imedi /  19 ოქტომბერი 2018, 14:06 / სანდო წყარო

მმართველი გუნდი ნაციონალებს დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში დესტაბილიზაციას ცდილობს. განცხადებებს ქართული ოცნების დეპუტატები აკეთებენ.

„მიმდინარე პროცესებს აშკარად ეტყობა „ნაციონალური მოძრაობის“ კვალი. მათი ხელწერაა ძალადობა, თუმცა ვერც ძალადობით და ვერც ნებით ისინი ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. ნებით იმიტომ, რომ ქართველი ამომრჩეველი მათ ხმას აღარ მისცემს, ხოლო ყველა ქმედების მიმართ, რომელიც კანონის ფარგლებიდან იქნება გასული შესაბამისი ზომები გატარდება”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საარჩევნო კამპანიის ბოლო ეტაპი პროვოკაციული სურვილით მიმდინარეობს, მათი მიზანია ქვეყანაში ქაოტურობის განცდა შექმნან.

ეკა ბესელიას შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ აქვს და ფიქრობს, რომ საწადელს არეულობით მიაღწევს.

„ვხედავთ საარჩევნო კამპანიის ბოლო ეტაპი, ძალიან აშკარა ხელწერით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიმდინარეობს პროვოკაციული სურვილით და მათი სასურველი მიზნით, რომ ქვეყანაში რაღაც ქაოტურობის განცდა შექმნან. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არანაირი შანსი არ აქვს გამარჯვების და ფიქრობს, რომ მხოლოდ არეულობით შეიძლება, საწადელს მიაღწიოს. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ეს მათ ინტერესებშია, მაგრამ ყველა ინსტიტუტი, ყველა უწყება, ყველა სამსახური, ჩვენ ყველა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მშვიდ გარემოში, რაც შეიძლება თავისუფალ გარემოში, პროვოკაციების თავიდან აცილების გზით, არჩევნების დღეს უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი არჩევანი ყველა მოქალაქისთვის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

არ მგონია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე არსებობდეს, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობთ იმ ტიპის საარჩევნო კამპანია, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს.

„მე არ მგონია, რომ რაიმე დესტაბილიზაციის საფრთხე იყოს. ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს ესეთი ტიპის კამპანია, როგორიც მათ აქვთ ახლა.„ქართული ოცნება“ საუბრობს, რომ ვიღაცა ცდილობს დესტაბილიზაციასა და ცხადია, გულისხმობს „ნაციონალურ მოძრაობას“. „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ცხადია, მართლა არიან ვიღაც ადამიანები, ვისაც წარმოუდგენიათ რაღაც რევოლუციის გზით ხელისუფლებაში დაბრუნება. რეალურად კი, არ მგონია, ახლა ეს საფრთხე არსებობდეს ქვეყანაში”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც გვარამია ჩანაწერების გამოქვეყნებას აანონსებდა. გახარიას განცხადებით, მან არ იცის, რომელ ჩანაწერზე საუბრობს ნიკა გვარამია, თუმცა დეტალურად იცის ყველა ის გეგმა, რითაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია იგეგმებოდა.

„რუსთავი 2“-მა 17 ოქტომბერს გაავრცელა კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ დაკავებამდე ორი დღით ადრე შეხვდა კახა კახიშვილს, პატიმრობის გარკვეული პირობების შექმნაზე შეთანხმდნენ და რადგან შეთანხმება დაირღვა, კახიშვილის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს და საჭიროების შემთხვევაში გამოაქვეყნებს. 

ნიკა გვარამიამ თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მისი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერების გამოქვეყნებას აპირებს. 

ყველა სიახლე

11 სექტემბერი 2026, 17:05

მსოფლიო

ევროკომისიამ უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვისთვის 6,1 მილიარდი ევრო დაამტკიცა

ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებით 6,1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. თანხა უკრაინის მიერ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების, საბრძოლო მასალის, დრონებისა და ელექტრონული ბრძოლის საშუალებების შესაძენად იქნება გამოყენებული.

11 სექტემბერი 2026, 16:38

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

მომხსენებლის, მთავარი შრომის ინსპექტორის, ბექა ფერაძის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებაზე განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში: 7111 პირველადი და შემდგომი ინსპექტირება ჩატარდა, გაიცა 28 ათასზე მეტი მითითება, შედგა 2584 გაფრთხილების ოქმი, 100-ზე მეტ შემთხვევაში მიღებული იქნა საქმიანობის შეჩერებისა და დაახლოებით 800-მდე შემთხვევაში გადაწყვეტილება საჯარიმო სანქციის გამოყენების თაობაზე, ასევე 352 შემთხვევაში შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება, შესაბამისი დარღვევის არარსებობის გამო.

ფრიდრიხ მერცი

11 სექტემბერი 2026, 15:51

მსოფლიო

Die Welt: პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრიდრიხ მერცის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

ოპოზიციურმა ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ინფორმაციას Die Welt-ი ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

11 სექტემბერი 2026, 15:48

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი თამარ კინწურაშვილს: „ნაცების“ დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი; „ნაცების“ დროს სააკაშვილის მრჩეველი; „ნაცების“ დროს ბოკერიას მოადგილე. ამ უკიდურესად „ნაცური“ წარსულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ მინიმუმ ამორალურია თქვენი მხრიდან ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი თამარ კინწურაშვილის ირონიულ გამოხმაურებას პასუხობს. საქმე ეხება დეპუტატის მანამდე გაკეთებულ განცხადებას, რომ „BBC-მ ვერ მოატყუა საზოგადოება და გასაკვირია, რატომ ფიქრობს „ასავალ-დასავალი“ შეძლებს მოქალაქეების მოტყუებას.“ მაჭავარიანი საზოგადოებას თამარ კინწურაშვილის ბიოგრაფიას ახსენებს და ამბობს, რომ მინიმუმ ამორალურია მისი მხრიდან ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება.

გჟეგოჟ ბრაუნი

11 სექტემბერი 2026, 15:18

მსოფლიო

პოლონელმა დეპუტატმა გჟეგოჟ ბრაუნმა პოლონეთში „უკრაინის მეამბოხე არმიის“ ობელისკი დააზიანა

ევროპარლამენტარმა, პოლონეთის სეიმის ყოფილმა დეპუტატმა გჟეგოჟ ბრაუნმა პოლონეთში დამონტაჟებული „უკრაინის მეამბოხე არმიის“ ობელისკი განგებ დააზიანა და ქვეყნის ხელისუფლებას მის სრულ დემონტაჟს სთხოვს.

11 სექტემბერი 2026, 15:03

სამართალი

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი ადამიანი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი ადამიანი დააკავა.

ირაკლი ზარქუა

11 სექტემბერი 2026, 14:53

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: ერთმანეთს ამხელენ უსამშობლობაში, არაქართულ პოზიციაში, კორუფციაში, საქართველოს ინტერესების დაუცველობაში. ზუსტად ამას ვამბობდით ჩვენ

დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა რადიკალურ ოპოზიციაში ანა წითლიძესა და ნიკა გვარამიას შორის მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.

11 სექტემბერი 2026, 14:49

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები, აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ეკონომიკური კავშირების ზრდისა და გამყარების კუთხით.

დონალდ ტუსკი

11 სექტემბერი 2026, 14:46

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: თუ ენერგიის ფასები ასეთი მაღალი დარჩება, ზღაპარი იქნება ჩინეთთან და შეერთებულ შტატებთან კონკურენციაზე ოცნება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა „ვიშეგრადის ოთხეულის“ შეხვედრაზე ევროკავშირში ენერგომატარებლების მაღალი ფასები მკაცრად გააკრიტიკა.

შიო მესამე

11 სექტემბერი 2026, 14:36

საზოგადოება

პატრიარქი: ვევედროთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, მისი ლოცვით ღმერთმა გვასწავლოს ჩვენ სინანული, გვასწავლოს ლოცვა და მოგვცეს ძალა და სიმამაცე სიმართლის თქმისა და სიმართლისთვის ცხოვრებისა, შეგვეწიოს, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება

იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. შიო მესამემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

გიორგი სოსიაშვილი

11 სექტემბერი 2026, 14:29

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: მათი დაცემა დაიწყო მაშინ, როდესაც მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი და გარედან თანხები შემოელიათ

განულებულები, მიწასთან გასწორებულები არიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.

11 სექტემბერი 2026, 14:26

სამართალი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 4 სამართალდარღვევის ოქმი განიხილა. კანონდამრღვევებს 500-დან 1500 ლარამდე ჯარიმების გადახდა დაეკისრათ

მათ ნაწილს პოლიტიკოსის შეურაცხყოფას, ნაწილს კი სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გამოყენებას ედავებოდნენ.

ლაშა აბაშიძე

11 სექტემბერი 2026, 14:23

ეკონომიკა

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელ გზაზე: ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური

„მნიშვნელოვანი პროექტია და საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობთ ტენდერი მსოფლიო ბანკის რეგულაციებით გამოცხადდება. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური. ხაზი სრულიად ელექტოფიცირებული იქნება. ეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ანაკლიის პორტს დააკავშირებს არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან“, - აღნიშნა აბაშიძემ.

რატი იონათამიშვილი

11 სექტემბერი 2026, 14:22

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როდესაც გაზეთი, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია

რა თქმა უნდა, როდესაც გაზეთი, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების კამპანია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე.

არჩილ გორდულაძე

11 სექტემბერი 2026, 14:20

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ქალბატონ მარტა კოსს რომ დავუჯეროთ, ევროკავშირის ყველა წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას წყვეტს. სხვანაირად რა ლოგიკაა, რომ კანდიდატ ქვეყნებს აუკრძალო ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები აგრძელებენ ამ ურთიერთობას

არჩილ გორდულაძე აღნიშნავს, რომ კანდიდატ წევრებს ჯერ კიდევ გაწევრიანებამდე უყენებენ წინაპირობებს, რომ მათ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა არ უნდა აწარმოონ.

11 სექტემბერი 2026, 14:19

სამართალი

პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.

11 სექტემბერი 2026, 14:16

სამართალი

სგპ „სარფის" მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.

11 სექტემბერი 2026, 14:12

მსოფლიო

Reuters: იემენელმა „ჰუსიტებმა“ სტრატეგიულ კუნძულზე კონტროლი დაამყარეს - საზღვაო გადაზიდვებს საფრთხე ემუქრება

იემენში ირანის მოკავშირე „ჰუსიტებმა“ დღეს ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მდებარე სტრატეგიული კუნძული პერიმი დაიკავეს. ინფორმაციას Reuters-ი იემენის მთავრობის ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 სექტემბერი 2026, 14:09

საზოგადოება

რევაზ სოხაძემ სამშენებლო პროექტებში ხარჯთაღრიცხვის ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მოადგილეებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო სექტორის ხარჯთაღმრიცხველებს შეხვდა.

11 სექტემბერი 2026, 13:51

პოლიტიკა

თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულ ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან.