ოპოზიცია ხორბლის ექსპორტის საკითხზე პარლამენტში ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებს იბარებს
სერგო რატიანი
ფოტო: პარლამენტის ვებგვერდი
ხორბლის ექსპორტის საკითხთან დაკავშირებით, "ევროპული საქართველო" ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს საქართველოს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა თქვა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
სერგო რატიანის თქმით, მინისტრებმა უნდა განმარტონ, რატომ მიიღეს ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება.
"არგუმენტი ჯერ არ არსებობს. ერთადერთი რაციონალური ეჭვი არის ის, რომ ამის უკან დგას უბრალოდ კორუფცია და ამიტომ ამ ადამიანებს ართმევენ ლუკმა-პურს. ფინანსთა მინისტრის ეს ბრძანება უნდა გაუქმდეს. მინისტრი უნდა მოვიდეს პარლამენტში, შეხვდეს „ევროპულ საქართველოს“ და აუხსნას თავის ქმედების მიზეზები", – თქვა სერგო რატიანმა.
სატვირთო ავტომანქანების მძღოლებმა 17 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს, მოგვიანებით კი ლილოში, შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გადაინაცვლეს და მთელი ღამე გაჩერდნენ იქ. მძღოლები აქციას 19 სექტემბერს, საღამოს გააგრძელებენ.
აქციასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა განცხადება გაავრცელეს. უწყებაში ამბობენ, რომ ქციის მონაწილეთა საინიციატივო ჯგუფს შეხვედრაც შესთავაზეს, თუმცა მძღოლებმა ამაზე უარი თქვეს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანა 15 სექტემბრიდან უნდა აკრძალულიყო, თუმცა აკრძალვის ვადა 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავიდა.
1 სექტემბრიდან საქართველოდან სომხეთის მიმართულებით ხორბლის სარკინიგზო გადაზიდვაზე ტარიფი განახევრდა.
ყველა სიახლე
15 ივნისი 2026, 18:17
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ გემები ჰორმუზის სრუტიდან თავისუფლად გადაადგილებას იწყებენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გემები ჰორმუზის სრუტიდან თავისუფლად გადაადგილებას იწყებენ. მანამდე ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ ირანთან ციფრულ შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა.
15 ივნისი 2026, 18:14
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მასწავლებლების გამოცდებზე რეკორდული რაოდენობის, თითქმის 30 ათასი მსურველი დარეგისტრირდა, ესენი არიან როგორც მოქმედი პედაგოგები, ასევე პედაგოგობის მსურველი პირები
რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა პედაგოგების გამოცდებზე და რა მოლოდინი აქვს განათლების სამინისტრო, ამ საკითხებზე „დღის ქრონიკაში“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო პედაგოგების გამოცდებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
15 ივნისი 2026, 18:14
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ჩვენი მიზანია რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება იმიტომ, რომ მათ აქვთ განსაკუთრებული და გამორჩეული როლი. ორ დღეში ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გვექნება რექტორთა საბჭოს გასვლითი სხდომა, სადაც ერთ-ერთ კომპონენტად სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის დაფინანსების ახალ მოდელს განვიხილავთ
ჩვენი მიზანია რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება იმიტომ, რომ მათ აქვთ განსაკუთრებული და გამორჩეული როლი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
15 ივნისი 2026, 18:13
საზოგადოება
ღირებულებითი განათლების პროგრამაში ჩართული სასულიერო პირები და მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
სამინისტროს ინფორმაციით, გივი მიქანაძემ სასულიერო პირებს ახალგაზრდების აღზრდასა და ღირებულებითი განათლების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
15 ივნისი 2026, 18:13
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: წარმოუდგენელია, რომ ქართველ ხალხს დამსახურებული თავისუფალი მიმოსვლა შეუზღუდო და აუკრძალო მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ბრმა იარაღი არ გახდა ეს ქვეყანა. ალბათ ამას თავადაც აცნობიერებენ ამიტომაც არის, რომ ამ მექანიზმს, ვიზალიბერალიზაციას ვგულისხმობ, აგრესიულად არ იყენებენ
წარმოუდგენელია, რომ ქართველ ხალხს თავის დამსახურებული, მათ შორის მათივე წესებით დაწესებული თავისუფალი მიმოსვლა შეუზღუდო და აუკრძალო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ბრმა იარაღი არ გახდა ეს ქვეყანა და მისი მცხოვრებლები. ალბათ ამას თავადაც აცნობიერებენ. ამიტომაც არის, რომ ამ მექანიზმს, კონკრეტულად ვიზალიბერალიზაციას ვგულისხმობ, აგრესიულად არ იყენებენ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.
15 ივნისი 2026, 18:11
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ყველა ანგარიშში, რომელსაც მათ შორის ევროკომისიის დაკვეთით ასრულებენ სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციები, საქართველოს აქვს უმაღლესი შეფასება. ყველა კრიტერიუმის მიხედვით საქართველო იმსახურებს, როგორც მოლაპარაკებების გახსნას, ასევე შემდგომში ევროკავშირის წევრად გახდომას
ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ როგორ მიმზიდველად გამოაცხადებენ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების იმ კლასტერის გახნას, რომელსაც უკრაინა და მოლდოვა დაახლოებით ორი წელი ელოდა, რადგან 2024 წელს დააანონსეს, რომ მოლაპარაკებებს უხსნიან ამ ორ ქვეყანას, განსხვავებით საქართველოსგან, - განუცხადა „დღის ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულებაზე საუბრისას.
15 ივნისი 2026, 18:09
პოლიტიკა
ნინო წილოსანი შოთა თუთბერიძის დაჯარიმებაზე: ეს კონკრეტული პიროვნება არის „ნაციონალების“ ადვოკატი, მისთვის ეს შეურაცხყოფები ალბათ ჩვეულებრივია, თუმცა მიხარია, რომ მასაც ასწავლეს ჭკუა და არა მხოლოდ მას
„შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტი შეისწავლის სიძულვილის ენას და შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელიც სოციალურ ქსელებში ტრიალებს. აღმოჩნდა, რომ ჩემს პოსტზე გაკეთებული კომენტარი იყო პირველი პრეცედენტი და მიხარია, რომ დამკვიდრდა ძალიან კარგი პრაქტიკა და კონკრეტული რეაგირება მოჰყვა იმ შეურაცხყოფებს, რომელსაც ასე უხვად აფრქვევენ განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები. ეს კონკრეტული [შოთა თუთბერიძე] პიროვნება არის „ნაციონალების“ ადვოკატი, ამიტომ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ რაიმე სტანდარტი, მორალი, ნორმა ამოძრავებდეს, ამიტომ მისთვის ეს შეურაცხყოფები ალბათ ჩვეულებრივია, თუმცა მიხარია, რომ მასაც ასწავლეს ჭკუა და არა მხოლოდ მას.
15 ივნისი 2026, 18:06
სამართალი
პაატა სალია: მნიშვნელოვანია მინისტერიალში მონაწილეობა, რადგან მართლმსაჯულების სისტემის განვითარება, სამართლის უზენაესობა, საერთაშორისო კავშირების გაღრმავება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი
იუსტიციის სამინსიტროს ინფორმაციით, მინისტრი საუბრობს მაღალი დონის ღონისძიებისა და იმ პლატფორმის შესახებ, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობენ.
15 ივნისი 2026, 18:00
პოლიტიკა
საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტების მეუღლეებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდი დაათვალიერეს
სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პირველ ლედის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ, თამარ ბაგრატიონმა უმასპინძლა.
15 ივნისი 2026, 17:55
ეკონომიკა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) Microsoft-ის ინვესტორთა ქსელის წევრი გახდა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ოფიციალურად გახდა Microsoft-ის ინვესტორთა ქსელის წევრი, რაც ქართული ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის სრულიად ახალ გლობალურ შესაძლებლობებს ქმნის.
15 ივნისი 2026, 17:54
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ორმხრივად საინტერესო სექტორული პროგრამების განხორციელების და იმპორტ-ექსპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე.
15 ივნისი 2026, 17:42
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი: მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა და 339.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ მაისში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 43.7%-ს შეადგენს, შესაბამისი 148.4 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 6.0%-ს უტოლდება. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
15 ივნისი 2026, 17:30
პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები განიხილა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები“ გააცნო.
15 ივნისი 2026, 17:29
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ არასერიოზულად უყურებენ ევრობიუროკრატები ევროკავშირის იდეასა და ღირებულებებს. სინამდვილეში, ის იდეა, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს ვეტოს უფლება, არის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ღირებულება
ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ არასერიოზულად უყურებენ ევრობიუროკრატები ევროკავშირის იდეასა და ღირებულებებს, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომ ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება შეიზღუდება.
15 ივნისი 2026, 17:26
მსოფლიო
ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე შეხვედრა შესთავაზა
„ჩვენ გავაგზავნეთ შეტყობინება G7-ის სამიტის დროს პუტინთან შეხვედრის მზადყოფნის შესახებ, ვინაიდან სამიტს ტრამპი და [ემანუელ] მაკრონი დაესწრებიან, ანუ ევროპელები პლუს ამერიკა. ვფიქრობ, ეს კარგი, ძალიან კარგი შესაძლებლობაა ყველასთვის შესახვედრად“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს რუსეთის მიერ დაბომბვის შედეგად დაზიანებულ კიევ-პეჩერის ლავრაში.
15 ივნისი 2026, 17:24
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი: საქართველოს მიზანი უცვლელია - ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დე-ოკუპაცია და უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნა ყველა მოქალაქისთვის
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი ქალაქ შუშაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
15 ივნისი 2026, 17:22
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: პრაქტიკულად გამოდის, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ეუბნებიან, რომ ბრიუსელს უნდა ჩააბარო შენი სუვერენიტეტის გასაღები და ისე შემოხვალ ევროკავშირის შემადგენლობაშიო
„ყოველთვის ვამბობდით, მათ შორის 2022 წლიდან განსაკუთრებით, რომ სამწუხაროდ, ევროიუროკრატიას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ არ სურდა ევროკავშირში არსებული წევრებიც რომ ყოფილიყვნენ სუვერენულები. როდესაც შენ ეუბნები ქვეყნებს, რომ კი შემოხვალ ევროკავშირში, მაგრამ ისედაც სუვერენიტეტშეზღუდულ წევრებს, რომლებიც დღესაც არიან, კიდევ უფრო შეგეზღუდებათ სუვერენიტეტიო, პრაქტიკულად გამოდის, რომ ეუბნებიან [ევროკავშირის ახალ წევრებს], რომ ბრიუსელს უნდა ჩააბარო შენი სუვერენიტეტის გასაღები და ისე შემოხვალ ევროკავშირის შემადგენლობაშიო“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
15 ივნისი 2026, 17:20
მსოფლიო
პოლონეთის პარტია „კონფედერაციის“ წევრი პაველ უშიადეკი: დღეს უკრაინა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებებს იწყებს. პოლონეთმა ეს უნდა დაბლოკოს! უკრაინის ევროკავშირში შესვლა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება პოლონეთის ეროვნულ ინტერესებს
„დღეს უკრაინა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებებს იწყებს. პოლონეთმა ეს უნდა დაბლოკოს! უკრაინის ევროკავშირში შესვლა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება პოლონეთის ეროვნულ ინტერესებს. ეს პოზიცია არ არის უკრაინელების წინააღმდეგ, ეს არის პოლონეთის მხარდამჭერი პოზიცია.
15 ივნისი 2026, 17:20
მსოფლიო
მსოფლიო ლიდერები „დიდი შვიდეულის“ სამიტზე იკრიბებიან
ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერები საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტისთვის ჩავიდნენ. ადგილზე იმყოფებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა. სამიტზე ლიდერები განიხილავენ, ომის დასრულების მიზნით, ამერიკა-ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, ასევე იმსჯელებენ უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე, გლობალურ ეკონომიკასა და კრიტიკულ მინერალებზე.
15 ივნისი 2026, 17:16
მსოფლიო
ევროპარლამენტარი: უკრაინა კორუფციაშია გახვეული
უკრაინის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ პოლონელი პოლიტიკოსები. „უკრაინა კორუფციაშია გახვეული. რუსეთსაც კი არ აქვს პრობლემა, რომ უკრაინა ევროკავშირს შეუერთდეს. უნდა ვიკითხოთ რატომ? - იმიტომ, რომ იციან, ამით თავს დავიმარხავთ!“, - წერს სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი ფაბიო დე მასი.


