როგორ მკურნალობენ და რა სიმპტომები ახასიათებს სეზონურ გრიპს
ფოტო: shutterstock
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სეზონური გრიპი, გრიპის A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც სასუნთქ სისტემას (ცხვირი, ყელი, ფილტვები) აინფიცირებს.
სპეციალისტების განმარტებით, გრიპი ხასიათდება როგორც მსუბუქი, ისე მძიმე მიმდინარეობით და შესაძლოა დასრულდეს ლეტალური გამოსავლითაც. უბრალო გაციებისგან განსხვავებით გრიპი მწვავედ იწება. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: საერთო სისუსტე, ცხელება >38 0C , ხველა, ფარინგიტი (ყელის ტკივილი), ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში; იშვიათად დიარეა და/ან ღებინება.
მათივე შეფასებით, გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით. გრიპმა შესაძლებელია გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები,
განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში.
გრიპის გართულებებია:
• პნევმონია (ფილტვების ანთება) ‐ ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, ჰიპოქსია,
ციანოზი;
• დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (გონების დაკარგვა ან დაბინდვა, ძილიანობა, კრუნჩხვები, კუნთების მკვეთრი სისუსტე ან დამბლა).
• ორგანიზმის მკვეთრი გაუწყლოება (დეჰიდრატაცია);
• თანმხლები დაავადებების გართულება (მაგ:გულის შეგუბებითი უკმარისობა, ასთმა და დიაბეტი);
• ბავშვებში ყურის ინფექციები, სინუსიტები. ჩვილ ბავშვებს გრიპის დროს შესაძლოა განუვითარდეთ ფებრილური კრუნჩხვები, ცრუ კრუპის სინდრომი.
ამასთან სპეციალიტები განმარტავენ, რომ სეზონური გრიპის დროს დიაგნოზი დგინდება მხოლოდ კლინიკური სიმპტომების საფუძველზე. მკურნალობის დანიშვნისას არ არის საჭირო ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურება, ვინაიდან ტესტის პასუხი ჩვეულებრივ არ ცვლის მკურნალობის ტაქტიკას.
სპეციალისტები პაციენტებს აფრთხილებენ, რომ არსებობს ანტივირუსული პრეპარატები, რომელიც შეიძლება პაციენტმა გამოიყენოს გრიპის სამკურნალოდ. თუმცა, აუცილებელია გაითვალისწინონ, რომ ანტივირუსული პრეპარატები მიიღონ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ვინაიდან, თვითმკურნალობა ანტიბიოტიკებით თუ სხვა პრეპარატებით კატეგორიულად მიუღებელია.
ყველა სიახლე
10 მარტი 2026, 09:22
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპერაცია „ეპიკურ რისხვას“ „ეპიკურ შეცდომას“ უწოდებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპერაცია „ეპიკურ რისხვას“ „ეპიკურ შეცდომას“ უწოდებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აბას არაღჩი წერს, რომ შეერთებული შტატები ირანული ნავთობისა და ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ შეთქმულებას ინფლაციური შოკის შეკავების მიზნით გეგმავს და იქვე დასძენს, რომ საპასუხოდ თეირანს ბევრი სიურპრიზი აქვს მომზადებული.
10 მარტი 2026, 09:11
მსოფლიო
თურქეთის გაზიანთეფის პროვინციის შემდეგ, ირანული რაკეტების ნამსხვრევები დიარბაქირშიც აღმოაჩინეს
თურქეთის გაზიანთეფის პროვინციის შემდეგ, ირანული რაკეტების ნამსხვრევები დიარბაქირშიც აღმოაჩინეს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქმე ეხება ერთსა და იმავე ინციდენტს, რომლის დროსაც ნატოს თავდაცვის სისტემებმა თურქეთის საჰაერო სივრცეში ირანული რაკეტები აღმოაჩინეს და გაანადგურეს.
10 მარტი 2026, 09:00
მსოფლიო
ისრაელმა თეირანში, ისპაანსა და შირაზში ირანის ათობით სამხედრო ობიექტი დაბომბა
ისრაელმა თეირანში, ისპაანსა და შირაზში ირანის ათობით სამხედრო ობიექტი დაბომბა. ცაჰალის ცნობით, თავდაცვის ძალებმა 170-ზე მეტი ბომბი გამოიყენეს, რომელთა სამიზნეშიც თეირანში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, „ყუდსის ძალების“ შტაბბინა, ისპაანში საზენიტო რაკეტების წარმოებისა და შენახვის ობიექტები და შირაზში სამხედრო ინფრასტრუქტურა მოექცა.
10 მარტი 2026, 09:00
მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბალისტიკური რაკეტის გაშვების გამო ირანის ელჩი დაიბარეს
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემდეგ ისლამური რესპუბლიკის ელჩი, მოჰამად ჰასან ჰაბიბოლაზადე დაიბარა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
10 მარტი 2026, 08:54
რეგიონი
ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები დასრულდა
ახალციხის მუნიციპალიტეტში, 2026 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები დასრულდა.
10 მარტი 2026, 08:47
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ბაჩო ახალაიაზე: ეს არის პიროვნება, რომელსაც თავისი ქვეყანა სძულს
ეს არის პიროვნება, რომელსაც უბრალოდ სძულს თავისი ქვეყანა, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ბაჩო ახალაიაზე საუბრისას.
10 მარტი 2026, 08:40
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ არიან გავრცელებული აუდიოჩანაწერის მონაწილე პირები: ერთი სულის ამოხდით ემუქრებოდა ქართულ საზოგადოებას და მეორე საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცებს ადანაშაულებდა ომის დაწყებაში
ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ არიან გავრცელებული აუდიოჩანაწერის მონაწილე პირები: 1 სულის ამოხდით ემუქრებოდა ქართულ საზოგადოებას და მეორე ადამიანი საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცებს ადანაშაულებდა ომის დაწყებაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ, რითაც გამოეხმაურა „იმედის“ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილ აუდიოჩანაწერს.
10 მარტი 2026, 08:28
პოლიტიკა
ზუკა რურუა: ბაჩო ახალაია არაერთხელ არის შემჩნეული ასეთ ქმედებაში, ახლა უკვე სამართალდამცავ ორგანოებზე არის დამოკიდებული რა კვალიფიკაციას მისცემენ ამ ქმედებას
ბაჩო ახალაია არაერთხელ იქნა შემჩნეული ასეთ ქმედებაში. სწორედ 4 ოქტომბრის თემა უნდა გავიხსენოთ პირველ რიგში, როდესაც მისი ინიციატივით იყო დამხობა დაორგანიზებული, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვაკის რაიონის დელეგატმა ზუკა რურუამ.
10 მარტი 2026, 08:17
პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: საფრთხე არის რეალური. შეიძლება ტერაქტების სერია დაიწყოს
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარებასა და ამ პროცესების ფონზე საქართველოში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას, „პალიტრანიუსის“ პოლიტიკურ ტოქშოუ „360 გრადუსში“ გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა ტერაქტების სერია დაიწყოს.
10 მარტი 2026, 08:10
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეხვედრებს დღეს პრეზიდენტთან, პრემიერთან, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან გამართავს
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეხვედრებს დღეს პრეზიდენტთან, პრემიერთან, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან გამართავს.
10 მარტი 2026, 08:03
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი.
10 მარტი 2026, 02:29
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ნავთობთან დაკავშირებულ გარკვეულ სანქციებს გააუქმებს ფასების შესამცირებლად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ნავთობთან დაკავშირებულ გარკვეულ სანქციებს გააუქმებს ფასების შესამცირებლად.
10 მარტი 2026, 02:17
მსოფლიო
ტრამპი მიანიშნებს, რომ აშშ-ის მიზნები ირანში „თითქმის სრულად მიღწეულია“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანთან ომში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და მიანიშნა, რომ ოპერაცია, შესაძლოა, თითქმის დასრულებული იყოს.
10 მარტი 2026, 02:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს ჩვენი ქვეყანა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის უცხოურ ინვესტიციას იზიდავს, რაც დაკავშირებულია განვითარებასთან და ჩვენს მომავალთან
რასაც ვხედავთ და რასაც მხოლოდ ჩვენ არ ვხედავთ, ხედავს ყველა სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკვირვებას აწარმოებს ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილიმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ ისაუბრა.
10 მარტი 2026, 01:57
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: რაც შეეხება 2030 წელს, მინდა ვისურვო, რომ ევროკავშირი გააღებს კარს ახალი წევრი ქვეყნებისთვის - ევროპის სიძლიერე სწორედ გაფართოებაშია, რომ ყველა ევროპული ცივილიზაციის სახელმწიფო ერთი ქუდის ქვეშ მოექცეს
მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროკავშირთან ურთიერთობებსა და ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ დაკავშირებადობის კონტექსტში ქვეყნის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.
10 მარტი 2026, 01:51
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ირანში მიმდინარე ომი აღწერა, როგორც „მოკლევადიანი ექსკურსია“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანში მიმდინარე ომი აღწერა, როგორც „მოკლევადიანი ექსკურსია“.
10 მარტი 2026, 01:45
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ხელისუფლება ყოველდღიურად იბრძვის, რათა არ დაისვას არც ერთი კითხვის ნიშანი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
ერთი რამ, რაც ალბათ ჩვენს ქვეყანას უნდა ვუსურვო, არის მშვიდობა ამ მართლაც ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში - მართლაც ძალიან რთულია ჩვენს გარშემო გეოპოლიტიკური მოცემულობა, ის წრე, სადაც დიდი პოლიტიკური თამაში მიმდინარეობს, საკმაოდ ახლოს არის ჩვენთან და, ერთგვარად, ეპიცენტრშიც ვართ, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“.
10 მარტი 2026, 01:35
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ოპონენტებს: ჩვენ გვჭირდება ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის განვითარებისთვის, თქვენ კი იყენებთ ამ თემას მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნებისთვის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დებატები“ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
10 მარტი 2026, 01:31
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ერთადერთი, რისი რომანტიზებაც უნდა მოვახდინოთ, საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესებია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისა და რეალისტური საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
10 მარტი 2026, 01:22
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, აქ ასარჩევი არაფერია. ჩვენ შეიძლება ავირჩიოთ გზა ევროკავშირისკენ, მაგრამ ცივილიზაცია არჩეულია ჩვენი მამა-პაპის მიერ
„რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოების გარემოსა და ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა.


