imedi /  19 სექტემბერი 2018, 14:14 / სანდო წყარო

ორგანიზაცია „არა ფობიას“ მეუფე პეტრეს განცხადებას დისკრიმინაციულად მიიჩნევს

მეუფე პეტრე

მეუფე პეტრე

პლატფორმა „არა ფობიას” მეუფე პეტრეს მიერ სალომე ზურაბიშვილზე გაკეთებულ განცხადებას დისკრიმინაციულად მიიჩნევს. ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სასულიერო პირმა ზურაბიშვილსა და კათოლიკე მისიონერებს შორის ნეგატიური პარალელების გავლებისას, კათოლიკე ეკლესია შეურაცხყო.

„არა ფობიას“ აღნიშნავს, რომ სასულიერო პირმა, საეკლესიო მსახურების შემდეგ, ამბიონიდან, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების შეფასებისას განაცხადა, რომ მე-18, მე -19 საუკუნეებში ფრანგი მისიონერები მოტყუებით ქადაგებდნენ კათოლიციზმს, ხოლო საქართველოში კათოლიკე მოსახლეობას მათი თანამედროვეები გაუკუღმართებულ და წამხდარი აზროვნების მქონედ მიიჩნევდნენ. ამ ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია მეუფე პეტრემ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. 

სამოქალაქო პლატფორმის ხელმომწერ ორგანიზაციებს 19 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში მოჰყავთ ჭყონდიდის მიტროპოლიტის ციტატა:

„ძალიან საინტერესო სიტყვაა ქართულ ლექსიკონში - "დაფრანგული" და იცით, საიდან იღებს სათავეს? მაშინ, როდესაც მე-18-19 საუკუნეში ჩამოვიდნენ ფრანგი მისიონერები, რომლებიც კათოლიკურ სარწმუნოებას ქადაგებდნენ, ატყუებდნენ ქართულ მოსახლეობას, რომ თითქოს ფილოსოფიას ასწავლიდნენ. მათ ქართველმა ხალხმა დასავლეთში, გურიაში, სამეგრელოში "ფრანგული", "დაფრანგული" უწოდა ანუ გაუკუღმართებული, წამხდარი, მათ აზროვნებას. და აი ჩვენ „დაფრანგული" ქალბატონი თავისი „დაფრანგული" აზროვნებით ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას."

„არა ფობიას“ მიაჩნია, რომ სასულიერო პირის მხრიდან პოლიტიკოსის მიმართ გაკეთებული ეს განცხადება სცილდება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებს და ქსენოფობიური და ანტიკათოლიკური კონოტაცია შეიძინა, რაც შეურაცხყოფს კათოლიკე ეკლესიასა და მის მრევლს, რადგან რელიგიური და ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციული ხასიათისაა.

განცხადებას ხელს აწერენ: მედიის განვითარების ფონდი, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, საფარი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და საქართველოს რეფორმების ასოციაცია.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

19 ოქტომბერი 2018, 11:51

ვიდეო

"საფინანსო კომპანია საქართველოს“ წარმომადგენლებს, შალვა თადუმაძე, 24 ოქტომბერს შეხვდება

19 ოქტომბერი 2018, 11:46

საქართველო

სოციოლოგიური კვლევის შედეგად სტუდენტები მხარს არჩევნებში ზურაბ ჯაფარიძეს უჭერენ

არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესული თაობა საქართველოსთვის" სოციოლოგიური კვლევის შედეგს აქვეყნებს, რომლის მიხედვით საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ლიდერობს.

19 ოქტომბერი 2018, 11:44

ვიდეო

ე.წ "ცენტრ პოინტის" საქმე

19 ოქტომბერი 2018, 11:40

ვიდეო

სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმე

19 ოქტომბერი 2018, 11:38

ეკონომიკა

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში აზერბაიჯანი ლიდერობს

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 124.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.8 პროცენტით აღემატება.

Apple logo

19 ოქტომბერი 2018, 11:37

ტექნოლოგიები

Apple-ი კიდევ ერთ მასშტაბურ ღონისძიებას 30 ოქტომბერს გამართავს

ღონისძიებაზე სავარაუდოდ ახალი iPad-ის და Mac-ის ხაზზე სიახლეების შესახებ გაჟღერდება ინფორმაცია. 12 სექტემბერს Apple-მა აიფონების სამი ახალი მოდელი წარადგინა და მალევე ახალი ოპერაციული სისტემის განახლებული (iOS 12.0.1) ვერსიაც შესთავაზა მომხმარებელს.

„ნოვაია გაზეტას რედაქცია

19 ოქტომბერი 2018, 11:36

მსოფლიო

რუსულ გამოცემას ემუქრებიან

„ნოვაია გაზეტას" განცხადებით, უცნობმა პირებმა რედაქციის შენობასთან დატოვეს სამგლოვიარო გვირგვინი ჟურნალისტ დენის კოროტკოვისადმი მუქარით, ხოლო მეორე დღეს კალათა ცხვრის მოჭრილი თავით და წერილით, რომელშიც მთელ რედაქციას ეუქრებიან.

19 ოქტომბერი 2018, 11:36

ვიდეო

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმე

19 ოქტომბერი 2018, 11:31

ვიდეო

იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

19 ოქტომბერი 2018, 11:24

ვიდეო

მარია ზახაროვას განცხადება

19 ოქტომბერი 2018, 11:22

მსოფლიო

ამერიკული ვერტმფრენი ავიამზიდ „რონალდ რეიგანს“ დაეცა

აშშ-ის საზღვაო საძლების ვერტმფრენი „სი ჰოკი“, იაპონიის სანაპიროსთან ავიამზიდ „რონალდ რეიგანს“ დაეცა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.

19 ოქტომბერი 2018, 11:21

ვიდეო

საქართველოს საგარეო უწყების განცხადება

19 ოქტომბერი 2018, 11:16

ვიდეო

პროკურატურაში, გვიან ღამით დასრულდა, გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცის გამოკითხვა

მუჰამედ ბენ სალმანი

19 ოქტომბერი 2018, 11:12

მსოფლიო

NYT: საუდის არაბეთი ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალს მემკვიდრე პრინცის მრჩეველს წაუყენებს

საუდის არაბეთის ხელისუფლება ჟურნალისტი ჯამალ ჰაშაღის მკვლელობაში ბრალის წაყენებას გენერალ ახმედ ასარის უპირებენ. ის საუდის არაბეთის დაზვერვის მაღალჩინოსანია და მემკვიდრე პრინცის მუჰამედ ბენ სალმანის მრჩეველი.

Google Maps

19 ოქტომბერი 2018, 11:11

ტექნოლოგიები

iOS-ის მომხმარებლები Google Maps-ზე ადგილმდებარეობას რეალურ დროში გააზიარებენ

ფუნქციით სარგებლობა როგორც ავტომობილით, ისე ველოსიპედით და ფეხით გადაადგილებისას არის ხელმისაწვდომი. ლოკაციის რეალურ დროში გაზიარების სერვისი Android-ის მომხმარებლებისთვის 2017 წლის მაისში ამოქმედდა.

19 ოქტომბერი 2018, 11:11

ვიდეო

თეა წულუკიანი: "თუ ოპოზიციას ჩემი მოსმენა სურს, ამისათვის შესაბამისად უნდა მოემზადოს"

მკლავჭიდი

19 ოქტომბერი 2018, 11:10

სპორტი

პარასპორტსმენებმა მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს

მარჯვენა-მარცხენა ხელში პარა-მკლავჭიდელებმა ჯამში 42 მედალი აიღეს, აქედან 25 ოქრო, 8 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. გარდა ამისა, ახალგაზრდულმა ნაკრებმა ერთად აიღო 23 მედალი - 8 ოქრო, 6 ვერცხლი და 9 ბრინჯაო და გუნდური 3 ადგილი.

პარკირება

19 ოქტომბერი 2018, 10:56

საქართველო

ის ქუჩები დასახელდა, სადაც პარკირების საათობრივი გადასახადი დაწესდება

ამავე ცნობით, ძველ თბილისში საათობრივი პარკირება საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, მოიცავს ყველა ახლომდებარე ქუჩას ზაარბრიუკენის მოედნამდე და ამაღლების ქუჩამდე. რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, საათობრივი პარკირება დაწესდება შარტავას, კოსტავას, პეკინის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებზე.

19 ოქტომბერი 2018, 10:50

ვიდეო

მთავარი პროკურატურა, ფარულ აუდიოჩანაწერებს, სკოტლანდ იარდში გადაგზავნის

19 ოქტომბერი 2018, 10:46

მსოფლიო

თურქეთში მეჩეთის მრევლი 37 წლის განმავლობაში არასწორი მიმართულებით ლოცულობდა

თურქეთის პროვინცია იალოვის მეჩეთი მექის საპირისპიროდ იდგა. 37 წლის განმავლობაში, მუსლიმებმა ეს ვერ შენიშნეს და არასწორი მიმართულებით ლოცულობდნენ. ამის შესახებ გაზეთი Daily Sabah-ი წერს.