პოლიტიკა

ლევან მახაშვილი

17 სექტემბერი 2026, 08:28

ლევან მახაშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ უცხოური აგენტების რეგისტრაციის კანონის შეხსენებაზე: მივესალმებით ამ კანონმდებლობას და ასეთ მიდგომას ამერიკის შეერთებულ შტატებში და ყველას მოვუწოდებთ, რომ ასევე მხარი დაუჭირონ საქართველოს სახელმწიფოს, როდესაც ცდილობს სახელმწიფოს დაცვას მსგავსი ტიპის ჩარევებისგან

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის შეხსენებას იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ, თბილისში აფასებენ.

17 სექტემბერი 2026, 08:06

ლევან ხაბეიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან საკუთარ თანამოაზრეებს და ოპოზიციურ პარტიებს დაუპირისპირდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი დღემდე იმალებიან. ხაბეიშვილი უკმაყოფილებას ვერ მალავს იმის გამო, თუ რატომ არ მართავს ოპოზიცია საპროტესტო აქციებს. მის განცხადებას ნიკა გვარამია გამოეხმაურა და თავი იმით იმართლა, რომ ხაბეიშვილი თავის განცხადებაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს გულისხმობს.

17 სექტემბერი 2026, 00:26

ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორი: ვფიქრობ, რომ ისლანდიის მოსახლეობამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ევროკავშირში გასაწევრიანებლად განაცხადის შეტანის არავითარი მცდელობა აღარ იქნება. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაინახა პრობლემები - პენსიების შემცირება, თავდაცვის ხარჯების გაზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი, მიგრაციის პრობლემა

ვფიქრობ, რომ მცირე ქვეყნისთვის, როგორიცაა ისლანდია, რომლის ეკონომიკა ეყრდნობა თევზჭერას და ენერგოსფეროს, სუვერენიტეტის ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე დიდი ქვეყნებისთვის, რომელთაც ბრიუსელში თავისი სიტყვა ეთქმით გადაწყვეტილების მიღების სისტემაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა ჰანეს ჰოლმშტაინ გისურარსონმა.

17 სექტემბერი 2026, 00:08

ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორი რეფერენდუმის შედეგებზე: ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ჩვენი სუვერენიტეტი, მცირე ქვეყნების ლაპარაკი ეს თითქოს არის ჩურჩული, რომელსაც ბრიუსელში არავის უსმენს

ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ჩვენი გავლენა ბრიუსელში იქნება ძალიან მცირე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა ჰანეს ჰოლმშტაინ გისურარსონმა ისლანდიაში გამართული რეფერენდუმის შედეგების განხილვისას, რომლის თანახმადაც მოსახლეობამ უარი განაცხადა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. მისი თქმით, მცირე ქვეყნების ლაპარაკი თითქოს ჩურჩულია, რომელსაც ბრიუსელში არავის უსმენს.

ლევან მახაშვილი

17 სექტემბერი 2026, 00:05

ლევან მახაშვილი: ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი

ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილი

17 სექტემბერი 2026, 00:01

ლევან მახაშვილი: ევროკავშირში მაღალი დონის შეხვედრებს გამოვიყენებთ იმისათვის, რათა აღვადგინოთ დიალოგი და დავანახვოთ ყველას, რომ, რაც შეიძლება ბრიუსელის ფანჯრიდან ჩანდეს, არის ერთი მდგომარეობა, მაგრამ გეოპოლიტიკური ვითარება, რაც არის ამ რეგიონში, განსხვავებულია - ჩვენ ეს ურთიერთობები არ გაგვიფუჭებია

„მაგასთან“ დაპირისპირება პირველი არ არის, იქ იყო ისლანდიის რეფერენდუმის შედეგები, გერმანიის ერთ-ერთ მიწაზე არჩევნების შედეგები და საბოლოო ჯამში ეს მოვლენები ბრიუსელს ერთ რამეს უნდა აჩვენებდეს, რომ მისი ეს საგარეო და საშინაო პოლიტიკა სწორი მიმართულებით არ მიდის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილი

16 სექტემბერი 2026, 23:45

ლევან მახაშვილი მარტა კოსზე: მან წააგო გეოპოლიტიკური კონკურენაცია ამერიკასთან. ფაქტია, რომ გეოპოლიტიკური კონკურენციის კონტექსტში ერთსა და იმავე სიბრტყეზე აყენებს რუსეთს, ჩინეთს და აშშ-ს

მან [მარტა კოსი] წააგო გეოპოლიტიკური კონკურენაცია ამერიკასთან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკომისარ მარტა კომისის იმ განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც ევროკავშირში წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის „MAGA“ მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ. მახაშვილის თქმით, კოსი გეოპოლიტიკური კონკურენციის კონტექსტში ერთსა და იმავე სიბრტყეზე აყენებს რუსეთს, ჩინეთს და აშშ-ს.

ლევან მახაშვილი

16 სექტემბერი 2026, 23:37

ლევან მახაშვილი გვარამია-ჯაფარიძის ნორვეგიის ელჩთან ფარულ შეხვედრაზე: ყველაზე დასანანი და შეიძლება გასაკვირიც ის არის, რომ ნორვეგიის ელჩი სულ ახალი ჩამოსულია. წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ თითოეული ასეთი შეხვედრა შემდგომი რადიკალიზაციის წყარო იყო

ყველაზე დასანანი და შეიძლება გასაკვირიც ის არის, რომ ნორვეგიის ელჩი სულ ახალი ჩამოსულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გვარამია-ჯაფარიძის ნორვეგიის ელჩთან შეხვედრასთან დაკავშირებით.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}