imedi /  31 ივლისი 2018, 15:22 / სანდო წყარო

თბილისის მერია ტაქსების რეგისტრაციის დეტალებს განმარტავს

1 აგვისტოდან ტაქსების რეგისტრაცია იწყება. ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღება შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და სურს ანაზღაურების სანაცვლოდ მგზავრთა გადაყვანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც მძღოლის სავარძლის გარდა, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი აქვს.

ნებართვის მისაღებად აუცილებელია ელექტრონული განცხადების შევსება ვებგვერდზე, სადაც მოცემულია მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, რომელსაც ავსებს ნებართვის მაძიებელი;

სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, მაძიებელი ავტორიზდება მომხმარებლის სახელის და პაროლის გამოყენებით;

ავტორიზაციის შემდეგ, ნებართვის მაძიებელი მომხმარებლის პირადი მუნიციპალური სივრცის მართვასთან დაკავშირებით ელექტრონულად აწერს ხელს წესებს და პირობებს ID ბართის გამოყენებით, ერთჯერადად (ელექტრონული ხელმოწერა უნდა განხორციელდეს  „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ კანონით დადგენილი წესით, რომელიც 2018 წლის 1 ივლისიდან  ამოქმედდა).

ელექტრონული ხელმოწერის განხორციელების შემდეგ, გააქტიურდება მომხმარებლის პირადი მუნიციპალური სივრცე. ნებართვის მაძიებელი ავტომობილის დამატების ინსტრუმენტით მიუთითებს პირად ან ორგანიზაციის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერს, რის შედეგადაც სასურველი ავტოსატრანსპორტო საშუალება დაემატება მის პირად მუნიციპალურ სივრცეში.

დამატებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ნებართვის მოთხოვნის ინსტრუმენტით, ნებართვის მაძიებელი ქმნის ელექტრონულ განაცხადს  ელექტრონულად აწერს ხელს ID ბართის გამოყენებით.

ნებართვის მაძიებელს ნებართვის მიღება, ასევე, შეუძლია, მესამე პირის, მათ შორის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. ამ შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე პირი, სპეციალური კოდის გენერირების და გაზიარების ინსტრუმენტით ქმნის  უნიკალურ ტაქსის კოდს, რომელსაც  გადასცემს ნებართვის მაძიებელს;

ნებართვის მაძიებელი, რომელსაც უკვე გავლილი აქვს ავტორიზაცია, დამატების ინსტრუმენტით უთითებს მფლობელის მიერ გადაცემულ უნიკალურ ტაქსის კოდს და ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერს, რის შემდეგაც  ავტომობილი აისახება მის პირად სივრცეში და ქმნის ელექტრონულ განაცხადს ნებართვის მოთხოვნით.

ნებართვის მოთხოვნის შემდეგ, მაძიებელი სისტემაში შექმნილი ინვოისის საფუძველზე ნებართვის გაცემის საფასურს იხდის ვებ-გვერდის ონლაინ გადახდის სისტემის ან ფინანსური დაწესებულების გამოყენებით;

თუ სატრანსპორტო საშუალებაზე ნებართვა უკვე გაცემულია, პირს, რომელსაც სურვილი აქვს ამ სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანა, ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდეგ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის თანხმობით, შეუძლია მგზავრთა გადაყვანა განახორციელოს უკვე გაცემული ნებართვის მოქმედების ვადით ნებართვის გაცემის საფასურის გადახდის გარეშე.

ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საფასურის გადახდისთანავე:  ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადასაყვანად, ერთწლიანი ნებართვის მისაღებად, მძღოლი იხდის 100 ლარს. ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში, 50 ლარს. ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა ნებართვის გაცემის საფასურისგან  სრულად თავისუფალია.

სანებართვო მოწმობა, რომელსაც მძღოლი ელექტრონულად მიიღებს, შეიცავს შემდეგ მონაცემებს: მძღოლის ფოტოსურათი; მძღოლის სახელი და გვარი; ნებართვის ნომერი; ნებართვის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; სატრანსპორტო საშუალების მარკა და მოდელი; სწრაფი გამოხმაურების კოდი (QR კოდი).

ნებართვის მფლობელი ვალდებულია ელექტრონულად მიღებული ნებართვა ამობეჭდოს A5 ფორმატის ქაღალდზე და განათავსოს სატრანსპორტო საშუალებაში თვალსაჩინო ადგილას ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი წაკითხვა და გადამოწმება მგზავრის და მაკონტროლებლის მიერ; უზრუნველყოს მომსახურების გაწევა მხოლოდ ნებართვაზე მითითებული მსუბუქი ავტომობილით; მომსახურების გაწევისას სატრანსპორტო საშუალების სახურავის შუა ადგილას დაამაგროს ტაქსის აღმნიშვნელი ყვითელი მანათობელი ნიშანი; სატრანსპორტო საშუალებაში დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა; არ გადაიყვანოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მგზავრთტევადობაზე მეტი მგზავრი;  არ დაუშვას მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხმა ტაქსის მარცხენა მხარეს განლაგებული კარიდან; მგზავრთან შეთანხმების გარეშე არ გადაიყვანოს სხვა მგზავრი; ტაქსის სალონში ან/და საბარგულში დარჩენილი ნივთები ჩააბაროს დაკარგული ნივთების ბიუროში ან შესაბამისი რაიონის პოლიციაში;ხელი შეუწყოს კონტროლის განმახორციელებელ პირს მუშაობაში.

კონტროლის განმახორციელებელი უწყება უფლებამოსილია, წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს და შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ ჯარიმას ან ნებართვის შეჩერებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართონ თბილისის მერიას და  რაიონულ გამგეობებს.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

13 ივნისი 2026, 12:59

პოლიტიკა

კახა კალაძე: როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, კანონის ფარგლებში მკაცრი რეაგირება მოხდება

რანაირად საუბრობენ ეს ადამიანები ეროვნულ ინტერესებზე, როცა ამასთან საერთო არაფერი აქვთ? - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციონერ გიგა ლემონჯავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ის საუბრობს, რომ „ის, რომ რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა“.

13 ივნისი 2026, 12:40

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პროგრამის „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“ ფარგლებში, ტრენინგი ჩატარდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პროგრამის „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“ ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა ტრენინგ-კურსი თემაზე „მეტყველების კულტურა - საჯარო გამოსვლის ხელოვნება“.

ჰარი კეინი

13 ივნისი 2026, 12:24

სპორტი

Daily Mail: ინგლისის საფეხბურთო ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშამდე ხუთი დღით ადრე ბურთები და ბუცები მოჰპარეს

ინგლისის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს აშშ-ში სპორტული ინვენტარი, მათ შორის ბურთები და ბუცები მოჰპარეს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.

13 ივნისი 2026, 12:12

კულტურა

„საქართველო, ზვიადი“ - გაიმართა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენამდე განვლილ გზას ასახავს

„საქართველო, ზვიადი“ - ამ სახელწოდებით მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელიც საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენამდე განვლილ რთულ და წინააღმდეგობებით სავსე გზას ასახავს. მისი მიზანია საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობას თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია გააცნოს.

13 ივნისი 2026, 12:08

კულტურა

რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა პროექტს - „თაობიდან თაობამდე“ უმასპინძლა

პროექტის მიზანი თაობებს შორის კავშირის გაძლიერება და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა. მოეწყო გამოფენა, სცენაზე კი ერთმანეთს ენაცვლებოდა ქართული და თანამედროვე ქორეოგრაფიული ნომრები, ხალხური და საესტრადო სიმღერები და თეატრალიზებული წარმოდგენები.

13 ივნისი 2026, 12:02

საზოგადოება

70 ათასზე მეტი მსმენელი, გრანდიოზული 360-გრადუსიანი სცენა და დაუვიწყარი ემოციებით სავსე, Kanye West-ის შოუ-კონცერტი თბილისში

70 ათასზე მეტი მსმენელი, გრანდიოზული 360-გრადუსიანი სცენა და დაუვიწყარი ემოციებით სავსე შოუ-კონცერტი თბილისში - Starring Georgia-ს 2026 წლის სეზონის ფარგლებში, დინამო არენაზე 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტის, Kanye West-ის ბოლო დროის, ყველაზე გახმაურებული შოუ კონცერტი გაიმართა.

13 ივნისი 2026, 11:54

მსოფლიო

Reuters: არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანისთვის მილიარდობით დოლარის გაყინული ფულის გადასაცემად ემზადება

არაბთა გაერთიანებული საამიროები მილიარდობით გაყინული დოლარის ირანისთვის გადაცემას დათანხმდა. ინფორმაციას Reuters-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

13 ივნისი 2026, 11:45

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების გარშემო განვითარებული მოვლენები სულ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ მრავალწლიანი პოლიტიკური ზეწოლის პრაქტიკა ობიექტურ შეზღუდვებს აწყდება

დღეს საქართველო შუა დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი, ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვანი სატრანზიტო, ენერგეტიკული და ლოჯისტიკური ცენტრი გახდა, ხოლო მისი როლი გლობალურ გეოეკონომიკაში მუდმივად იზრდება. ამიტომაც, ევროკავშირი ვეღარ რისკავს და მას საქართველოს მიმართ არცერთი ახალი სანქციური ან შემზღუდავი გადაწყვეტილება არ მიუღია, - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ბრიუსელში გამართულ ტექნიკურ შეხვედრას, სადაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილებოდა.

13 ივნისი 2026, 11:32

სამართალი

ინფორმაცია, რომელიც „ტვ პირველმა“ გუშინდელ ანონსში დამალა, 23 თებერვალს თავადაც გაავრცელა, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები დააკავეს

ინფორმაცია, რომელიც „ტვ პირველმა“ გუშინდელ ანონსში დამალა, 23 თებერვალს თავადაც გაავრცელა, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები დააკავეს.

13 ივნისი 2026, 11:25

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ჰორმუზის სრუტეში ირანული დრონების ჩამოგდების შესახებ იუწყება

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წუხელ ირანმა რამდენიმე დრონი გაუშვა, რათა ჰორმუზის სრუტეში მყოფ რამდენიმე სავაჭრო გემზე თავდასხმა მოეწყო.

დავით ჩიხელიძე

13 ივნისი 2026, 11:07

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: სისტემური დანაშაული მაშინ არის, როდესაც მსგავსი ფაქტები წახალისებულია, დაფარულია ან მათზე რეაგირება არ ხდება, სახელმწიფომ დანაშაულს ხელი კი არ დააფარა, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა, არამედ გამოიძია და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დასაჯა

ტელეკომპანიის ეთერით ნოდარ მელაძემ გაავრცელა ძველი, 2022 წლის კადრები, ცალკეული შემთხვევა კი მთელ სისტემაზე განაზოგადა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით იმ სამართალდამცველს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულად ემსახურებიან საკუთარ ხალხს და ქვეყანას, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

13 ივნისი 2026, 11:07

ეკონომიკა

ნათია თურნავა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის (ICBC) პრეზიდენტს შეხვდა

შანხაიში გამართული სიპმოზიუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის, Industrial and Commercial Bank of China (ICBC)-ის პრეზიდენტს ლინ ლიაოს შეხვდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

13 ივნისი 2026, 11:00

მსოფლიო

AXIOS: ტრამპისა და ირანის მოსალოდნელი შეთანხმება ნეთანიაჰუსთვის რთული მისაღები იქნება

გამოცემა AXIOS-ის ინფორმაციით, ხუთშაბათს საღამოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს დაურეკა და ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მოსმენაც, სავარაუდოდ, არ სურდა: ტრამპმა უთხრა, რომ ის ირანთან შეთანხმების გაფორმებას რამდენიმე დღეში ელოდება.

13 ივნისი 2026, 10:56

საზოგადოება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში, ფონიჭალის №218 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ქვარა ჩართოლანმა დაათვალიერა.

გიორგი გამსახურდია

13 ივნისი 2026, 10:49

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: არ გამოგივიდათ ნაცებო - ნოდარა მელაძის უკანა ჯიბიდან უკვე გახსნილი და მისჯილი დანაშაული გამოაძვრინეთ, გეგონათ რევოლუციურ ძალას მიცემდით. როგორც მაგაში, ისე ვერაფერში ვერ გამოგვიჭერთ, რადგან ჩვენ პირობებში ძალადობაზე სასჯელია და ყველაფერი სრულდება კანონის ფარგლებში

სააკაშვილის ჯალათები, გაუგონარ ძალადობაზე, მედლებსა და ჯილდოებს იღებდნენ. დღეს, ყოველი გადაცდომა და ძალადობა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დასჯადია და ამისი უამრავი ფაქტი არსებობს, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში და „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში ჩადენილ დანაშაულს, რომელიც გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში და პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

გია აბაშიძე

13 ივნისი 2026, 10:30

პოლიტიკა

გია აბაშიძე: სანამ სამართლებრივი რეაგირება არ იქნება კოლექტიური ნოდარ მელაძეების ბოროტმოქმედულ პროპაგანდაზე, მანამდე არ დაოკდებიან ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ნოდარ მელაძის შაბათის ანონსში გასულ მასალას ეხმიანება და ამბობს, რომ სანამ სამართლებრივი რეაგირება არ იქნება ამ ბოროტმოქმედულ პროპაგანდაზე, მანამდე არ დაოკდებიან ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები.

ლადო სადღობელაშვილი

13 ივნისი 2026, 10:30

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: არსებობს ხელისუფლება, რომელიც მყისიერად რეაგირებს და დამნაშავეს უმკაცრესად სჯის; და არსებობდა რეჟიმი, სადაც მოძალადეები ზემდგომებისგან ჯილდოვდებოდნენ. ამას ჰქვია სისტემური დანაშაული! სწორედ ამ სადისტურ სისტემას შეეწირა „ნაცმოძრაობა“ და ამიტომაც ხელისუფლებაში მობრუნება ვერასდროს ეღირსებათ

ვიღაც იტყვის: რა გამართლება აქვს იმას, რომ დაკავებულების წამება, თურმე, 2022 წელს მოხდაო? პასუხი მარტივია - არანაირი! წამებას გამართლება არ გააჩნია და ადრე თუ გვიან, ყველა მოძალადე კანონის წინაშე აგებს პასუხს - იქნება ეს ფორმიანი თუ უფორმო, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნოდარ მელაძის შაბათის ანონსზე და ამბობს, რომ წამება არ უნდა გადაიზარდოს სისტემურ დანაშაულში.

სოზარ სუბარი

13 ივნისი 2026, 10:27

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მაგრამ ფაქტი ერთია, სააკაშვილი არაა საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მის მიმართ უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის დანაშაული

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, მედიასთან ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ შესაძლო თავმჯდომარესა და განხეთქილებაზე ოპოზიციურ ალიანსში. სუბარმა აღნიშნა, რომ ყოველ ჯერზე „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ ლიდერად „ფსკერს“ სთავაზობს საზოგადოებას და ხაზი გაუსვა, რომ, ზოგადად, სააკაშვილის აქტიურობა პოლიტიკაში ქართული სამართლის დარღვევაა- ის არაა საქართველოს მოქალაქე.

ალექსუს გრინკევიჩი

13 ივნისი 2026, 10:26

მსოფლიო

POLITICO: ნატოს წევრი ქვეყნები ალიანსის უმაღლესი სამხედრო მეთაურისთვის დრონების ჩამოგდების უფლებამოსილების გაფართოებას გეგმავენ

ნატოს წევრი სახელმწიფოები ალიანსის უმაღლესი სამხედრო მეთაურისთვის ალექსუს გრინკევიჩისთვის დრონების ჩამოგდების მიმართულებით უფრო ფართო უფლებამოსილების მინიჭებას აპირებენ. ინფორმაციას POLITICO ორ ნატოელ დიპლომატზე და ალიანსის ერთ-ერთ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

13 ივნისი 2026, 10:20

ეკონომიკა

Qatar Airways-მა საქართველოს სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე ოპერირება დაიწყო

საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარს კიდევ ერთი ოპერატორი შეემატა - კატარის ავიაკომპანია Qatar Airways-მა თბილისში პირველი რეგულარული სატვირთო რეისი შეასრულა.