პოლიტიკა
17 სექტემბერი 2026, 00:26
ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორი: ვფიქრობ, რომ ისლანდიის მოსახლეობამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ევროკავშირში გასაწევრიანებლად განაცხადის შეტანის არავითარი მცდელობა აღარ იქნება. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაინახა პრობლემები - პენსიების შემცირება, თავდაცვის ხარჯების გაზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი, მიგრაციის პრობლემა
ვფიქრობ, რომ მცირე ქვეყნისთვის, როგორიცაა ისლანდია, რომლის ეკონომიკა ეყრდნობა თევზჭერას და ენერგოსფეროს, სუვერენიტეტის ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე დიდი ქვეყნებისთვის, რომელთაც ბრიუსელში თავისი სიტყვა ეთქმით გადაწყვეტილების მიღების სისტემაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა ჰანეს ჰოლმშტაინ გისურარსონმა.
17 სექტემბერი 2026, 00:08
ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორი რეფერენდუმის შედეგებზე: ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ჩვენი სუვერენიტეტი, მცირე ქვეყნების ლაპარაკი ეს თითქოს არის ჩურჩული, რომელსაც ბრიუსელში არავის უსმენს
ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ჩვენი გავლენა ბრიუსელში იქნება ძალიან მცირე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა ჰანეს ჰოლმშტაინ გისურარსონმა ისლანდიაში გამართული რეფერენდუმის შედეგების განხილვისას, რომლის თანახმადაც მოსახლეობამ უარი განაცხადა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. მისი თქმით, მცირე ქვეყნების ლაპარაკი თითქოს ჩურჩულია, რომელსაც ბრიუსელში არავის უსმენს.
17 სექტემბერი 2026, 00:05
ლევან მახაშვილი: ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი
ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
17 სექტემბერი 2026, 00:01
ლევან მახაშვილი: ევროკავშირში მაღალი დონის შეხვედრებს გამოვიყენებთ იმისათვის, რათა აღვადგინოთ დიალოგი და დავანახვოთ ყველას, რომ, რაც შეიძლება ბრიუსელის ფანჯრიდან ჩანდეს, არის ერთი მდგომარეობა, მაგრამ გეოპოლიტიკური ვითარება, რაც არის ამ რეგიონში, განსხვავებულია - ჩვენ ეს ურთიერთობები არ გაგვიფუჭებია
„მაგასთან“ დაპირისპირება პირველი არ არის, იქ იყო ისლანდიის რეფერენდუმის შედეგები, გერმანიის ერთ-ერთ მიწაზე არჩევნების შედეგები და საბოლოო ჯამში ეს მოვლენები ბრიუსელს ერთ რამეს უნდა აჩვენებდეს, რომ მისი ეს საგარეო და საშინაო პოლიტიკა სწორი მიმართულებით არ მიდის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
16 სექტემბერი 2026, 23:45
ლევან მახაშვილი მარტა კოსზე: მან წააგო გეოპოლიტიკური კონკურენაცია ამერიკასთან. ფაქტია, რომ გეოპოლიტიკური კონკურენციის კონტექსტში ერთსა და იმავე სიბრტყეზე აყენებს რუსეთს, ჩინეთს და აშშ-ს
მან [მარტა კოსი] წააგო გეოპოლიტიკური კონკურენაცია ამერიკასთან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკომისარ მარტა კომისის იმ განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც ევროკავშირში წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის „MAGA“ მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ. მახაშვილის თქმით, კოსი გეოპოლიტიკური კონკურენციის კონტექსტში ერთსა და იმავე სიბრტყეზე აყენებს რუსეთს, ჩინეთს და აშშ-ს.
16 სექტემბერი 2026, 23:37
ლევან მახაშვილი გვარამია-ჯაფარიძის ნორვეგიის ელჩთან ფარულ შეხვედრაზე: ყველაზე დასანანი და შეიძლება გასაკვირიც ის არის, რომ ნორვეგიის ელჩი სულ ახალი ჩამოსულია. წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ თითოეული ასეთი შეხვედრა შემდგომი რადიკალიზაციის წყარო იყო
ყველაზე დასანანი და შეიძლება გასაკვირიც ის არის, რომ ნორვეგიის ელჩი სულ ახალი ჩამოსულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გვარამია-ჯაფარიძის ნორვეგიის ელჩთან შეხვედრასთან დაკავშირებით.
16 სექტემბერი 2026, 23:27
ლევან მახაშვილი: სრულიად ლოგიკურ დაპირისპირებას ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე - ამ პარტიებს არასდროს უმოქმედიათ საქართველოს ინტერესებით
ეს პარტიები არასდროს არ ყოფილან საქართველოს ინტერესებით მოქმედნი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.
16 სექტემბერი 2026, 23:26
ლევან მახაშვილი გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე: პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა და არა რადიკალურმა დაჯგუფებებმა
პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა და არა რადიკალურმა დაჯგუფებებმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საკონსტიტუტუციო სარჩელში პარტიის „საქართველოსთვის“ დამატების საკითხის განხილვისას. მისი თქმით, ამიერიდან, როგორც კი ხელისუფლება დაინახავს, რომ პოლიტიკურ სივრცეში რომელიმე ორგანიზაცია კონსტიტუციური წესწყობილებიდან გადის, ვალდებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


