imedi /  20 ივლისი 2018, 20:20 / სანდო წყარო

მარგველაშვილმა განმარტა, რატომ არ უნდა ჯერ იმის თქმა, იყრის თუ არა კენჭს პრეზიდენტად

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემ მონაწილეობაზე პასუხის გაუცემლობით ვეხმარები როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოების წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრა პროექტის „დამოუკიდებლობიდან - თავისუფლებამდე“ ფარგლებში იმართება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„დღეს მთავარი კითხვის ნიშანია, მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. ვიდრე ამ კითხვას შეინარჩუნებ, მანამდე ხარ აქტუალური. პასუხის არგაცემით მე დიდ სამსახურს ვუწევ ქართულ პოლიტიკურ ელიტას. რატომ არ ასახელებს „ქართული ოცნება“ კანდიდატს - იმიტომ, რომ არ იციან, როგორი კანდიდატი დაასახელონ. მათ აწყობთ, ჩემგან მოისმინონ, რომ არ ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას, ასეთ შემთხვევაში ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ. რატომ? იმიტომ, რომ რაც უფრო სუსტი, რბილი იქნება კანდიდატი, ის არავის არ შეეპასუხება, თუ საერთოდ მოახერხებს რამეს, პარტიის დიდებით იქნება დაკავებული. შეიძლება ისეთ შეარჩიონ, რომ ესეც ვერ მოახერხოს. ასეთ კანდიდატის დაყენება უნდათ, მაგრამ თუ მე ვმონაწილეობ არჩევნებში, ასეთ კანდიდატს ვერ დააყენებენ. ღირსეული უნდა დააყენონ, რომ მე დამიპირისპირდეს. მე მელოდებიან და ვეხმარები, რომ ცუდი კანდიდატი კი არ დააყენონ, ღირსეული იპოვონ თავის რიგებში, ისეთი, როგორიც მოიგებს თუ წააგებს, ღირსებით იქნება სავსე”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 დაახლოებით მსგავსი შინაარსის განცხადება პრეზიდენტმა 14 ივლისს გააკეთა. მან თქვა, რომ ჯერ კარგად შეხედავს რას იზამს „ქართული ოცნება“ და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანება და პრეზიდენტად მისი კანდიდატურის წამოყენება „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა შესთავაზა. მათ დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვა, რომ მარგველაშვილი კონკრეტულ პასუხს 1 აგვისტომდე იტყვის და თუ ის უარს განაცხადებს შეთავაზებაზე, მაშინ უსუფაშვილი იქნება პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი.

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლის არჩევნების შედეგად გახდა. ის „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

სომხეთის ჯარი

16 დეკემბერი 2018, 18:36

მსოფლიო

სომხეთი ჯარის განვითარებისთვის $2,5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

სომხეთის ხელისუფლება უახლოეს 5 წელიწადში ჯარის განვითარებისთვის 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

შერიფ შექათის მშობლები

16 დეკემბერი 2018, 18:23

მსოფლიო

შერიფ შექათის მშობლები სტრასბურგში თავდასხმის დროს დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებენ

ტერორისტის მამა ამბობს, რომ მან არ იცოდა შვილის განზრახვების შესახებ, თორემ პოლიციას შეატყობინებდა. თავდამსხმელის დედა კი აცხადებს, რომ ის შოკირებული იყო, როცა შეიტყო მისი შვილის ქმედების შესახებ.

ალექსანდრ ვუჩიჩი

16 დეკემბერი 2018, 18:10

მსოფლიო

ბელგრადში 10000-მდე დემონსტრანტმა ალექსანდრ ვუჩიჩის პოლიტიკა გააპროტესტა

გამოცემის ცნობით, აქციაში, რომელზეც ისმოდა ლოზუნგი "ქურდი ვუჩიჩი", "შეაჩერე სისხლიანი მაისურები!", ბელგრადის მერიც კი მონაწილეობდა. დემონსტრანტებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან და სახელმწიფო ტელევიზია RTS-თან მარშითა და ლოზუგნების ყვირილით ჩაიარეს.

ლაშა ჟვანია

16 დეკემბერი 2018, 18:07

საქართველო

ლაშა ჟვანია: ზურაბიშვილი საინაუგურაციო სიტყვაზე ორი კვირის განმავლობაში თავად მუშაობდა

ჟვანია სავარაუდოდ ხვალ მიმართავს პატრიარქს, რათა მან საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვოს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოფიციალურად შეუდგეს მუშაობას. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციასა და ბიბლიაზე ფიცი უკვე დადო.

დიმიტრი გაბუნია

16 დეკემბერი 2018, 18:02

საქართველო

დიმიტრი გაბუნია: სალომე ზურაბიშვილი გუნდს მომავალ კვირაში წარადგენს

დიმიტრი გაბუნია ადასტურებს, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად მის დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ მან თელავში ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი საკუთარ გუნდს მომავალ კვირაში წარადგენს.

ფეთჰულა გიულენი

16 დეკემბერი 2018, 17:55

მსოფლიო

თურქეთი აცხადებს, რომ ტრამპი გიულენის ექსტრადიციის საკითზე მუშაობს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ოფიციალურ ანკარას ფეთჰულა გიულენის ექსტრადიციას დაჰპირდა, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის ზაფხულში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

მიხეილ სააკაშვილი

16 დეკემბერი 2018, 17:25

საქართველო

სააკაშვილი რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვის მოწოდებით გამოდის

მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე პირდაპირი ეთერის დროს თელავში მიმდინარე ინაუგურაცია შეაფასა, ამასთან ილაპარაკა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების აქციის შესახებ და თქვა, რომ დღევანდელმა დღემ მას 2003 წელი გაახსნეა.

აქციის მონაწილეები

16 დეკემბერი 2018, 17:23

საქართველო

ნაციონალური მოძრაობა გომბორზე აქცია-პერფორმანსს გეგმავს

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა კოლონა გომბორის უღელტეხილისკენ გეგმავს გამგზავრებას, სადაც სავარაუდოდ, გაიმართება აქცია-პერფორმანსი და გაერთიანების ლიდერების მხრიდან გაკეთდება საგანგებო განცხადება.

დავით დარჩიაშვილი

16 დეკემბერი 2018, 17:18

საქართველო

დარჩიაშვილი: აქციები პერმანენტულ სახეს გაზაფხულიდან მიიღებს

სამართალდამცველებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და აგრესიულად განწყობილი მხარდამჭერების მოგერიება გურჯაანში უწევთ, მათ თელავშიც დაუპირისპირდნენ. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა მოინდომეს, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევდა. გზის გადაკეტვის სურვილი კი მას შემდეგ გაუჩნდათ, როცა ინაუგურაციიდან წამოსული სტუმრების ავტომობილები დაინახეს.

გიორგი გახარია

16 დეკემბერი 2018, 17:09

საქართველო

გახარია ომბუდსმენს ახსენებს, რომ ზოგჯერ პოლიციელის და ჟურნალისტის უფლებებსაც სჭირდება დაცვა

საქართველოს ვიცეპრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თელავში, პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. შინაგან საქმეთა მინისტრმა სახალხო დამცველის გამოხმაურების შესახებ დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა.

16 დეკემბერი 2018, 17:06

საქართველო

ქუთაისში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ აქცია გამართა

„ზურაბიშვილი ვერ გახდება ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტი, რადგან მან ხმები ქართველ ხალხს მოპარა. ის ვერ გახდება ჩვენი და იმ ქართველი ჯარისკაცების პრეზიდენტი, ვისაც ომის დაწყებაში ადანაშაულებს“, -განაცხადა აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა შუშანიამ.

აქცია თელავში

16 დეკემბერი 2018, 16:55

საქართველო

თელავში აქციაზე ვითარება გამწვავდა

ნაციონალური მოძრაობა აქციას თელავშიც მართავს. მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას აპროტესტებენ. გარდა იმისა, რომ სამართალდამცველებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და აგრესიულად განწყობილი მხარდამჭერების მოგერიება გურჯაანში უწევთ, მათ თელავშიც დაუპირისპირდნენ.

სალომე ზურაბიშვილი

16 დეკემბერი 2018, 16:53

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდა. ვიდეო

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. სარკოზი საქართველოში მეხუთე პრეზიენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

16 დეკემბერი 2018, 16:47

მსოფლიო

2018 წელს მექსიკიდან აშშ-ში გადასვლის მცდელობისას 260 მიგრანტი დაიღუპა

დაღუპული 260 მიგრანტიდან 117 მექსიკელია, ხოლო დანარჩენი 116 მიგრანტის წარმომავლობა უცნობია. მიგრანტების გარდაცვალების ძირითადი მიზეზი სიცხე და გაუწყლოვნებაა. მათგან 50 მიგრანტი მექსიკასა და აშშ-ს საზღვართან მდებარე მდინარის გადაცურვისას დაიხრჩო.

თეიმურაზ გორჯესტანი

16 დეკემბერი 2018, 16:46

საქართველო

თეიმურაზ გორჯესტანი: დღეს დაგითმეთ დედა

თეიმურაზ გორჯესტანმა წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადება გაიმეორა და თქვა: "როგორც სპორტის სასახლეში გამოსვლისას ვთქვი, დღეს დაგითმეთ დედა, დღეს დედაჩვენი გახდა საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავარსარდალი. ეს არის ჩვენთვის, შვილებისთვის დიდი სიამაყე", - თქვა გორჯესტანმა.

ტყვიის შემცველობა

16 დეკემბერი 2018, 16:29

საქართველო

სამცხე–ჯავახეთში ბავშვებში ტყვიის შემცველობის კვლევაზე მშობლების ნაწილი უარს ამბობს

როგორც საქსტატის ეროვნული სამსახურის ბორჯომის სამმართველოს უფროსი ნათელა გოგოლაძე ამბობს, მშობლები ამბობენ, რომ თუ მათ შვილებს დასჭირდებათ, თავად ჩაუტარებენ ამ გამოკვლევებს.

16 დეკემბერი 2018, 16:18

მსოფლიო

ქალაქ აფრინში ბაზრობაზე დანაღმული ავტომობილი აფეთქდა

ალეპოს პროვინციაში, ქალაქ აფრინის ცენტრში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელეკომპანია ავრცელებს. მედიის ცნობით, აფეთქება ბაზრობის ტერიტორიაზე მოხდა. დაღუპულების შესახებ ცნობა ამ დრომდე არ გავრცელებულა.

გიორგი გახარია

16 დეკემბერი 2018, 16:18

საქართველო

გიორგი გახარია პოლიციელებს მადლობასა და ბოდიშს ერთდროულად უხდის

"მე ვპირდები მათ, რომ ხვალიდან თითოეულ პროვოკაციას სამართლებრივი შეფასება მოჰყვება. ყველა, განურჩევლად მათი სტატუსისა, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული, სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ. ამას ვპირდები მე, პირველ რიგში, ჩემს თანამშრომლებს, ჩემს პოლიციელებს,"- თქვა გახარიამ.

კონსტიტუცია

16 დეკემბერი 2018, 16:16

საქართველო

საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა

კონსტიტუციით უზრუნველყოფილია ყველა ადამიანის თანასწორობა და აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

ირაკლი კობახიძე

16 დეკემბერი 2018, 16:14

საქართველო

კობახიძე: როცა სააკაშვილი წაგებულ ომს ზეიმობდა, სარკოზი რუსული აგრესიის შესაჩერებლად ღამეს ათენებდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი შეაფასა.