imedi /  11 ოქტომბერი 2018, 00:28 / სანდო წყარო

საგარეო უწყება ჟენევის დისკუსიის შედეგებს აჯამებს

ჟენევა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკების პროცესის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებული ვითარება. დაიგმო საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელება, უკანონო დაკავებები, მათ შორის, მაია ოთინაშვილისა და აკაკი დოთიაშვილის გატაცების შემთხვევები.    
 
დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარ თემას ასევე წარმოადგენდა გალის რაიონში მიმდინარე ეთნიკური დისკრიმინაცია, რომელიც მკვიდრ ქართველ მოსახლეობას აიძულებს არჩევანის გაკეთებას რეგიონის დატოვებასა და უცხოელებად დარეგისტრირებას შორის. აქცენტი გაკეთდა გალისა და ახალგორის ქართულ სკოლებში განათლების მშობლიურ ენაზე მიღების აკრძალვაზე...
 
მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან ისაუბრეს თავისუფალი გადაადგილებისა და საკუთარ მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვის პრობლემებზე, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და საოკუპაციო ხაზზე დაწესებული სხვადასხვა შეზღუდვების შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2018 წლის 11-12 დეკემბერს გაიმართება.

განცხადების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

ჟენევაში საქართველო-რუსეთს შორის დისკუსიების 45-ე რაუნდი 9 ოქტომბერს დაიწყო და 10 ოქტომბერს დასრულდა.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულებას რუსეთის საგარეო უწყებაც გამოეხმაურა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 9-10 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დროს რუსეთის, ცხინვალისა და აფხაზეთის წარმომადგენლებმა ერთობლივად გამოთქვეს შეშფოთება რეგიონში NATO-ს სამხედრო წარმომადგენლობის ზრდის და საქართველში ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიის საქმიანობის გამო.

„რუსულმა მხარემ მოუწოდა თბილისს, უზრუნველყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოფიციალური წარმომადგენლების დაშვება საერთაშორისო ფორუმებზე, უპირველესად კი გაერო-ში, სადაც ჟენევის დისკუსიების პრობლემატიკა განიხილება”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. ამ დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად მიიღეს.

მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

11 დეკემბერი 2018, 14:49

საქართველო

საქართველოში შშმ პირების 34,4% დასაქმებულია

ამის შესახებ ინფორმაციას ACT, IDFI-ზე დაყრნობით ავრცელებს. მონაცემების მიხედვით, დასაქმებულ მოსახლეობაში დაქირავებით მომუშავე შშმ პირების წილი 13,8%-ია, ხოლო თვითდასაქმებული შშმ პირების წილი - 86,2%.

ირაკლი კაჭარავა

11 დეკემბერი 2018, 14:36

საქართველო

ქართველმა ცოლ-ქმარმა რუსეთის პასპორტები ატოცთან დაწვა

რუსეთის მოქალაქე ქართველმა ცოლ-ქმარმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ატოცში რუსეთის პასპორტები დაწვა. „მე მრცხვენია, ვიყო იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ცდილობს ტერიტორიების ოკუპაციას“ - ამბობს ირაკლი კაჭარავა.

11 დეკემბერი 2018, 14:32

ტექნოლოგიები

რუსეთმა Google 500 ათასი რუბლით დააჯარიმა

კომპანია Google-ი, რუსეთის ინტერნეტის მარეგულირებელმა სახელმწიფო ორგანომ „როსკომნადზორმა“ 500 ათასი რუბლით (7,530 დოლარი) დააჯარიმა. ამის შესახებ „როსკომნადროზორის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჟაროვმა განაცხადა.

ტურისტები

11 დეკემბერი 2018, 14:25

ეკონომიკა

საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა

ყველაზე მეტი ადამიანი დაასაქმეს მცირე საწარმოებმა - ამ მაჩვენებელმა 60% შეადგინა. რაც შეეხება დასაქმებულთა განაწილებას, ყველაზე მეტი ადამიანი დასაქმებულია კვების ობიექტებში (37%), შემდეგ მოდის ტრანსპორტი (32%) და განთავსება (26%).

ტექნოლოგიები

11 დეკემბერი 2018, 14:24

ეკონომიკა

დასახელდა 15 კომპანია, სადაც დასაქმებულთათვის საუკეთესო გარემო და პირობებია

Glassdoor-ის ბოლო შეფასებით, დასახელდა 15 კომპანია სადაც საუკეთესო გარემო და პირობებია დასაქმებულთათვის. სიაში არიან Facebook-ი, LinkedIn-ი, Google-ი და Microsoft-იც. კომპანიების თანამშრომლები კომპანიის დადებით და უარყოფით მხარეებს ასახელებენ.

სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი

11 დეკემბერი 2018, 14:00

საქართველო

საუდის არაბეთის მეფე სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

„ორი წმინდა მეჩეთის მცველმა მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მეფემ თავისი, საუდის არაბეთის მოსახლეობისა და მთავრობის სახელით პრეზიდენტის მიმართ საუკეთესო სურვილები გამოხატა, უსურვა მას წარმატება, მეგობარ ქართველ ხალხს კი - სტაბილური წინსვლა და პროგრესი“, - ნათქვამია საუდის არაბეთის ოფიციალური პრესის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობი

11 დეკემბერი 2018, 13:59

საქართველო

მოსამართლემ მეუფე იაკობს მიხეილ რამიშვილისთვის ბოდიშის მოხდა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელი, რომლითაც ის მეუფე იაკობს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩიოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ავრცელებს.

ვალების ჩამოწერა

11 დეკემბერი 2018, 13:56

ეკონომიკა

მთავრობა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოსახლეობას აფრთხილებს

„პრობლემური სესხების მფლობელებმა ყურადღება მიაქციონ, რომ სესხების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ და მხოლოდ პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე vali.ge", - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლიცია

11 დეკემბერი 2018, 13:50

ძალოვნები

თბილისში კაცმა ჯერ მანქანა გაიტაცა, მერე ავარიაში 5 ავტომობილი დაამტვრია, ბოლოს კი დააკავეს

თბილისში წერეთლის გამზირზე მანქანა მაშინ მოიპარეს, როდესაც მისი მფლობელი ჩასარიცხ აპარატში ფულის ჩასარიცხად გადავიდა მანქანიდან. ამ დროს უცნობი ადამიანი მის მანქანაში ჩაჯდა და გაიტაცა.

იურიკო კოიკე

11 დეკემბერი 2018, 13:50

საქართველო

ტოკიოს მერმა ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და რაგბის ჩემპიონატზე დაპატიჟა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს მერი იურიკო კოიკე სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. საქართველოს არჩეული პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში, იურიკო კოიკე ამბობს, რომ ტოკიოს მოსახლეობისგან მანდატი 2016 წელს მიიღო და როგორც ქალი ლიდერი, სალომე ზურაბიშვილს წარმატებებს უსურვებს.

ავარია

11 დეკემბერი 2018, 13:47

ძალოვნები

ზუგდიდის სოფელ ცაიშში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 4 კი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა მძიმეა.

ნოუთბუქი

11 დეკემბერი 2018, 13:44

ეკონომიკა

vali.ge-ზე უკვე 407 ათასზე მეტი მსესხებლის შესახებ აიტვირთა ინფორმაცია

ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის 407 ათასზე მეტი მსესხებლისა და 679 ათასზე მეტი სასესხო ჩანაწერის შესახებაა ინფორმაცია ატვირთული. ამ სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა შეადგენს 3 მილიარდ ლარზე მეტს.

საწვავი

11 დეკემბერი 2018, 13:31

ეკონომიკა

საქართველოში საწვავის მოხმარება მცირდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 80,9 ათასი ტონა, რაც 14,8 ათასი ტონით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

11 დეკემბერი 2018, 13:27

საქართველო

ადმინისტრაცია ყოფილი პრეზიდენტისთვის დაცვის მოხსნას აპროტესტებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი სიახლე პრეზიდენტს სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცვა აღარ შეუნარჩუნდება.

თაფლი

11 დეკემბერი 2018, 13:23

ეკონომიკა

ქართული თაფლის სინჯების დიდ ნაწილში აკრძალული ნივთიერებები აღმოჩნდა

ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირში ფერხდება, მიზეზი ლაბორატორიული კვლევის შედეგებია - სინჯების დიდ ნაწილში ევროკავშირში აკრძალული ანტიბიოტიკების მაღალი შემცველობა დაფიქსირდა.

შრომის პირობები

11 დეკემბერი 2018, 13:20

საქართველო

შემოწმებული 80-ზე მეტი საწარმოდან შრომის უსაფრთხოების ნორმები ყველაში დარღვეულია

პირველი აგვისტოდან ოქტომბრამდე პერიოდში შრომის პირობების უსაფრთხოება 50-მდე საწარმოში შემოწმდა, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ახორციელებენ. მაშინაც, დარღვევები ყველა შემოწმებულ ობიექტში აღმოჩნდა.

თამბაქოს მოხმარება

11 დეკემბერი 2018, 13:19

საქართველო

თამბაქოს მომხმარებელთა გამო საქართველოს ეკონომიკა წლიურად 825 მილიონ ლარს კარგავს

თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილიანობის, დაავადებების, პროდუქტიულობის კლების და სხვა ტვირთის გამო საქართველო ყოველწლიურად 825 მილიონ ლარს კარგავს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 2.4%-ია.

თამბაქოს მოხმარება

11 დეკემბერი 2018, 13:11

საქართველო

რა შედეგი შეიძლება იქონიოს თამბაქოს პროდუქტზე გადასახადების გაზრდამ მის მოხმარებაზე. სტატისტიკა

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს თამბაქოს ყველა პროდუქზე გადასახადების გაზრდის რეკომენდაციას აძლევს. თამბაქოზე გადასახადების ზრდა ერთ-ერთი საუკეთესო „მოგება-მოგების“ პოლიტიკაა.

11 დეკემბერი 2018, 13:07

მსოფლიო

დრეზდენის არქივებში ვლადიმერ პუტინის სახელზე ცნობა იპოვეს

აღმოსავლეთ გერმანიის უშიშროების სამსახურში (შტაზი) რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საქმიანობის შესახებ ცნობა იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ Bild-ი ავრცელებს.

ზაქარია ბეგლარიშვილი

11 დეკემბერი 2018, 13:05

სპორტი

ესტონეთში ქართველი ფეხბურთელი საუკეთესოდ დაასახელეს

ტალინური „ფლორას“ ქართველი შემტევი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი 2018 წლის ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ბეგლარიშვილმა გასულ სეზონში 30 გოლის გატანა მოახერხა, რასაც 24 საგოლე გადაცემაც დაუმატა.