მუნიციპალური პარკინგის ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევებზე ჯარიმა გაიზრდება
ფოტო: shutterstock.com
თბილისის მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოდის, მუნიციპალური პარკირების ადგილების ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევებზე ჯარიმის ოდენობა გაიზარდოს.
როგორც კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წინა სხდომაზე გაცემული დავალების შესაბამისად, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ კანონდამრღვევების დაჯარიმება დაიწყო, თუმცა, ვინაიდან ჯარიმის ოდენობა დაბალია, მუნიციპალური პარკინგის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევები გრძელდება.
„ქალაქში, სამწუხაროდ, არის ქუჩები, სადაც მუნიციპალური პარკირების ადგილები დაკავებული აქვთ სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობისთვის. ეს არის მისაბმელიანი ავტომობილები, ხშირ შემთხვევაში, გახსნილი აქვთ ტურისტული ბიუროები, ვიზების მომსახურება; არის შემთხვევები, როდესაც საპარკინგე ადგილები შევსებულია გასაქირავებელი ავტომანქანებითა და მოქალაქეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, მუნიციპალური პარკინგით ისარგებლონ. ჩემი დავალება იყო, რომ განგვეხორციელებინა დაჯარიმება, რაც „სატრანსპორტო კომპანიას“ დაევალა. რა თქმა უნდა, გამოიწერა ჯარიმები, თუმცა, როგორც ჩანს, ჯარიმის ოდენობა ძალიან დაბალია - 10 ლარი და ეს ადამიანები თავიანთ საქმიანობას განაგრძობენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას არანაირად არ ვეწინააღმდეგებით, თუმცა ქალაქში არსებობს ძალიან ბევრი ლოკაცია, სადაც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია. არავის აქვს უფლება, ადამიანებს, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან პარკირების საფასურს, ავტომობილის გაჩერება შეუზღუდონ. შესაბამისად, მინდა ირაკლი ხმალაძეს დავავალო, დაიწყეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომ მოხდეს ჯარიმის ოდენობის გაზრდა, გამკაცრება, რათა შედეგი გამოიღოს“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ჯარიმის ოდენობის გაზრდამ შედეგი სამშენებლო სექტორის შემთხვევაში უკვე გამოიღო.
„ჩვენ იგივე მიდგომა და დამოკიდებულება გვქონდა, როდესაც მშენებლობებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით, გადაწყვეტილებები მივიღეთ. ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ამ მიდგომას. საუბარი იყო, რომ ჯარიმების გაზრდით, აღნიშნულ პრობლემას ვერ მოვაგვარებდით, თუმცა შედეგი უკვე სახეზეა. აქაც მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ის შედეგი, რისი მიღებაც ჩვენ საბოლოოდ გვინდა, თუმცა სამშენებლო უსაფრთხოება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ „სტაიანშჩიკები“ და სხვა პირები, რომლებიც პარკინგებს ხელოვნურად ბლოკავენ, დაჯარიმდებიან,
ივნისში "შენი იდეა ქალაქის მერს" ფარგლებში მოქალაქეები თბილისის მერს მესადგომეების მუშაობის რეგულირება სთხოვეს.
ყველა სიახლე
26 მაისი 2026, 15:25
პოლიტიკა
გია აბაშიძე: სამივე ისტორიული და ღვაწლმოსილი საქართველოს ერთგული შვილია - მერაბ კოსტავა,ზვიად გამსახურდია, ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ამაზე კონვულსირებულ უჯიშოებს სწორება აქვთ მხოლოდ უცხოურ ვალუტაზე
დიახ, სამივე ისტორიული და ღვაწლმოსილი საქართველოს ერთგული შვილია - მერაბ კოსტავა,ზვიად გამსახურდია, ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ამაზე კონვულსირებულ უჯიშოებს სწორება აქვთ მხოლოდ უცხოურ ვალუტაზე - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
26 მაისი 2026, 15:23
საზოგადოება
ITB China 2026-ის ტურისტული გამოფენა საქართველოს სტენდით გაიხსნა
აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ოფიციალური გახსნა შანხაიში, საქართველოს ეროვნულ სტენდთან, მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტით დაიწყო.
26 მაისი 2026, 15:19
მსოფლიო
მედია: საბერძნეთში ევროკავშირის კუთვნილი 4,5 მილიონი ევროს თაღლითურად მითვისების ფაქტზე 17 ადამიანი დააკავეს
ბერძენმა სამართალდამცველებმა სოფლის მეურნეობის სექტორში ევროკავშირის სუბსიდიის პროგრამისთვის გამოყოფილი ფულადი თანხის თაღლითურად მითვისების ფაქტზე 17 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
26 მაისი 2026, 15:19
რეგიონი
ავთანდილ კასრაძე: 26 მაისის აღსანიშნავად, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტენდი ქუთაისში მინი მოდელია იმისა, თუ რა დახვდება ქუთაისის მოსახლეობას უკვე ტექნოლოგიურ ჰაბში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ქუთაისში, GITA - ს ტექნოლოგიურ პავილიონს ესტუმრა. ავთანდილ კასრაძის თქმით, წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქუთაისში არ არის შემთხვევითი და მას ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა აქვს.
26 მაისი 2026, 15:17
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ვაჰაგნ ხაჩატურიანი მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის საუკუნოვანი მეგობრული კავშირები მყარი საფუძველია მრავალდარგობრივი თანამშრომლობის უწყვეტი განვითარებისთვის.
26 მაისი 2026, 15:03
პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 14:58
პოლიტიკა
რომის პაპი ლეო XIV, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
რომის პაპი ლეო XIV, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 14:51
მსოფლიო
ბელგიაში მატარებელი სკოლის ავტობუსს შეეჯახა. არიან დაღუპულები და დაშავებულები
ბელგიაში, აღმოსავლეთ ფლანდრიის რეგიონში სარკინიგზო გადასასვლელზე მატარებელი სკოლის ავტობუსს შეეჯახა. ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს.
26 მაისი 2026, 14:50
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ქართველს ყოველთვის კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული, რამდენად დიდია დამოუკიდებლობის ფასი, ამიტომ არის ყველაზე ძვირფასი ღირებულება, ვულოცავ მთელს ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს, თაობები უნდა გაიზარდონ იმ რწმენით, რომ ეს არის მთავარი და მისგან გამომდინარეობს ყველაფერი
ვულოცავ მთელს ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს და თაობები უნდა გაიზარდონ იმ რწმენით, იმ განწყობით, რომ ეს არის მთავარი და მისგან გამომდინარეობს ყველაფერი, - განუცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
26 მაისი 2026, 14:49
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: არც ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე არ მოვა და არ გადაწყვეტს, რომ თავად გახდეს მმართველი, ამის გაკეთებას ისინი ეცდებიან ქვეყნებში საკუთარი ხალხის ხელით, ეს უნდა გავაცნობიეროთ და ამის გაცნობიერება არის გარანტი იმისა, რომ ჩვენ დამოუკიდებლობას ვერავინ ვერასდროს წაგვართმევს
არც ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე არ მოვა და არ გადაწყვეტს, რომ თავად გახდეს მმართველი, ამის გაკეთებას ისინი ეცდებიან ქვეყნებში საკუთარი ხალხის ხელით, ეს უნდა გავაცნობიეროთ , - განუცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ ოპოზიციისთვის უცხოელი კონსულტანტის მიერ 26 მაისის აქციისთვის დაწერილ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს.
26 მაისი 2026, 14:48
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 14:45
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: 2011 წლის 26 მაისის მაგალითზე, ამ ცუდი ისტორიიდან გამომდინარე, ყველა მოქალაქე ყოველთვის გაათვითცნობიერებს, სისხლის კვალი არ არის აუცილებელი, რომ იზეიმო დამოუკიდებლობის დღე, ეს მძიმე წარსულია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არასდროს უნდა განმეორდეს
„ადამიანებზე გადავლით, ადამიანების დახოცვით არ უნდა უზრუნველყო მერე მოჩვენებითი ზეიმი. ჯერ ადამიანს უნდა სცე პატივი იმიტომ, რომ ის დამოუკიდებლობა გინდა ადამიანისთვის. ეს უნდა გაითავისოს ყველა ხელისუფალმა და შემდეგ უნდა გააკეთო ყველაფერი დანარჩენი, როდესაც ადამიანზე გექნება სწორება. შესაბამისად, რთული და მძიმე გასახსენებელია. ეს არის მძიმე წარსული, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არასდროს უნდა განმეორდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
26 მაისი 2026, 14:42
რეგიონი
ხულოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ნახატების, ხელნაკეთი ნივთების, ნაქარგი და ნაქსოვი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. პარალელურად იმართება სპორტული შეჯიბრებები ფეხბურთში, მკლავჭიდში, კალათბურთსა და ნარდში.
26 მაისი 2026, 14:42
რეგიონი
დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებს ფოთში მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა
„დაცული ტერიტორიების სააგენტო რამდენიმე თემატიკით არის წარმოდგენილი - შემეცნებითი, გასართობი, კულტურული და საგამოფენო. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, სტუმრებს საქართველოს უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალური მოგზაურობის შესაძლებლობა აქვთ; წარმოდგენილია საქართველოს დაცული ტერიტორიების და ეროვნული პარკების საინფორმაციო სტენდები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში საერთაშორისო მნიშვნელობის არაერთი დაცული ტერიტორიაა წარმოდგენილი“.
26 მაისი 2026, 14:39
პოლიტიკა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს!
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) სრულიად საქართველოს, თითოეულ მოქალაქესა და ბიზნეს საზოგადოებას უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს!
26 მაისი 2026, 14:36
რეგიონი
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ახალქალაქსა და მარნეულში სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცეებია მოწყობილი
ადგილზე წარმოდგენილია სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცეები მრავალფეროვანი და საინტერესო კომპონენტებით, მათ შორის ხელნაკეთი ნივთებისა და შემეცნებითი გამოფენებით, ადგილობრივების კონცერტითა და თეატრალური წარმოდგენებით, სპორტული აქტივობებით, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. მოწყობილია თემატური ინსტალაციები, ფოტოზონები, პავილიონები და მოსასვენებელი სივრცეები. ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა.
26 მაისი 2026, 14:35
პოლიტიკა
ITB China 2026-ის ტურისტული გამოფენა საქართველოს სტენდით გაიხსნა
ITB China-ზე საქართველოს საგამოფენო სივრცეში 400 კვადრატული მეტრი დაეთმო. სპეციალურად მოწყობილ სამუშაო პავილიონში 30-მდე ქართულ კომპანიას შესაძლებლობა აქვს შეხვედრები გამართოს და ბიზნესკავშირები დაამყაროს პოტენციურ პარტნიორებთან.
26 მაისი 2026, 14:35
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: სამწუხაროა, მაგრამ ახალი არ არის, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს ერთიანობა აღიზიანებს ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც შინაგან სლოგანად აქვთ გადაქცეული დაყოფის და გაბატონების სტრატეგია უცხო ძალების დავალებით
სამწუხაროა, მაგრამ ახალი არ არის, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს ერთიანობა აღიზიანებს ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც შინაგან სლოგანად აქვთ გადაქცეული დაყოფის და გაბატონების სტრატეგია უცხო ძალების დავალებით, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
26 მაისი 2026, 14:35
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ეს მნიშვნელოვანი დღე სიმბოლურად განასახიერებს ქართველი ხალხის სიმტკიცეს, შეუპოვრობას და თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიული განვითარებისკენ სწრაფვას. ის უკვდავყოფს იმ ისტორიულ ძალისხმევას, რომელიც კანონის უზენაესობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის პრინციპებზე დაფუძნებული თანამედროვე სახელმწიფოს ასაშენებლად იქნა გაწეული.
26 მაისი 2026, 14:34
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ყოველი წელი საქართველოს დამოუკიდებლობისა, ეს არის ის სიხარული, რომელიც არასდროს განელდება
ყოველი წელი საქართველოს დამოუკიდებლობისა, ეს არის ის სიხარული, რომელიც არასდროს განელდება, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იმართება.


