imedi /  02 ივლისი 2018, 17:41 / სანდო წყარო

ზვიად კუპრავა: მოზარდების მკვლელობის საქმეში „ოცნების“ დეპუტატის შვილიც ფიგურირებს

ზვიად კუპრავა

ზვიად კუპრავა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ზვიად კუპრავას კითხავს. ის კომისიას იმ ინფორმაციას აწვდის, რომელიც ზაზა სარალიძესთან ერთად, საკუთარი გამოძიების შედეგად მოიპოვა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

კუპრავა პროკურატურის ყოფილ თანამშრომელ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის, თავისი შვილის გამოკითხვის დროს, "გამომძიებელს თავზე ადგა, როგორც მონიტორინგის სამსახური". ამასთან, კუპრავამ განაცხადა, რომ გამოძიებაში ფიგურირებს "ქართული ოცნების" დეპუტატის შვილი, თუმცა ამ დეპუტატის ვინაობა მას არ დაუსახელებია. 

"ჩვენ ვხედავდით, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატის შვილი, მონაწილეობდა აღნიშნულ საქმეში და მისი გვარი მოხსენიებული იყო „და სხვებში“. გაგვიჩნდა ლოგიკურად ეჭვი, რომ აქ „და სხვებში“ მალავდნენ ვიღაც ადამიანებს. ჩვენში პირველი კითხვის ნიშნები სწორედ ამან დაბადა, რადგანაც, თავდაპირველად ზაზა სარალიძე გამოძიებას ენდობოდა. თუნდაც ის ფაქტი, რომ დეპუტატის შვილი მონაწილეობდა და საქმის მასალებში არ ფიგურირებდა, თუნდაც ის, რომ მირზა სუბელიანი მუშაობდა პროკურატურაში და როდესაც მისი შვილი იკითხებოდა მას ახლდა თან. 
მართალია ის, როგორც მშობელი ახლდა თან, თუმცა ამავდროულად თავზე ადგა გამომძიებელს, რომელიც კითხვებს უსვამდა მის შვილს. ამ დროს გამომძიებელი ვერ დასვამს კრიტიკულ კითხვებს. მირზა იყო დაინტერესებული პირი. სწორედ ჩვენი იმდროინდელი შეფასებით, მირზა იყო მონიტორინგის სამსახურის შემსრულებელი, რათა მის შვილთან კრიტიკული კითხვა არ დასმულიყო“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ. 

ზვიად კუპრავამ შსს-ს წარმომადგენელი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის კახა სირაძის საქმე გაიხსენა, რომელმაც, კუპრავას თქმით, მირზა სუბელიანის დამსახურებით შეინარჩუნა თანამდებობა, რის შემდეგაც კახა სირაძე მირზა სუბელიანთან ვალში იყო. მისი თქმით, სწორედ კახა სირაძე იყო ფარდულის დაცულობაზე პასუხისმგებელი (სადაც მოზარდები მოკლეს).

„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ კახა სირაძე როდესაც მერაბიშვილი დაიჭირეს, თანამშრომლებთან და უახლოეს მეგობრებთან ერთად დაიბარეს გენერალურ ინსპექციაში, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ ეს პირები იყვნენ ვანო მერაბიშვილის გარემოცვა და მოსთხოვეს მათ „პატაკების“ დაწერა და სამსახურიდან წასვლა. მათ დაწერეს „პატაკები“ სამსახურიდან წასვლაზე, თუმცა თარიღი გენინსპექციის მოთხოვნით არ იყო დასმული, რის შემდეგაც კახა სირაძემ დაურეკა მის უახლოეს მეგობარს მირზა სუბელიანს და სთხოვა შუამდგომლობა, რათა მათ დახმარებოდნენ. კახა სირაძემ სთხოვა, რომ შუამდგომლობა გაეწია რათა ეს ადამიანები სამსახურიდან არ წასულიყვნენ. თავის მხრივ, სუბელიანმა გაუწია შუამდგომლობა და მათი ნაწილი, დატოვეს შსს-ს ორგანოებში, მათ შორის კახა სირაძე. ეს იყო მირზა სუბელიანის დამსახურება. მას შემდეგ რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე სისხლიანი ტრაგედია, სუბელიანი დაუკავშირდა კახა სირაძეს, რომელიც ვალში იყო მასთან და უთხრა, რომ ფარდულისთვის მიექცია ყურადღება“, -განაცხადა ზვიად კუპრავამ. 

მანვე კომისიას მიმართა, ფაქტის დასადასტურებლად ამოღებული იყოს სუბელიანის და სირაძის სატელეფონო საუბრების სიხშირე 1-2 დეკემბერს.

„ესეც იქნება ირიბი მტკიცებულება. ამის შემდეგ კახა სირაძემ გააკეთა ის, რომ მოიქცა გულგრილად, არ მოხდა დაცვა მტკიცებულების და ამ მტკიცებულების, მკვლელობის ადგილის დანგრევა მოხდა“, -განაცხადა ზვიად კუპრავამ. 

საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე და შსს-ს წარმომადგენელი კახა სირაძე საგამოძიებო კომისიამ 25 და 26 ივნისსაც გამოკითხა. 22 ივნისს საგამოძიებო კომისიის წევრებმა მოკლული მოზარდების მშობლებს მოუსმინეს.

13 ივნისს საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩის საქმეზე დასაკითხი პირების სია გამოაქვეყნა. 

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2026, 14:29

რეგიონი

ნინო ლაცაბიძემ რუსთავის სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დირექტორებთან ერთად განიხილა

„დირექტორებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე იმ პროექტებზე ვისაუბრეთ, რომლებსაც საჯარო სკოლებში განვახორციელებთ. სასკოლო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მოწესრიგებული და თანამედროვე უნდა იყოს. ჩვენს ქალაქში რამდენიმე ახალი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელთა პროექტებზეც სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი დირექტორებთან და პედაგოგებთან ერთად განვიხილოთ“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

რატი იონათამიშვილი

26 თებერვალი 2026, 14:26

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ევროპის ქვეყნები სინამდვილეში უფრო მეტ ფულს უხდიან რუსეთს, ვიდრე უკრაინას - აღარ გვიკვირს, რომ ამ დღეებში „დრუჟბას“ დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმა მხარი და თურმე, „იმედი“ ყოფილა პრობლემა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა რუსეთთან დიდი ბრიტანეთის ვაჭრობის მოცულობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ პოლიტიკური ამორალურობაა.

რატი იონათამიშვილი

26 თებერვალი 2026, 14:22

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: დიდმა ბრიტანეთმა მოირგო იმ სპეცრაზმის როლი, რომელიც 2007 წელს შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“ და ამჯერადაც ეს ყველაფერი სინამდვილეში „ნაცების“ სასარგებლოდ ხდება

„დიდმა ბრიტანეთმა მოირგო იმ სპეცრაზმის როლი, რომელიც 2007 წელს შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“ და ამჯერადაც ეს ყველაფერი ხდება სინამდვილეში „ნაცების“ სასარგებლოდ. მაგრამ „ნაცების“ სასარგებლოდ საქართველოში წარმატება არაფერს ექნება, მით უმეტეს ასეთ უსამართლო ქმედებებზე. ძალიან კარგია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა დიდი ბრიტანეთის ელჩი. დარწმუნებული ვარ, არანაირი არგუმენტი არ ექნებათ, ვინაიდან ფაქტია - არგუმენტების გარეშე იღებენ ამ გადაწყვეტილებას და რა მიზნებიც აქვთ და რისთვისაც აკეთებენ ამ ყველაფერს, რასაკვირველია, ისევ უსაფუძვლო დარჩება“, - აცხადებს იონათამიშვილი.

გოგა ხაინდრავა

26 თებერვალი 2026, 14:19

პოლიტიკა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ბრიტანეთის ელჩს ღია წერილით მიმართავს

ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ქართული დამოუკიდებელი ტელეარხების „იმედის“ და „პოსTV“-ის სანქცირების შესახებ, არის ის მიჯნა, რომლის იქით, ჩვენი მხრიდან, მინიმალური ცივილიზებული მოთხოვნილებაც კი, სახელმწიფოებრივი ურთიერთპატივისცემის შესახებ ყოველგვარ აზრს კარგავს.,- წერს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა წერილში, რომლითაც მან ბრიტანეთის ელჩს მიმართა.

ნინო წილოსანი

26 თებერვალი 2026, 14:19

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: „იმედსა“ და „პოსტივიზე“, როგორც თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმით დიდმა ბრიტანეთმა რეალურად გაანადგურა „ნაც სექტა“, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის ამ ბოლშევიკური დანოსების გამშვები ვინ არის

„იმედსა“ და „პოსტივიზე“, როგორც თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმით დიდმა ბრიტანეთმა რეალურად გაანადგურა „ნაც სექტა“, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის ამ ბოლშევიკური დანოსების გამშვები ვინ არის, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა თავისუფალ მედიაზე თავსხმაზე საუბრისას.

დიმიტრი ხუნდაძე

26 თებერვალი 2026, 14:16

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: თავისუფალ მედიაზე, სიტყვის თავისუფლების სახელით, თავდასხმა ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც არა მხოლოდ ამ ტელევიზიების, არამედ მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ

ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „პოსტ TV“-ის დასანქცირებას სოციალური ქსელით ეხმიანება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 14:12

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ვრცელდება ინფორმაციები, რაც ადასტურებს, თუ რა რაოდენობის ვაჭრობას ახორციელებენ დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული კომპანიები რუსეთთან. ამ ფონზე, როდესაც ხდება ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა, ეს აჩენს კითხვებს

ვერავის დავეთანხმები იმაზე, რომ ასეთი მეთოდებით, საქართველოსთან დამოკიდებულებით რაიმე გავლენას ახდენენ საერთოდ რუსეთის დასუსტებაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 14:12

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ბრიტანეთის ელჩზე: მას ამ შეხვედრისთვის არ ჰქონდა არანაირი ფაქტობრივი მასალა წარმოდგენილი. 21-ე საუკუნეა და ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს მასალის მოწოდების

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიტანეთის ელჩს დღევანდელი შეხვედრისთვის არ ჰქონდა არანაირი ფაქტობრივი მასალა წარდგენილი.

26 თებერვალი 2026, 14:09

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა და ომერ ბოლატმა სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატთან ორმხრივი და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილა.

26 თებერვალი 2026, 14:04

ეკონომიკა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა (Ba2) უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანი

26 თებერვალი 2026, 13:58

მსოფლიო

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი გიუმრიში მდებარე რუსული ბაზის დახურვას არ გეგმავს - „ჩვენ რუსეთთან უახლოესი პარტნიორები ვართ, გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები“

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ოფიციალურ ერევანს ქალაქ გიუმრიში მდებარე რუსული ბაზის დახურვასთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ აქვს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 13:56

პოლიტიკა

ბოჭორიშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს არის თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც ზღუდავ ქართულ ტელევიზიებს. ამას ვერ გავიზიარებთ ისევე, როგორც მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას წვლილი შეაქვს რუსეთის დასუსტებაში

ეს არის პირდაპირ თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც ზღუდავ ქართულ ტელევიზიებს. ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ ისევე, როგორც ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე წვლილი შეაქვს რუსეთის დასუსტებაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 13:54

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მთავარი მოტივი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ჩვენი ეროვნული ინტერესი პირველ რიგში უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას

„სამწუხაროდ ძალიან ბევრი უსამართლო დამოკიდებულება ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს მთავრობასთან მიმართებაში, ქართულ საზოგადოებასთან მიმართებაში და ქართველ ხალხთან მიმართებაში, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ ხოლმე, ვინაიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელი არის საქართველოს ხელისუფლება და სწორედ ქართველი ხალხის ინტერესში მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენი მთავარი მოტივი და მთავარი მამოძრავებელი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და, რა თქმა უნდა, პარტნიორებთან ვსვამთ კითხვას - რა არის ის წინააღმდეგობა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ინტერესები მოდის მათ ინტერესებთან. ჩვენი ეროვნული ინტერესი არის გაცხადებული და პირველ რიგში უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

26 თებერვალი 2026, 13:52

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტში, რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 13:51

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე: 40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც „პოსტივის“ ან ტელეკომპანია „იმედის“ დასანქცირებას გაამართლებდა

დიდი ბრიტანეთის ელჩი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, მას ჩვენ ვთხოვეთ, რომ წარმოედგინა საფუძვლები, თუ რა ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც ლონდონში მიიღეს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის ელჩან შეხვედრაზე საუბრისას.

მარკო რუბიო

26 თებერვალი 2026, 13:34

მსოფლიო

მარკო რუბიო: ტრამპი ვერ ხვდება, რატომ ვერ ასრულებენ რუსეთი და უკრაინა ომს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვერ ხვდება, თუ რატომ ვერ აღწევენ შეთანხმებას რუსეთი და უკრაინა ომის დასრულების შესახებ.

26 თებერვალი 2026, 12:48

პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა

დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც ის ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, უკომენტაროდ დატოვა.

აბას არაღჩი სტივ უიტკოფი

26 თებერვალი 2026, 12:36

მსოფლიო

ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები დაიწყო

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ჯეი დი ვენსი

26 თებერვალი 2026, 12:26

მსოფლიო

აშშ-ის მთავრობა მინესოტის შტატისთვის ჯანდაცვის დაფინანსების ნაწილს აჩერებს

აშშ-ის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მინესოტის შტატისთვის ჯანდაცვის დაფინანსების ნაწილი შეაჩეროს, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.

26 თებერვალი 2026, 12:22

ეკონომიკა

სებ-ი: პირველად ისტორიაში საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები გლობალურ პლატფორმებზე გამოქვეყნდა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ბაზრის გამჭვირვალობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები პირველად გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომი გახდა როგორც ბლუმბერგის (Bloomberg IND), ასევე ინდექსების პროვაიდერი კომპანიის პორტალის (https://indices.ice.com/) მეშვეობით. უახლოეს ხანებში ამ ინდექსების ძირითადი პარამეტრები ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზეც.