11 ატომური ბომბის შექმნა შეუძლიათ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიკტოფმა ირანელებთან წარმოებული მოლაპარაკებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი შეხვედრის დროს თეირანის წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ მათ 11 ატომური ბომბის შექმნა შეუძლიათ.

03 მარტი 2026, 08:54

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

3 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი.

03 მარტი 2026, 08:42

მსოფლიო

ლიბანმა „ჰეზბოლას“ ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება აუკრძალა

ლიბანმა „ჰეზბოლას“ ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება აუკრძალა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო „ჰეზბოლას“ მხრიდან აიათოლას ლიკვიდაციის საპასუხო იერიშებს ემიჯნება და რომ დაჯგუფების ქმედება, კანონს ეწინააღმდეგება.