Imedi /  13 სექტემბერი 2018, 11:28 / სანდო წყარო

დაადგინეს რით არის თბილისში ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული

თბილისი

თბილისი

თბილისში ჰაერის დამაბინძურებელ კომპონენტებს შორის მნიშვნელოვანი წვლილი ატმოსფეროში მტვრის რაოდენობას აქვს. ამის შესახებ კვლევა ორგანიზაცია ,,ეკოხედვა/Eco Vision''-მა ჩაატარა.

კვლევის მიხედვით ჰაერში მტვრის მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება, რაც განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

კვლევის მონაცემებით, დაბინძურების მაღალი დონე სამშენებლო მოედნებზე ფიქსირდება. ორგანიზაციამ კვლევას ის რეკომენდაციებიც დაურთო, რაც მტვრით დაბინძურების პრევენციისთვის არის მნიშვნელოვანი, მათ შორის ავტოპარკის განახლება და სატრანაპორტო სქემის ოპტიმიზაცია.

აგვისტოში დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყაროებიც დასახელდა. 12 სექტემბერს კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტომ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შედეგები გამოაქვეყნა. 

ყველა სიახლე

პრინსი

20 ოქტომბერი 2019, 08:37

კულტურა

პრინსის სიმღერის აქამდე უცნობი ვერსია გამოქვეყნდა

ამერიკელი მომღერლის პრინსის მეორე ალბომის გამოსვლიდან მე-40 წლისთავთან დაკავშირებით კომპოზიციის I Feel For You აქამდე უცნობი ვერსია გამოქვეყნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. სიმღერის აკუსტიკური დემოვერსია რამდენიმე სტრიმინგ-პლატფორმაზე გამოქვეყნდა.

ტრამპი გოლფის კურორტი

20 ოქტომბერი 2019, 08:30

მსოფლიო

ტრამპმა G7-ის სამიტის თავის გოლფის კურორტზე ჩატარება გადაიფიქრა

„ამას ვაკეთებდი ყოველგვარი ფინანსური სარგებლის გარეშე. სამიტის ჩატარება აშშ-ს 0 დოლარი დაუჯდებოდა. თუმცა, როგორც ყოველთვის, მტრულად განწყობილი მედია და მათი დემოკრატი პარტნიორები შეიშალნენ!“ - წერს თეთრი სახლის ლიდერი Twitter-ზე.

მატარებელი ცეცხლი

20 ოქტომბერი 2019, 08:16

სპორტი

გერმანიაში „ფრაიბურგის“ გულშემატკივართა მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Berliner Morgenpost-ი ავრცელებს. მისი ცნობით, შემთხვევა ბერლინის ცენტრში მოხდა. დაშავდა სამი ადამიანი, საერთო ჯამში კი მატარებელში, რომელიც სპეციალურად „ფრაიბურგის“ გულშემატკივრებისთვის იყო გამოყოფილი, 700 ადამიანი იმყოფებოდა.

ირანი

20 ოქტომბერი 2019, 00:50

ტაბლოიდი

ირანში მუსიკალურმა ვებგვერდმა ალბომების ყდებიდან ქალი მუსიკოსები წაშალა

ირანულმა მუსიკალურმა ვებგვერდმა Melovaz-მა ალბომებისა და სინგლების ყდებიდან ქალი მუსიკოსები წაშალა. როგორც უცხოურ გამოცემას Boredpanda-ს, გვერდის წარმომადგენელმა განუცხადა, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ მომხმარებლებზე მავნე ზეგავლენა აერიდებინათ.

რიზ უიზერსპუნი ჯენიფერ ენისტონი

20 ოქტომბერი 2019, 00:15

ტაბლოიდი

ჯენიფერ ენისტონმა და რიზ უიზერსპუნმა „მეგობრების“ ცნობილი სცენა გაიმეორეს

ეს ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მოხდა, როცა მსახიობები თავიანთ ახალ სერიალ „დილის შოუზე“ საუბრობდნენ. ვიდეო უიზერსპუნმა თავის Instagram-ზე გამოაქვეყნა. ნისტონი და უიზერსპუნი „მეგობრებში“ დებს - რეიჩელ და ჯილ გრინებს თამაშობდნენ.

დემონსტრაცია ლონდონში

19 ოქტომბერი 2019, 23:55

მსოფლიო

ლონდონში ათობით ათასმა ადამიანმა Brexit-ი გააპროტესტა

აქციის მონაწილეებმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვეს. დემონსტრანტები პირდაპირ ეთერში უყურებდნენ პარლამენტის საგანგებო სხდომას, რომელზეც Brexit-ის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. აქციის მონაწილეები ამ ცვლილებას სიხარულით შეხვდნენ.

ვალიადოლიდი

19 ოქტომბერი 2019, 23:40

კულტურა

ვალიადოლიდის ფესტივალზე ქართული ფილმების რეტროსპექტივას „მანდარინები“ გახსნის

ესპანეთში ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ქართული ფილმების რეტროსპექტივას ოსკარის ნომინანტი ფილმი - ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ გახსნის.

19 ოქტომბერი 2019, 23:12

ძალოვნები

ნინოწმინდაში მეხის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან,მეხის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია imedinews-s შსს-ში დაუდასტურეს. პირველადი ინფორმაციით, დაღუპულია დგილობრივი მწყემსი და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია დახოცილი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

19 ოქტომბერი 2019, 22:55

მსოფლიო

ერდოღანი ქურთებს სამხედრო ოპერაციის განახლებით ემუქრება

შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, თუ ქურთები განსაზღვრულ ვადაში „უსაფრთხო ზონიდან“ არ გავლენ, თურქეთი მათ წინააღმდეგ ოპერაციას განაახლებს. მანამდე თურქეთმა და ქურთულმა დაჯგუფებებმა ერთმანეთი შეთანხმების პირობების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს.

წყალბურთი

19 ოქტომბერი 2019, 22:35

სპორტი

წყალბურთში თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურშიც დამარცხდა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში თბილისის „დინამო“ ზაგრების „მლადოსტს“ შეხვდა და 11:20 დამარცხდა. მატჩი ხორვატიაში გაიმართა. წყალბურთში ევროპის ჩემპიონთა ლიგის თამაშები მიდინარეობს, სადაც პირველ მატჩშიც დამარცხდა

ძილი დედა-შვილი

19 ოქტომბერი 2019, 22:07

ტექნოლოგიები

მეცნიერები: ჩაძინებისას მშობელთან ჩახუტება ბავშვისთვის სასარგებლოა

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ასეთი მიდგომა ბავშვებში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაძლიერებას უწყობს ხელს და მომავალში მათ წარმატებაზე დადებითი გავლენა აქვს.

მეგან მარკლი

19 ოქტომბერი 2019, 22:06

ტაბლოიდი

მეგან მარკლი: მე არ ვგრძნობ თავს კარგად

სამხრეთ აფრიკის სამეფო ტურში, მეგან მარკლთან Itv-ის ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც დოკუმენტური გადაცემის ნაწილი იქნება. პრინც ჰარისთან ნიშნობის შემდეგ, ეს მეგანისთვის პირველი ინტერვიუა.ჰერცოგინია საკმაოდ გულახდილი აღმოჩნდა.

Qantas თვითმფრინავი

19 ოქტომბერი 2019, 21:40

ტექნოლოგიები

ავიაკომპანია Qantas-მა ყველაზე ხანგრძლივ მარშრუტზე პირველი სატესტო ფრენა დაიწყო

თვითმფრინავს 50 მგზავრი გადაჰყავს. უმეტესობა კომპანიის თანამშრომელია. ფრენის მანძილზე მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას ექიმები დააკვირდებიან. თვითმფრინავი სიდნეიში 19,5 საათში დაჯდება. წლის ბოლომდე ავიაკომპანია კიდევ 2 სატესტო ფრენას ჩაატარებს.

ბაქო პოლიცია

19 ოქტომბერი 2019, 21:19

მსოფლიო

სამართალდამცველებმა ბაქოში 60 დემონსტრანტი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, 42 დაკავებული მალევე გაათავისუფლეს, დანარჩენების საქმეებს კი სასამართლო განიხილავს. დაკავებულთა შორის ოპოზიციის ლიდერი ალი კერიმლიც არის. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მიტინგის ჩატარების ნებართვა ერთ-ერთ სტადიონზე გასცა, ოპოზიციამ კი აქციის ჩატარება ქალაქის ცენტრში გადაწყვიტა.

ბადრი პატარკაციშვილი

19 ოქტომბერი 2019, 20:45

კულტურა

ხელოვნების მუზეუმში ბადრი პატარკაციშვილისადმი მიძღვნილი ინსტალაცია გაიხსნა

19 ოქტომბერს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ლიკა პატარკაციშვილის ინსტალაცია გაიხსნა, რომელიც შვილმა მამას - ბადრი პატარკაციშვილს მიუძღვნა. გამოფენა ვიზუალურად ავტორის ემოციებს ირეკლავს და ყვება ბადრი პატარკაციშვილის სიცოცხლის ბოლო თვეების ისტორიას,

დემონსტრაცია ბარსელონაში

19 ოქტომბერი 2019, 20:43

მსოფლიო

მადრიდი ბარსელონასთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს

მადრიდს მოლაპარაკებების თხოვნით კატალონიის პრეზიდენტმა კიმ ტორამ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციის შემდეგ მიმართა, რომელშიც ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. თუმცა ქვეყნის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პედრო სანჩესმა მის წინადადებას უარით უპასუხა.

გორის გვირაბი

19 ოქტომბერი 2019, 19:53

საქართველო

გორის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შეზღუდვის მიზეზი გვირაბში დაგეგმილი ვენტილატორის დამონტაჟებაა. ამის გამო 11:00-დან 18:00 საათამდე, აღნიშნული საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. აღნიშნულ პერიოდში ავტომობილები გვირაბის შემოვლით გზაზე იმოძრავებენ.

რუსეთი ოკუპანტია

19 ოქტომბერი 2019, 19:47

საქართველო

ქუთაისში მოსკოვის თეატრის გასტროლები გააპროტესტეს

აქციის მონაწილეებმა მესხიშვილის თეატრში მოსკოვის „ნიკიტკის კარიბჭის“ თეატრის გასტროლები გააპროტესტეს. მათი თქმით, მიუღებელია მოსკოვის თეატრის სტუმრობა, იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ოკუპაცია მიმდინარეობს.

ილია სულამანიძე

19 ოქტომბერი 2019, 19:28

სპორტი

ილია სულამანიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

მაროკოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, ქართველმა ძიუდოსტმა ილია სულამანიძემ ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ქართველი (-100კგ) კატეგორიაში იაპონელ მეტოქეს დაუპირსპირდა.

კვენტინ ტარანტინო

19 ოქტომბერი 2019, 19:27

კულტურა

ტარანტინომ თავისი ფილმის გადაკეთებაზე უარი განაცხადა

საუბარია ფილმზე „ერთხელ ჰოლივუდში“, რომლის 25 ოქტომბერს დაგეგმილი პრემიერის გადადების მიზეზი მსახიობ ბრიუს ლის ქალიშვილი გახდა. მან ჩინეთის რადიოსა და ტელევიზიის ეროვნულ ადმინისტრაციაში საჩივარი შეიტანა, რადგან არ მოეწონა როგორ არის ასახული ფილმში მამამისი. ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართა.