imedi /  12 ივლისი 2018, 09:02 / სანდო წყარო

მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. როგორც ბახტაძემ განაცხადა, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ბატიაშვილი.

ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია ივანე მაჭავარიანი, რომელიც წლების განმავლობაში კომპანია "ჯეოსელში" მუშაობდა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს დაიკავეს გიორგი ქობულია. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იბარებს დავით ზალკალიანი. ზალკალიანი აქამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის მოადგილე იყო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი კი კახა კახიშვილია, რომელიც მანამდე სასჯელაღსრულებას ხელმძღვანელობდა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, კახიშვილი მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო, რომელმაც ფუნდამენტური რეფორმები გაატარა სასჯელაღსრულების სისტემაში.

დანარჩენი 7 უწყების ხელმძღვანელი უცვლელი რჩება:

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;

იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;

თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.

მინისტრობის კანდიდატებს და პრემიერმინისტრს დეპუტატები 13 ივლისიდან მოუსმენენ. მთავრობას ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. 

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები მესამე მოსმენით 5 ივლისს დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, 14 სამინისტრო 11-მდე შემცირდა.

მამუკა ბახტაძე 14 ივნისს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა.

მამუკა ბახტაძე

კომენტარები ()

ყველა სიახლე

პარკირება

19 ოქტომბერი 2018, 10:56

საქართველო

ის ქუჩები დასახელდა, სადაც პარკირების საათობრივი გადასახადი დაწესდება

ამავე ცნობით, ძველ თბილისში საათობრივი პარკირება საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, მოიცავს ყველა ახლომდებარე ქუჩას ზაარბრიუკენის მოედნამდე და ამაღლების ქუჩამდე. რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, საათობრივი პარკირება დაწესდება შარტავას, კოსტავას, პეკინის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებზე.

19 ოქტომბერი 2018, 10:46

მსოფლიო

თურქეთში მეჩეთის მრევლი 37 წლის განმავლობაში არასწორი მიმართულებით ლოცულობდა

თურქეთის პროვინცია იალოვის მეჩეთი მექის საპირისპიროდ იდგა. 37 წლის განმავლობაში, მუსლიმებმა ეს ვერ შენიშნეს და არასწორი მიმართულებით ლოცულობდნენ. ამის შესახებ გაზეთი Daily Sabah-ი წერს.

19 ოქტომბერი 2018, 10:43

ვიდეო

აშშ უახლოეს მომავალში უნივერსალური საფოსტო კავშირის დატოვებას გეგმავს

19 ოქტომბერი 2018, 10:41

ვიდეო

MIT-ის მკვლევარების მიერ შექმნილი რობოტი კანის დაავადებების გამოვლენას ემსახურება

19 ოქტომბერი 2018, 10:38

სპორტი

UEFA საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალ პროექტს ეხმიანება

29 სექტემბერს, მასობრივი ფეხბურთის კვირეული გაიმართა. ამ პროქტის ფარგლებში, ბათუმში, ბულვარში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი შედგა. ფესტივალში 40 ბავშვი მონაწილეობდა, რომელთაც ფეხბურთის ფედერაციამ მაისურები და ბურთები, ხოლო გუნდებს – ასევე ბურთები და სავარჯიშო ეკიპირება გადასცა.

19 ოქტომბერი 2018, 10:35

ვიდეო

გაზის მარაგები საქართველოში

კურტ ვოლკერი

19 ოქტომბერი 2018, 10:25

მსოფლიო

კურტ ვოლკერი: აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ყოველ ორ თვეში გააძლიერებს

დონბასის კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას პერიოდულად გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა განაცხადა.

19 ოქტომბერი 2018, 10:24

ვიდეო

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ხობის მოსახლეობას შეხვდა

ჰაკათონი

19 ოქტომბერი 2018, 10:24

ტექნოლოგიები

ჰაკატური თბილისსა და საქართველოს 9 რეგიონში ერთდროულად გაიმართება

,,ჰაკატური“ტურისტული ტექნოლოგიების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა, რომელიც სამ დღის განმავლობაში გაგრძელდება. მისი მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

ტექინსპექტირება

19 ოქტომბერი 2018, 10:17

ძალოვნები

10 ცენტრი ავტომობილების ტექდათვალიერების ყალბ მოწმობებს გასცემდა

"თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები,"- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

19 ოქტომბერი 2018, 10:13

კულტურა

ჯარისკაცები ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ

ჯარისკაცებმა სხვადასხვა ექსპოზიცია დაათვალიერეს, მათ შორის, მუზეუმში დაცული ოქროს ფონდი, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი და ქართული იარაღ-საჭურველის გამოფენა. ჯარისკაცების ეროვნულ მუზეუმში სტუმრობა მიზნად ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს.

19 ოქტომბერი 2018, 10:12

ვიდეო

ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, თბილისში ეხმაურებიან

19 ოქტომბერი 2018, 10:09

ვიდეო

მირზა სუბელიანი გვიან ღამით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა

19 ოქტომბერი 2018, 10:06

ძალოვნები

საქართველოს თავდაცვის კოდექსის პროექტი დიპლომატიურმა კორპუსმა განიხილა

ნუკრი გელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კანონმდებლობა, რომელიც თავდაცვის სფეროს არეგულირებს, ძირითადად 1990-იან წლებშია მიღებული და შესაბამისად, ადეკვატურად ვერ ასახავს რეალობას, გარკვეული საკითხები კი, მოწესრიგებული იყო კანონქვემდებარე აქტებით.

19 ოქტომბერი 2018, 10:00

ვიდეო

სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნაში ნათქვამია, რომ ჩანაწერები ავთენტიკურია

19 ოქტომბერი 2018, 09:59

ეკონომიკა

ჩინეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ექსპერტთა ჯგუფის შექმნას სთხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული დამატებითი გადასახადით უკმაყოფილო ჩინეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას მიმართავს და ექსპერტთა ჯგუფის შექმნას ითხოვს. ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება ჩინეთის კომერციის მინისტრმა გააკეთა.

19 ოქტომბერი 2018, 09:38

ტაბლოიდი

ბრიტანეთში ქვრივი კაცებისთვის ცოლის სახის მქონე სექს-თოჯინებს შექმნიან

ერთ-ერთი ყველაზე პირველი სექს-სათამაშოების სერვისის მფლობელმა განაცხადა, რომ ქვრივებისთვის შექმნის ისეთ თოჯინებს, რომლებიც მათ გარდაცვლილ ცოლებს დაემსგავსებიან. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.

19 ოქტომბერი 2018, 09:28

მსოფლიო

კიბერთავდასხმების გამო ევროკავშირი რუსეთს სანქციებს დაუწესებს

ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება სურთ. ეს საკითხი ევროლიდერებმა 17- და 18 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ სამიტზე განიხილეს.

19 ოქტომბერი 2018, 09:17

კულტურა

ტრამპს და მის გუნდს ლოს-ანჯელესში გამოფენა „საშინელებათა კაბინეტი“ მიუძღვნეს

ამერიკელმა ქუჩის მხატვრებმა, დონალდ ტრამპისა და მისი გუნდის მიმართ პროტესტი ორიგინალური ფორმით გამოხატეს. „საშინელებათა კაბინეტი“ - ასე ქვია გამოფენას, რომელიც ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ გალერეაში გაიხსნა.

19 ოქტომბერი 2018, 09:14

მსოფლიო

ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან მექსიკის საზღვარს მიგრანტების ქარავანი მიადგა

მიგრანტების ორი ქარავანი, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანია, ამ დროისთვის მექსიკის მიმართულებით, გვატემალის ტერიტორიაზე იმყოფება, საბოლოო დანიშნულების პუნქტს კი აშშ წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.