imedi /  07 სექტემბერი 2018, 12:16 / სანდო წყარო

ანა ნაცვლიშვილი ექსპრეზიდენტისთვის პერსონალური დაცვის გაუქმების საკითხს ეხმაურება

ანა ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს სიცოცხლის ბოლომდე პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება.

„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი ნაბიჯი გადადგმული იმისკენ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები და ზოგადად, ამ ინსტიტუტის როლი შემცირებულიყო და დაკნინებულიყო. ახლა ჩვენ ვხედავთ მორიგ ნაბიჯს, რომლის მიზანია პრეზიდენტის უსაფრთხოება შეიზღუდოს და უსაფრთხოება გარანტირებული იყოს არა კანონით, არამედ დამოკიდებული იყოს მთავრობის ნებაზე. მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვა სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურს ევალება და ეს ვალდებულება გრძელდება მას შემდეგაც, რაც პირის უფლებამოსილება ამოიწურება. ახლა შემოთავაზებულია საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც კანონი კი აღარ იქნება ამ გარანტიის მიმცემი პრეზიდენტისთვის, არამედ ეს უნდა გადაწყვიტოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მთავრობამ. პრეზიდენტი არის ზეპარტიული ფიგურა, ასე ამბობს კონსტიტუცია და ახლა ამ ზეპარტიული პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხი უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკური უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებულმა მთავრობამ. ეს არის სიგნალი და მესიჯი არა მხოლოდ მოქმედი თუ ყოფილი პრეზიდენტებისთვის, არამედ მომავალი პრეზიდენტისთვის“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გავრცელებული ცნობით, უქმდება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით კი, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა, პრეზიდენტს და ასევე, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალური დაცვა სავალდებულო წესით უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ერთი წლის ვადით შეუნარჩუნდებათ.

ამასთან, მთავრობა საკუთარი გადაწყვეტილებით დაადგენს, რა შემთხვევაში შეიძლება გაუგრძელდეთ მათ პერსონალური დაცვა ერთი წლის გასვლის შემდეგ. 

კანონპროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მოამზადა და ის განსახილველად მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

პანკისელი მოსწავლეების გამოფენა

18 დეკემბერი 2018, 21:23

კულტურა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში პანკისელი მოსწავლეების გამოფენა გაიმართა

პანკისის ხეობის მოსწავლეებმა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გამოფენა გამართეს, რომელზეც სტუმრები ადგილობრივ სამზარეულოს, ენას, ჩაცმულობას და ტრადიციული ტანსაცმლის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილ ნამუშევრებს გაეცნენ.

ფოთი

18 დეკემბერი 2018, 21:07

ეკონომიკა

ფოთის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით იზრდება

ფოთში 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელიც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, ნანა ჭანტურიამ წარადგინა. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 943 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტზე 2 004 ათასი ლარით მეტია.

ნიკოლა სარკოზი სალომე ზურაბიშვილი

18 დეკემბერი 2018, 20:41

საქართველო

ელისეს სასახლე: ნიკოლა სარკოზი საქართველოში ემანუელ მაკრონს წარმოადგენდა

„ყოფილი ფრანგი დიპლომატის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია კვირას საზეიმო ვითარებაში გაიმართა. ის ნოემბრის ბოლოს აირჩიეს და საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტია. ცერემონიაზე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ განაგრძობს თავისი კავკასიური ქვეყნის პროდასავლურ კურსს“, - ნათქვამია სტატიაში.

პაატა კალანდაძე

18 დეკემბერი 2018, 20:32

საქართველო

პაატა კალანდაძე: ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირდა

იერუსალიმში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე აცხადებს, რომ ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საქართველოდან საგრძნობლად შემცირებულია, თუმცა ტენდენცია მაინც რჩება. ელჩი გამოსავალს ე.წ. ცირკულარულ მიგრაციაში ხედავს, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.

გიორგი ჩოგოვაძე

18 დეკემბერი 2018, 20:25

კულტურა

ტურიზმის ადმინისტრაციამ საქართველოს შესახებ პუბლიკაციების პრეზენტაცია გამართა

2018 წელს საქართველოს შესახებ პუბლიკაციები ისეთმა ცნობილმა მსოფლიო გამოცემებმა გამოაქვეყნეს, როგორებიც National Geographic-ი, Forbes-ი, The New York Times-ი, The Telegraph-i და Vogue არის. მიმდინარე წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოში ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა და ფოტოგრაფებმა იმოგზაურეს.

სავალუტო ტაბლო რუსეთში

18 დეკემბერი 2018, 20:12

ეკონომიკა

პუტინმა ქუჩის ტაბლოებზე ვალუტის კურსზე ინფორმაციის ჩვენება აკრძალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ვალუტის რეგულირებისა და სავალუტო კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომელთა თანახმად, ქვეყანაში სავალუტო პუნქტების ტაბლოებზე ვალუტის კურსის შესახებ ინფორმაციის ჩვენება აკრძალა.

უკრაინის საზღვაო ძალები

18 დეკემბერი 2018, 20:07

მსოფლიო

უკრაინის მთავრობამ საზღვაო დოქტრინის ახალი რედაქცია დაამტიკიცა

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის განმარტებით, დოკუმენტი გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის საზღვაო პოლიტიკის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ახალი დოქტრინის მიზანი აზოვისა და შავ ზღვაში უკრაინის პოზიციების გაძლიერებაა. 25 ნოემბერს რუსებმა ქერჩის სრუტეში 3 უკრაინული გემი და 24 უკრაინელი მეზღვაური დააპატიმრეს.

თავდაცვის სამინისტრო

18 დეკემბერი 2018, 19:47

ძალოვნები

თავდაცვის სამინისტრო: რეკრუტი ცრუობს, როცა ამბობს, რომ სამხედრო პოლიციას ის არ გამოუკითხავს

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტის განცხადება, თითქოს სამხედრო პოლიციას ის არ გამოუკითხავს, სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

გიორგი ქობულია

18 დეკემბერი 2018, 19:45

ეკონომიკა

ეკონომიკურ ატაშეებს დესპანები ჩაანაცვლებენ

ეკონომიკური ატაშეების ნაცვლად, ახალი პოზიცია, დესპანი იქნება შემოღებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „ელჩების კონფერენცია 2018“-ზე განუცხადა.

მანქანები

18 დეკემბერი 2018, 19:40

ეკონომიკა

საქართველოში საწვავი გაიაფდა

„რომპეტროლის“ ქსელში ერთი ლიტრი ევრო რეგულარის ფასი 2.56 ლარი იყო, დღეს კი 2.49 ლარია. „ვისოლის“ ქსელში ევრო რეგულარის ფასი 2.54-დან 2.49-მდე შემცირდა. „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებში კი, ევრო რეგულარის ღირებულებამ 2.36-დან 2.29 ლარამდე დაიკლო.

ელგუჯა ხოკრიშვილი

18 დეკემბერი 2018, 19:40

საქართველო

საქართველოს ელჩი: გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია

გერმანიაში საქართველოს ელჩის, ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საგრძნობლად არის შემცირებული. ელჩი ამას ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირებს.

პარკები

18 დეკემბერი 2018, 19:35

ეკონომიკა

როგორ კონტროლდება პარკების აკრძალვაზე დაწესებული რეგულაციები. ვიდეო

წარმოებაში, საშუალოდ, ყოველთვიურად 100-დან 120 ტონამდე პლასტიკის პარკებს აწარმოებენ, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. მათი კონტროლი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურს ევალება.

თეუჩეჟ ყატის გამოფენა

18 დეკემბერი 2018, 19:27

კულტურა

საქართველოს ცნობილი ჩერქეზი მხატვარი თეუჩეჟ ყატი სტუმრობს

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის მოწვევით თბილისს თეუჩეჟ ყატი სტუმრობს. ცნობილი ჩერქეზი საზოგადო მოღვაწის და მხატვრის ნამუშევრები საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში განთავსდა. ბიბლიოთეკაში სულ 55 გრაფიკული ნახატია წარმოდგენილი. ნამუშევრები ქართული კლასიკური ლიტერატურის მოტივებზეა შესრულებული.

ლიონელ მესი

18 დეკემბერი 2018, 19:12

სპორტი

ლიონელ მესი „ოქროს ბუცის“ მფლობელია

2017-18 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი გოლისთვის „ბარსელონას“ კაპიტანი „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა. ესპანეთის ჩემპიონატში არგენტინელი სპორტსმენის ანგარიშზე 34 გოლია. ლიონელ მესისთვის ეს მე-5 „ოქრო ბუცი“ არის. „ოქროს ბუცი“ კრიშტიანუ რონალდუს ოთხჯერ აქვს მოგებული.

Ford-ის ძაღლის სახლი

18 დეკემბერი 2018, 19:03

ტექნოლოგიები

Ford-მა გამოიგონა ძაღლის სახლი, რომელიც ფოიერვერკების ხმას ახშობს

უამრავი ძაღლი თუ სხვა შინაური ცხოველი სადღესასწაულო დღეებში ფოიერვერკების ხმას უფრთხის. ამ მხრივ ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან ვიდრე ადამიანები. ძაღლის სახლი ფოიერვერკების ხმას მასზე დამაგრებული მიკროფონების საშუალებით ამოიცნობს, ხმაურის ჩახშობას კი დამცავი პანელებით უზრულველყოფს.

განათლების სამინისტრო

18 დეკემბერი 2018, 18:55

საქართველო

2018 წლის წარჩინებული მოსწავლეები მედლებს, სავარაუდოდ, 2019 წლის იანვარში მიიღებენ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში თქვეს, რომ მედლების დარიგება წელს ვეღარ მოესწრება და 2019 წლის იანვარში გადაიწევს. უწყებაში ამბობენ, რომ მედლების გადასაცემად მოსწავლეებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან.

დამასკო
სირია

18 დეკემბერი 2018, 18:51

მსოფლიო

დამასკოში ომის დაწყების შემდეგ პირველად აანთეს საახალწლო ნაძვის ხე

სირიის დედაქალაქ დამასკოში ომის დაწყების შემდეგ პირველად აანთეს ნაძვის ხე და დაკიდეს საახალწლო განათებები. გასულ წლებში, ქალაქი ავიადარტყმების ქვეშ იყო.

კარლ ჰარცელი

18 დეკემბერი 2018, 18:44

საქართველო

კარლ ჰარცელმა ინაუგურაციის დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ქმედებები შეაფასა

სიტყვის თავისუფლება უნდა რჩებოდეს სიწყნარისა და სიმშვიდის ფარგლებში. ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ განაგრძოს წინსვლა,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის ქმედებების შეფასებისას განაცხადა.

18 დეკემბერი 2018, 18:44

ტექნოლოგიები

ხელოვნურმა ინტელექტმა არარსებული ადამიანების ფოტოები შექმნა

კვლევითმა კომპანია Nvidia-მ, რომელიც სპეციალიზებულია მანქანის სწავლებაზე, აჩვენა ნეირონული ქსელის ოთხწლიანი პროგრესი, - მას უკვე ადამიანების რეალისტური პორტრეტების შექმნა შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Verge-ი ავრცელებს.

ნაძვის ხე

18 დეკემბერი 2018, 18:42

ტაბლოიდი

ზუგდიდში მეხანძრე-მაშველებმა ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს. ფოტო

ზუგდიდის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ოფისში ნაძვის ხე დადგეს. მათ სახანძრო კიბეებით ნაძვის ხის ფორმის კონსტრუქცია ააწყვეს, სამაშველო აღჭურვილობით მორთეს, იატაკზე კი ხანძარსაწინააღმდეგო თეთრი ქაფი დაასხეს.