კვლევა: საქართველოში 2-დან 14 წლამდე ბავშვების 20%-ზე მეტს ოჯახში სცემენ
ფოტო: shutterstock.com
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საქართველოში 2-დან 14 წლამდე ბავშვების 20%-ზე მეტს სცემენ და ამას უმეტესად მამები აკეთებენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ანგარიშის თანახმად, ყველაზე გავრცელებული ფორმა ფსიქოლოგიური ძალადობაა, რაც ბავშვის დაშინებაში, ოჯახის წევრების მხრიდან მუდმივ კრიტიკაში, აგრესიულ დამოკიდებულებასა და მისი ინტერესების იგნორირებაში გამოიხატება. ეს ქმედებები კი იმისა წინაპირობაა, რომ ბავშვს ჰქონდეს დაბალი თვითშეფასება და დაკარგოს დამოუკიდებლობა.
რაც შეეხება ძალადობას სკოლებში, გამოკითხული ბავშვების 25% მიუთითებს, რომ ძალადობის მსხვერპლი გამხდარა, ან მის მეგობარზე იძალადეს.
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამების ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ამბობს, რომ ''გაეროს ბავშვთა ფონდის'' 2013 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობა სოციალური ნორმაა და ეს ძალიან მძიმე შედეგებს გვაძლევს.
"საქართველოში ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალადობა არის სოციალური ნორმა. კვლევამ გვაჩვენა, რომ მოქალაქეების ნახევარი დასაშვებად მიიჩნევს ფიზიკური დასჯის გამოყენებას. მოქალაქეების 60% სწორედ მკაცრ, ავტორიტარულ სტილს იყენებს ბავშვების აღზრდისას. საგანმანათლებლო დაწესებულებებში კი, მასწავლებელთა უმრავლესობა ძალადობრივ მეთოდებს იყენებს კლასის მართვისას. სამწუხაროდ, პედაგოგები ვერ მიჯნავენ ერთმანეთისგან დისციპლინას და ძალადობრივი აღზრდის მეთოდებს. შესაბამისად ჩვენ ვიღებთ ისეთ გარემოს, სადაც ბავშვებზე სისტემატურად ძალადობენ" - ამბობს მაია ქურციკიძე.
რა მეთოდებს იყენებენ მშობლები ყველაზე ხშირად ბავშვებზე ძალადობის დროს? გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის ინფორმაციით, ყველაზე ხშირია დარტყმა, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი გამოთქმები და მიმართვები.
"ბავშვის იგნორირება და მისი ინტერესების უგულებელყოფა ეს არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება საქართველოში. მშობლები ცდილობენ, რომ დათრგუნონ ბავშვები, მათი მოსაზრებები და მისწრაფებები. მშობლების უმრავლესობა თვლის, რომ უკეთ იციან რა სურთ მათ შვილებს. მშობლები, ხშირად აღიქვამენ ბავშვებს საკუთრებად და არა ინდივიდებად, რომლებსაც აქვთ საკუთარი შეხედულებები, სურვილები, მისწრაფებები და ინტერესები, რომელიც განსხვავდება მშობლების სურვილებისგან. გაეროს ბავშვთა ფონდის მიზანია შეიცვალოს სოციალური ნორმა და ბავშვის ცემა და მისი მკაცრად აღზრდა არ იყოს ჩვეულებრივი მოვლენა, რომ საზოგადოებამ დაარქმევს სახელი და თქვას, რომ ბავშვის აღზრდის ეს ფორმები არის ძალადობა. მხოლოდ ამის შემდეგ დადგება მეორე ეტაპი, სადაც დავიწყებთ მსჯელობას და გაჩნდება ბავშვების აღზრდის ძალადობრივი მეთოდის ალტერნატიული ფორმა",- ამბობს ის.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კვლევაში გამოიკვეთა, საზოგადოების მინიმალური ჩართულობაა ბავშვთა ძალადობის აღმოფხვრის კუთხით.
"დღეს არსებობს მექანიზმი, რომლითაც სახელმწიფო რეაგირებს ბავშთა ძალადობის ფაქტზე. ძალადობისგან ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურა, ავალდებულებს ყველა პროფესიონალს შეატყობინოს სახელმწიფოს ბავშვზე ძალადობის ფაქტის შესახებ. კვლევებმა აჩვენა, რომ პროფესიონალების დიდი ნაწილი არ აკეთებენ ამას, არ ატყობინებენ სახელმწიფოს ძალადობის შესახებ, რადგან თვლიან, რომ ეს სხვისი ოჯახის საქმეში ჩარევაა. ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებაში დისკუსია და დიალოგი გაიხსნას ამ თემაზე. დიალოგი შედგეს მშობლებთან, ბავშვებთან, პედაგოგებთან და სხვადასხვა თემებთან" - ამბობს ქურციკიძე.
ყველა სიახლე
12 აპრილი 2026, 23:39
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას
არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ხმების დათვლა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.
12 აპრილი 2026, 23:30
კულტურა
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ქართული სტენდი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. დელეგაცია ლონდონის წიგნის ბაზრობიდან სამშობლოში ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.
12 აპრილი 2026, 23:07
სპორტი
ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.
12 აპრილი 2026, 22:55
სპორტი
მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია
პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
12 აპრილი 2026, 22:49
პოლიტიკა
მძიმე წარსულის აჩრდილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
თარიღი, რომელიც საერთო ტკივილთან და საერთო გამარჯვებასთან ასოცირდება, რადიკალებმა ისევ და ისევ სიძულვილისთვის, ძალადობისთვის გამოიყენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული დღე მათთვის მხოლოდ საბაბია მორიგი უნიჭო სპექტაკლის მოსაწყობად.
12 აპრილი 2026, 22:30
პოლიტიკა
მშვიდობა ქაოსის წინააღმდეგ - ილჰამ ალიევის ისტორიული ვიზიტის დეტალები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობისას.
12 აპრილი 2026, 22:15
პოლიტიკა
ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რა პერსპექტივა აქვს დიალოგს. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. ის, რომ დიპლომატია ძალის პოლიტიკამ სრულად ჩაანაცვლა, პაკისტანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
12 აპრილი 2026, 22:04
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული
ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
12 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
გადამწყვეტი არჩევნები უნგრეთში. „იმედი“ ბუდაპეშტიდან
უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი - ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება, ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად.
12 აპრილი 2026, 21:38
საზოგადოება
რა ძალა აქვს ამბიონიდან ნათქვამ სიბრძნეს - პატრიარქის ქადაგებები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირა“ ამ სპეციალურ რეპორტაჟში მოგითხრობთ ამბებს უწმინდესის განვლილი გზიდან, მძიმე ჯვარზე, რომლის ტარება ძალიან რთული იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ილია მეორემ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპრების ხსოვნისთვის, მომავალი თაობებისთვის შეუჩერებლად ატარა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა და სირთულეებისა.
12 აპრილი 2026, 21:29
მსოფლიო
ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე
მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.
12 აპრილი 2026, 21:25
საზოგადოება
წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირამ“ საქართველოში წითელ ტერორსა და აკრძალულ რწმენაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში - მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.
12 აპრილი 2026, 21:25
მსოფლიო
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.
12 აპრილი 2026, 21:15
საზოგადოება
მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე
„იმედის კვირამ“ გაიხსენა უწმინდესის ბრძნული შეგონება, რომლითაც ილია მეორემ დაასრულა უკანასკნელი, 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე - „მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა“.
12 აპრილი 2026, 21:02
საზოგადოება
უცნობი ისტორიები უწმინდესზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ადამიანი, რომელმაც თავს ვერ მისცა იმის უფლება, რომ პატრიარქთან ერთად ფოტო გადაეღო, ისტორიული კადრის ავტორი აღმოჩნდა, იმ კადრის, რომელიც თბილისსა და რეგიონებშია გამოფენილი.
12 აპრილი 2026, 20:33
საზოგადოება
ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო
2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.
12 აპრილი 2026, 20:30
საზოგადოება
დღესასწაულთა დღესასწაული. „იმედის კვირა“ წმინდა მიწაზე
მთელი ქრისტიანული სამყარო სუნთქვაშეკრული უყურებდა იერუსალიმის აღდგომის ტაძარს, ადგილს, სადაც ზეციური ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვების შემდეგ გადმოდის.
12 აპრილი 2026, 18:52
სპორტი
ნინო ქორიძე ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ნინო ქორიძე ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, - ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
12 აპრილი 2026, 18:51
სპორტი
კარატისტმა ლიზი ზვიადაურმა პრემიერ ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჩინეთის ქალაქ ლეშანში სპორტულ კარატეში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი პრემიერ ლიგა გაიმართა. ქართველმა სპორტსმენმა ლიზი ზვიადაურმა (-55 კგ) კუმიტეში თურქი ზუმრა რეზანი ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
12 აპრილი 2026, 18:15
მსოფლიო
ტრამპმა ჰორმუზის სრუტის საზღვაო ბლოკადის დაწყება გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები „დაიწყებენ ყველა იმ გემის ბლოკირებას, გამონაკლისის გარეშე, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან იქიდან გამოსვლას შეეცდებიან“.


