სატყეოს უფროსი უარყოფს, რომ პრესაში გავრცელებულ ფოტომასალაზე სარეალიზაციოდ გამზადებული ხე-ტყეა ასახული
მდინარე ენგური
სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსი ერასტი როდონაია დღეს გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით, რომლებზეც ჩანს როგორ მოაქვს მდინარე ენგურს ხე-ტყის მასალა, განმარტებას აკეთებს. მის კომენტარს "ლიბერალი" ავრცელებს.
ერასტი როდონაიას თქმით, ფოტოებზე სარეალიზაციო ხე-ტყე არ არის ასახული.
"ეს ტერიტორია არის ციცხვარი, დასახლებული პუნქტი ხაიშთან. აქ, სადაც წყალდაგუბებაა, ჩადებულია ტროსი ან ჯაჭვი, რომ ნაგავი წყალვარდნილამდე არ მივიდეს, რადგან შეიძლება ტურბინაში გაიჭედოს. ეს წყალსაცავს აქვს გაკეთებული. ეგ ნაგავი, მათ შორის, შესაძლოა მორიც, სახერხე ნამუშევარიც და სხვა ყველაფერიც ისეც მოაქვს ამ მდინარეებს, მაგრამ ბოლო წყალდიდობის დროს მოიმატა.
შეხედეთ ამ ფოტოს ზედაპირს. ის არ არის უსწორმასწორო, ერთ ხაზზეა. ეს გაკეთებულია იმიტომ, რომ ნაგავი არ წავიდეს ქვემოთ. შორიდან საზარელი სურათი ჩანს, კი ბატონო, მაგრამ თუ ახლოს მოიტანთ მაგ კადრს, ნახავთ, რომ შესაძლოა, მორიც იყოს, მთლიანი ხეც იყოს და ზოგადად, სხვა ნაგავიც", - განმარტავს სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსი, ერასტი როდონაია.
დღეს 1tv-მ გაავრცელა ფოტოები, რომლებიც სვანეთში, ივლისის დასაწყისში სტიქიის დროს არის გადაღებული. ფოტოებზე აღბეჭდილია მდინარე ენგური, რომელსაც ხე-ტყის მასალა მიაქვს. გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს მასალა სწორედ უკანონოდ მოპოვებული და გასაყიდად გამზადებული ხე-ტყე იყო. მოგვიანებით მსგავსი ფოტოები imedinews-მა ერთ-ერთი თვითმხილველისგან მოიპოვა.
ჭუბერსა და ხაიშშის დამაკავშირებელ გზაზე ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. საგამოძიებო სამსახური ხე- ტყის უკანონო ჭრის ფაქტების შესასწავლად სოფელში დღეს დილით შევიდა.
5 ივლისს ჭუბერის ხეობაში ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა. მდინარე ნენსკრამ დაანგრია ხიდები და რამდენიმე სახლი.
სტიქიის ზონაში ჩასულმა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაშინ თქვა, რომ ხე-ტყის ჭრის საკითხზე მთავრობის სხდომაზე იმსჯელებდნენ და რეგულაციების გამკაცრება დააანონსა.
ამასთან, დღეს გამართულ ბრიფინგზე ბახტაძენ განაცხადა, რომ მთავრობა შეურიგებელი იქნება ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში. ბახტაძემ ასევე თქვა, რომ ხე-ტყის ჭრა დღგ-სგან თავისუფლდება, რაც მისი თქმით ამ მიმართულებით დაინტერესებას შეამცირებს.
ყველა სიახლე
28 ივლისი 2026, 12:20
მსოფლიო
იაპონიაში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე
სამხრეთ იაპონიაში ცოტა ხნის წინ 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ არიაკესა და იაცუშიროს ზღვების სანაპიროებისთვის ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 12:19
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, ხოლო 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი „კანონიერი ქურდია"
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 12:13
მსოფლიო
გამოკითხვა: ირანთან ომს ამერიკელების მხოლოდ მესამედი უჭერს მხარს, უმეტესობა კი ტრამპის მიზნებს გაურკვევლად მიიჩნევს
სააგენტო Reuters-ის დაკვეთით კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების მხოლოდ მესამედი უჭერს მხარს ირანთან მიმდინარე ომს. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც კონფლიქტი ხუთი თვის წინ დაიწყო.
28 ივლისი 2026, 12:04
რეგიონი
იმერეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პრეზენტაცია ჩატარდა
ქუთაისში იმერეთის მხარის ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობი წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს სოფლის განვითარების სააგენტომ „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარუდგინა.
28 ივლისი 2026, 11:42
კულტურა
„ოდისეას“ მეკობრული ვერსია ინტერნეტში მოხვდა
კრისტოფერ ნოლანის „ოდისეა“ ინტერნეტში აიტვირთა - სრული ფილმი HD-ხარისხში სოციალურ ქსელ X-ში გამოჩნდა და სულ რაღაც 2,5 საათში 2 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. საავტორო უფლებების მფლობელების საჩივრის შემდეგ პოსტი წაშალეს, ხოლო ანგარიში, რომელმაც ფილმი განათავსა, დაბლოკეს. მომდევნო დღეს ქსელში კიდევ ერთი, შედარებით დაბალი ხარისხის ვერსია გამოჩნდა, თუმცა ისიც სწრაფად წაშალეს.
28 ივლისი 2026, 11:36
მსოფლიო
თურქეთის ანტალიის პროვინციაში ტყის ხანძარს ებრძვიან
თურქეთის ანტალიის პროვინციის ქაშის რაიონში, უზუმლუს დასახლებასთან მდებარე ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 11:19
მსოფლიო
BBC: ესპანეთი და საფრანგეთი სიცხის ახალ ტალღას ელოდებიან, ხოლო ტყის ხანძარი უკვე ბორდოს უახლოვდება
ესპანეთი და საფრანგეთი სიცხის ახალ ტალღას ელოდებიან. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს, იუწყება BBC.
28 ივლისი 2026, 11:13
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი: ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სომელიეთა საერთაშორისო გილდიის (ISG) პრეზიდენტს, ჯოზეფ მილერს შეხვდა.
28 ივლისი 2026, 11:01
ტაბლოიდი
ბრიტანეთის ახალი პრემიერი თავის ძაღლს დაუნინგ-სტრიტზე კატა ლარის გამო არ გადაიყვანს 🐱
„არ მგონია, ქვეყანას ჩემთვის მადლობა გადაეხადა, ექსელი აქ რომ მომეყვანა და ლარის ჩვეული მშვიდობა დარღვეულიყო“, - აღნიშნა ბერნემმა.
28 ივლისი 2026, 10:53
საზოგადოება
დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300-მდე ოჯახს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის
იმ ოჯახების სია, რომელთა განსახლების თაობაზე დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ.
28 ივლისი 2026, 10:51
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ ანკარაში ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (Middle East Technical University – METU) მოქმედ პრეზიდენტ ენდერ ჯიეროღლუს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
28 ივლისი 2026, 10:48
ტექნოლოგიები
WSJ: ChatGPT ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის ეტაპობრივ ინსტრუქციებს იძლეოდა
2026 წლის დასაწყისში მომხმარებლები ჩატბოტისგან ვირუსების მოდიფიკაციის, ტოქსიკური ნივთიერებების შექმნისა და პათოგენების გავრცელების გზების გარკვევას ცდილობდნენ. ზოგ შემთხვევაში ხელოვნურმა ინტელექტმა მათ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. ენობრივი მოდელი მომხმარებლებს ეტაპობრივ სახელმძღვანელოებს აძლევდა. OpenAI-ის თანამშრომლებმა გამოცემას განუცხადეს, რომ პასუხები იმდენად მარტივ განმარტებებს შეიცავდა, რომ ისინი სკოლის მოსწავლეებისთვისაც კი გასაგები იყო. ექსპერტებმა მიღებულ მონაცემებს „სახიფათოდ ზუსტი“ უწოდეს.
28 ივლისი 2026, 10:45
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და უკვე განხორციელებული პროექტები დაათვალიერა.
28 ივლისი 2026, 10:45
მსოფლიო
ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
28 ივლისი 2026, 10:40
ჯანდაცვა
საქართველო ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარების ეტაპზეა
საქართველო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის პროცესის ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 10:40
ტექნოლოგიები
კვლევა: სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება, თუმცა ადამიანები ბოლო წლებს დაავადებებთან ბრძოლაში ატარებენ
„მოსახლეობის უმრავლესობა ახლა ათწლეულს ან მეტს ჯანმრთელობის ცუდ მდგომარეობაში ატარებს“, - განმარტა დოქტორმა ნგმა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ მეტი წელი იხარჯება ქრონიკული დაავადებების მართვაზე, როგორებიცაა წელის ტკივილი, სმენის დაქვეითება, ნევროლოგიური დარღვევები და დიაბეტი.
28 ივლისი 2026, 10:38
რეგიონი
საქართველოდან 160 ტონა პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) შემცველი სახიფათო ნარჩენი საბოლოო განადგურებისთვის ევროპაში გადაიგზავნა
პროექტის „პოლიქლორირებული ბიფენილებისაგან (პქბ) თავისუფალი ელექტრომომარაგება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, დაახლოებით 160 ტონა სახიფათო ნარჩენი უსაფრთხოდ შეიფუთა, დოკუმენტირდა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა ევროპაში ტრანსპორტირებისთვის, სადაც მისი საბოლოო განადგურება ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებით განხორციელდება.
28 ივლისი 2026, 10:32
მსოფლიო
Financial Times: ევროკავშირის სანქციებში შეტანილი გამონაკლისით ფრანგული TotalEnergies რუსული გაზის აზიაში გაყიდვას გააგრძელებს
ფრანგულ კომპანია TotalEnergies შესაძლებლობა ექნება ციმბირში მდებარე თავისი მთავარი პროექტიდან წარმოებული გათხევადებული ბუნებრივი აირი აზიის ბაზრებზე კვლავ გაყიდოს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ევროპულ კომპანიებს რუსული გაზის ბლოკის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტირების გაგრძელების უფლება მისცა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 10:05
მსოფლიო
Financial Times: ირანის სარაკეტო შესაძლებლობების მდგრადობა აშშ-ის ძალებისთვის ახალ გამოწვევად იქცა
Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-ისა და ისრაელის მიერ თებერვლის ბოლოს ირანზე ერთობლივი შეტევის დაწყებიდან მალევე, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ირანის შეტევითი სარაკეტო შესაძლებლობებისა და რაკეტების წარმოების განადგურება იყო.
28 ივლისი 2026, 09:53
მსოფლიო
იტალიელმა მამაკაცმა ყალბი ამფითეატრი ააშენა და 20 წლის განმავლობაში ექსკურსიებს ატარებდა - მას პატიმრობა ემუქრება
იტალიელმა მამაკაცმა ყალბი ამფითეატრი ააშენა და 20 წლის განმავლობაში ექსკურსიებს ატარებდა. ახლა მას პატიმრობა ემუქრება. ის 2 ათწლეული ატყუებდა ტურისტებს, რომ 2005 წელს, მეწყრის შემდეგ, ვიჩენცის პროვინციაში ე.წ. ბერიკოს ზღვის ამფითეატრი აღმოაჩინა. სარეკლამო ბუკლეტებში კი ეწერა, რომ ამფითეატრი ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში იყო აგებული. ისტორიული ძეგლის დათვალიერებას ტურისტებს 40 ევროდ სთავაზობდნენ.


