imedi /  07 ივლისი 2018, 12:56 / სანდო წყარო

ბაგა-ბაღის აღმზრდელები სავალდებულო ტრენინგებს გაივლიან

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით ადრეული და სკოლამდელი აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული დამტკიცდა. ბრძანება ითვალისწინებს აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებას.

ტრენინგ-მოდული შედგება 33 სესიისგან, თითოეული სესიის ხანგრძლივობა არის 2 საათი.

ტრენინგ-მოდული შეფასდება100-ქულიანი სისტემით. წარმატებით გასავლელად მონაწილემ მინიმუმ 60 ქულა უნდა დააგროვოს, გარდა ამისა უნდა დაესწროს ტრენინგ-მოდულის 80%-ს. ამის შემდეგ აღმზრდელს  სერტიფიკატი გადაეცემა.

ტრენინგ-მოდულის გავლა, საართველოს მასშტაბით, 600-მდე აღმზრდელს მოუწევს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

რძალმა დედამთილს უკბინა

14 ნოემბერი 2018, 16:08

ტაბლოიდი

პოლიტიკური არჩევანის გამო რძალმა დედამთილს უკბინა. ვიდეო

გურჯაანის სოფელ ვეჯინში მცხოვრები გულნაზი ცანკაშვილი ამბობს, რომ რძალმა და შვილმა მას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო სცემეს. 70 წლის ქალის თქმით, რძალი ისე გაღიზიანდა, რომ მას ხელზე რამდენჯერმე უკბინა.

თურქეთი

14 ნოემბერი 2018, 16:01

მსოფლიო

თურქეთი მსოფლიოს 83 ქვეყანას გიულენის ორგანიზაციის წევრების გადაცემას სთხოვს

გიულენის ორგანიზაცია „ფეტოს“ ანკარა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. აშშ-ში მყოფი გიულენი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთში 50 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს, სახელმწიფო უწყებებიდან კი 160 ათასზე მეტი ადამიანი დაითხოვეს.

დიაბეტი

14 ნოემბერი 2018, 16:01

საქართველო

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა

ყოველწლიურად, 14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება. დიაბეტის საერთაშორისო ფედერაცია, დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზნით, ყოველწლიურად ახალ თემებს შეიმუშავებს, რათა გადაიჭრას დაავადებასთან დაკავშირებული გლობალური პრობლემები. 2018 -2019 წლები გამოცხადებულია ,,დიაბეტისა და ოჯახის“ დღედ.

მაიმუნი

14 ნოემბერი 2018, 15:59

მსოფლიო

ინდოეთში მაიმუნმა ბავშვი მოკლა

ქალის კივილზე მეზობლები მივიდნენ და მაიმუნს ქვების სროლა დაუწყეს. ცხოველმა ბავშვი მეზობელი სახლის სახურავზე დატოვა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერდა. ტელეარხის ცნობით, მაიმუნმა ბავშვი დაკბინა.

ბიუჯეტი

14 ნოემბერი 2018, 15:47

ეკონომიკა

2019 წლიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსება 107 მილიონით გაიზრდება

პარლამეტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ 2019 წლის ბიუჯეტის იმ მთავარ ღონისძიებებზე ისაუბრა, რაც მომავალ წელს საქართველოს რეგიონებში განხორციელდება.

ლონდონი

14 ნოემბერი 2018, 15:42

მსოფლიო

ბრიტანელ მუსლიმებს სურთ, რომ ქრისტიანი პაკისტანელი ქალი ლონდონმა შეიფაროს

ხელმომწერებს შორის არიან პარლამენტის 15 წევრი და სამი იმამი. ბიბი, რომელმაც რვა წელი დაჰყო პაკისტანის ციხეში სიკვდილით დასჯის მოლოდინში, გასულ კვირაში გაათავისუფლეს. მანამდე პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა განაჩენი, რასაც მოჰყვა ისლამისტების ძალადობრივი საპროტესტო აქციები ბიბის სიკვდილით დასჯის მოთხოვნით.

პოლიცია

14 ნოემბერი 2018, 15:32

ძალოვნები

ზესტაფონში ე.წ სტაიანშიკმა კოლეგა ფულის გამო მოკლა

"საშინელება დავინახე, ფულს ვერ იყოფდნენ და უცებ რკინა აიღო და თავში ჩაარტყა. საწყალი ადგილზე დაიღუპა,"- აცხადებს თვითმხილეველი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

გიორგი მიქაუტაძე

14 ნოემბერი 2018, 15:30

საქართველო

მოსამართლის წარმოებაში არსებული საქმეების რაოდენობა 4-ჯერ შემცირდა

გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, სპეციალიზაციაში განიხილება იურიდიული პირების რეგისტრაცია-მართვასთან დაკავშირებული სანივთო-სამართლებრივი და სამეწარმეო-სამართლებრივი დავები. ასევე ისეთ დავები, რომლის სარჩელის ფასი აღემატება 500 ათას ლარს.

საბანკო რეგულაციები

14 ნოემბერი 2018, 15:23

ეკონომიკა

საბანკო რეგულაციების ამოქმედება მეორედ გადაიდო

ახალი რეგულაციები, რომელიც კომერციული ბანკებისთვის 15 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადაიდო და მთლიანი საფინანსო სექტორისთვის მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. შეზღუდვები, მხოლოდ საბანკო სექტორზე ვრცელდებოდა. მიღებული გადაწყვეტილებით კი, ისინი არასაბანკო ორგანიზაციების რეგულაციებთან ერთად, მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

14 ნოემბერი 2018, 15:14

საქართველო

კახა კალაძე: ვერ ვხედავ პრობლემას, რომ არჩევნები სამუშაო დღეს გაიმართოს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 13:00 საათზე დანიშნული სხდომა 19:00 საათამდე გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე ცესკოს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღზე შეჯერებაა.

ია მეტრეველი

14 ნოემბერი 2018, 15:03

საქართველო

ია მეტრეველი: სააკაშვილის ხელისუფლება შვილმკვდარ მშობლებს არ აპატიებდა იმას, როგორც სარალიძე იქცევა

"სახელმწიფო თავის პოლიციელს ვერ იცავს. და აგერ ადამიანი, პოლიციელი ტვინის შერყევით საავადმყოფოში წევს. ეს როგორ შეიძლება?კიდევ ვიმეორებ, სარალიძისთვის სახელმწიფოს არ მოუკლავს შვილი, საუბედუროდ ბავშვი ქუჩურ გარჩევებში მოკვდა, ბავშვებმა მოუკლეს შვილი და ჩვენ პირდაპირ სახელმწიფომ დაგვიხვრია შვილები“, – განაცხადაია მეტრეველმა.

გრიგოლ ვაშაძე რუსეთის აგენტი

14 ნოემბერი 2018, 14:56

საქართველო

თელავში გამოჩნდა პლაკატები, რომლებზეც პუტინს გრიგოლ ვაშაძე ხელში უჭირავს. ფოტოკოლაჟი

თელავში "ევროპული საქართველოს" საარჩევნო პლაკატებს ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით სტიკერები გადააკრეს. ზოგიერთ ფოტოზე კი პუტინს "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უჭირავს ხელში.

მიგრანტები

14 ნოემბერი 2018, 14:45

მსოფლიო

მიგრანტების ქარავანი აშშ-ის საზღვარს მიუახლოვდა

მიგრანტების მრავალათასიანი ქარავანის პირველი ჯგუფი აშშ-ის საზღვართან ახლოს მექსიკის ქალაქ ტიხუანაში ჩავიდა. დაახლოებით 350 ადამიანი, რომელთა უმრავლესობა ჰონდურასის მოქალაქეა, ქალაქში 10 სატვირთო ავტომობილით ჩავიდა.

მეგა მილიონი

14 ნოემბერი 2018, 14:43

ტაბლოიდი

ამერიკულ ლატარიაში $1.6 მილიარდიანი მოგებიანი ბილეთის მფლობელი ჯერაც არ გამოჩენილა

აშშ-ში ლატარია „მეგა მილიონის“ ჯეკპოტის გათამაშებიდან სამი კვირის შემდეგ, მომგებიანი ბილეთის მფლობელი ჯერ არ გამოჩენილა. ლატარიის კომპანიის ინფორმაციით, ბილეთი სამხრეთ კაროლინაში, ქალაქ სიმპსონვილში გაიყიდა. გამარჯვებულს კომპანიაში გამოსაცხადებლად ვადა 2019 წლის 21 აპრილამდე აქვს. თუ ამ დროის განმავლობაში ის არ გამოჩნდება, თანხას ვეღარ მიიღებს.

ჟან კლოდ იუნკერი

14 ნოემბერი 2018, 14:37

საქართველო

მამუკა ბახტაძესა და ჟან კლოდ იუნკერს შორის ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება

ნატალია საბანაძის განცხადებით, მაღალი დონის შეხვედრას ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი უხელმძღვანელებს, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი კი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იქნება. საბანაძის თქმით, ეს შეხვედრა "უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც პირველად ხდება".

მარიამ ჯაში

14 ნოემბერი 2018, 14:28

საქართველო

ჯაში: რეალურია, რომ 2020 წლისთვის საქართველომ C ჰეპატიტის პრობლემა აღმოფხვრას

"ყველაზე პესიმისტურ სცენარშიც კი, საქართველო მსოფლიოში იქნება ყველაზე ახლოს ელიმინაციის ამოცანასთან. მსოფლიო საზოგადოება, სამედიცინო და ჯანდაცვის საზოგადოება გლობალური მასშტაბით უყურებს საქართველოს მაგალითს და ვფიქრობ, წარმატება გარდაუვალია“, – განაცხადა დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა.

ჯავად ნასრულა

14 ნოემბერი 2018, 14:14

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ჰეზბოლას“ ლიდერის შვილი ტერორისტად აღიარა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრულას ვაჟი, ჯავად ნასრულა ტერორისტთა სიაში შეიყვანა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ის 2016 წელს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირზე, ისრაელის წინააღმდეგ, ტერორისტული აქტების მომზადებაში მონაწილეობდა.

მამუკა ბახტაძე

14 ნოემბერი 2018, 14:13

საქართველო

მამუკა ბახტაძე: ევროპარლამენტარებმა გაგვაფრთხილეს, რომ პრეზიდენტად საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგი გამართა, რომელზე ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიშის კენჭისყრასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. მან ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს ევროპარლამენტარების მიერ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესების შეფასებებზე.

14 ნოემბერი 2018, 14:04

საქართველო

კონკურსზე „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე“ 16 ქართველი მეზღვაურია წარდგენილი

დაჯილდოების ცერემონია ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სათაო ოფისში 2018 წლის 6 დეკემბერს გაიმართება. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO), ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მეზღვაურებს ყოველწლიურად აჯილდოებს.

ზიკას ვირუსი

14 ნოემბერი 2018, 14:00

მსოფლიო

ინდოეთში ზიკას ვირუსით 100-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ინდოეთში ზიკას ვირუსით 109 ადამიანი დაინფიცირდა. ინფიცირების შემთხვევები მადჰაია-პრადეშის შტატში გამოვლინდა. პაციენტთა შორის 34 ფეხმძიმე ქალია. ბოლო 2 დღის განმავლობაში ვირუსმა 2 ადამიანი იმსხვერპლა. ფატალური ვირუსის გამავრცელებლები კოღოები არიან. ზიკას ვირუსი განსაკუთრებულ საფრთხეს ფეხმძიმე ქალებისთვის წარმოადგენს, რადგანაც ის ნაყოფში მიკროცეფალიას იწვევს.