imedi /  28 ივნისი 2018, 19:18 / სანდო წყარო

თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის განაჩენზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს.

„2018 წლის 28 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე, 3 წლის ვადით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში. ‘’ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენებით, დანიშნული სასჯელი შემცირდა ¼-ით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო თანამდებობის დაკავების უფლება სახელწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ჩამოერთვა 2 წლისა და 3 თვის ვადით.
 
წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბრალდებულმა, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა, ძალადობით და იარაღის გამოყენებით, ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მანვე, ჩაიდინა, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება. 
 
საქმე ეხება 2005 წლის 14 ივლისს ქ.თბილისში, დაახლოებით 13:00 საათზე, შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის შეიარაღებული მებრძოლების მიერ, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვალერი გელაშვილსა და მის თანხმლებ პირებზე თავდასხმის ფაქტს. საქმის მასალების თანახმად, 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ ‘’რეზონანსში’’ გამოქვეყნებული, პარლამენტის იმჟამინდელი წევრის - ვალერი გელაშვილის სტატიის შემდეგ, სადაც ეს უკანასკნელი შეურაცხმყოფელი ფორმით საუბრობდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ, ბრალდებულმა, პირადი შურისძიების მოტივით, მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება განიზრახა. ვალერი გელაშვილის სამაგალითო დასჯა დაავალა იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს, რაზედაც მიიღო უარი. აღნიშნულის შემდეგ, ფიზიკური ანგარიშსწორება ბრალდებულმა საქართველოს შსს მინისტრს დაავალა, რომელმაც, თავის მხრივ, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ორგანიზებით, უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დავალების შესრულება. დაზარალებულმა ცემის შედეგად მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელმაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია. 
 
სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებების, სატელეფონო ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. 
 
სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ის ფაქტი, რომ მოცემულ საქმეზე 2005-2012 წლებში მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არსებობდა ინტერესი, არ გატარებულიყო ქმედითი ღონისძიებები თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირთა დასადგენად, რათა არ მომხდარიყო ვალერი გელაშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ამჟამად უკვე მსჯავრდებულ პირთა ვინაობის დადგენა“- ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლემ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო.

ექს პრეზიდენტს 8 წელი მიესაჯა, ამნისტირებული მუხლების გათვალისწინებით კი მას 6 წელი მიესაჯა.

ყველა სიახლე

16 ივნისი 2026, 00:05

მსოფლიო

B-52 ტიპის ბომბდამშენი კალიფორნიაში მდებარე ედვარდსის ავიაბაზიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების B-52 ტიპის ბომბდამშენი კალიფორნიაში მდებარე ედვარდსის ავიაბაზიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაბაზა ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 ივნისი 2026, 23:57

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა განიხილეს აშშ-ში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა განიხილეს აშშ-ში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

15 ივნისი 2026, 23:32

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ალექსანდარ ვუჩიჩის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შალვა პაპუაშვილი

15 ივნისი 2026, 23:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს" - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, მას შემდეგ, რაც საქართველოს „გამჭვირვალობის კანონის" მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი დაუწუნა

როცა სხვა ქვეყნებს სიტყვით თანასწორობაზე ელაპარაკები, საქმით კი მეორეხარისხოვნად მიიჩნევ, ყოველთვისაა რისკი, თავადაც ასე მოგექცნენ, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პასუხს აშშ-ს პრეზიდენტის მიმართ.

ლევან მაჭავარიანი

15 ივნისი 2026, 23:27

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ტრამპის მუქარაზე მაკრონის პასუხის შესახებ: არც ევროპის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ქართველებს

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ტრამპის მუქარაზე ემანუელ მაკრონის პასუხს ეხმიანება, რომელმაც თქვა, „აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს.”

დონალდ ტრამპი

15 ივნისი 2026, 23:25

მსოფლიო

ტრამპი: გუშინ ძალიან კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინთან - ვხედავ, რომ, შესაძლოა, ამ მიმართულებით რაღაცის გაკეთება შევძლოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრების შემდეგ, ხედავს შესაძლებლობას, „რამე გააკეთოს“ უკრაინაში ომის შესაწყვეტად. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, კვირას მას „კარგი“ საუბრები ჰქონდა ზელენსკისა და პუტინთან.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

15 ივნისი 2026, 23:18

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ისრაელმა და აშშ-მა ირანის მხრიდან მომავალი ბირთვული საფრთხე თავიდან აიცილეს და ისრაელის სახელმწიფო განადგურებას გადაარჩინეს, თუმცა ბრძოლა არ დასრულებულა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის ნებისმიერი შეთანხმების მიუხედავად, ისლამური რესპუბლიკა ბირთვულ იარაღს ვერასოდეს მიიღებს.

ილია თოფურია

15 ივნისი 2026, 23:15

სპორტი

ილია თოფურია: ჯასტინ გილოცავ. თქვი, რომ ჩემს სახეზე კვალს დატოვებდი და ეს გააკეთე - დავისვენებ, მოვმჯობინდები. უფრო მეტად ძლიერი და სახიფათო დავბრუნდები და მერწმუნე, ჩვენი ისტორია ჯერ არ დასრულებულა

„ჯასტინ, გილოცავ. თქვი, რომ ჩემს სახეზე კვალს დატოვებდი... და ეს გააკეთე კიდეც. პირველ რაუნდში მარჯვენა თვალიდან მხედველობა წამართვი, მეორე რაუნდის ბოლოს კი - მარცხენიდანაც. გამართლებას არ ვეძებ. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ბანაკი მქონდა. ოქტაგონზე მობილიზებული, მომზადებული და მზადმყოფი გამოვედი. წუხანდელი ღამე შენი ღამე იყო“.

ემანუელ მაკრონი

15 ივნისი 2026, 23:05

მსოფლიო

მაკრონი: აშშ არ წყვეტს, თუ როგორი უნდა იყოს ევროპული ან ფრანგული კანონმდებლობა

G7-ის სამიტზე საფრანგეთში ჩასვლამდე, ამერიკის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ ფრანგულ ღვინოებზე გადასახადებს გაზრდიდა, რაც იქნებოდა საპასუხო რეაქცია საფრანგეთში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების შემოსავლებზე დაწესებულ გადასახადზე.

15 ივნისი 2026, 22:39

სპორტი

ნიკოლოზ იორდანიშვილმა და გიორგი კაპანაძემ აკადემიური ნიჩბოსნობის საერთაშორისო რეგატის მეორე ეტაპზე ოქროს მედალი მოიპოვეს

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 17-წლამდელებს შორის ნიკოლოზ იორდანიშვილმა და გიორგი კაპანაძემ 1500-მეტრიანი დისტანცია 5:06 წამში დაფარეს, პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედალი მოიპოვეს.

15 ივნისი 2026, 22:30

საზოგადოება

საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მმართველი საბჭოს წევრი ფერნანდო რიანიო რატი იონათამიშვილს: ნიუ-იორკიდან უამრავი შესანიშნავი კომენტარი მივიღე თქვენს შთამბეჭდავ პრეზენტაციასა და COSP-ზე გამართულ ღონისძიებაზე. ბედნიერი ვარ თქვენი ფასდაუდებელი შრომით და მიღებული შედეგებით

საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მმართველი საბჭოს წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო ალიანსის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ფერნანდო რიანიო საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს რატი იონათამიშვილს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების 19-ე სესიაზე წარმატებულ მონაწილეობასა და გაეროში დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობების” პრეზენტაციას ულოცავს და მეგობრულ წერილს უგზავნის.

არჩილ გორდულაძე

15 ივნისი 2026, 22:16

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ელისო კილაძე რომ ვინმეს მორიგ სიბინძურეს დააბრალებს და ამის შესახებ არ არსებობს არანაირი ფაქტი, ვინც მის ამ სიბინძურეს „ანიუსებს“, ავრცელებს, ის მედიასაშუალებები არიან თუ არა მისი პასუხისმგებლობის თანამოზიარეები და როგორც მინიმუმ, კილაძის დონის ჟურნალისტები?

ელისო კილაძე რომ ვინმეს მორიგ სიბინძურეს დააბრალებს და ამ სიბინძურის შესახებ არ არსებობს არანაირი ფაქტი, მის სიბინძურეზე და ტალახის სროლაზე, ვინც მის ამ სიბინძურეს ,,ანიუსებს”, ავრცელებს, ის მედიასაშუალებები არიან თუ არა მისი პასუხისმგებლობის თანამოზიარეები და როგორც მინიმუმ, კილაძის დონის ჟურნალისტები?, - წერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, CNEWS-ის მიერ, რომლის დამფუძნებელიც ელისო კილაძეა, გამოქვეყნებულ ნიუსზე, სადაც კილაძე მორიგ ბრალდებას მტკიცებულებების გარეშე აყენებს, აღნიშნული განცხადება კი, ასევე სხვადასხვა ოპოზიციურმა მედიებმაც გაავრცელეს.

15 ივნისი 2026, 22:13

სპორტი

ესპანეთის ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში კაბო-ვერდესთან ფრე ითამაშა

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სენსაცია დაფიქსირდა - H ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც ატლანტაში გაიმართა, ესპანეთის ნაკრები კაბო-ვერდეს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

ესმაილ ბაღაი

15 ივნისი 2026, 22:06

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი: ლიბანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აშშ-თან გაფორმებული შუალედური შეთანხმების ნაწილია

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ესმაილ ბაღაი აცხადებს, რომ ლიბანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აშშ-თან გაფორმებული შუალედური შეთანხმების ნაწილია.

იაირ ლაპიდი

15 ივნისი 2026, 21:54

მსოფლიო

ისრაელის ოპოზიციის ლიდერი: ამერიკის პრეზიდენტი ღიად და საჯაროდ ეუბნება ისრაელის პრემიერ-მინისტრს - „შენი უფროსი მე ვარ და გააკეთებ იმას, რასაც გეტყვიან“

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომი წააგო და გადამწყვეტ მომენტში გატყდა, - აცხადებს ისრაელის ოპოზიციის ლიდერი, იაირ ლაპიდი, რომელიც ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაგეგმილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აკრიტიკებს.

მასუდ პეზეშკიანი

15 ივნისი 2026, 21:41

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ აშშ-თან შეთანხმება პარასკევს გაფორმდება

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა პირველად დაადასტურა, რომ პარასკევს შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას მოეწერება ხელი.

ილონ მასკი

15 ივნისი 2026, 21:34

მსოფლიო

ილონ მასკი: დიდი ბრიტანეთი პოლიციურ სახელმწიფოდ იქცა

პლატფორმა X-ის მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოში დაგეგმილი აკრძალვა, რომელიც 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენებას ზღუდავს, არის „მგელი ცხვრის ტყავში“.

დონალდ ტრამპი

15 ივნისი 2026, 21:25

მსოფლიო

ტრამპი: ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ირანს არასოდეს ექნება ბირთვული ბომბი - ისინი დათანხმდნენ ამას, მათ არ ექნებათ ბომბი და ეს იყო მთელი ამ ოპერაციის საბოლოო მიზანი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი არასოდეს მიიღებს ბირთვულ იარაღს და სწორედ ამით გაამართლა განხორციელებული სამხედრო ოპერაცია.

ჯეი დი ვენსი

15 ივნისი 2026, 21:14

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: აშშ მზად არის ირანი გლობალურ ეკონომიკაში კვლავ მიიღოს, თუ თეირანი თავის ვალდებულებას შეასრულებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ აშშ მზად არის „ირანი გლობალურ ეკონომიკაში კვლავ მიიღოს“, თუ თეირანი „თავის ვალდებულებას შეასრულებს“.

დონალდ ტრამპი

15 ივნისი 2026, 21:04

მსოფლიო

ტრამპი: ჰორმუზის სრუტე უკვე ნაწილობრივ გახსნილია და პარასკევს სრულად გაიხსნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე „უკვე ნაწილობრივ გახსნილია“ და რომ იგი სრულად პარასკევს გაიხსნება, როდესაც აშშ და ირანი ოფიციალურად მოაწერენ ხელს ურთიერთგაგების მემორანდუმს.