imedi /  12 სექტემბერი 2018, 12:53 / სანდო წყარო

გახარია: 21 წლამდე ახალგაზრდების კანაფის მოხმარებაში ჩართვა დასჯადი გახდება

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

კანაფის მოხმარებაში 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება,- ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარიას განმარტებით, დასჯადი არ იქნება კანაფის მოხმარება მხოლოდ პირად სივრცეში.

„საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში ყველა სახის კანაფის მოხმარება იქნება დასჯადი, 21 წლამდე ახალგაზრდების მიერ კანაფის მოხმარება ყველა სახის სივრცეში ასევე დასჯადი იქნება. მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალებების მართვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი ხდება. ასევე, 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა კანაფის მოხმარებაში სისხლის სამართლის წესით დაისჯება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ ასევე განაცხადა, რომ კანაფის კულტივაცია არ შექმნის რისკებს და მისი ეფექტური კონტროლი შესაძლებელია.

“ჩვენ ვამბობთ, რომ შსს-ს შეუძლია ეფექტურად განახორციელოს კონტროლი არა მხოლოდ მოხმარებაზე, არამედ კულტივაციაზეც. ის მოძრაობა, რომელიც დღეს არის ევროპაში, გვაძლევს საშუალებას მკაცრად დავარეგულიროთ და მკაცრი რეგულირების ფარგლებში სამედიცინო მიზნებისთის კულტივაციის საკითხი განვიხილოთ, რა თქმა უნდა პარლამენტთან ერთად. ჩვენ აქ ვხედავთ შესაძლებლობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში დავუბრუნდეთ რეგულაციების ეფექტურობის ამაღლებასაც“, - განაცხადა მინისტრმა.

გახარიას თქმით, სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის კულტივაციის ლიცენზირებისთვის სპეციალური სააგენტო შეიქმნება. 

მთავრობის სხდომაზე დღეს მარიხუანის მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი განიხილეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა.

როგორც გუშინ შსს-ში განმარტეს, მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, კანაფის მოყვანა-წარმოების საკითხს. შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას.

კერძოდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო კანაფის ექსპორტიორი გახდება, მისი გასაღება ქვეყანაში ისევ სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი მკაცრ შეზღუდვებს აწესებს. განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამ ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. 

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.

იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.

ყველა სიახლე

24 სექტემბერი 2026, 13:43

რეგიონი

სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთზე მოძრაობა დაგეგმილზე ადრე აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 22 სექტემბრიდან, სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30-კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით გზის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობდა.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2026, 13:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი დგას დიალოგზე, ევროკავშირი დგას სამართლიანობასა და დისკუსიაზე და როდესაც მისი ზოგიერთი ხელმძღვანელი ცდილობს, რომ ინტეგრაციის პროცესი კონფრონტაციის ინსტრუმენტად აქციოს, ეს არასწორია - ლუქსემბურგის ხელისუფლების, პარლამენტის დამოკიდებულება ამ მხრივ ემთხვევა ჩვენს დამოკიდებულებას

ვფიქრობ დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ფაქტია და მგონი, ეს არის ევროპულობა, რომ შეუძლებელია კონფრონტაცია იყოს სწორი გზა, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2026, 13:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი:ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად და მეტად წუხან და ცდილობენ, რომ მათი ხმა უფრო მეტად გაიგონ ევროკავშირის ინსტიტუციებში

ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად და მეტად წუხან და ცდილობენ, რომ მათი ხმა უფრო მეტად გაიგონ ევროკავშირის ინსტიტუციებში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2026, 13:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ისევე როგორც ბრიუსელში, ბელგიის პარლამენტში, ლუქსემბურგშიც ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ერთადერთი სწორი გზა არის სამართლიანი დიალოგის გზა

ისევე როგორც ბრიუსელში, ბელგიის პარლამენტში, აქაც ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, როცა ექნებათ მათ კონტაქტი და შეხება, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ერთადერთი სწორი გზა არის სამართლიანი დიალოგის გზა, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, სადაც ის დელეგაციასთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

24 სექტემბერი 2026, 13:24

მსოფლიო

მოლდოვაში კამერით აღჭურვილი დრონის ნამსხვრევები იპოვეს

მოლდოვის ფლორეშტის რაიონში პოლიციამ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები აღმოაჩინა. ქვეყნის პოლიციის ექსპერტების მონაცემებით, ნაპოვნ აპარატს რუსეთის მიერ გამოყენებული „გერბერას“ მოდელისთვის დამახასიათებელი ტექნიკური პარამეტრები აქვს.

24 სექტემბერი 2026, 13:11

პოლიტიკა

3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა

3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა.

24 სექტემბერი 2026, 12:36

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო რეზერვებისა და საჯარო აქტივების მართვის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ფორუმმა ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო რეზერვებისა და სახელმწიფო აქტივების მართვაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და წამყვანი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ვალერი გელბახიანი

24 სექტემბერი 2026, 12:36

პოლიტიკა

ვალერი გელბახიანი: თვითონ ქოლცენტრის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ელისო კილაძე გვყავდა დაქირავებული, ვუხდიდით ხელფასს, თვეში 5500 დოლარს, რომელსაც ელისო კილაძე ხელფასის სახით ურიგებდა მის ჟურნალისტებს „ქრონიკა+“-ში

ელისო კილაძეს ბრალი ედება თაღლითობაში, ხომ? თაღლითობა ნიშნავს, რომ ვიღაც უნდა მოატყუო და ამ მოტყუების შედეგად ფული უნდა დაისაკუთრო. ერთი ადამიანი ხომ უნდა იყოს ასეთ საქმეში ვინც იტყვის რომ ელისო კილაძემ მომატყუა. ასეთი მოწმე საქმეში არ არის, - ამის შესახებ ელისო კილაძის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

24 სექტემბერი 2026, 12:21

რეგიონი

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს დუბაის ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვან გამოფენაზე აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებს დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად უწევდა პოპულარიზაციას.

24 სექტემბერი 2026, 12:15

საზოგადოება

ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების გამო, 26 სექტემბერს თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყლის მიწოდება შეეზღუდება

„სწორედ ამიტომ, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ კოორდინაციით უზრუნველყო ახალი მილის მოწყობა და 26 სექტემბერს ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს, რათა თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალის უსაფრთხო და უწყვეტი ფუნქციონირება იყოს უზრუნველყოფილი.

24 სექტემბერი 2026, 12:00

რეგიონი

ბექა ვაჭარაძემ ფოთელ სპორტსმენს ალექსანდრე გვასალიას „ზასლავლის თასი 2026“-ის მოპოვება მიულოცა

ფოთელი სპორტსმენი ალექსანდრე გვასალია „ზასლავლის თასი 2026“-ის გამარჯვებულია. წარმატებულ სპორტსმენს მიღწეული შედეგი ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ მიულოცა, - ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

24 სექტემბერი 2026, 11:59

რეგიონი

ხულოში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე, მოადგილე ლუარა დუმბაძე, ხულოს რესურსცენტრის უფროსი რამაზ გელაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

24 სექტემბერი 2026, 11:55

რეგიონი

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ საჯარო სკოლების, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გეგმიური შემოწმება დაიწყო

ბათუმის მერიის ინფორმაციით, საკლასო ოთახებში სპეციალური აპარატით ხორციელდება განათების კოეფიციენტის დადგენა. აგრეთვე სანიტარული კვანძების ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება.

24 სექტემბერი 2026, 11:55

სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავეს.

24 სექტემბერი 2026, 11:52

ეკონომიკა

ღვინის ეროვნული სააგენტო: რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია

„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ინფორმაციით, გადამუშავებული ყურძნიდან, 29 ათასი ტონა საფერავი, 12,4 ათასი ტონა რქაწითელი და დანარჩები სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

24 სექტემბერი 2026, 11:48

საზოგადოება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ და კომიტეტის წევრმა, იმედა ნიკურაძემ სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.

24 სექტემბერი 2026, 11:46

კულტურა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი ბრაზილიაში მიმდინარე ფესტივალში მონაწილეობს

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი ბრაზილიაში მიმდინარე ფესტივალში მონაწილეობს.

24 სექტემბერი 2026, 11:39

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ

რუსთავის მერია, ქალაქის ისტორიული უბნების რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას აგრძელებს. დღეისათვის რუსთავის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ ქუჩაზე ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

24 სექტემბერი 2026, 11:38

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ქუჩის პროტესტზე: თვითმიზანი გახდა უკვე აქციაზე მისვლა. რომ ჰკითხო, რას ითხოვენ, ვერ გეტყვიან

თვითმიზანი გახდა უკვე იქ [აქციაზე] მისვლა, უცებ რომ კითხო რას ითხოვენ ვერ გეტყვიან - განაცხადა „ხალხის ძალის“აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე საუბრისას. მისივე თქმით, ქუჩის პროტესტის მონაწილეები არითმეტიკაში ვარჯიშობენ.

24 სექტემბერი 2026, 11:34

სამართალი

იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ ნიდერლანდებში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების (EPSA) 2025-2026 წლების ღონისძიებაში მონაწილეობს.